function atlpdp1(){for (wi=0; wi www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი 1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ. 2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები. 3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ. მანტიკა 1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ. 2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული. 3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.
Portal Home Latest images Register Log in
Share | რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე
Author Message Subject: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Fri Feb 15, 2013 10:15 pm
შენი შესაფერისი მთვარის დღის დასადგენად საჭიროა იცოდე დაბადების ზუსტი თარიღი და საათი.
მაგალითად: 1987/24/01/19:00. ამ დღეს დაბადებული ადამიანის მთვარის დღე გამოდს 25.
მთვარის დღეები და მათი დახასიათება:
მთვარის 1 დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანები, როგორც წესი ღრმა სიბერემდე ცოცხლობენ. მთვარის პირველ დღეს დაბადებული თითქმის ყველა ადამიანი, თავისებურად ბავშვია. ყოველთვის ელიან რაღაც ახალს, მუდამ გაოცებით ეგებებიან ყველა სიახლეს და დაწყეწბულ საქმეს ენერგიულად ეკიდებიან. ასეთ ადამიანებთან კავშირი ბევრ კარგ მოგონებას დაგიტოვებთ.
მთვარის მე-2 დღე
მთვარის მეორე დღეს დაბადებული ადამიანები ფიზიკურად ძლიერები და ჯანმრთელები იბადებიან. ამ დღეს დაბადებული ადამიანები გამოიღცევიან, საღი აზროვნებითა და ერთგულებით. იშვიათია ისეთი შემთხვევა, რომ მთვარის მეორე დღეს დაბადებული ადამიანი მოღალატე აღმოჩნდეს.
მთვარის მე-3 დღე
მთვარის მესამე დღეს დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ საუკეთესო სპორტსმენები, მეომრები, ჯარისკაცები. მთვარის ამ დღეს დაბადებული ადამიანები განსაკუთრებით გადამწყვეტუნარიანები არიან. მაგრამ ეს ადამიანები ღრმა სიბერემდე ვერ იცხოვრებენ, სამაგიეროდ ბევრ კარგ და სასარგებლო საქმეს გააკეთებენ.
მთვარის მე-4 დღე
მთვარის მეოთხე დღეს დაბადებული ადამიანები შეიძლება გახდნენ ძალიან ეგოისტები და კრიმინალებიც კი. ასეთი ადამიანები ადვილად უხვევენ “ნათელი გზიდან” და გადადიან ბნელში, ადვილად შეიძლება მათი გაბრაზ, რომ საკუთარი თავი გახსნან, მაშინვე ყალიბდებიან საუკეთესო ადამიანებად.
მთვარის მე-5 დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანები ხშირად ხდებიან მდიდრები, მათ შეუძლიათ დახმარების გარეშეც ადვილად გააკეთონ ესა თუ ის საქმე. საკმაოდ ნიჭიერი ხალხია, შეუძლიათ სამაგალითო ადამიანები გახდნენ.
მთვარის მე-6 დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანები ცხოვრობენ დიდ ხანს და სიკვდილის შემდეგ ტოვებენ უდიდეს კვალს. მათ უყვართ თავისუფლება, ფიქრი, არანაირი შებოჭვა, ლაღი ცხოვრება, აქვთ უსაზღვრო ფანტაზიის უნარი.
მთვარის მე-7 დღე
მთვარის მეშვიდე დღეს დაბადებულ ადამიანებს აქვთ კარგი ჯანმრთელობა. ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს აქვთ შანსი გახდნენ გავლენიანი ადამიანები და ჰქონდეთ კარგი ცხოვრება.
მთვარის მე-8 დღე
ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს არც თუ ისე მომხიბლავი გარეგნობა აქვთ, მაგრამ გარეგნობა სულაც არაა მთავარი. ამ დღეს დაბადებული ადამიანები გარშემომყოფების ყურადღების მიპყრობას თავისი ცოდნით, შრომისუნარიანობითა და ორიგინალურობით შეძლებენ.
მთვარის მე-9 დღე
მთვარის მეცხრე დღეს დაბადებული ადამიანებისთვის ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ იქნება, მოუწევთ უამრავი სულიერი პრობლემების დაძლევა და დეპრესიების გამოვლა. მაგრამ თუ ამ ყველაფერს შეხედავენ როგორც გამოწვევას, მაშინ მათი ცხოვრება უფრო მარტივი გახდება.
მთვარის მე-10 დღე
მეათე დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან დიდ ენერგეტიკას ატარებენ, მათთან ხშირად მიდიან დასახმარებლად და ისინი მუდამ მზად არიან სხვები მოამარაგონ ენერგიით. მათ ფარული კონტაქტი აქვთ მშობლებთან და იღებენ მათ ენერგეტიკას. ამით თავს უფრო იძლიერებენ. მათგან კარგი ფსიქოლოგი და ექიმი დადგება.
მთვარის მე-11 დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან ნიჭიერები, კეთიოლები, ძლიერები არიან, ისინი იცოცხლებენ ღრმა სიბერემდე და ამ ცხოვრებას ღირსეულად დაასრულებენ.
მთვარის მე-12 დღე
მთვარის ამ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან კეთილშობილი და მზრუნველები არიან. მაგრამ მათ ცხოვრებაში მაინც არის რაღაც პრობლემები, ძირითადად ეს პრობლემები ფიზიკურ არასრულყოფილებასა და რაიმე ვმკვეთრად გამოხატულ დაავადებებს ეხება. ზოგიერთი მადგანი ინვალიდიცაა.
მთვარის მე-13 დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან კარგი მოსწავლეები არიან და აქვთ გამორჩეული შესაძლებლობები. ისინი იცოცხლებენ ღრმა მოხუცობამდე, თუ ადრეულ ასაკში არ გარდაიცვალნენ.
მთვარის მე-14 დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან ეშმაკურები და სხარტები არიან, შეუძლიათ სწრაფად აზროვნება და სიტუაციიდან თავის დაღწევის ოსტატები არიან.
მთვარის მე-15 დღე
მთვარის ამ დღეს დაბადებული ადამიანები არიან განსაკუთრებულად კეთილები,” რბილები” და ადვილად დასამორჩილებლები, რის გამოც ხშირად ექმნებათ პრობლემები, მათი გამოყენება ადვილია.
მთვარის მე-16 დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანები იცოცხლებენ ღრმა სიბერემდე და გაივლიან ძალიან საინტერესო გზას. ძალიან კეთილები და უბოროტოები არიან, მათი გაბრაზება ძალიან ძნელია მაგრამ მაინც თუ გააბრაზეთ მაშინ შურს იძიებენ, მაგრამ არა ისე როგორც სხვა ადამიანები, მათ თავიანთი ტაქტიკა აქვთ. სულიერად ძალიან ნაზები და ფაქიზები არიან, უყვართ თეთრი ფერი და ყველაფეი რაც სუფთაა. ამ დღეს დაბადებულ ადამინებს აქვთ კარგი ჯანმრთელობა და უიშვიათესი ნიჭი.
მთვარის მე-17 დღე
ამ ადამიანებს ბედნიერება გარანტირებული აქვთ, მათ გვერდით მყოფი ადამიანი (იგულისხმება მეორე ნახევარი, პარტნიორი) უნდა იყოს მასზე სუსტი ენერგიის მფლობელი, სხვა შემთხვევაში ისინი დაუცველები გამოდიან.
მთვარის მე-18 დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანები სულიერად ძალიან მაღლა დგანან, აგრეთვე გონებრივადაც. აქვთ უამრავი საინტერესო იდეა, ძალიან სუფთა და მოწესრიგებული ადამიანები არიან, ამასთანავე საქმიანებიც.
მთვარის მე-19 დღე
ამ ადამიანების ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, ისნი ან ერთზე ივლიან ან მეორეზე. პრველი გზა ასეთია; ისინი ძალიან დახვეწილები, ბედნიერები, ხელოვანები იქნებიან. მეორე გზა: ხელმოცარულები, მარტოობისვის განწირულნი, ან უბარაქოები. (გააჩნია თქვენ რომელი გზით წახვალთ).
მთვარის მე-20 დღე
ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს აქვთ ძალიან ცუდი ხასიათები, არიან ბოროტები და უჟმურები, მაგრამ თავის საქმის ნამდვილი ოსტატები არიან. შეუძლიათ გახდნენ რევოლუციონერები, დიქტატორები, მკაცრი მასწავლებლები. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ხელოვანი ადამიანები არიან.
მთვარის 21-ე დღე
ეს ადამიანები გამოირჩევიან საქმისმოყვარულობითა და შრომისუნარიანობით. აქვთ პასუხისმგებლობის უნარი და საქმის ბოლომდე მიყვანაც შეუძლიათ. მათგან კარგი ბიზნესმენი ან პოლიტიკოსი დადგება.
მთვარის 22-ე დღე
მათგან ტრადიციების მოყვარული ხალხი დადგება, უყვართ საიდუმლოების შენახვა და ძალიან მეგობრულები არიან.
მთვარის 23-ე დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანები არ გამოირჩევიან გარეგნული სილამაზითა და მშვენიერებით, მაგრამ ძალიან კეთილი სული აქვთ. გარშემომყოფთა ყურადღებას მათდამი სიყვარულითა და მისი მიღწევებით მიიპყრობენ.
მთვარის 24-ე დღე
მთვარის ამ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან ჩაკეტლები და გულჩათხრობილნი არიან, ამასთანავე ნიჭიერები და ხელოვანები არიან. მტ სიძნელეები აქვთ საკუთარ თავთან მაგრამ ბევრი მათგანი მაინც იპოვის თავის მეორე ნახევარს რომელიც დაეხმარება მათ.
მთვარის 25-ე დღე
ამ დღეს ძალიან იღბლიანი ხალხი იბადება, მათ იღბალი სიცოცხლის ბოლო წუთებამდეც კი არ მიატოვებს. ამ დღეს დაბადებულმა ადამიანებმა თავიანთ სიზმრებს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან მათი სიზმრები არასდროს არაა მცდარი.
მთვარის 26-ე დღე
სმ დღეს დაბადებული ადამიანები იქნებისნ ძლიან ბედნიერები და სიცოცხლეში ბარაქა არ მოაკლდებათ, მაგრამ თავიანთ თავმოყვარეობას უნდა დააღწიონ თავი. მართალია თავმოყვარეობა უნდა გქონდეს მაგრამ ზომის ფარგლებში.
მთვარის 27-ე დღე
ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს უყვართ მოგზაურობა, არიან რომანტიკოსები და ძალიან მომხიბვლელები.
მთვარის 28-ე დღე
მ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან ზრმაცები არიან, უყვართ ფუფუნება და ლოგინზე კოტრიალი, ბევრი მათგანი სიცოცხლის ბოლომდე ვიღაცაზეა დამოკიდებული. ამ დღეს დაბადებულმა ადამიანებმა თავიანთ თავზე უნდა იმუშაონ და უნდა გადალახონ თავიანთი უარყოფითი მხარეები.
მთვარის 29-ე დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანები სხვების დახმარების გარეშე დიდხანს ვერ იცოცხლებენ, ხოლო ვინც იცოცხლებს ძალიან რთულად გაატარებს ამ ცხოვრებას.
მთვარის 30-ე დღე
ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს აქვთ რაღაც ნაკლი (ან გარეგნული ან გონებრივი. ზოგჯერ ორივე ერთად). მათ ჰყავთ თავიანთი იდეალი და მიჰყვებინ მათ ფეხდაფეხ. მომავალ ცხოვრებაში ისინი შესაძლოა დედამიწაზე აღარც კი დაიბადონ. Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Sat Feb 16, 2013 1:22 am Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Sat Feb 16, 2013 1:28 am Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Sat Feb 16, 2013 1:36 am Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Sat Feb 16, 2013 2:02 am Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Thu May 16, 2013 9:15 pm Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Thu May 16, 2013 9:17 pm
რა ზუსტი დახასიათებაა Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Thu May 16, 2013 9:33 pm
შენთვისაც ზუსტია მეთვრამეტე დღე, იამაყეე Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Thu May 16, 2013 10:07 pm
ჰო, უკვე თავში ამივარდა Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Thu May 16, 2013 10:32 pm Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Thu May 16, 2013 11:17 pm
ამაში გეთანხმები Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Tue Jul 23, 2013 2:21 am Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Tue Jul 23, 2013 3:32 am Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Tue Jul 23, 2013 3:43 am Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Tue Jul 23, 2013 3:45 am Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Tue Jul 23, 2013 3:46 am Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე Tue Jul 23, 2013 3:52 am Subject: Re: რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე რა გავლენას ახდენს მთვარის დღე ადამიანზე
Similar topics
» მთვარის ფაზები
» მთვარის კალენდარი რიტუალებისთვის