function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                                                                                          
 

 ჯიოტიშ

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         Gendolf
                        ქვეოსტატი
            ქვეოსტატი
Gendolf

   
      Профиль         
     
PostSubject: ჯიოტიშ   ჯიოტიშ Icon_minitimeTue Dec 11, 2012 12:16 am

1
ინდური (ვედური) ასტროლოგია, ანუ როგორ მას ინდოეთში უწოდებენ, ჯიოტიშა (სანსკრ. ज्योतिष jyotiṣa "სინათლის ბატონი" (jyoti "სინათლე" + isha "უფალი", "ღმერთი"), - ეს არის ასტროლოგიის ინდური მიმართულება, რომელიც წინასწარმეტყველების მეცნიერება და ტექნოლოგიაა. ჯიოტიშა ინდოეთში ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იყო განვითარებული, ამის ნათელი მაგალითია უძველესი ინდური ასტროლოგიური ტრაქტატი ბრიჰატ–პარაშარა–ჰორა–შასტრა, რომელიც ჩვ. წ. აღ–მდე 3000 წლის შეიქმნა. ჯიოტიშა იყოფა სამ ნაწილად (სკანდად): ჰანიტა (ასტროლოგიის ასტრონომიული საფუძვლები), სამჰიტა (მომასწავებელი ნიშნების ასტროლოგია) და ჰორა (ჰოროსკოპული ასტროლოგია). სხვა კლასიფიკაციის მიხედვით, ჯიოტიშა ექვსი განშტოებისგან შედგება:

გოლა - უშუალოდ ცაზე დაკვირვება
განიტა - ასტრონომიული და ასტროლოგიური გამოთვლები
ჯატაკა - ნატალური ასტროლოგია (დაბადების ასტროლოგია)
პრაშნა - ჰორარული (კითხვების) ასტროლოგია
მუხურტა - ელექტიური ასტროლოგია (არჩევანის ასტროლოგია)
ნიმიტა - მომასწავებელი ნიშნების ინტერპრეტაცია

გარდა ამისა, ინდოელი ასტროლოგები ხშირად იშველიებენ ნუმეროლოგიას, ფიზიოგნომიკას და ქირომანტიას.

ზემოთ მოტანილი ასტროლოგიის ნაწილები მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ ასტროლოგის ყველაზე დიდ ყურადღებას დაკვირვების და გამოთვლების (გოლა და განიტა) ნაწილები ითხოვდნენ, რომელიც ყველა დანარჩენი განშტოების საფუძველია. ჯიოტიშ (ასტროლოგ) ვარაჰამიჰირას (505 - 587 წ.წ.) თქმით, "შეცდომა განიტაში ისეთივე საშინელი ცოდვაა, როგორც წინასწარმეტყველის მკვლელობა".


გრაჰა - პლანეტები [რედაქტირება]

სიტყვასიტყვით, გრაჰა ნიშნავს ნებისმიერ ციურ სხეულს ან წერტილს, რომელსაც ადამიანების საქმიანობაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. სიმარტივისთვის, გრაჰა შეიძლება ითარგმნოს, როგორც პლანეტები. საგულისხმოა, რომ ინდური ასტროლოგია არ მოიხსენიებს ისეთ ზეპლანეტებს, როგორებიცაა ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, რადგან იგი სეპტენერის პლანეტებსა და მთვარის კვანძებზეა დაფუძნებული; ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შეუიარაღებელი თვალით ხილულ ციურ ობიექტებზე.

ზოგიერთ მეთოდიკაში იყენებენ აგრეთვე ფიქტიურ პლანეტებს (გულიკა, მანდი, ანიუ, დჰუმა, ინდრადჰანუ, პარივეშა).

ქვემოთ მოტანილია ცხრა გრაჰა (ციური სხეული ან "პლანეტა"):

ჯიოტიშ C75f169cd5de

რაში - ნიშნები

ჯიოტიშ 37742aa50edc


ჯიოტიშში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთვარეს და მის თანავარსკვლავედებს - ნაქშატრებს

ნაქშატრა - მთვარის თანავარსკვლავედები

ჯიოტიშ 2867d50e8676...


Last edited by Gendolf on Sat Mar 16, 2013 11:09 am; edited 2 times in total
         Back to top Go down
         Gendolf
                        ქვეოსტატი
            ქვეოსტატი
Gendolf

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჯიოტიშ   ჯიოტიშ Icon_minitimeTue Dec 11, 2012 12:21 am

2
ალბათ ზოგიერთმა იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ჯიოტიშსა და დასავლურ ასტროლოგიას შორის ისაა, რომ დასავლური ასტროლოგია იყენებს ტროპიკულ (მოძრავ) ზოდიაქოს, ხოლო ჯიოტიში ვარსკვლავურ (უძრავ) ზოდიაქოს.

ვარსკვლავური ზოდიაქო - ეს თავად ვარსკვლავებია. ისინი უძრავნი არიან, ამიტომაც მიიღო ზოდიაქომ ეს სახელწოდება. უძრავი ზოდიაქო მხოლოდ ჯიოტიშში გამოიყენება. ესაა ყველა დროის, მარადიული ცოდნა.

ტროპიკულ ზოდიაქოს ასე იმიტომ უწოდეს, რომ იგი იყენებს ვარსკვლავური ზოდიაქოს პროექციას მზის ტროპიკებზე. დედამიწის ღერძი ცოტათი გადახრილია სამყაროს ღერძისგან, რომელიც პოლარულ ვარსკვავზე გადის. გარდა ამისა გადახრის კუთხე თანდათანობით იზრდება. ასტროლოგიაში ეს მოვლენა ცნობილია, როგორც პრეცესიის ღერძის გადაწევა. შესაბამისად ზოდიაქოს ნიშნების პროექცია გამუდმებით იცვლება და ამის გამო ტროპიკულ ზოდიაქოს მოძრავსაც უწოდებენ.

სხვაობას ვარსკვლავებსა და მათ პროექციას შორის ჯიოტიშში უწოდებენ აიანამშას, რომელიც ამჟამად 24 გრადუსს შეადგენს. ამიტომაც ზოდიაქოები სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვანაირად გამოითვლება. მაგალითად 10 იანვარს მზე გადის მშვილდოსნის ნიშანში, მაგრამ დედამიწიდან ჩანს, რომ ის თხის რქის ნიშანში მოგზაურობს. ჯიოტიშის მიხედვით მზე მშვილდოსანში იქნება, ხოლო მოძრავი ზოდიაქოს (დასავლური ასტროლოგიის) მიხედვით თხის რქაში.


გარდა ამისა არის სხვა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც....

აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველა სისტემა "მუშაობს". განგებას იმ ასტროლოგთან მიჰყავს ადამიანი, რომელიც მას სჭირდება იმ კონკრეტულ მომენტში. მთავარი ასტროლოგის ცნობიერების დონე და კვალიფიკაციაა და არა ის, თუ რომელ სისტემას მიჰყვება.


ძალიან კარგი ლინკები ჯიოტიშის თემაზე:

http://indubala.ru/medialections/187-video.html

http://1-veda.info/_vedic/jyotish.html

http://lagna.ru/

http://www.vedica.ru/

http://vedicuniversity.ru/astrologiya.htm


Last edited by Gendolf on Sat Mar 16, 2013 12:11 pm; edited 5 times in total
         Back to top Go down
         Asmodeus
                        უმაღლესი ინკვიზიტორი
            უმაღლესი ინკვიზიტორი
Asmodeus

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჯიოტიშ   ჯიოტიშ Icon_minitimeTue Dec 11, 2012 7:02 am

3
უძლიერესი ხარ გენდოლფ დიდი მადლობა, რომ გვიზიარებ ამ ცოდნას.
         Back to top Go down
         Gendolf
                        ქვეოსტატი
            ქვეოსტატი
Gendolf

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჯიოტიშ   ჯიოტიშ Icon_minitimeSat Mar 16, 2013 11:19 am

4
ეს არის ჩემი ბოლო პოსტი ამ ფორუმზე. სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა! გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს! ჯიოტიშ 650269930


Last edited by Gendolf on Sun Dec 29, 2013 7:29 pm; edited 1 time in total
         Back to top Go down
         Asmodeus
                        უმაღლესი ინკვიზიტორი
            უმაღლესი ინკვიზიტორი
Asmodeus

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჯიოტიშ   ჯიოტიშ Icon_minitimeSat Mar 16, 2013 3:36 pm

5
წარმატებებს გისურვებ გენდოლფ Smile
         Back to top Go down
         Sponsored content
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჯიოტიშ   ჯიოტიშ Icon_minitime

6
         Back to top Go down
 

ჯიოტიშ

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ასტროლოგია-
ზევით

ქვემოთ