function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                                                            
 

 ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)   ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:25 pm

1
ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)

მწერელთ ნაძახინა
ხევსურების რწმენით, რცა ქოხში ბავშვი დაიბადება, მწერლები ბედს დაუძახებენ. ერთ დედაკაცს შვილი რო გასჩენია, მწერლები ერთმანეთს შესცილებიან, უნდა მოვკლათო. დედას სეშინებია, თავისი ტანისამოსი ცეცსლში დაუწვავს და შვილით ამით გამოუხსნიაო. ამიტომ, ვისაც ქოხში შვილები ეხოცება (ვფიქრობ, აქ ავტორს შეეშალა და უნდა იყოს "ებადება" და არა "ეხოცება"), დედაკაცები იტყვიან: ტანისამოსი დაწვიო. შემდეგ მას ახალ ტანისამოსს მოუტანენ.
ორი თვის შემდეგ მშობიარე უნდა გაინათლოს. დაიწვევენ ხუცს, რომელიც სახლის ბანზე ავა და იქ დაილოცება. შემდეგ ცხვარს დაკლავს, მშობიარე საკლავის სისხლს ხელს შეუშვერს და ამ სისხლის ხელს დაიბანს. ხუცი მშობიარეს საკლავის სისხლს შუბლზე და გულზე ჯვარულად წასცხებს. ცხრა კვირისა და ცხრა დღის შემდეგ მშობიარეს ყველგან შეუძლია სიარული; ხატში გასვლისას კი სამადლობელი საკლავიც უნდა დაკლას.
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)   ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:25 pm

2
სულის სახლი
როდესაც ბავშვი აკვანში ანჩხლობს და ტირის, იტყვიან, ბავშვს აწუხებს მიცვალებულის სულიო, რომელსაც სურს ბავში თავის მოსახელედ დააყენოსო. ზოგჯერ დედა სიზმარში ნახავს, რომ მიცვალებული ბავშვის აკვანს არწევს. მაშინ მშობლები მესულთანესთან მივლენ და სთხოვენ მიცვალებულის სულის გამოცნობას, მესულთანესთან ოჯახის მიცველებულის სუფრას დასდგამენ, სანთლებს აანთებენ და მესულთანე დაიწყებს სულების ჩამოთვლას, ბოლოს ის ერთზე შეჩერდება და იტყვის იმ მიცვალებულის სახელს, რომელიც ბავშვს ატირებს. ამის შემდეგ მშობლები ბავშვს ამ მიცვალებულის სახელსაც არქმევენ.
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)   ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:25 pm

3
მკვდრის დაკრეფა
მომაკვდავ ადამიანს ხევსურეთში ხელში ანთებულ სანთელს ჩაუდებენ. ვაჟკაცს კი მარჯვენა ხელში ხმალს მისცემენ, მარცხენაში ანთებულ სანთელს და ეტყვვიან: "იაღიმც შეხვალ იაღში, გზაიმც ხსნილ გაქვს, სულიმც იაღი, გზათამაც ინათებ, ბნელაშიამც ნუ დარჩები, ნუმცრა დაგაშინებს, ხმალიტამც ილალაო, მტერსაც იბრუნებო, გულმაგარადამც ხარო. თავისებმსაც შეეყრები, ცნობა-ნდომით, განათლებითა ერთადამც ხართო, ძმა-ბიძაშვილნიო!" ამ სიტყვების შემდეგ დამწვარ სანთელს ართმევენ და ხმალს გვერდში დაუდებენ.
წინათ ხევსურეთის მომაკვდავი სახლში სულს ვერ დალევდა: მას კარში გამოასვენებდნენ და აქ ციშ ქვეშ კვდებოდა. მიცვალებული უწმინდურად ითვლებოდა და მას ოჯახში არ შეასვენებდნენ. ადამიანი თუ სულს სახლშI დალევდა, სახლი უნდა გაენათლათ.
ადამინი რომ სულს დალევს მაშინვე ნარევებს დაუძახებენ. ნარევები უფრო უცოლო ახლგაზრდებია, რადგანაც, ხალხის რწმენით მათში მეტია მადლიანობაც და უწმინდურობაც ნაკლებად ეკარებათ. ნარევები მიცვალებულს ტანს დაბანენ, თავ-წვერს შეუსწორებენ და კარში დაასვენებენ, რადგანაც მკდრის სხეული უწმინდურია.
ცრემლობის ამ რიგით არ თავდება ხევსურეთში მიცვალებულზედ ზრუნვა. ამას ჩქარა მიჰყვება მეორე რიგი-სანათლობა. ამ დღისთვის საკლავებს დახოცავენ, ლუდსა და არაყს მოამზადებენ და დაიწვევენ ნათესავ-მოკეთეებს, რომლებსაც თან მიაქვთ შესაწევარი არაყი და პური. სანთლობის სახლის კარზე ტალავარს გაშლიან და მოტირალს დაიწვევენ. ყველას სანთლებს ჩამოურიგებენ, ორსულ დიაცს ორ სანთელს მისცემენ. გოდება-ტირილის შემდეგ სულის ხუცი მიცვალებულის ტაბლას "სახელს შესდებს" და კურთხევას "პირქარით" დაიწყებს:
"ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთი დიდებისაა, მადლის მეტი შენ არა მოგეხსენების! ღმერთო, გეძახის (იტყვის მიცვალებულის სახელს), ღმერთო გეხვეწების, ღმერთო, შაიხვეწე, ღმერთო იხვაიშნე! ღმერთო ნაცემი ნაცემად აკმარე, ნაცემისა აადგინე, ატირდომისად გააცინე! ღმერთო ნუ დაღლევ შენად სახსენებლად სულის საგონებად! ღმერთო, ახადე ხელი და ხმალი მტრისა, ხმა სიკდვილისა უზუბუქოთ! წმინდა ღვთისმშობელნო, თვით მთავარნო ცათა ნათელნო, სულთა ბორკვანო, სულთ წინამძღვარნო, თქვენ მიუთვალეთ, თქვენ მიუჩვენეთ მანდიურ რიგითა, მანდიურ წესითა, წირვა-მწირველტა ჟამითა, არუმსალეთის ნათლითო, ქრისტის გარიგებით.
საცა ქრისტენ პურობენ, ანგელოზნ ჟამობენ, ცოდვიან ნანობენ, მადლიან განისვენებენ, სულიწმინდა მოიხსენების, საცა შენ ხარ (იტყვიან მიცვალებულის სახელს), სული შენი მოიხსენების, სულსა სენსა მეეხმარების დადგმული ტაბლა, დაკრულ სანთელი, დაჭვრეტილ ღვთის წესი, ყანწიო ჭურჭელი, სააქაოს გამოქჩერებული, გამომზადებელი, სამანდაოსამც შენი სახმარია, შენიმც საგზალია, ცოდვის იაღად მქნელია. მჯელსა მჯავრებსამც გარიდებს, მძიმესაც გიზუბუქებს, ცოდვასა წინ მოგებებულსა, უკან მოწეულსა, სიკვდილის დღეს დამწყვდეულსა, ხელით ნაქნარსო, ენით ნათვქამს, თავლით ნანახს, ყურით განაგონსა.
შემოვიდა ანგელოზი ფეხითა ქრისტესითა, ქრისტეო ღმერთო, დასწერე ჯვარიო სულსა იმასა, სუფრას ამასო, კარს იმასო, სარკმელს ამასო. შენ დედაო დიდის ღვთისაო, დიდის სახარებისაო, ცაო ქერებისაო, ღრუბელო ნათლისაო, მფარველო სულისაო, მხვეწეო კაცისაო, სამართალო ღვთისაო, იყავს ბრძანებისაო. ალალი უყავ მრავალთა მოწყალეო."
იქ დამსწრენი იტყვიან: " შაუნდნას, ალნად მაახმარის ღმერთმ"-და ყანწით სასმელს შესვამენ.
ამას ხუცი მოაყოლებს "კურთხევას".
"ცია ღმერთი თიკუნი კურთხევა ჩვენდა ღირსია მარადისადმი. კურთხევა ცეცხლის კრავისა აბრამისათა, ზესით მოდიოდა პურუმთა თუ პურმატყველთა, დაუტოვნა სიონელმა ასი ვაცი, ასი ვერძი წაიღეს და წამოიღეს აიმ მთათა სახარებო მურკოზითა, რომელიც გამოჩნდებოდა ქვებითა შენითა მიხიელ სარხიელისითა ან დედაკაცისითა ან მამაკაცისითა. გამოჩნდა შაბათს დღეს, მარამ მაგავდანელია ისეო კოროზმანელია, მაიკითხნა მოძებარნი ჩვენდა, ჩვენი მწევრისანი, წავიდეს და ქრისტეს უთხრეს, ეგია უფალო, დიდევა და აღდგომა რაჟამთა მოგეწიენით კაცნი მდიდარნი მცხრომალთა ამპარტიონთა. უფალო, შენია დღე და სენი ღამე. შენ დაამკვისე ბნელი და ნათელი, სენდა გიარა ერმა ყოველმა, უფალო, აკურთხე პური და მარილი სკანი სკანალე წყალს იორდანე, რვინო გადმოსცალე, აკურთხე უფალო წინ დაგებულითა ხუთითა ხუდაბურითა, რომელმაც ასთორმეტნი აავსო, არ მისისთა ნესტითამ ხუთ ათასნი დააძღვნა. უფალო წასვლითა შენითა პავლე მოვიდა, მოკვდა ცოდვათა მისა წილთა განაიმნა ასთორმეტნი მოციქულთა ხოლო ღმერთსა მადლი მისა მე გინათო. ლოდნი ვინ გდააგორნა, კარნი გადალახნა, მისანი შიგნაწოლნი შააშინნა, უდედონი მგლევარენი. სიხარულია სიტყვა ურწყისა, უკვდავისა მარიამისა.
ქრისტემა სთქვა წმინდა ვარო, გამოველ გამორობული, გამდი გამოვეცხადენი, თუ ვინმე ხართ ბნელეთშია ან ბერი, ან უძლური ხორცნი მოიხედვენ უფლისანი სისხლი მაცხოვრისანი, რომლნიც დუღდა და გამოდიოდა, გადმეეცხებოდა თმასა და წვერსა დავითნონი შენისა. უფალო თესლი ეგია, რომელნიც სამნი ყრმანი, მარმანი სმენ და ჭმანე, მაგათ ტაბლისაგან არის შეგვერგინებოდა მთიაღო ამაღლდებოდა, სული წმინდა გადადაბლდებოდა. ამინ."
         Back to top Go down
         Sponsored content
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)   ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია) Icon_minitime

4
         Back to top Go down
 

ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

 Similar topics

-
» რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია)
» იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე)
» სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ეზოთერიკა-
ზევით

ქვემოთ