function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
               
 

 ექსტრასენსთა ბრძოლა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         ახალი წლის სული (ნიკა)
                        შეგირდი
            შეგირდი
ახალი წლის სული (ნიკა)

   
      Профиль         
     
PostSubject: ექსტრასენსთა ბრძოლა    ექსტრასენსთა ბრძოლა  Icon_minitimeMon Feb 11, 2013 1:04 am

1
„ექსტრასენსთა ბრძოლა“


„ექსტრასენსთა ბრძოლა“ – ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რეალითი შოუა. ის უკვე მრავალი წელია მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს იმ ქვეყნებში, რომლებშიც ის ამ დროისთვის ეთერში გადის. ამ რეალითი შოუს ანალოგი აქვს მრავალ ქვეყანაში, ესენია: America’s Psychic Challenge (ამერიკაში), Битва экстрасенсов (რუსეთში), Ясновидящие (ბულგარეთში), Ekstra Xiss (აზერბაჯანში), Битва Екстрасенсiв (უკრაინაში), The One (ავსტრალიაში), Ekstrasensu сīņas (ლატვიაში) და სხვა…

შოუს მიზანია, ექსტრასენსებს, მოუწყოს ურთულესი დავალებები და გამოავლინოს წლის ყველაზე ძლიერი ექსტრასენსი, აგრეთვე ხალხს დაანახოს რეალური ექსტრასენსები, რომლებსაც აქვთ კავშირი ამოუცნობ სამყაროსთან.

ამ სანახაობრივ შოუში ექსტრასენსებს ბევრი შრომა უწევთ იმისთვის, რომ ამოხსნან საიდუმლო რაც შეიძლება სწორად. ორგანიზატორები და რეჟისორები მათმიერ შექმნილი დაბრკოლებების გარდა ცდილობენ მეტი ინტრიგისთვის იპოვნონ ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და ექსტრსენსების მეშვეობით გაუწიონ მათ დახმარება. სწორედ ასეთ დავალებებში ირკვევა ვინ არის ნამდვილი ექსტრასენსი და ვინ – შარლატანი.

შოუს ქართული ანალოგი პირველად (და სამწუხაროდ უკანასკნელად) ეთერში გავიდა 2010 წლის ივნისში, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში. შოუს ქართულმა ანალოგმა საზოგადოების დიდი ინტერესი და კეთილგანწყობა მოიპოვა. ვისურვებდი ამ შოუს მეორე სეზნი გადაიღონ ან განმეორებით მაინც გაუშვან ეთერშიი.

შოუს მონაწილეები:
[url][/url]ექსტრასენსთა ბრძოლა  536144_423320907743046_1067973682_n

ელენა გალუნოვა - რუსული “ექსტრასენსთა ბრძოლის” მეცამეტე სეზონის ფინალისტი, ციმბირელი შავი მაგი. ამტკიცებს, რომ ეკონტაქტება გარდაცვლილებს და ისინი აძლევენ ძალას. მის ცხოვრებაში პირველი კონტაქტი გარდაცვლილთან მოხდა ადრეულ ასაკში, მაშინ მან ვერც კი გააცნობიერა, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. არც თუ ისე იოლი ცხოვრება აქვს გამოვლილი, ის საკუთარმა დედამ მიატოვა და საბედნიეროდ შეიკედლა ბებიამ, რომელმაც გადაარჩინა ქუჩში ხეტიალს. ადრეულ ასაკში დაფეხმძიმდა და დაკარგა მეუღლე. ახლა ცდილობს, რომ არ გამოხატოს თავისი შინაგანი ტკივილი და დარჩეს ძლიერი.

ექსტრასენსთა ბრძოლა  5991_428905273859923_544976688_n

Илона Новоселова - რუსული “ექსტრასენსთა ბრძოლის” მეშვიდე სეზონის ფინალისტი. ამბობს, რომ მის ზურგს უკან დგანან მისი გარდაცვლილი ნათესავები, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.

ექსტრასენსთა ბრძოლა  57643058_Natalya_Banteeva

Наталья Хидирян - რუსული “ექსტრასენსთა ბრძოლის” მეცხრე სეზონის გამარჯვებული. ამობს, რომ შავი მაგია და მას "ბნელი ძალები" მფარველობენ. მისი ცხოვრების სტილი ნატალიას დედას არ მოსწონდა და უარი თქვა მის აღზრდაზე. მას ამ ცხოვრებში დამხმარე არავინ ჰყავდა და პურის ფულის გამომუშავება მკითხაობით და მაგიური სეანსებით დაიწყო. მისი რიტუალები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან მალევე გაითქვა სახელი, როგორც ქალაქში საუკეთესო ვეძმამ. არ მალავს იმას, რომ ფულის სანაცვლოდ ე.წ "ჯადოები" ბევრჯერ აქვს გაკეთებული, არც იმას მალავს, რომ დაციხეშია ნაჯდომი.

ექსტრასენსთა ბრძოლა  G3345ge

Нонна Хидирян - რუსული “ექსტრასენსთა ბრძოლის” მეცხრე სეზონის ფინალისტი. ამტკიცებს, რომ ნათელმხილველური ნიჭი ბავშვობიდან აქვს. გათხოვდა, წავიდა შოტლანდიში შემდეგ მეუღლეს დაშორდა და ჩავიდა რუსეთში იმ მიზნით, რომ გამოევლინა თავისი ექსტრასენსული შესაძლებლობები. “ექსტრასენსთა ბრძოლაში” ორჯერ მიიღო მონაწილეობა. პირველად ამან იმედგაცრუება მოუტანა, ხოლო მეორედ ფინალში გავიდა და მეორე ადგილი დაიკავა. ექსტრასენსულ ნიჭს ადრეული ასაკიდან ამჟღავნებდა. თავიდან მეგობრებს მისი ეშინოდათ, ხოლო დიდები მას უბედურების მომტანად თვლიდნენ. ნონამ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივი ექსტრასენსია.

ექსტრასენსთა ბრძოლა  Images?q=tbn:ANd9GcTvGfoyS6LHS3ZIMZ7-6Zn3NpAUui3fKUPrnA42TLEDfte5R0F_cA

Елена Ясевич - რუსული “ექსტრასენსთა ბრძოლის” მეთორმეტე სეზონის გამარჯვებული. ამტკიცებს, რომ ექსტრასენსული შესაძლებლობები მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც რამოდენიმეთვიანი კომიდან გამოვიდა. მას შეეძლო ადამიანის აურის დანახვა და სხვადასხვა ფაქტების დანახვა. შემდგომში ელენამ განავითარა მისი შესაძლებლობები და გახდა შავი მაგი. ამბობს, რომ ბევრჯერ დაუწყევლია ადამიანი სასიკვდილოდ და ამას ნანობს, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა რაც, კი ცხოვრებაში დაუშვა არის თავისი ძმის დაწყევლა. ამით მისი ძმა საბოლოოდ გაანადგურა და სასწაულმა გადაარჩინა სიკვდილს. ახლა მთლიანად თავისი პატარა გოგონას აღზრდაზეა კონცენტრირებული და სურს ყველაფრის დავიწყება.

სამწუხაროდ ყველა მონაწილეს ვერ ჩამოვწერ, მეზარება :good..:




         Back to top Go down
 

ექსტრასენსთა ბრძოლა

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

 Similar topics

-
» ექსტრასენსთა სამყარო

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: სინემა-
ზევით

ქვემოთ