function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                                                            
 

 რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია)   რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:04 pm

1
რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია)

ხალხური რწმენა



ახალ წელს მთის რაჭველი დიდის მოწიწებით ეგებება, რომლისაგან ის მოელის თავის წლიურ სურვილების განაღდებას. ახალიწლის წინა დღით თითოეული გლეხი ოჯახში ერთ მარხილ შეშას მოიტანს. ამ მარხილზე სდებს ჩიჩილაკს "ნეკერს" (თხილის ბიბილო) და "თომს" (ფეხის თივა). ამავე დღეს საახალწლო ღორს ჰკლავენ. ვისაც ღორი არა ჰყავს, "ნებიერას" (ნასუქი მოზვერი). ღამე აცხობენ საახალწლო ბაჭულებს, მათში ერთს ძველი წლისათვის. აგრეთვე აცხობენ ადამიანის სახის "კაცა-ბასილას" და ერთ დიდ პურს "კერია-ბერიად" წოდებულს, რომელიც პატარა რკალებითაა დაჭრელებული. ამ ნამცხვარს ოჯახის მეკვლე-"მაკვრიელი"-ცხრილზე დაალაგებს, გვერდზე საზედაშედ ერთ ბოთლ ღვინოს მოუდგამს და ბერელში შეინახავს.
მამლის ყივილისას მეკვლე ადგება და ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა და მარხილზე დაწყობილ ნეკერს, თომსა და ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შედის. აქ ცხრილს აიღებს და ყველა ამით უკანვე შემობრუნდება. აიღებს კერია-ბერიას" პურს და სუფრაზე დადებს, აბრუნებს მას მარჯვნივ და ხმამაღლა მეტყველებს: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთი, დიამც მოგივა ახალი წელი, შეძენისა დამოგების, მშვიდობისა და კარგად ყოფნის, ღვინიანობის, პურიანობის, საქონლის გამრვალების...ღმერთო, ბედნიერი წელიწადი მოგვიბრუნეო". ბოლოს ხმის აწევით დაიძახებს: "მრავალი ახალი წელი გაგითენოთ ღმერთმან!" ამაზე ოჯახი უპასუხებს: "შენც მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოს ღმერთმანო."
შემდეგ ოჯახის მეკვლე ცხრის ვარცხლზე სდებს და წყლის მოსატანად წავა, რომლის დაბრუნებამდე ლიგინიდან ყველანი დგებიან და მეკვლე მათ ხელ-პირს აბანინებს-ამით ძროხებს მთელი წლის განმავლობაში კარგი წყველა ექნებაო.
მეკვლე ბოსელში შედის, აქ ახალ წელიწადს საქონელსაც მიულოცავს და თან თივას დაუყრის. საუზმის წინ "კერი-ბერიას" ბეჭედს ამოჭრიან და ყველას სათითაოდ დაურიგებენ, დანარჩენს კი ბეღლის თითოეულ თვალში ჩადებენ-ბარაქიანი მოსავალი იქნებაო. ახალ წელიწადს ყველანი ფუსფუსებენ და მხიარულობენ, რომ სიზარმაცე და სიავე არ დაეკვებოთ.
მეკვლეს ირჩევენ კარგი ფეხისას, რომლისაგან დამოკიდებულია ოჯახის ბარაქიანობა. მეკვლეს მოლოცვამდე ოჯახში არავის უშვებენ.
ამ დროს მონადირეები "იმზნიან", ე.ი. ნიშანში ვარჯიშობენ და ამის მიხედვით მომავაზე წინასწარმეტყველებენ. იციან ერთმანეთის ღვინით მოკითხვა და ახალიწლის მილოცვა.
ერთი სიტყვით, ახალიწლის ეს რიტუალი დაკავშირებულია მზის ღვთაების რწმენასთან (გაზაფხულის მზის მოქცევასთან), რომლის მკრთალ ანასახს აქ წარმოადგენს ადამიანის სახის ნამცხვარი "კაცა-ბასილა". და ამ ახლად მოქცეულ მზეს მთიელი მეკვლე შესთხოვს ჭირნახულის დოვლათიანობას, საქონლის გამრავლებას, იჯახის ბედნიერებას და საერთოს მშვიდობიანი წელიწადის მობრუნებას. რაც შეეხება საახალწლო პურს "კერია-ბერიას", როგორც მისივე სახელი მოწმობს, ის დაკავშირებული უნდა იყოს ოჯახის კერის თაყვანისცემასთან, რომელიც ოჯახის უხიცესი წინაპრის სადგომად ითვლებოდა. და ამ ოჯახის მფარველ ბერს (უხუცესს) რაჭველი მეკვლე, მისივე გამოსახულების "კერია-ბერიას" პურზე შესთხოვს ოჯახის ბარქიანობას.
ოჯახის დოვლათიანობას მთის რაჭველი ევედრება წმ. შიოს და უხდის მას "შიოობას". ამ მიზნით ყველიერის ხუთშაბათს ოჯახის უხუცესი აიღებს ორ კვერცხს და ორ განატეხს (კვერს) და წმინდა შიოს შესთხოვს მის ოჯახში ბარაქა დაატრიალოს. ლოცვის შემდეგ ამ კვერცხს და კვერს არმანში შესდებს, ვარცლზე ღვონით სავსე ჭიქას სდგამს, რომ, როდესაც შიო გამოივლის, მისი მათრახის კუდი ღვინოში ჩაეწობა და ოჯახშიც დოვლათი დატრიალდებაო. თუ ჭიქა ცარიელი დახვდა, შიო ოჯახს დასწყევლისო.
ოჯახის გამრვალებას შესთხოვე სახლის ანგელოზს და ამ მიზნით გათხოვილი ქალები იხდიან "სანამალეოს", სოფ. ჭიორაში მას უწოდებენ "არვარგიას". ხუთშაბათ დღეს სადილის შემდეგ ყველა მამაკაცსა და ბავშვს სახლიდან დაითხოვენ, რადგანაც ხალხის რწმენით, ამ სალოცავის დანახვაზე მათ თვალები ასტკივათო. შემდეგ "ნაგვირგვინევი" ქალები აიღებენ განატეხს, ღვინოს, იმავე დღეს დაკლული ცხოველის ასოს და ლოცულობენ, რომ სახლის ანგელოზმა ოჯახი გაამრავლოს. დასასრულს კვერებს იქვე მალულად შესჭამენ. მაგარმ ამ ნამრავლს ხშირად მტრობენ და სიცოცხლე უსპობენ სახად-"ბატონები". მათ წინააღმდეგ კი მთის რაჭველი სრულიად უძლურია და ამიტომ ის იძულებულია მათ პატივსაცემოდ ერთი კვირა საგანგებოდ იმარხულოს, რომელსაც "პირურწყობა" ეწოდება. ამ მარხვის დროს ოჯახში ევედრებიან "ბატონებს", დაიფაროს ის ყოველგვარი ყვავლისა და სახადისაგან.
ოჯახთან დაკავშირებულია აგრეთვე "მაცხოვრის მარხვა", რომელსაც აქ ყველიერის წინა კვირას იხდიან. მარხვა იწყება ორშაბათიდა და გრძელდება ოთხშაბათამდე. ოთხშაბათს დილაადრიან, მამლის ყივილისას სოფლის ბიჭები დგებიან, ჯგუფ-ჯგუფად გროვდებიან და ოჯახებს უვლიან შემდეგი სიტყვებით: "დიდება ბრძანე მაცხოვარო ჯვარცმისა წმინდა გიორგისა ზედქალაქისაო" (ზედქალაქი სოფელ ღებშია ძველი ნასაყდარი). ოჯახის პატრონი გამოდის, მათ აძლევს: პურს, ღვინოს, ფულს და თან სთხოვს ვაჟის საბედოს დალოცვას ან გვირგვინის დალოცავს, თუ ოჯახში ახალი ჯვარდაწერილები არიან. აგრეთვე მიცვალებულის შენდობას, თუ ოჯახში ვინმე ახლად შესვენებულია. მოგროვილ სანოვაგესა და ღვინოს ბიჭები სოფლის ბოლოს გაიტანენ და იქ მხიარულ სადილს გამართავენ.
მაცხოვრის მარხვის დაწესების შესახებ აქ ასეთი გადმოცემა არსებობს: ძველად ღების მაცხოვრის ჯვარი სვანებს თურმე მოუპარავთ და ამის გამო ღებელები დაღონებულან. ამ დროს სოფ. ჭიორაში ცხოვრობდა თურმე განთქმული მონადირე ბათხაძე, რომელსაც ნადირობისას შემთხვევით სვილი სემოჰკვდომია. თავზარდაცემულ ბათქაძეს თავისი ცოდვის მოსანანიებლად განუზრახავს სვანეთიდან ღების ჯვრის ჩამოტანა. ბევრი ძებნის შემდეგ ბათქაძე შეპარული სვანეთის ერთ ეკლესიაში, სადაც მოპარული ჯვარი შეუგულებია და უთქვამს: "მაცხოვარო, იჩინე თავი, თორემ ბნელში ვერ დაგინახავო." ჯვარი მართლაც ჩვენებია და მისი წამოსვენება განუზრახავს, მაგრამ დაკეტილი კარიდან გამოსვლა ვერ მოუხერხებია. მაშინ ბათხაძეს პატარა სარკმლიდან უცდია გადმოძრომა, მაგრამ ჯვარი ვერ გამოტეულა. ბათხაძე შეშფოთებულა და უთქვამს: "მაცხოვარო, შენც იდრიკე თავი და მეცაო, თორემ დავრჩითაო." ჟვარი მოხრილა და ორივენი გამოსულან.
ბათძაგის დაგვიანებით მთელი ღები დაფიქრებული ყოფილა, მაგრამ ორსაბათს მამლის პირველ ყივილისას, ბათქაძეს ზედქალაქიდან გადმოუძახნია: "დიდება ბრძანე, მაცხოვარო, ჯვარცმისა წმინდა გიორგი ზედქალაქისაო!" ხალხი აშლილა და მას აღფრთოვანებით მიგებებია. ამის აღსანიშნავად ეს მარხვაც დაუწესებიათ. ბათხაძის ჩამოტანილი ეს ჯვარი დღესაც სოფ. ღების ეკლესიაშია დაცული, ვერცხლით არის მოჭედილი და ცოტათი მოხრილი.
სალოცავების მეორე ჯგუფი დაკავშირებულია გლეხის მეურნეობის ერთ მნიშვნელოვან დარგთან-მესაქონლეობასთან...
მთის რაჭის ბოსლებში სადგურობენ ისეთი ანგელოზები, რომლებსაც რაჭველები თავიანთ სალოცავებს უძახიან.ყველიერის წინა შაბათს აქ იციან "ბოსლობა". აცხობენ კაცის სულზე ბაჭულებს. შეღამებისას აიღებს ორ ბაჭულს, კვერცხებს და ბოსლისკენ გაემართება, თან მხოლოდ ვაჟებს წაიყვანს. ბიჭები ერთმანეთს ზურგზე შეასხდებიან და საქონელის ხმაზე ბღავიან. თან იძახიან : "ბოსელ, ბოსელ ბუ!" შევლენ ბოსელში, დაბმულ პირუტყვს სამჯერ შემოუვლიან და იტყვიან: "დათვი მჭლე და შენ მსუქანი, გაზაფხულზე გასვინტრიკდი!" შემდეგ თვას იხუჭავნე და ბაგაში კვერცს მალავენ. ვინც იპოვნის, ის ბედნიერი იქნებაო. აქვე შეექცევიან ბაჭულებს და თან ლოცულობენ: "ანგელოზო საქონლისაო, შენ ამრავლე და დაიფარე ნადირისაგან ჩვენი საქონელიო!" ბოსლისას გამობრუნებისას პირველად სახლის კარს მიადგებიან, რომელსაც დიასახლისი შიგნიდან ჩაკეტავს. მამასახლისი იტყვის: "კარი რკინისაო!" (სამჯერ), დიასახლისი უპასუხებს: "არა, მეუფისაო!" და გაიმართება ასეთი კითხვა-პასუხი:
დიასახლისი: მამასახლისი:
ხარებმა რა შემოთვალეს? - სახვნელი უღელი დაგვიმზადეთო.
ძროხებმა რა შემოთვალეს? - სახბოაე დაამზადე და ცვენ მზად ვართო.
ცხენებმა რა შემოთვალეს? - საჯინიბე დაგვიმზადეო.
ცხვრებმა რა შემოთვალეს? - საკრავე დაამზადეთ და ჩვენ მზად ვართო.
თხებმა რა შემოტვალეს? - საციკნე გაამზადეო.
ღორებმა რა შემოთვალეს? - საღორე დაგვიმზადეთო.
კაცებმა რა შემოთვალესო? - თოფ-იარაღი დაგვიმზადეთო.
ყანებმა რა შემოთვალეს? - ბეღლები დაგვიმზადეთო.
ქათმებმა რა შემნოთვალეს? - საწიწილე დაგვიმზადეთო და სხვა.

შემდეგ კარებს აღებენ და დიასახლისი მამასახლისს სახეზე აზელილ ქატოს მიაყრის, რომ ოჯახს მოარული არ შეეპაროსო. დასასრულს ვახშმობენ.
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია)   რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:04 pm

2
ასეთივე ხასიათისა და დანიშნულებისაა მეორე სალოცავი "თეოდორობა:, როდესაც წმინდა თეოდორეს ევედრებიან საქონლის გამრავლებას, განსაკუთრებით ცხენისას. ამიტომ დიდმარხვის პირველ შაბათს აცხობენ კვერებს და თეოდორეს შესთხოვენ ცხენისა და ხარის გამრავლებას. ამ დღეს ზოგი ხარს შუბლს პარსავს და ვისაც ცხენი ჰყავს, ცხენის ბედზე მარხულობს. სოფ. ღებში წმ. თეოდორეზე შეწირულია ერთი სათიბი და ორი ყანა. თეოდორობას ამ მამულის შემოსავლიდან პურსა და ღვინოს ყიდულობენ. თეოდორობა დღეს ეკლესიის ეზოში იკრიბება კომლზე ორი კაცი, ლოცულობენ აქ და პურ-ღვინოს შეექცევიან.
ასეთივე მფარველი ანგელოზი აქ ქათმებსა და გოჭებსაც ჰყავთ და მათ "გოჭის ხუთშაბათს" უხდიან. ამ დღეს გოჭს კლავენ და განატეხებსაც აცხობენ. ვისაც დასაკლავი გოჭი არა ჰყავს, ღორის რაიმე ნაწილი მაინც უნდა იშოვნოს და ამ კვერცხით საქატმეში ილოცოს გოჭისა და ქათმის მომრავლებაზე.
რაჭველი მთიელების რწმენით, სახლის ანგელოზის გარდა მის ოჯახზე და საქონელზე რარაც ჯადოსნური გავლენა ახალ მთვარესაც აქცს, რომლის განრისხებას სეუზლია დააზარალოს მისი ოჯახი ცეცხლითა და ნადირით. ამ მიზნით ის იხდის "ცინცხლობას" (ახალი მტვარე). მთვარის მოქცევის პირველ პარასკევს მარხულობენ და უქმობენ, რომ ოჯახს ცეცხლი არ გაუჩნდეს და ნადირმა საქონელი არ დააზიანოსო. ამიტომ ცინცხლობის გატეხვა მთაში აკრძალულია და ტუ ვინმეს ცეცხლისა და ნადირისაგან რაიმე ზარალი მოუვა, მაშინ იტყვიან, მაინც, ცინცხალი არ შეინახაო.
ამასტანავე ახალ მტვარეს აქ "თავზნესაც" უკავშირებენ და ვისაც ეს ავდმყოფობა მოუვლის, იტყვიან: "თავზნემ მოუარა, რომ დღეს ცინცხალი არისო".
ადამიანისა და საქონლის გარდა მტერი ქათმებსაცა ჰუავთ-ცნობილი წუწკი მელა. მის მოსაშორებლად რაჭველი მიმართავს "მელაკურკუტალაობას". აღება ღამის წინ ოჯახებში აცხობენ "ბოხჩუანებს" (ოთხკუთხედ ხაჭაპურებს) რამდენიც ბავშვია. ამ ბოხჩუანს ბავშვები წაირებენ სოფლის გარეთ, შევლენ იქ რომელიმე გადახურულ სადგომში, მოსტეხენ ბოხჩუანებს ოთხივე კუთხეს, ისვრიან მაღლა და თან გაიძახიან: "მელა, მელა კურკუტელა, თხის სურა და სამოსელა ჩვენს ქათმებს ნურას ერჩი, სხვისი ქათმები წაიღეო!" შემდეგ სიმღერა-თამაშით კვერებს იქვე შეჭამენ...
ხალხური სალოცავების მესამე ჯგუფი დაკავშირებულია მეურნეობის მეორე მნიშვნელოვან დარგთან-მიწათმოქმედებასთან.
როდესაც მინდვრის სამუშაოზე პირველად გადიან, სანამ ბოსლიდან ხარებს გამოიყვანენ, ბოსლის კარებთან მიიტანენ ახალწლის კერასთან ნარცენ მუგუზალს და მას აანთებენ. ოჯახის უფროსი ხელში განატეხით, რომელზეც კოვზიტ საფუარაა მოტავსებული, ბოსელში შევა და ხარებს ამ ანთებულ მუგუზალზე გადმოატარებს და მათ მარჯვენა ბეჭზე საფუარს ჯვარულად ამოსცხებს. შემდეგ ხარებს ის ყანაში წაიყვანს, განატეხიდან გულს მრგვალად ამოჭრის და ხარს მარჯვენა ხარზე ჩამოჰკიდებს. ამასთანავე აკეთებენ პურის "ლულუას" (გრძლად ამრგვალბენე), რომელსაც მიწაში ჩაფლავენ და იტყვიან: "რმერთო ამისთანა თავთავი გაუკეთე ჩვენს ნახნავსაო". აკეთებენ პურის ბურთულებსაც, ისვრისნ მაღლა და თან გაიძახიან: ამ სიმაღლე გაიზარდოს და ამოდენა ჭირნახული დადგესო, ამის ქვემო ნისლი ნუ წამოვა, თორემ ყანებს მოგვინისლავსო"...ამ სიმბოლური წესების შესრულების შემდეგ, რაჭველები შეუდგებიან ყანის ხვნა-თესვას. მაგრამ თუ ხანგრძლივი გვალვა დადგება და ნათესს ამოსვლა გაუჭირდება, მაშინ იძულებულია "გონჯაობას" მიმართოს. ამ მიზნით სოფელი ირჩევს ორ კაცს, შეგონჯავენ, ე. ი. სახეზე მურს წაუსვამენ და ხელში ცოცხს მისცემენ. დაგონჯილები ეზო-ზეო დადიან, ოხუნჯობენ, თან ჰგვიან და მტვერს აყენებენ. შეგონჯილებს სოფლის გოგოები გაეთამაშებიან და როდესაც მათ მოულოდნელად წყალს გადაასხამენ, მაშინ ყველანი ერთხმად გაიძახიან, "წვიმა მოვიდა ზეცისაო!" გავლვის დროს ღრუბლის ბატონ ელიას იხსენებენ, მაგრამ რომ ის სეტყვით ვარ მოვიდეს, წმ. გიორგისაც ევედრებიან. შეგონჯილებს ასაჩუქრებენ პურით, კვერცხით და სხვა."გონჯაობა" დღეს მთის რაჭაში თოთქმის მივიწყებულია და გვალვის დროს ღებში სამ ამორჩეულ კაცს გზავნიან რიონის გაღმა მდებარე ტბაზე, "ტბათავად" წოდებული, რომელშიაც ღორის ძვალს ჩააგდებენ. ხალხის რწმენით ეს უებარი საშუალაებაა ავდრის მოსაყვანად და ცდაც არასოდეს არ გაცუდებულაო. მაგრამ ხანგრძლივი ავდარი და კოხიც საზარალოა ნათესისათვის და გლეხი ამის წინააღმდეგ "კოხინჯრობას" იხდის. ახლა ის ევდრება ღრუბლის ბატონს დაიფაროს მისი ყანები კოხისა და სეტყვისაგან. ამ მრისხანე ღვთაებრის გულის მოსაგებად მსხვერპლად კლავენ ციკანს, რომლის თავსაც და ტყავსაც მაღლა მწვერვალზე ჩამოჰკიდებენ და ის იქ ლპება.
ბუნების ამ სტიქიურ მოვლენათა გარდა, უკვე დამწიფებულ ყანას აზიანებს აგრეთვე ფრინველი და ნადირი. მათ მოსაშორებლად მთის რაჭველი ასრულებს "ჩიტაფაფაობა". ამ მიზნით ყველიერის შაბათს აქ ამზადებენ ერბოიან ფაფას. ფაფიან ჯამს დიასახლისი დაიკავებს და სახლის კარებში დადგება. ბავშვები ეზოდან შესძახებენ: "დედა, რასა შვრები?!"ამაზე დედა უპასუხებს: "ჩიტაფაფასა!" ბავშვები კვლავ შეეკითხებიან: "ვის და ვის აჭმევო?" დედა უპასუხებს: "შენ და შალვასა და გამრეკელასაო." დედა: "ჩიტები სად არიამ?" ბავშვები: "დავითიახოსა!" ამ სიტყვების შემდეგ დედა ფაფიან ჯამს ბავშვებს გადასცემს. ბავშვები იღებენ ჯამიდან ფაფას, ქაუსვამენ სახლის კედელს და ამბობენ: "ეს ბეღურას, ეს ყვავს, ეს ქორს, ეს დათვს, ეს მგელს" და ა.შ.
მოყვანილი ჭირნახულის აკრეფვის და დაბინავების შემდეგ მთის რაჭველი მადლობის ნიშნად ყანის ამ ბატონებს უხდის "ნამგალდრეკა და კალოკრობას". ამ დღეს საგანგებო სადილს ამზადებენ, ღმერთს მადლობას სწირავენ კარგი მოსავლისათვის და თან შესთხოვენ, რომ ჭირნახული ოჯახს კეთილად მოახმაროს.
რაჭველის რწმენით ავი სული დასადგურებულია ავთალა ადამიანში, რომელსაც ისინი "წყეულს" უწოდებენ. მათი წარმოდგენით ეს წყეული უჩინარია, შევა ოჯახში და აჯადოებს საქონელს, ადამიანს, ფრინველს და მის ყანებსაც. ამას კი მოჰყვება ოჯახში ბარაქიანობის გაწყვეტა, საქონლისა და ჭირნახულის ზარალი, ადამიანის სიკვდილიანობა და სხვა. ამიტომ სჭიროა ამ წყეულისაგან თილისმითა და სხვადასხვა ჯადოქრობით თავდაცვა. ამ მიზნით მთის რაჭაში ქალები გულზე "ანგელოზს" ატარებენ. ეს ანგელოზი წარმოადგენს გრძელ გრაგნილ ქაღალდს., რომელზეც წერია ავთვალის საწინააღმდეგო შელოცვები და გახვეულია უბრალო ტყავში. როგორც თილისმას ატარებენ აგრეთვე სამკუთხოვან "დუა"-ს (ჯადო), ნიჟარებს, თეთრზოლიან მძივებს "სათვალედ" წოდებულს და სხვა. ამ თილისმებთან ერთად წყეულისაგან თავდასაცავად აქ აგრეთვე სხვადასხვა შელოცვასაც მიმართავენ, რადგანაც თუ წყეულის თვალნაკრავს დროზე არ შეელოცა, ის კიდევაც კვდებაო. როდესაც წყევლისაგან ტვალნაკრავი ავადმყოფი შემკლოცველ დედაკაცთან მიდის, უკანასკნელი მიმართვის შემდეგ ჯადოქრულ საშუალებას: იღებს დანას და ნახშირს ფხეკავს მთქნარებით, უბერავს მას და ასე ჩურჩულებს:
"ფუ, გაქრა "მაკლებელი", წმ. გიორგიმ დაწყიოს: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. ამ დღეებში რა დღეს შეგეშინდა, ძუძუკოკობმა შეგაშინა, ულვაშოკოკობმა შეგაშინა? თვალშავმა შეგაშინა, თვალმაჩხამ შეგაშIნა, თვალავმა შეგაშინა, ძაღლის ყეფის შეგეშინდა, ღამე შეგეშინდა თუ დღე შეგეშინდა? რა დღეს გამოგეყარა: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს თუ შაბათს? ჯვარი ვინც რა იცოდეს დანადებისაგან, ფიქრისაგან, მოარული ღამის ჯვარი გეწეროს. თეთრი ქორი მოვიდა, ტეთრი ფერი მოგიტანა, წითელი ქორი მოვიდა, წითელი ფერი მოგიტანა, შავი ქორი მოვიდა და შენი ჭირი და სატკივარი წაიღო. გაქრა ქარივით, გაწყალდა წყალივით, შენი ავითვალითა და გულით მამზირალი. სამას და სამმა წმ. გიორგიმ დაგწეროს ჯვარი და გადაგავლოს თვალი."
მთის რაჭაში, როდესაც საქონელი ღამე ტყეში ან მინდორში დარჩება, ისე შეულოცავენ:
"ეკენია, ბეკენია, ბერსა ხატი სვენებია, რმერთო, ღმერთო ჩამოყარე ცხრა კლიტენი-კლიტონია, ნადირს კბილი შეუკარი, მეკობრესა ხელ-მხარი, ჩააგდე ზღვაში, ნუ გაუშვებ გზაში. ღმერთო დაიფარე ჩვენი საქონელი ნადირისაგან."
ამ შელოცვის შემდეგ შეკრავენ კანაფით სავარცხელსა და მაკრატელს, რომ ასე შეეკრას ნადირს კბილი და სკამის ქვეშ სედებენ...
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია)   რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:04 pm

3
რაჭველების საკულტო ადგილ-სამლოცველოები და მათთან დაკავშირებული რიტუალები

საოჯახო ხასიათის სალოცავების გარდა, არსებობდა სასოფლო და სათემო სამლოცველოები. აქ სადგურებდა თემის მფარველი ღვთაება, სადაც წლის განსაღვრულ დროს ხევისბერის მეთაურობით მთელი თემი ლოცულობდა...
ამგვარ სამლოცველოთა შორის აქ აღსანიშნავია შხელის წმ. გიორგი, რომელის მდებარეობს სოფ. გლოლიდან ორი ვერსისი მანძილზე. პატარა ღელე ილინესთან. ამ სამლოცველოს უჭირავს დიდი და გაშლილი, საუცხოო, ლამაზი მინდორი, რომელიც დაბურულია ხატის წმ. ნაძვნარით. მთელი ეს მინდორი ხელუხლებელია, სადაც ხის პატარა ტოტის მოჭრიც სასტიკად აკრძალულია. ამ წმ. ტყეში აშენებულია შხელის წმ. გიორგის ხის სამლოცველო, რომლის კედლები დაჭრელებულია სვასტიკებით და სხვადასხვა სიმბოლოებით. შიგ სამლოცველო სავსეა ჯიხვის არჩვის, ირმის, ხარის და სხვა ცხოველების რქებით. თაროებზე ყრია ხის საღვინეები, ყანწები და სხვა სასმისი ჭურჭელი, რომლებსაც მეხატენი აქ საგანგებოს ინახავენ.
შხელში ხატობა ორჯერ იმართება: ერთი მაისში-წარმართულ-თემურ ხასიათის "ათანიგება" და მეორე 10 ნოემბერს-გიორგობა.
ათანიგენობას აქ გლოლოელები დღესასწაულობენ, სადაც მთელი სოფლის თემი თავს იყრის განატეხებით, ღვინით და საკლავებით. ათანიგენობას თემის უხუცესი ღვთაებას შესთხოვდა თემის გაზლიერებას და წარმატებას. ვისაც შხელისთვის რაიმე დაპირება აქვს შეთქმული, ის აქ ასრულებს სხვადასხვა რიტუალს, როგორც, მაგალითად, ფეხშიშველა და მუხლმოყრით მის გარშემო რამდენჯერმე შემოვლა, ბამბის ძაფის შემორტყმა და სხვა.
გიორგობას კი შხელში თავს იყრიან რაჭის სხვადასხვა კუთხის მეხატენი. აქვე მოჰყავთ თვალით სნეულები და შეშთხოვენ შხელის წმ. გიორგის მათ განკურნებას.
შხელის სალოცავთა ქალებს ახლოს არ უშვებენ, არც ცხენოსანს შეუძლია მის მინდორზე გავლა, რადგანაც მას შხელის წმ. გიორგი იქვე მოჰკლავსო. ამიტომ ცხენოსანი დღესაც იძულებულია ეს ადგილი ფეხით გაიაროს.
აღსანიშნავია აგრეთვე შვილიერების და დედათა სქესის მფარველი :დედაღვთისა", რომელის წარმოადგენს სვანური ტიპის მაღალ კოშკს და მდებარეობს სოფ. ღების სამხრეთით, რიონის გაღმა...
დედაღვთისობას დღესასწაულობენ აღდგომის მესამე კვიარს. ამ დღეს ოჯახის დიასახლისი ბამბის ძაფზე აასხამს ფერად მძივებს, შარნებად წოდებულს, ჩამოჰკიდებს აგრეთვე ფერად ნაჭრებს-"დედაღვთისას საბურავს" და ნემსებსაც შიგადაშიგ გაუყრის. ამ შარნას დიასახლისი ბოშებს (გოგონებს) შემოავლებს ამ სიტყვებით: "დედაღვთისა წყალობა გექნა საბური მიმართებსო" და თან დედაღვთისას ევედრება მათ იღბლიანობას.
შემდეგ ამ შარნებით, განატეხებით და ღვინით მიდიან დედაღვთისას კოშკში და იქ იმართება ვედრება სხვადსხვა რიტუალის შესრულებით. უშვილო ქალები დედაღვთისას შესთხოვენ, უვაჟონი ვაჟიანობას, ორსულები კი მშვიდობიან მოლოგინებაზე ევედრებიან. ამავე დროს, ვისაც შეპირებული აქვს, ის ამ კოშკს გარს უვლის ორივე ხელის თითებზე ანთებული სანთლებით. ზოგი ამ კოშკშ თითის ტარით შემოუვლის და მას რამდენიმე წყება ბამბის ძაფით შემოარტყამს, რასაც "სარტყლის შემორტყმა" ეწოდება. დასასრულს ამ თითისტარებს კოშკის კედლებში არჭობენ და ეს დიდი კოშკიც სულ დალურსმნულია ამგავრი ტარებით. შარნებს შიგ სამლოცველოში ჩამოკიდებენ. ხალხსის რწმენით, ამ შარნიდან მოსნილი მძივი შველის თვალნაკრავს, შეშინებულს და თავლით სნეულს, ამიტომ , შემდეგ ხსნიან ამ მძივებს და ავადმყოფს გულზე ჰკიდებენ, სამაგიეროდ მასზე იმდენივე ახალს ჩამოჰკიდებენ.
საყურადღებოა აგრეთვე თავისი მკურნალობით აქ ცნობილი "ქვე-ქვაბი". ეს ქვე-ქვაბი გლოლაშია და წარმოადგენს ერთ უზარმაზარ ქვა-კლდეს, რომელიც ბოყოს წყალს გადასცქერის. სამლოცველოს თავზე სდგას დიდი ნაძვის ხე. მისი ძირის სიღრმეში მოთავსებულია ხის ჯვარი რიტულაური შარნებით სემკული. ამ ქვე-ქვაბში ყველა კუთხიდან მოჰყავთ სიყვითლით სნეულებნი, სადაც ღამეს უთევენ და გლოლას "ორთა-გორთა" წმინდანებს ავადმყოფობის განკურნებას შესთხოვენ. ხალხის რწმენით და თქმით, გაყვითლებულ ავადმყოფს აქ ძილი მოსდის და სიყვითლისაგან იკურნება.
რაც შეეხება ქრისტიანულ ძეგლებს, მთის რაჭა შედარებით ღარიბია. ამ მხრივ საყურადღებოა, სოფ. გლოლა, სადაც ბოყოს და ჭანჭახის წყლებს შორის აღმართულია ერთი ბორცვი "ზედქალაქად" წოდებული., რომლის მწვერვალიდანაც დღესაც გადმოიყურება ძველი ეკლესიისა და მისი ციხე-გალავნის ნანგრევები. ამ ეკლესიის მხოლოდ სამი კედელია შემორჩენილი. გადმოცემით, ის აშენებული ყოფილა თამარ მეფის მიერ მიქელ-გაბრიელის სახელობაზე. ამ მიქელ-გაბრიელის ეკლესიის ნანგრევზე გოლოლები "ჯვარობას" იხდიან. აქ წესად აქვთ, თუ ოჯახში ვინმე მძიმე ავადმყოფი შეიქმნება, მას უღელ ხარს შემოავლებენ და ამ ხარებს მიქელ-გაბრიელის ნანგრევებზე აიყვანენ. ავადმყოფის პატრონს მთელი სოფელი აყვება და აქ ყველ;ანი მუხლმოყრით ევედრებიან მიქელ-გაბრიელს ავადმყოფის განკურნებას, რასაც აქ ჯვარობას უწოდებენ. თუ ჯვარობის შემდეგ ავადმყოფი განიკურნა, ერთ ხარს მადლობის ნიშნად დაჰკლავენ და ხორცს სოფელს გაუნაწილებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარს ამუშავებენ.
ამავე ზედქალაქის ბორცვზე აშენებული აგრეთვე წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკა, რომლის აშენებას თამარ მეფეს მიაწერენ...
გლოლის საყდრის თავზე შერჩენილია და შედარებით კარგადაც არის დაცული თორმეტი დღესასწაულის ფრესკები. იატაკზე ყრია ხატისადმი შეწირული ნივთები: ცხოველის რქები, ჭურჭელი, ფერად ნაჭრებისაგან შემდგარი დროშები და სხვა. ეს დროშები სურტანიშვილების საგვარეულს ეკუთვნის. ამ საგვარეულს აღთქმა აქვთ დადებული, ოჯახს რამდენი ვაჟიც შეეძინება, იმდენი ასეთი ახლი დროშა გლოლას ამ წმ. გიორგის მიართვას.
აქაური სურტანიშვილები თავიანთ თავს სულთანის ჩამომავლად თვლიან. ხალხური გადმოცემით, მათ წინაპართ ოსმალეთში რაღაც ცოდო ჩაუდენია, გამოქცეულა და გლოლაში დასახლებულა. აქ ის გაქრისტიანებულა და მადლობის ნიშნად წმ. გიორგისთვის ვაჟის შეძენისთანავე ამაგვარი დროშის შეწირვა აღუთქვამს. აღდგომის ღამეს, ცისკრის დაწყებამდე, წინად სულთანაშვილების ყველა მამაკაცი "ზედქალაქის" ბორცვზე ადიოდა. წმ. გიორგის ეკლესიიდან გამოჰქონდათ ტავიანთი ეს ჭრელი დროშები და კირიელეისონის გალობით მას ლიტონიას შემოივლიდნენ. შემდეგ გვარის უხუცესი აქედან სოფელს გადმოსძახებდა: ქრისტე აღსდგაო! სოფელიც დგებოდა და იწყებოდა სააღდგომო დღესასწაული.
სოფ. ღებიდან ხუთიოდე ვერსის მანძილზე, კირტიშის მახლობლად, არის მთავარ ანგელოზის სახელობის პატარა ეკლესია. ეკლესია დაბურული ხატის ტყით, რომელსაც ზედ დასცქერის კირტიშის თოვლიანი მწვერვალი. ეს ბაზილიკა ნაშენია თლილი ქვით და შიგნიდან და გარედან შეთეთრებულია. შიგ არავითარი არავითარი სიძველე არ მოიპოვება, გარდა რუსული ფაბრიკული ხატებისა და ცხოველების რქებისა. ეკლესიას აქვს ერთი პატარა დარკინული შესავალი კარი. მტავარანგელოზის ამ ეკლსიაში ახალ კვირეს გობეჯიშვილების გვარი საღმრთოს იხდის, სადაც ამ ახლო წარსულში იმართებოდა ღამის თევა, ლოცვა-ვედრება და სხვა.
გობეჯიშვილების ამ საღმრთოს ესწრებოდნენ სხვა საგვარეულოებიდანაც კომლზე ორი კაცი. საღმრთოსათვის საჭირო სანოვაგეს და საკლავებს საგვარეულო იძენდა და მთავარანგელოზში წინდაწინ აგზავნიდა. ღებში წირვის გადახდის შემდეგ უხუცესების წინამძღოლობით გობეჯიშვილები მთავარანგელოზში მიემგზავრებიდნენ. აქ გვარი იხდიდა ვედრებას. სემდეგ გვარის მირე არჩეული უხუცესი შეუდგებოდა ვაჟის "სალოცურის" და შესანდობარის მიღებას.
ვისაც იმ წელში ვაჟი ჰყავდა სეძენილი, მიდიოდა ამ უხუცესთან, გადასცემდა ფულს და ეტყოდა, ვაჟიანობა დამილოცეო. უხუცესი იღებდა შემოწირულობას, მოიხსენიებდა ვაჟის სახელს და მას საჯაროდ დალოცავდა, მეხატენიც შესძახებდნენ: "გაიზარდოს, ოღბლიანი კაცი ყოფილიყოსო!" შემდეგ მასთან მიცვალებულის პატრონი მიდიოდა და ეუბნებოდა: "სენდობა მიეცი ჩემს მიცვალებულსაო". ისიც წარმოთქვამდა გრძელ სესანდობარს და ხალხიც იტყოდა: შეუნდოს ღმერთმა შენაცოდარიო და აქვე მის სესანდობარს სვამდნენ. დასასრულ იმართებოდა საზოგადობა პურობა დიდის მოლხენით, ცხენების ჯირითითა და სხვა გასართობებით...
         Back to top Go down
         Sponsored content
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია)   რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია) Icon_minitime

4
         Back to top Go down
 

რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია)

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

 Similar topics

-
» ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)
» იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე)
» სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ეზოთერიკა-
ზევით

ქვემოთ