function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
               
 

 მეგრული მითების პერსონაჟები

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: მეგრული მითების პერსონაჟები   მეგრული მითების პერსონაჟები Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:32 pm

1
მეგრული მითების პერსონაჟები


მესეფებს მთიდან ფრინველები და ნადირები ჩამოჰყავთ (მთქმელი დ. სორდია , სოფ. კირცხი)

მესეფობა შემოდგომასაა. ერთად ექვსი მესეფიაო. სამი ქალია და სამი კაცი. ისინი ერთად არ ამოვლენ. მესეფებს მთიდან საქონელი და ფრინველები ჩამოჰყავთ ზღვის სანაპიროზე. სამ თბილ დღეს მოდენიან ზღვის ნაპირამდე. ზღვიდან მთისაკენ სამ ცივ დღეს მიდენიან იმ საქონელსა და ფრინველს, რომლებიც სიცივეს იტანენ (უძლებენ). ამიტომაა მესეფობა სამ დღეს. მესეფის ამოსვლით ამინდის გამოცნობა შეიძლება. მესეფობის დროს თუ კარგი ამინდია - საქონელი თეთრად გამოწყობილმა გოგოებმა მოდენესო, იტყოდნენ და ზამთარიც კარგი იქნებაო. ცუდი დღეები თუ იქნა - საქონელი ნაბდიანმა ბიჭებმა მოდენესო და ზამთარიც ძლიერ თოვლიანი იქნებაო. მესეფობაზეა დამოკიდებული (მიბმული) მონადირის ბედი. მესეფი მიუჩენს თავის წილ ნადირს მონადირეს. ნადირს ეტყვის: შენ ამისულუფა (თია) ყოფილიყვე, შენ კი იმისაო. მართლდება ხოლმე ეს. მონადირემ თუ სხვას ესროლა, ტყვია აცდება. მისთვის განკუთვნილს როცა ესვრის, ტყვია არასგზით არ აცდება.

მესეფების სასახლე (მთქმელი ა. ქებურია - ჩხოროწყუ)

მესეფებზე ბაბუაჩემის ნათქვამი ვიცი. მესეფობა ოქტომბრის ბოლო სამ დღესა და ნოემბრის დასაწყის სამ დღეს არის. სულ ექვსი დღე. ჩემი ბაბუას დედის ძმა გვაძი შელია ყოფილა საჩინოში. წალობის დროს წასულა გარეული ტახის მოსაკლავად. ბევრი უვლია ტყეში აქეთ-იქით და ბოლოს დაღლილი ტყეში ერთ წაქცეულ ხეზე ჩამომჯდარა. შორიდან მეჯოგის ყიჟინის მსგავსი ხმა შემოესმა. შემდეგ სტვენის ხმაც გაუგია. ფრიველები და ტყის ნადირები ყველა ერთად მოდენილან, მაგრამ თუ ვინ იყო მათი პატრონი ეს ვერ გაუგია, თვალით ვერაფერს ხედავდა თურმე. ღორი წაბლთან მოსულა და მისი ჭამა დაუწყია. გვაძის თოფი დაუმიზნებია. ამ დროს ვიღაცას დაუძახია: - მე გამექეც, მაგრამ გვაძის ტყვიის ბედი ყოფილიყავიო. გვაძის უსვრია და ღორი წაქცეულა. - გამარჯობა გვაძიო! - უთხრა ვიღაცამ. მიუხედნია გვაძის და პირტიტველა ბიჭი უნახავს, რომელსაც თოფი ეკიდა მხარზე. გვაძი! ეს კერატი მე გაჩუქეო. შენ ამას ვერსად წაიღებ, მე გამომყევი, არ შეგეშინდეს, დამელაპარაკეო, გვაძი ვაჟკაცი იყო, გულიანი, დალაპარაკებია და თან უკან გაჰყოლია. ბევრი რომ უვლიათ, გვაძის უნახავს ერთი ეზო, რომელიც ირმის რქებით შემოღობილი. ჭიშკრად შექლესილი ჯიხვის რქები ეკიდა. გაუღია ამ ბიჭს კარი და ეზოში შესულან. თოფი გამოურთმევია გვაძისთვის და სახლში შეუყვანია. ცოტა ხნის შემდეგ ეს ბიჭი სხვანაირი ტანსაცმლით გამოსულა მეორე ოთახიდან და თხილის წნელით მოწნულ სკამზე დაუჯენია გვაძი. ისიც ისეთივე სკამზე დამჯდარა. შიგნიდან გოგოების სიცილისა და მხიარულების ხმა ისმოდაო. ბიჭი რომ დაიძახებდა "დოიტ-ს" სიცილის ხმა შეწყდებოდაო. იმ ბიჭს უთქვია: ისინი ჩემი დები არიანო. ქრისტიანის სუნს გრძნობენ და შენი ჭკუიდან შეშლა უნდათო, მაგრამ ამის ნებას მე მათ არ მივცემო. გვაძი ამდგარა და ეზოში გადაუხედია. უნახავს ერთი ძვლის მესერზე კაცი და მეორე ძვლის მესერზე ქალი იყო მიბმული. ქალს მოჭრილი კაცის თავი ეკიდა და კაცს კი ქალის მოჭრილი თავი ჰქონდა ჩამოკიდებული თხილის ტკეცისაგან დაგრეხილი თოკით. მიბმულები ერქინებოდნენ ძვლის მესრებს, მესრის ამოგდება სურდათ. ცოტას რომ მოარყევდნენ, მესერზე ბოლოქანქარა ჩიტი ჩამოჯდებოდა და აჯავრებდა ორივეს. იქვე ეგდო ცხენის ფეხის მსხვილი ძვალი. კაცი აიღებდა ამ ძვალს და დაჰკრავდა ჩიტს. ბოლოქანქარაგაფრინდებოდა, მორყეული მესერი კი ისევ გამაგრდებოდა ბოლომდე ჩაესობოდა. ამ ბიჭმა მითხრაო: ესენი ჩემი დედ-მააო. ერთხელ საქონლის გასადენად წავიდნენო. ერთმა კაცი მოიყვანა, მეორემ ქალიო. ორივე წაახდინეს, ჭკუიდან შეშალეს. ამის გამო ასეთი ბედი ვარგუნე ჩემს მშობლებსო. ისევ ჩამოვჯექი სკამზეო. მე თვალით რომ ვერ ვხედავ ისე, ხელი დამაბანინეს, ხელსახოცი მომცეს, საჭმელები წინ დაგვიწყვეს, მაგრამ ვის როგორ მოჰქონდა ამას კი თვალით ვერ ვხედავდიო. ჭამის დროს იცინოდნენ, მაგრამ მე ეს ბიჭი მიცავდა და ხელს ვერ მახლებდნენო. დამიგეს საწოლი და დამაწვინესო. ვიფიქრე: რა დამემართება ვინ იცის და ჯობია არ დავიძინო, მაგრამ დამძინებოდა და მეორე დღეს მზე რომ ამოიწვერა, გამეღვიძაო. საუზმე მაჭამეს. დაღამებამდე ვილაპარაკეთ. როცა დაღამდა, ის ბიჭი ისევ ისე გამოეწყო, როგორც პირველად ვნახე, ჩემი თოფი მომცა და მითხრა: - წავიდეთ ახლა შენ კერატთანო. წასულან. ტყეში გვაძის უცვნია თავისი ნაჯდომი ხე. - გვაძი! შენი კერატი აგერ აგდია. ახლა შენთვის მომიცია ნადირობის ბედიო: ეს ამბავი (რაც შეგემთხვა) არსად არ თქვა, თორემ მოკვდებიო. მეორე დღეს გვაძის ბიჭები წამოუყვანია კერატის წასაღებად. გვაძის უთქვია: წუხელ წაბლის ხეზე გავათენე ღამეო, მოუტყუებია. ბაბუაჩემმა თქვა: ეს ამბავი გვაძის სიბერემდე არ უთქვამსო. ბოლოს თქვა და მერე მოკვდაო. ის ბიჭი მესეფი იყოო. იმ წელს ბიჭები ამოსულან და ზამთარიც ძლიერი (მაგარი) ყოფილა. მესეფობის დღეებში თუ წვიმებია ბიჭი მესეფებია ამოსული და ზამთარიც მაგარი იქნება. თუ წვიმები არ იქნა ქალი მესეფები იქნებიან ამოსული და ზამთარიც კარგი იქნება.

ოჩოკოჩი — ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე სჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულსოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად.

ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება
(მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი)

ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - "ვოოს" ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: "ცეცხლი გინთიაო!" და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა.


ოჩოკოჩის ეშვები აქვს
(მთქმელი ბ.მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუს )

მე არ მინახავს, მაგრამ ბევრჯერ გამიგია: ოჩოკოჩი კაცისნაირიაო, დაბღავისო, მთიან და ტყიან ადგილებში ცხოვრობსო. კაცს არ ერჩისო, მაგრამ თუ გააჯავრა, მაშინ შეებრძოლებაო. ოჩოკოჩი ახმახიაო, იტყოდნენმ ფეხშიშველა დადის და ეშვები აქვსო. მკერდზე საფეთელის მსგავსი რქები აქვს წამოზრდილიო. როცა დადის, ყვირის და მიხარხარებს. სადაც კაცი ცხოვრობს, იმ ადგილებში არ დადის. უმეტესად მონადირეები და მეჯოგეები ხვდებიან მას.


ოჩოკოჩი და მეთევზე
(მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ)

ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული.

ოჩოკოჩს უთქვამს ამ კაცისათვის: - ეს თევზი ნახევარი ჩემიაო. მეც ბევრი ვიშრომეო, დანარებიდან გამოვდენე ისინი ხელებით, ფეხებითა და ჯოხითაო. ამდენი თევზიო ოდესმე თუ დაგიჭერიაო შენი ფაცერით? შენც ხომ გესმოდა ცემი ხმაურიო. კაცმა არაფერი უპასუხა. საერთოდ ოჩოკოჩთან საუბარი არ შეიძლება. მერე ოჩოკოჩს თვითონ გაუყვია შუაზე ეს თევზი. თავისი წილიდან ცეცხლზე შეუწვია სამყოფი თევზი და შეუჭამია. მერე დარჩენილი თევზი თან წაუღია და წასულა

ტყაშმაფა – ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი. ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო “ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.

ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როცა ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის...


წყარიშდიდა (მთქმელი ნ. სიგუა, ) წყარიშდიდა (წყარიშმაფა) ცხოვრობს ღელეში, ჭონჭყო ადგილებში, ტეხურში ის არ ცხოვრობს. ნახევარი (ქვევითა ნაწილი) თევზის ფორმისაა, ნახევარი (ზედა ნაწილი) ქალისა. წყარიშმაფამ თუ წინ გაგიარა და შენ მისი ნაკვალევი გადაკვეთე. უსათუოდ უჟმური შეგეყრება. ტყაშმაფა ქალია და ტყეში ცხოვრობს. წყარიშმაფა წყალში ცხოვრობს და უფრო თევზსა და ბაყაყს ჰგავს. ადამიანს ავადმყოფობას შეყრის ხოლმე

წყარიშმაფას მოჭრილი თმა (მთქმელი ჟ. ბოკუჩავა, სოფ. ლესიჭინე) ერთ ბიჭს უნახავს წყარიშმაფა. წყარიშმაფას სახელი დაუძახია - ხუტუ, ხუტუო! ამ ბიჭს მათრახი მოუქნევია წყარიშმაფასთვის . მას კივილი დაუწყია და ამ ბიჭის ოჯახი დაუწყევლია: "სახლში არც ერთი ცოცხალი არ დაგხვედროდესო." მართლაც ყველა ამოწყვეტილა. წყარიშმაფა ერთ ღამეს განუწყვეტლივ კიოდა თურმე. ამ ბიჭს გაუგონია კივილი და მისულა. წყარიშმაფას უთქვია: "სავარცხელი მომაძებნინეო." ამ ბიჭს უთქვამს: შენ რატომ დაწყევლე ჩემებიო და მაკრატლით თმა მოუჭრია და ცეცხლში დაუწვავს. წყარიშმაფას ძალა დაუკარგავს და ჩვეულებრივ ქალად ქცეულა.

წყლის დედა კივილით გაურბის დადევნებულ მგლებს (მთქმელი გ. ქობალია, გალის რაიონი) იტყოდნენ: წყალში ცხოვრობს (ზის) წყლის დედაო. იგი წინათ უნახავთ საკუთარი თვალით ერთ ღამეს, ქურდი კაცი მიდიოდა გზაზე და ნაქურდალ საქონელს მოდენიდა. გზა წყლის პირს მიჰყვებოდა. უცბად საშინელი კივილი შემოესმა. იფიქრა, ალბათ ქალიშვილი მოიტაცა ვიღაცამ და ის ქალია, რომ კივისო (მიჰკივისო). შეშინდა ქურდი და ტყის სიღრმეში შევიდა. ისევ გაისმა კივილი. ახლა უფრო ახლოს ისმოდა კივილის ხმა. დაინტერესდა ეს კაცი. ნახა, რომ წყალს მოაპობს წყლის დედოფალი (წყარიშმაფა), აქეთ-იქით ნაპირზე მგლები მისდევენ.ახლოს რომ მივიდა, ნახა, რომ ქალს არაფერი აცვია, ძალიან თეთრი ტანი და გრძელი თეთრი თმა აქვს. ამ თმით მთელი ტანი აქვს დაფარული. მდინარის ნაპირთან ყოფილა ღრმა დინება, ჩასაყვინთი მორევი. აქ რომ მისულა ეს ქალი, უცბათ გამქრალა, დაკარგულა. ალბათ, მგლებს გაექცა, თავის სამყოფში მიიტანა თავი.
         Back to top Go down
 

მეგრული მითების პერსონაჟები

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

 Similar topics

-
» მითიური პერსონაჟები ძველად საქართველოში

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ეზოთერიკა-
ზევით

ქვემოთ