function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                              
 

 იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე)   იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:05 pm

1
იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე)

ხანში ირემო მოვიდა

სოფელ ხანთან ახლოს, ტყელაში, არის ყველაზე ძლიერი ღვთაების წმ. გიორგის სხელობის სამლოცველო, რომლის დაარსების სესახებ არსებული თქმულება ირემს უკავშირდება...
ხანაში მცხოვრებ ტაბეშაძეების გვარის სახლიშვილს გამოეცხადა წმ. გიორგი და უთხრა, რომ ბეთლემის გამოქვაბულიდან წამიყვანე და ტაბეშაძეების მხარეში დამასახლეო... ჯვარ-ხატები თემის ბეთლემში ყოფილა დამარხული., ისინი თურმე დროდადრო გამოდიან სამყაროში დასანაწილებლად...
...გაუკვირდა ვაჟს წმ. გიორგის თხოვნა და უთხრა მას, რატომ უნდა წაგიყვანოო? წმ. გიორგიმ უთხრა, შენ შეგწევს ძალა, რომ წამიყვანოო. ვაჟმა უამბო მამას წმ. გიორგის თხოვნა. მამამ ურჩია შვვილს, რომ წმ. გიორგი თავისი ჯვრითა და თეთრი ქვით-ბურთით მოესვენებინა. გზად ტაბეშაძემ ერთხელ კალოზე შეისვენა, მეორედ სერზე და მესამედ ტყელაშI, სადაც ახლა წმ. გიორგის სახელობის ეკლსიაა. სწორედ აქ შესრულდა რელიგიური აქტი და დამკვიდრდა სალოცავი. ყველგან, სადაც კი "ხატი გაჩერდა", ხალხმა სმ. გიორგის სახელზე ჯვარი აღმართა-ნიში ააგო...
წმ. გიორგის მოსვენების დღიდან დრესასწაულიც დადგინდა, რომელსაც ხალხი "ველაობას" ეძახის და რომლის რიტუალი მაისში ან ივნისში ორშაბათ დღეს აღდგომიდან 50 დღის გავლის შემდეგ "ვარდობას" სრულდებოდა. დრესასწაულზე ირემი მოდიოდა, ეკლესიას სამჯერ გარს შემოუვლიდა, კარტან დაწვებოდა, "დაინაცოხრებდა" და ტაბეშაძეების სახლიშვილი დაკლავდა. ირმის რქები ეკლესიას ეწრიებოდა. ღამეს ტეხდნენ მლოცველნი, ლოცულობდნენ, დღისიტ ცხენთა სრბოლა-ჯირითი იმართებოდა და ყველა რიტუალი ზეიმით მთავრდებოდა. დღესასწაულის დეკანოზები ტაბეშაძეების გვარის ყოფილან.
... "ველობის" დაწესებიდან გასულა რამდენიმე წესი და ირემი "თავის ალოზე არ მოვიდა", დააგვიანდა, ხალხი კი შიმშილით შეწუხდა. ხატის მომტანნმა ტაბეშაძემ გალავანში დაგვიანებით მოსულ ირემს "დანაცოხრება" არ აცალა, წიხლი ჰკრა, წააქცია და დაკლა. ამაზე განრისხდა წმ. გიორგი და ტაბეშაძეების გვარი გაწყვიტა, გადარჩა სხვა სოფელშა დასიძებული ტაბეშაძე თავისი ვაჟით; ლეგენდის სხვა ვარიანტში ჩანს მოხუცი ქალი და ტაბეშაძის აკვანში მწოლიარე ვაჟი. ორივე ვარიანტში აღნიშნულია, რომ გადარჩენი ვაჟი ნატრიაშვილმა და მსხვილაძემ "ტყელაში" წამოიყვანეს და წმ. გიორგის მაცნეს პირით შეუთვალეს: "წმ. გიორგი კარუგდებელო, ნუ მოკლავ ამ ბავშვა და მისი გვარი ყოველს წელს ირმის მაგივრად სამწლიან კუროს შემოგწირავსო." მიუღია თხოვნა წმ. გიორგის და ამ ბავშვიდან ტაბეშაძეების გვარი მომრავლებულა. ამის შემდეგ შეწყვიტა ირმმე სალოცავში სიარული და "ველობაზე", დაპირების თანახმად, კუროს შეწირვა დაუწყიათ. ტაბეშაძეების ყველა ბაბუისშვილის-ბუნს ბოლო დრომდე მიჰყავდა კურო და მიჰქონდა ღვინო, რომელსაც სალოცავში მისთვის განკუთვნილ საზედაშე ქვევრში ასხამდნენ. შესაწირავი სხვა რამეს იყო-სანთელი და სანთლის გული, ბამბის ძაფი, ხის ორნამენტიანი საბეჭდავით დაჭრელებული ხმიადი, ქვაბები, ირმის რქები, რომლები წმინდა საკრალურ საგნებადაა მიჩნეული. "ტყელას" წმ. გიორგის ეკელსიის სასწაულმოქმედებას მიაწერენ. ამ სალოცავს დღესაც "სასტაულს" ეძახიან. აქ, გარდა "ბეგარადადებული" ხალხისა, სხვებიც ღამის თევას, ცხვარს, თხას ან მამალს, ას ან ნაკლეს (სურვილის მიხედვით) სანთელსა და ირმის რქების მიტანას შეუთქვამდნენ...
ამ დღესასწაულის მიზანი დღეს აღარავის ახსოვს. ხალხი "ველაობას" იხდის, მაგრამ კონკრეტულად ვერ ამბობს, თუ რატომ ან რისთვის იხდის. არსებობს ასეთი აზრი, თითქოს ამ დღესასწაულის გამართვის მესაქონლე ხალხს მთაში მიუდიოდა საქონელი. დღეს დღესასაწული იმართება სავსებით მექანიკურად, როგორც ტრადიციის გადმონაშთი-"ასე იხდიდნენ ჩვენი ძვლები." მლოცველნი წმინდა გიორგის მიმართავენ თხოვნით: "გაგვამრავლე და ყოველი სულდგმული მოგვიმრავლე, საღად გვამყოფეო"...
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე)   იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:05 pm

2
აი, ასეთი ახალი წელი იციან აქ (იმერელთა რწმენა)

...ახალი წლის "ფეხბედნიერებას" დაიბედებდნენ...თაროს ანგელოზის სახელზე სწორად ამ დღეს უნდა სეწირულიყო ბარბალობას ძაროშო გასასუქებლად დამწყვდეული და ამ დღისათვის სეთქმული დაკოდილი მამალი და დედალი. შეწირვის რიტუალი საღამოს ეწყობა, მზე რომ შუბის ტარზე დაიწურებოდა. ქათამს ოჯახის განაყოფი-"ბუნების კაცი" დაკლავდა, შემწირვლი გაწმენდდა და სამზად სახლში დაიკიდებდა, ხოლო გულ-ღვიძლს, თავ-ფეხს და მარჯვენა ფრთას-"ხაბაკს" მოხარშავდა; თაროს ანგელოზის სალოცავად მარტო ეს არ იყო საკმარისი; შემწირველი სამ ხაჭაპურს გამოაცხობდა, სამ მაგრად მოხარშულ კვერცხს და ერთ ლიტრ ღვინოს კალათში ჩააწყობდა, ვახშმის დროს კალათს სახლის მარჯვენა კუთხეში "თაროს ანგელოზის" სახელზე დადგამდა და მარტოდმარტო ოჯახის გამვრავლებას, ხვავსა და ბარაქას სესთხოვდა, მერე "გამონალოცს" გაშლიდა და მის ნაწილს მალულად შეჭამდა.
თაროს ანგელოზის დალოცვა ამ დღეს არ დამთავრდებოდა. ახალი წლის მეორე დღეს მლოცველი შეწირულ საჭმელს ისევ "გამოულოცავდა", შემდეგ სუფრაზე მიიტანდა, დაილოცებოდა-"ჩვენ ოჯახს მიეცი ბარაქა, დოვლათი, მოუშენე ოთხფეხი, ორფეხიო-იტყოდა, ჭიქა რვინოს დალევდა და ამ "ხაბაკს" მხოლოდ ტვითონ შეჭამდა. არც შეწირვა-გამოლოცვის დროს და არც ჭამის დროს არავის დაისწრებდა. მლოცველი მეორე დღეს ისევ დაილოცებოდა, შენაწირს-"გამონალოცს" შეჭამდა და ნარჩენებს დაწვავდა.
"თაროს ლოცვის" დღეს ოჯახი არაფერს გასცემდა და არც სხვა საქმეს გააკეთებდა. "თაროს ლოცვისაგან" გამიჯნული იყო სხვა ყველა რიტუალი, რომელიც ახალწელს ხვავისა და ბარაქის დასაბევებლად სრულდებოდა.
"შემოლოცვის" დღეს უფროსი კაცი-"შინაური" მეკვლე შეშით, "კოპიტის ჭოგრებითა" და "ლურჯი ჭყორით" დატვირთული ურმით ეზოში შემოვიდოდა და იტყოდა: "ურემივით დამძიმებული, დატვირთული წელიწასი იყოს ამ ოჯახისათვის". ამ ღამეს "ჭოგრებს" დაჭრიდა, ზოგს გარეთ დატოვებდა და ზოგისგან კარგ ცეცხლს დაანთებდა. ეს ყველფერი იმ ძველ დროში შუაცეცხლიან სახლში ხდებოდა. კოპიტის ჭოგრებთან ერთად კერიაზე კპიტის ჯირკვიც იყო მოთავსებული. "კერის თავს" სწორედ ეს ჯირკვი წარმოადგენდა. ყველაფერი ეს ახალი წლისთვის ეწყობოდა. ამავე დღეს სესაწირავ ფრინველებტან ერთად, მხოლოდ არა "თაროს ანგელოზისათვი", წინა დღეს ღორსაც დაკლავდნენ, ნაწილით "აპოხტს" (ლორს) გააკეთებდნენ, ხოლო ნაწილს დაამარილებდნენ. ამ ქათმებს "თაროს ანგელოზის" სახელზე რომ დაკლეს, რგვლად მოხარშავდნენ და მისი წვენისაგან საცივს მოამზადებდნენ. ჭადებიც წინა ღამეს უნდა გამოეცხოთ და ახალ წელს აყუდებულ კეცზე გაეცხელებინათ, რადგან სწამდათ, რომ თუ ახალ წელს გამოაცხობდნენ მჭადს, მთელი წლის მანძილზე კრუხი აღარ გამოჩეკავდა დფა წიწილა კვერცხებში შეიწვებოდა.
შემოლოცვის დღეს კეცსა და კეცს შუა ცხვებოდა საახლაწლო პურ-კვერები, ერთ დიდსა და "სქელ" პურს ბასილი ერქვა. სწორედ ამ პურზე ხის საჭრეთლით ორნამენტები იყო გამოსახული. ხანში ახოსვთ მხოლოდ ნამგალივით მთვარის გამომსახველი ორნამენტის სახელი. ბასილა-პურია ასე დაჭრელებული. ხანში ზოგ ოჯახში ადამიანის გამოსახულების ბასილა ცხვებოდა, რომელსაც გარდა ხელ-ფეხისა ფალიკური ნიშანიც ჰქონდა. ამზადებდნენ არეთვე "გორგოლებს", გახვრეტილ სხვადასხვა ზომის სამ კვერს, რომელსაც "ჭიჭიტას" ეძახდნენ (ხევსურეთში ჯიჯიტას-გ.ხ.). საახალწლო მისაკვლევად ბევრგან გომიჯიც ცხვებოდა. გომიჯს ჩხირით დაჩხვლეტდნენ და დაილოცებოდნენ: მოშენდით და მომრავლდით, ორფეხი და ოთხფეხი გიმრავლოტ ღმერთმაო; დალოცვის სემდეგ გომიჯს გულს ამოჭრიდნენ, დანარჩენს ნაწილებად დაჭრიდნენ და ოჯახის ყველა წევრს მოუკითხავდნენ. ის კი არ ვიცით, გომიჯის გულს რას უშვრებოდნენ.
რიტუალური პრ-კვერების უმრავლესობა ღორის ქონით მზადდებოდა. ახალ წელს ერთი დიდი "აბრი" პურის გამოცხობაც იცოდნენ. საახალწლო სუფრაზე, შუაგულ ადგილას ამ პურს დადებდნენ, გარშემო კი "რგვლად" მოხარშულ და შემწვარ ქათამს, ღორის თავს,ხმელ ხილს, კვახს (გოგრას), ნიგოზს, ბასილის პურსა და სხვა პურკვერებს შემოუწყობდნენ. დიასახლისი "აბრი" პურს დაჭრიდა, სათითაოდ თაფლში ამოავლებდა და ოჯახის წევრებს ამ ლუკმით მოულოცავდა...
აქ საყურადღებო საჭმელიც მზადდება: ღერღილს ან ღომს მოხარშავდნენ, მარილითა და ღორის ქონიტ შეაზავებდნენ და პურის ცომს გულში სართავად ჩაუდებდნენ. ღომის მარცვლები და ღორის ქონი სიმრავლისა სიუხვის დასაბევებელად იყო გამიზნული-ასეთი პურის გამოცხობას მსუყე წელიწადი მოჰყვებაო...
ახალი წლის ღამეს მომზადებულ კალათტან ერთად მეკვლე ღვინით სავსე დოქსაც დაიდგამდა, გათენებისას აიღებდა, "უბრად"-ხმის ამოუღებლად გარეთ დატვირთული გავიდოდა, სახლს სამჯერ ლოცვა-ვედრებით გარს სემოუვლიდა და კარზე დააკაკუნებდა. "რა მოგაქვსო", შიგნიდან შეეკითხებოდნენ. "ღვთისა და ბატონის წყალობა, ჯანმრთელობა, პური და ღვინო", "კიდევ რა მოგაქვსო?", ჰკითხავდნენ. "ღვთის სიკეთე და სიმრავლეო". მეჯვლეს გაუღებდნენ კარს და ფეხზე დამდგარი შეეგებებოდნენ. მხიარული და დატვირთული მეკვლე ჯერ მისაკლავებს დადებდა ძირს და მერე ხარს შემოიყვანდა, ზღურბლზე ჯერ მარჯვენა ფეხს გადმოადგმევინებდა, ზაღმა შემობრუნდებოდა დაიტყოდა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო". იმასაც იტყოდნენ, რომ "წავიდა ძველი წელიწადი, მევიდა ახლი, მრავას დაესწარით ბედნიერადო." ამის შემდეგ მეკვლე ხარს გრეთ გამოიყვანდა და საქონლის, მოსავალის, ადამიანის გამრავლებისა და კეთილდღეობაზე დაილოცებოდა...
მერე მეკვლე ჭყორის ფოთოლ ბეღელსა და ამბარს, სასიმინდესა და ხულას, ჭერისთავსა და ყველა "ნამშრალს" მოულოცავდა; ჭყორი ურმის მისალოცსაც წარმოადგენდა.
მეკვლე, კოპიტის "სანათს"-ჯოხს აიღებდა და ცეცხლს "შეუჩხიკინებდა", ზოგი ჯირკვს საკეცით გაანძრევდა და ბევრი ნაპერწკლის დაცვენის დროს იტყოდა: "ამ ნაკვერცხალივით მოგვიშენე წვრილფეხა და დამიანი, ამდენი კაცთამიერი მშვიდობა, სიუხვე, სიცოცხე, პურისა და ღვინის დოვლათი, ქათამი და დამიანი მოგვიმრავლეო." შემდეგ მეკვლე ჯამზე ან ბეღელიდან მარცვლის ამოსაღებ ნიჩაბზე ყველანაირ მარცვლეულს დაყრიდა, იქვე "ჭიჭიტა" კვერს და კვერცს დადებდა, ბოსელში შევიდოდა, საქონელს ზურგზე კვერცხს გადაუსვამდა და იტყოდა: "ასე გასუქდი, ასე გამრავდიო." "ჭიჭიტა" კვერს ხარს და ძროხებს სათითაოდ რქებზე ჩამოაცმევდა, მერე თავზე გდაატეხვდა და მონატეხს მათაც შეაჭმევდა, ნარჩენებს ბავშვებს დაურიგებდა. კვერცხცს ახალი წლის მესამე დღემდე შეინახავდა და მერე შეჭამდა, შემდეგ იქვე ღომისა და ფეტვის მარცვლები უნდა მოებნია და საქონლისთვის მოშენება-მომრავლ;ება ესურვებინა. "ჭიჭიტა" კვერი მარცვლეულთან ერთად მარანში და ქათმების საბუდარში მიჰქონდა. აქაც ისევე, როგორც სხვაგან, აუცილებელი იყო თესლების მობნევა და ოჯახის ბარაქაზე დალოცვა.
არც ამ რიტუალით მთავრდება ახალი წელი.ოჯახის უფროსი ან ახალგაზრდა ქალი "უმძრახად" სხვადსხვა თესლს აირებდა და წყლის მოსატანად წავიდოდა, თესლს წყალშI ჩაყრიდა-წყალს მიულოცავდა "უხვი მოსავალი მოვიდეს, წყაროს თვალივით წამევიდეს ოჯახიო". "უმძრახადვე" წამოიღებდა წყალს და სახლში შესვლისას იტყოდა: "წყარომ შემოთვალა, ჩემი სიმდიდრე თქვენ და თქვენი სიღარიბე მეო." იმ წყლით ყველა ხელ-პირს დაიბანდა, მერე კი ოჯახის თითოეული წევრი კოპიტის დაჭრილ ჭოგრებს შემოიტანდა-"ასე ხელსავსე წელიწადი იყოსო". ამ დროისთვის გარეშე მეკვლეც მოვიდოდა, შემოსვლისთანავე ისიც მარცვლეულს მოაბნევდა, უხვ მოსავალსა და ჯანმრთელობაზე დაილოცებოდა. გარეშე მეკვლესაც ფეხზე დამდგარი შეეგებებოდნენ. ერთი უფროსთაგანი შინაურ მეკვლეს კალათს ჩამოერთმევდა და ორივე მეკვლეს სუფრასთან მიიწვევდა. მეკვლე დაბლა სკამზე-"კოლიფაზე" "ფეხმოფრთხვნილი" დაჯდებოდა. ამ რიტუალზე იტყოდნენ: მეკვლე რომ ასე დაჯდება, იმ წელიწადს კრუხი კარგად მოკრუხდებაო. აიმ დღეს სუფრასთან "უხადი" ჭური უნდა დაებედებიათ. ჭურის თავზე ერთმანეთს დალოცავდნენ; ეს "საწირავი ჭური" იყო, რომლიდანაც მხოლოდ ერთ დოქ ღვინოს ამოიღებდნენ, მოსალხენად კი სხვა, ზოგჯერ ხუთსაპალნიან, ჭურს გასნიდნენ და იქვე დიდი ხაჭაპურით დაილოცებოდნენ.
საახალწლო რიტუალი მეორე დღესაც გრძელდებოდა და სხვადსხვა მაგიურ-რელიგიური წეს-ჩვეულებები სრულდებოდა. ამ დღეს, რომელსაც "ბედობა" დღეს ეძახიან, ოჯახის "მფერხავი" კარგ ყვინჩილას ამოარჩევდა, ვენახში წაიყვანდა, ვაზის ლერწზე დაკლავდა და სისხლს მოასხურებდა. ამ რიტუაილის შესრულება კარგი წელიწადის დასაბედებლად, წითელი ღვინის უხვი მოსავლის ასაღებად იცოდნენ. დაკლული ყვინჩილა შIნ უნდა წამოეღოთ და მისგან მომზადებული კერზი ყველას ეჭამა.
ზიგიერთი რიტუალური პური ნათლისღებამდე ინახებოდა, ნათლისღებას კი ბასილას ოჯახის უფროსი წმინდა წყლით აკურთხებდა-წყალს მიასხურებდა და მერე ამ პურის ნაწილებს ოჯახის ყველა წევრს მისცემდა. მეკვლე კი იტყოდა: "ბასილას მადლი შეგეწიოთ, იმისი ძალა მოგეცეთ, გამრავლდით და გაბედნიერდითო"
ხანელი მონადირეები მკაცრად იცავდნენ მონადირე მამა-პაპათაგან დადგენილ წესს...როგორც მეთევზეებს, ასევე მონადირეებს თავიანთი მფარველი მწყემსი ჰყავდათ. როდესაც მონადირეს გზაზე ვინმე შეხვდებოდა, ეტყოდა "ხსილამცახარ"...ეს სიტყვა ზოგიერთი მონადირის თქმიტ მათი დასალოცავია-"მრავალი გენადიროთ და მრავალი ნადირი მოგეკლათო. ნადირის მომკლავს ეტვიან "ას-ას" (ასევე თევზის ჭერის დროს)-ასი მოგენადიროსო".
მონედირე ცდილობდა მოესყიდა მისი მფარველი და პატრონი მთავარანგელოზი მიქაელ-გაბრიელი, ლოცვითა და შესაწირავით მოეგო მისი გული. ამიტომ საკლავს კლავდა, მის გულ-ღვიძლს ტაბაკზე ან ხონჩაზე დაწყობდა, ხელში დაიჭერდა და მიქელ-გაბრიელს ევედრებოდა: "ნუ მოგვაკლებ შენს წყალობას ჩვენ და ჩვენს ნადირს, მშვიდობით მოგვათავებინე ნადირობაო". მიქელ-გაბრიელს კარგ ნადირსაც ეხვეწებოდნენ, რომ ნადირობის დროს წვიმა და ჭექა-ქუხილი თავიდან აეცილებინა.
გაგიგიათ თუ არა, ტყის მფარველი ესტატე და ეფენდი? ისინი განაგებდნენ ნადირობის ავ-კარგს. მათ სახელზე მონადირეს შესაწირავი მიჰქონდა, ხის ფუღუროში კვირისტავით თითისტარს, ძაფს, მატყლს დადებდა და ესტატესა და ეფენდის ნადირის მოკვლასა და შინ კარგად დაბრუნებს ეხვეწებოდა...ტყის მფარველი დღე-ღამეში მხოლოდ გირვანქა ხორცის მოპოვების ნებას აძლევს. თუ მონადირე დიდ ირემს მოკლავს, მერე მას დიდხანს აღარაფერს მოაკვლევინებს...
აქ ტევზს თავისი "მწყემსი" ანუ მფარველი ჰყავდა-ლარსა. ის ისეთივე მფარველი იყო, როგორიც "გრიგოლ-ზღვისა". ხანში დღერსაც შემონახული წესი, როდესაც მეთევზე სათევზაოდ მიდის, თან მიაქვს ერთი "კოკორი", "ჭინჭილათი" ღვინო და "კუნკულა" (პატარა გრძელი ყინწიანი კვახია ღვინის დასალევი). სათევზაო ადგილს რომ მიუახლოვდება, "კოკორს" და ღვინოს მახლობელ ბუჩქთან დატოვებს. უკან დაბრუნებულ და დატვირთულ მეთევზეს "კოკორი" წაღებული და "ჭინჭილა" ცარიელი ხვდება. მეთევზის რწმენით, შესაწირი წმ. ლარსასთან მივიდა და იგი თევზის დაწერაში დაეხმარა...

ჯულიეტა რუხაძე
         Back to top Go down
 

იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე)

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ეზოთერიკა-
ზევით

ქვემოთ