function atlpdp1(){for (wi=0; wi www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი 1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ. 2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები. 3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ. მანტიკა 1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ. 2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული. 3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.
Portal Home Latest images Register Log in
Share | მასწავლებელი
Author Message Subject: მასწავლებელი Tue Jan 14, 2014 4:03 am
ის ამაყად უყურებდა თვალებში მას, ვინც უკვე სამასი ტრილიონი წელი მისი წინამძღოლი იყო.
ზერვანი დუმდა,უყურებდა მოსწავლეს და მზერა მისი სევდიანი იყო.
— მე აღარ მჭირდება…
— ნათქვამია, — თავის დაკვრით დაეთანხმა მასწავლებელი.
— არაფრის თქმა არ გინდა ჩემთვის? არ გინდა გადამარწმუნო? დამსაჯო?
— არა.
კვლავ ჩამოწვა მძიმე სიჩუმე.
— მე ყველაფერი შემიძლია, — სიჩუმე დაარღვია მოსწავლემ. — შექმნა, შენახვა, განადგურება, გარდაქმნა. მე ყოვლისშემძლე გავხდი. არ გადამეღობო გზაზე, მასწავლებელო! უკვე ვერაფრით შეძლებ ხელი შემიშალო.
— მე არ გიშლი შენ.
— მართლა… — გაოცებით დაეთანხმა მოსწავლე. — ესეიგი, შენც თვლი, რომ მზად ვარ ახალი მსოფლიოს მმართველი ვიყო?
— არა.
— შენ თვითონ არ იცი რას ლაპარაკობ, ბებერო!
— მეტისმეტად თეთრი ხარ.
— თეთრი? ხო, თეთრი ვარ! შენ ხომ ამბობდი, რომ სითეთრე სიკეთეა.
— ეს გარეგნული მხარეა.
— სიკეთე ყოველთვის სიკეთედ რჩება, ეს სამყაროს მადლია!
— შენ მეტისმეტად ამაყი ხარ.
მან ჩაიცინა.
— ამაში სწორი ხარ, მასწავლებელო, ამიტომ მე აღარ მჭირდება შენი გაკვეთილები. მე მივდივარ.
— მშვიდობით, ორმუედ.
— მშვიდობით ზერვან!
— გახსოვდეს მეორე მხარის შესახებ!
— რა?..
და ის მოკლა მისმა ყოვლისშემძლეობამ!
აზროვნების შემზღუდველი შიში აკავებდა ორმუზდს თერთმეტი ტრილიონი წლის მანძილზე, სანამ მას არ ქონდა სურვილი გაკვეთილების მიღებისა.
გამოფხიზლებისას, მან დაიწყო შექმნა.
უფსკრულში არ იყო ის, რაც ასე უყვარდა ორმუზდს:შუქი. ეს უნდა გამოსწორებულიყო.
— და იყოს შუქი, — ხმამაღლა გამოაცხადა არხონმა.
— სიბნელე… სიბნელე… სიბნელე… — გაიმეორა ეხომ.
და გახდა ნათელი და დაინახა ორმუდმა, რომ ეს კარგი იყო.
შეიკრნენ ჩრდილები.
ის ამაყად უყურებდა თვალებში მას, ვინც ბოლო ორმოცი დღე მისი წინამძღოლი იყო.
არიმანს ჩაეცინა და მის თვალებში აირეკლა იგივე სიამაყე, რაც მისი მოსწავლის მზერაში.
— მე აღარ მჭირდება…
— ნათქვამია, — კვლავ ჩაეცინა მასწავლებელს. — დიდი ხანია ნათქვამია.
— არ გაბედო ამის შეხსენება ჩემთვის, სამყაროს ერთადერთი შემქმნელისთვის!
— მე შენი მასწავლებელი ვარ.
— შენ, მხოლოდ ჩრდილი ხარ ჩემი, გაჩენილი მაშინ, როცა მე შევქმენი სინათლე! მე არ მყავს მასწავლებელი!
— და არც გყოლია?
……………………………………………………………………….
— ესეიგი ყველაფერი შენით ისწავლე?
— ხო.
— მაშინ იქნებ უბრძანო ამ ქვას გახდეს პური?
მასწავლებლის ხმა დამცინავი იყო.
— პურით არაა ადამიანი ცოცხალი, არამედ ჩემი სიტყვებით!
— ჰო! — წარბები აწია არიმანმა. — ერთი გაკვეთილი ნასწავლია!
ისინი ერშალამურ მონასტერში აღმოჩნდნენ.
— შენ ყველაფერი შენით ისწავლე?
— ხო.
— და შენ ყველაფერი შეგიძლია?
— ხო.
ჩაცინება.
— ხო? მაშინ გადახდი ქვევით, ვინაიდან ნათქვამია: «ჩემს ანგელოზებს ვაცნობ შენზე, რომ ხელში აყვანილი გატარონ, რომ არ შეეჯახო ქვებს».
— ნუ აცდენ სამყაროს ერთადერთ შემქმნელს!
მოსწავლე შეეცადა საკუთარი ხმისთვის სიმკაცრე და სიმტკიცე მიეცა, მაგრამ მისი ხმა კანკალებდა, და მასში გაიელვა შიშის ნაპერწკალმა. იმ შიშის, რომლიდანაც დაიწყო შექმნა.
— ჩავთვალოთ, რომ ამჯერადაც ღირსეულად მიპასუხე, — თქვა მასწავლებელმა.
და ისევ შეიცვალა გარემო, მთელი სამყარო წარდგა მასწავლებლისა და მოსწავლის თვალწინ.
— ესეიგი ყველაფერი შენით ისწავლე?
— ხო.
— და ყველაფერი შეგიძლია?
— ხო.
— და ეს ყველაფერი შენია?
— ხო… ხო!!!
— არა. შენ ჩაუყარე საფუძველი ამ სამყაროს, მაგრამ ვერ შეძელი მისი გამკლავება. მაგრამ თუ შენ გააგრძელებ გაკვეთილებს, შესაძლოა, აინაზღაურო დაკარგული და შეერთდე საკუთარ ჩრდილთან, ჩემთან. მაშინ შეძლებ მართლა ფლობდე ამ ყველაფერს.
— მომშორდი, არიმან! ნათქვამია: «ემსახურე საკუთარ ღმერთს და მუხლი მოიყარე მის წინაშე!»
— ღმერთს? იქნებ ზერვანს?
— ზერვანს?.. ეგ ვინაა?.. არა! მე! დაე არ გყავდეს ღმერთები ჩემს გარდა! მე აღარ მჭირდება შენი გაკვეთილები, მასწავლებელო!
— მშვიდობით, ორმუზდ…
— მშვიდობით, არიმან!
— რა არის ჭეშმარიტება?..
ის ისე მოიქცა, თითქოს ვერ გაიგონა მასწავლებლის ბოლო შეკითხვა.
ახლოვდებოდა რაღაც გრანდიოზული და საშინელი. ოთხი მმართველი იწყებდა ნადირობას.
— ნათქვამია.
http://apokrif93geo.wordpress.com/2013/10/08/mastsavlebeli/
ჟურნალი "აპოკრიფი" იწვევს თანამშრომლობისთვის ავტორებსა და მთარგმნელებს, რომლებიც წერენ ქართულად. მოგვმართეთ:93in39@gmail.com (სასურველია წერილები რუსილ ან ინგლისურ ენებზე)
Last edited by apokrif on Tue Feb 11, 2014 3:08 am; edited 3 times in total Subject: Re: მასწავლებელი Wed Jan 22, 2014 2:06 am Subject: Re: მასწავლებელი Wed Jan 22, 2014 12:50 pm
Last edited by apokrif on Thu Jan 23, 2014 1:35 am; edited 1 time in total Subject: Re: მასწავლებელი Thu Jan 23, 2014 1:03 am Subject: Re: მასწავლებელი Thu Jan 23, 2014 2:16 am
Tell me please, you say in Russian?
მითხარით, თქვენ ამბობთ რუსულ? Subject: Re: მასწავლებელი მასწავლებელი