function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                              
 

 იუზერთა წოდებები (საცდელი ვერსია)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         Asmodeus
                        უმაღლესი ინკვიზიტორი
            უმაღლესი ინკვიზიტორი
Asmodeus

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: იუზერთა წოდებები (საცდელი ვერსია)   იუზერთა წოდებები (საცდელი ვერსია) Icon_minitimeThu Dec 15, 2011 7:10 pm

1
მაგიურ ფორუმზე მონაწილეთა წახალისებისა და მათ მიერ ფორუმის განვითარებაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა აამოქმედოს იუზერთა სპეციალური წოდებები, რომელიც ასახავს ფორუმის მონაწილის დამსახურებას, ინტელექტის დონეს, პოსტების რაოდენობასა და ხარისხს. იუზერის წოდებამ შესაძლებელია გადამწყვეტი როლი ითამაშოს მისი დაწინაურებისა და მოდერატორთა ჯგუფში გადაყვანის საკითხის განხილვისას.

ფორუმზე გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით ადმინისტრაციამ გადაწყვირა იუზერს მიანიჭოს შემდეგი წოდებები:


1. შეგირდი - 100 პოსტი
2. ქვეოსტატი - 200 პოსტი
3. ოსტატი - 300 პოსტი
4. საიდუმლო ოსტატი - 400 პოსტი
5. ადეპტი - 500 პოსტი
6. საიდუმლო მდივანი - 600 პოსტი
7. მსაჯული - 700 პოსტი
8. ზედამხედველი - 800 პოსტი
9. აცკეტი - 900 პოსტი
10. სახელოვანი ოსტატი - 1000 პოსტი
11. წყვდიადის პრინცი - 1100 პოსტი
12. არქიტექტორი - 1200 პოსტი
13. ენოქის სამეფო რაინდი - 1300 პოსტი
14. ტამპლერი - 1400 პოსტი
15. მახვილის რაინდი - 1500 პოსტი
16. წყვდიადის ბარონი - 2000 პოსტი
17. წყვდიადის ჰერცოგი - 2500 პოსტი
18. როზენკრეიცერი - 3000 პოსტი
19. დიდი პანტიფიკატი 3500 პოსტი
20. შავი გრაფი - 4000 პოსტი
21. გასაღების მბყრობელი - 5000 პოსტი
22. ლივანის რაინდი - 6000 პოსტი
23. სკინიის რაინდი - 7000 პოსტი
24. სკინიის თავადი - 8000 პოსტი
25. სპილენძის გველის რაინდი - 9000 პოსტი
26. წყვდიადის რაინდი - 10000 პოსტი
27. კომანდორი - 11500 პოსტი
28. პატრიარქი - 12000 პოსტი
29. წყვდიადის ხელმწიფე - 13000 პოსტი
30. არეოპაგი - 14000 პოსტი
31. ინკვიზიტორი - 15000 პოსტი
32. დიდი მაგისტრი - 20000 პოსტი
33. იმპერატორი - 30000 პოსტი

დაგროვილი პოსტების რაოდენობის შესაბამისად ავტომატურად მოხდება თქვენი დაწინაურება, მაგალითისთვის ვთქვათ თქვენ ხართ ახლადდარეგისტრირებული იუზერი და შესაბამისად მოგენიჭათ სტუმრის წოდება და იუზერის სტატუსი, მას შემდეგ რაც თქვენ დააგროვებთ გამოქვეყნებული პოსტების 100 რაოდენობაზე მეტს ავტომატურად მოგენიჭებათ ზემდგომი წოდება "შეგირდი" და ასე შემდეგ, ყოველ ზემოთ მითითებულ ზღვარს გადაცილების შემთხვევაში მოხდება თქვენი დაწინაურება. მონიჭებული წოდება აციმციმდება თქვენი ავატარის ზედა ნაწილში, რაც სხვა ფორუმელებს შეუქმნის თქვენს მოღვაწეობასა და დამსახურებებზე შთაბეჭდილებას.

შენიშვნა: წოდების მიღების მიზნით გამოქვეყნებული უაზრო და არაფრისმთქმელი პოსტები წაიშლება, ხოლო იუზერი მიიღებს ფორუმის წესებით გათვალისწინებულ სასჯელს, წოდებას დამსახურება ჭირდება, ამიტომ იკრძალება წოდების მოსაპოვებლად არაფრისმთქმელი პოსტების გამოქვეყნება, აქვე აღვნიშნავ, რომ საინტერესო და აზრიანი პოსტების გამოქვეყნების შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, რიგგარეშე დააწინაუროს იუზერი და მიანიჭოს ადმინისტრატორის მიერ შერჩეული ზემოთაღნიშნული წოდებებიდან ერთ ერთი.


გისურვებთ წარმატებებს "წოდება, ეს თქვენი ღირსებისა და ინტელექტის დონის განმსაზღვრელია"

         Back to top Go down
         Frater G.'.A.'.L.'.
                        სტუმარი
            სტუმარი
Frater G.'.A.'.L.'.

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: იუზერთა წოდებები (საცდელი ვერსია)   იუზერთა წოდებები (საცდელი ვერსია) Icon_minitimeFri Apr 06, 2012 8:56 am

2
ძალიან საინტერესო წოდებებია. უმეტესობა არის იდენტური შოტლანდიური რიტუალის ხარისხების (Scotish Rotus of Freemasonry). დამაინტერესა რატომ არის მსგავსი?



P.S. თუ ვინმემ არ იცის განვმარტავ, რომ შოტლანდიური რიტუალი (იგივე შოტნალდიური წესდება) არის თავისუფალ კალატოზთა საძმოს ხარისხების ერთ-ერთი მიმართულება. მასონობა იყოფა ლურჯ (იოანეს ხარისხის) გრადუსებად და მაღალ (გაღრმავების) გრადუსებად. ლურჯში შედის პირველი სამი ხარისხი: შეგირდი, ქვეოსტატი და ოსტატი. ოსტატი უკვე არის სრულუფლებიანი ძმა, რომელსაც აქვს ლოჟაში როგორც აქტიური ასევე პასიური ხმის უფლება არჩევნების დროს. ამ გრადუსების შემდეგ ყველა ოსტატს (სურვილის შესაბამისად) შეუძლია გააგრძელოს მასონური ფილოსოფიისა და სწავლებების გაღრმავება მაღალ საფეხურებზე. ამისთვის არსებობს სამი მიმართულება:
1. შოტლანდიური რიტუალი; (საბოლოო სახე მისცა ალბერტ პაიკმა)
2. იორკის რიტუალი;
3. გერმანულ-შვედური რიტუალი.

სამივე მიმართულება მოიცავს 30 გრადუსს. ერთიანობაში არის 33. 33-ე არის პასიური ხარისხი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა და კონსისტორია ამ წოდებას ანიჭებს ძმას, მხოლოდ რაიმე განსაკუთრებული დამსახურების გამო. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს გრადუსები არ წარმოადგენს რაიმე თანამდებობრივ პრივილეგიას ლოჟაში. არის მხოლოდ მასონობის უფრო ღრმად შესწავლის გამო.

ბოლო ორი წელია მიმდინარეობს მსჯელობა (ძირითადად ევროპული ქვეყნების დიად ლოჟებს შორის) რომ ამ გრადუსებს ერქვას არა "მაღალი გრადუსები" (რაც ეტიმოლოგიის გამო იწვევს თანამდებობრივად უფლებამოსილების ასოციაციას) არამედ გაღრმავების გრადუსები.

         Back to top Go down
 

იუზერთა წოდებები (საცდელი ვერსია)

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ფორუმის შესახებ-
ზევით

ქვემოთ