function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                                                                           
 

 განდობის კარიბჭე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         Dark Omen
                        შეგირდი
            შეგირდი
Dark Omen

   
      Профиль         
     
PostSubject: განდობის კარიბჭე   განდობის კარიბჭე Icon_minitimeWed Nov 20, 2013 3:02 am

1
ფრანც ბარდონი(ФРАНЦ БАРДОН)
 
განდობის კარიბჭე(Врата посвящения)
 
კურსი ათ ნაბიჯში
თეორია და პრაქტიკა
 
ამ ნაშრომს ვუძღვნი ჩემს ერთგულ თანამებრძოლსა 
და ძვირფას მოწაფეს ოტტი ვ.-ს( Oтти В)  გულწრფელი 
მეგობრობის  ნიშნად.
მეორე გამოცემის შესავალი.


ამ ნაშრომის პირველი გამოცემა  მთლიანად გაიყიდა წიგნის გამოშვებიდან რამდენიმე თვეში, რაც განპირობებული იყო ამ წიგნის მდიდარი და უნიკალური თემატიკით.
დარჩენილი  ადამიანების გამო, რომელთაც სურდათ წიგნის შეძენა, ავტორმა და გამომცემმა გადაწყვიტეს, პირველი გამოცემიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, გამოეშვათ მეორე ნაშრომი, სრულიად განსხვავებული განზრახვით. მაძიებელი ხალხი პოულობდა წიგნს ,,განდობის კარიბჭეს“, მისი მფლობელები გახდნენ  ბევრი ევროპული ქვეყნის მეცნიერები, ზუსტად ისინი, რომელნიც მძიმე, ეკლიანი გზით მიდიან სრულყოფილებისკენ. მოკლე ხანში ეს ნაშრომი გამოჩნდა სხვა კონტინენტებზეც - ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. ეს პირველ რიგში კარგად ცნობილი გამომცემლობის ,,ბაუერის( Бауэр)“ დამსახურებაა. წიგნის ბედნიერი მფლობელები ამისთვის მისი მეტად მადლიერები იქნებიან. ავტორი გულწრფელად მადლიერია ბატონი ჰერმან ბაუერის, მისი მზადყოფნისთვისა და სურვილისთვის გამოექვეყნებინა ავტორის ნამუშევრები. 
მეორე გამოცემაში ავტორი იყენებს შესაძლებლობას, უთხრას დიდი მადლობა ყველა მკითხველს მათი წერილებისთვის, აღიარებისთვისა და მადლობისთვის. უჩვეულოდ დიდ ინტერესს მისი ნაშრომების მიმართ, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი საღმრთო განზრახვით, ის მიიჩნევს საუკეთესო ჯილდოდ თავისი ერთგული სამსახურისთვის. ის არ არის პროფესიონალი მწერალი,  ის ექიმია რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება. საღმრთო განზრახვამ მისცა მას მისია, რომელიც შედგება პირველ რიგში იმისგან, რომ თავისი წიგნების დახმარებით, ყველა ჭეშმარიტების მაძიებელი მივიდეს სრულყოფილების გზაზე. სრულიად გასაგებია, რომ დროის ნაკლებობის გამო ავტორს სამწუხაროდ არ შეუძლია  თავისი ყველა მკითხველის კითხვას გასცეს პასუხი და აუსრულოს მათ თხოვნები. მათი წერილები ამტკიცებენ იმას, რომ ბევრი მკითხველი ტოვებს გარკვეულ ეტაპს და კითხულობს მხოლოდ იმ სავარჯიშოს, რომელიც მოსწონს. თავის ნაწარმოებში ავტორი არაერთხელ აფრთხილებს მკითხველს, გადაჭარბებული სულსწრაფობის გამო დანაკარგებსა და მარცხებზე. კომპლექსი მოცემული სავარჯიშოების, გამოცემული ამ სასწავლო წიგნში განგივითარებთ თქვენს სხეულს, სამშვინელსა და სულს, ხოლო პრაქტიკული სავარჯიშოების თანმხლები ელემენტები ე.წ. ,,შესაძლებლობებს ოკულტური მეცნიერებისას“, რომლებიც შეიძლება გამოადგეს მოსწავლეს, თუ სურს გაიუმჯობესოს თავისი ყოფა ქვეყნაზედ. ყველა ადამიანს სხვადასხვა სურვილი, იდეალები და მიზნები აქვს, ამიტომ ის ვინც კეთილსინდისიერად, პრაქტიკულად იმუშავებს, ეტაპ-ეტაპ, შეიძენს უნარს დამოუკიდებლად დაიკმაყოფილოს თავისი მატერიალური მოთხოვნილებები. 
ავტორი ყველას უსურვებს ღვთიურ დალოცვას, მოთმინებას, გაძლებასა და სიყვარულს, ამ მეცნიერების დასაუფლებლად. დაე მეორე გამოცემა მისი პირველი ნაშრომისა უფრო სწრაფად მოხვდეს მის ხელში, ვისაც ამის სურვილი აქვს. 
მაისი 1957
         Back to top Go down
         Dark Omen
                        შეგირდი
            შეგირდი
Dark Omen

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: განდობის კარიბჭე   განდობის კარიბჭე Icon_minitimeWed Nov 20, 2013 3:10 am

2

პირველი გამოცემის შესავალი


ეჭვგარეშეა ის, რომ ყველა, ვისთვისაც ჭეშმარიტი ცოდნა ძვირფასია, მრავალი წლის განმავლობაში, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე არა, უშედეგოდ ცდილობს მოძებნოს სწავლების ისეთი მეთოდი, რომლის დახმარებითაც შეძლებდა თავის ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულებას- სრულყოფილების გზაზე სვლას. ადამიანის სურვილი, მიეღწია ამ უმაღლეს მიზანს, მუდამ აძალებდა მას მისი გადმოსახედიდან საუკეთესო წიგნების შეგროვებას, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ბევრის დამაპირებელი სიტყვებით იყო სავსე და პრაქტიკული მიზნებისთვის გამოუსადეგარი, მხოლოდ უკეთესის ქონის სურვილს ჰბადებდა. ყველა მეთოდმა, მოგროვებულმა მაძიებლების მიერ, მთელი ამ დროის განმავლობაში, არაფერი ასწავლა მათ. მაშინაც კი როცა ვინმე წაიკითხავდა ამა თუ იმ ნაქებ მეთოდიკას, დაიწყებდა რა მუშაობას საკუთარ თავზე, აანალიზებდა, რომ მისი მცდელობა და კეთილგანზრახვა დამაკმაყოფილებელ რეზულტატს არ იძლეოდა და ამას გარდა, არავის შეეძლო პასუხის გაცემა კითხვაზე მართალი იყო კი ეს გზა და შესაფერისი იყო ის მისთვის, როგორც ინდივიდისთვის?
საღვთო განზრახვა გაიჟღინთა ასეთი მაძიებლებისა და მომთმენად მომლოდინე ხალხის  მისწრაფებებით და ახლა დადგა ზუსტად ის საათი, როცა მან თავისი რჩეულის მეშვეობით შეაიარაღა ნატანჯი კაცობრიობა უნიკალური ქმნილებით, რომელშიც შეგროვებულია მთელი მონაპოვარი პრაქტიკასა და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
საღვთო განზრახვას მიმყოლი, ავტორი თავის წმინდა ვალად თვლიდა გაეზიარებინა მკითხველისთვის თავისივე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ის არ ელოდა აღიარებას, არ იღწვოდა სახელისკენ, სავსე იყო ცოდნით და მადლიერი იყო იმისთვის, რომ განზრახვამ ის დააჯილდოვა დიდებული რამით - მისი მასწავლებლები იყვნენ დიდებული ოსტატები, წმინდანები აღმოსავლეთში.
ამ ნაშრომის უბრალო სტილი შესაძლებლობას აძლევს ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს, განურჩევლად ასაკის და პროფესიისა, აქვე დაიწყოს სასიხარულო საქმიანობა საკუთარი თავის სრულყოფისთვის, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს, რომელიც ღმერთთან გაერთიანებაა.
განზრახვის ნებით, ეს ნაშრომი დაწერილი და გამოცემულია, განზრახვის ნებით, წიგნი ხდება ხელმისაწვდომი პირველ რიგში იმისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სურდა, რომ საკუთარი თავის ასამაღლებლად გამოეყენებინა საიმედო მეთოდიკა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სრული უფლებით შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანს არ ახსოვს ასეთი სრულყოფილი ნაშრომი, რომელიც კაცობრიობამ საჩუქრად მიიღო.
         Back to top Go down
         Dark Omen
                        შეგირდი
            შეგირდი
Dark Omen

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: განდობის კარიბჭე   განდობის კარიბჭე Icon_minitimeWed Nov 27, 2013 4:27 am

3
შესავალი


მას ვისაც მხოლოდ ის სურს, რომ ამ ნაშრომში იპოვოს გარკვეული რეცეპტების ჯგუფი, რომლის დახმარებითაც შეძლებდა ადვილად მიეღწია სიმდიდრისთვის, დიდებისთვისა და ძალაუფლებისთვის ან გაენადგურებინა თავისი მტრები, დაე დახუროს ეს წიგნი.


ბევრი სექტა და სულიერი მიმართულება აღიქვამს ,,მაგიის’’ ცნებას როგორც რაღაც სხვას, როგორც ჯადოქრობას და შეთქმულებას ბნელ ძალებთან. ამის გამო, არაა გასაკვირი, რომ დარჩენილი ხალხის ერთ ნაწილს მხოლოდ სიტყვა ,,მაგიაც’’ კი შთააგონებს შიშს. ხოლო მეორე ნაწილი, სხვადასხვა ქვეყნის ფოკუსნიკების და შარლატანების გამო, რომლებიც ხშირად იყენებენ ამ კონცეფციას, ცნება ,,მაგიური ცოდნას’’ ყოველთვის არასერიოზულად ეკიდება.


სიტყვა ,,მაგია’’ მოდის სიტყვა ,,მაგიდან’’, ვინაიდან უძველესი დროიდან მაგები ითვლებოდნენ უდიდეს განდობილებად.  ეგრედ წოდებული ,,ჯადოქრები’’ არა განდობილები, არამედ მისტერიის მიმდევრები არიან, რომლებიც იყენებენ ხალხის და ხანდახან მთელი ნაციის უვიცობასა და მინდობილობას, რათა სხვისი მოტყუებით მიაღწიონ თავიანთ ეგოისტურ მიზნებს.


ჭეშმარიტ მაგისთვის ასეთი მეთოდი სრულიად უცხოა.


მართლაც მაგია - ეს წმინდა ცოდნაა. მაგია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი არსით, არის მეცნიერება ყველა მეცნიერების, ვინაიდან ის აცნობს ადამიანს უნივერსალურ კანონებს და ასწავლის ამ კანონებით სარგებლობას. მაგიასა და მისტიკას ან სხვა რაიმე აღნიშვნას შორის არაა განსხვავება და იქ სადაც ლაპარაკია ჭეშმარიტ განდობაზე, მიუხედავად იმისა თუ, როგორ აღნიშვნებს იყენებს ამისთვის ესა თუ ის მეცნიერება, აუცილებელია განვვითარდეთ ერთსა და იმავე საფუძველზე, გამოვიყენოთ ერთი და იგივე უნივერსალური კანონები.


სიკეთისა და ბოროტების, აქტიური და პასიური საწყისის, სინათლისა და სიბნელის უნივერსალური კანონების პოლარულობაზე დაყრდნობით ცხადია, რომ ნებისმიერი მეცნიერება შეიძლება იქნას გამოყენებული კარგი ან ცუდი მიზნებისთვის. მაგალითად დანით შეიძლება როგორც პურის დაჭრა, ისე ადამიანის ფიზიკურად განადგურება, თუ ეს დანა მკვლელის ხელში აღმოჩნდება. ეს ყოველთვის დამოკიდებულია ინდივიდის ხასიათზე, მის თვისებებზე. ეს მიმართებაა საიდუმლო ცოდნის ყველა არეზე. ჩემს წიგნში, ჩემი მოწაფეთათვის მე ავირჩიე დასახელება ,,მაგია’’ როგორც სიმბოლო უმაღლესი განდობისა.


ბევრი მკითხველსთვის ცნობილია, რომ ტარო არ არის სათამაშო ბანქო, რომლის გამოიყენება შეიძლება მანტიკისთვის, არამედ განდობის სიმბოლური წიგნია, რომელიც სიმბოლოების სახით ინახავს ყველაზე დიდებულ საიდუმლოებებს. ამ წიგნის პირველ ბანქოზე გამოსახულია მაგი, რომელიც განასახიერებს ელემენტების ფლობას და უზრუნველყოფს გასაღებს პირველი არკანისთვის, გამოუთქმელ საიდუმლოს სახელით ტეტრაგრამმატონი, კაბალისტურად იოდ-ჰეი-ვეი-ჰეი.  მასშია- განდობის კარიბჭე მაგიაში, და იმაზე თუ რამდენად ბევრს ნიშნავს ის და როგორ მრავალმხრივ გამოსადეგია, მკითხველი თავად გაიგებს. ჯერ არცერთ ჩვენთვის ცნობილ ნაშრომში არაა ტაროს ჭეშმარიტი მნიშვნელობა ასე მკაფიოდ ახსნილი, როგორც ამ წიგნში. დიდი სიფრთხილითა და ღრმააზროვნებით აშენებული ეს სისტემა, არა სპეკულატიური, არამედ ოცდაათწლიანი კვლევის შედეგიანი მეთოდია, პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლებიც მრავალჯერაა შედარებული სხვადასხვა ლოჟების, საიდუმლო გაერთიანებებისა და აღმოსავლური ცოდნის სისტემებთან, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მცირე, განსაკუთრებულად გამორჩეულ ადამიანთათვის.
მაშ ასე, ეს სისტემა შემოწმებულია პირადი გამოცდილებით, შექმნილია ბევრის პრაქტიკისთვის, გამოცდილია ყველა ჩემი მოწაფის მიერ როგორც საუკეთესო და ყველაზე აუცილებელი სისტემა.


თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წიგნი შეიცავს რაიმე პრობლემების აღწერებს მაგიისა და მისტერიის სფეროში. თუ თქვენ დაისახავდით მიზანად დაგეწერათ ყველაფერი ამ სფეროზე, ამისთვის დაგჭირდებოდათ მთელი ტომების გავსება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაშრომი არის კარიბჭე ჭეშმარიტი განდობისკენ, პირველი გასაღები ზოგადი კანონების გამოსაყენებლად.


არ მინდა ვუარყო, რომ აქა-იქ, გარკვეულ ნაშრომებში აღწერილია ტაროს პირველი ბანქო, მაგრამ მხოლოდ ამ ერთადერთ ნაშრომში იპოვის მკითხველი მის გაცილებით ზუსტ დახასიათებას.


მე ძალიან ვცდილობდი ინდივიდუალური სასწავლო კურსის რაც შეიძლებოდა მეტად დეტალური აღწერა შემედგინა, რათა მიმეტანა თითოეულამდე დიდებული ჭეშმარიტებები, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ძალიან მიჭირდა მათი ჩვეულებრივ სიტყვებში მოთავსება, ყველასთვის გასაგები რომ ყოფილიყო. იმის განსჯას, გამომივიდა თუ არა ეს, ამ ნაშრომის მკითხველს მივანდობ. გარკვეულ შემთხვევებში აუცილებლად ჩავთვალე გამეორება, რათა გამომეყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი ან გამეთავისუფლებინა მკითხველი ზედმეტი უკან გადაფურცვლისგან.




სამწუხაროდ, ხშირია ლაპარაკი, რომ მოწაფეებს და დაინტერესებულებს არ მიუწვდებათ ხელი იმაზე, იყვნენ განდობილები საკუთარი პირადი ოსტატის ან ბელადის(გურუს) მიერ და ამის გამო ჭეშმარიტი ცოდნა ხელმისაწვდომია მხოლოდ განსაკუთრებული წყალობით. ჭეშმარიტი მაძიებელი წიგნების მთას გადააბრუნებს თუნდაც ჭეშმარიტების ერთი მარცვლის საპოვნელად. ის ვინც ნამდვილად სერიოზულია და დაინტერესებული საკუთარი განვითარებით, ის ვისაც უნდა ფლობდეს ამ ცოდნას არა უბრალოდ ცნობისმოყვარეობისთვის და საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, იპოვის ამ ნაშრომში ჭეშმარიტ განდობილ მასწავლებელს. არცერთ განდობილს არ შეუძლია მისცეს თავის მოწაფეს დასაწყისისთვის იმაზე მეტი, ვიდრე ამ წიგნშია შემოთავაზებული და თუ ბეჯითი მოწაფე და ყურადღებიანი მკითხველი იპოვის ამ წიგნში იმას, რასაც ის აქამდე უშედეგოდ ეძებდა - ესეიგი ავტორმა შეასრულა თავისი დავალება.
ავტორი
         Back to top Go down
         Dark Omen
                        შეგირდი
            შეგირდი
Dark Omen

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: განდობის კარიბჭე   განდობის კარიბჭე Icon_minitimeWed Dec 04, 2013 5:43 am

4
მაგიის სურათი

ტაროს პირველი სურათი

სიმბოლოების ახსნა

დაბლა სიმბოლურადაა გამოსახული მინერალების სამყარო, ცხოველთა და მცენარეთა სამყარო.
ქალი მარცხნიდან და კაცი მარჯვნიდან - ეს პლიუსი და მინუსია ადამიანში. შუაში ორსქესიანი არსებაა, ჰერმაფროდიტი, ქალი და კაცი ერთი სახით, როგორც ნიშანი მამაკაცური და ქალური საწყისების წონასწორობისა.

ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები გადაეცემა წითელი და ლურჯი ფერებით, ელექტრული წითელით, ხოლო მაგნიტური ლურჯით. ქალს თავის მიდამოა- ელექტრული ფლუიდის ველი, წითელი ველი, ხოლო გენიტალიის მიდამო მაგნიტური ფლუიდის ველი, ანუ ლურჯი. კაცს პირიქით.

ჰერმაფროდიტის თავზე განთავსებულია გლობუსი, როგორც მიწის სფეროს ნიშანი, რომელზეც გამოსახულია მაგი ოთხი სტიქიით.

კაცის ზევით განთავსებულია აქტიური ელემენტები. ცეცხლის სტიქია გამოსახულია წითელი ფერით, ხოლო ჰაერის სტიქია - ლურჯი ფერით. ქალის თავზე გამოსახულია პასიური ელემენტები - წყლის სტიქია მწვანე ფერით და მიწის სტიქია ყვითლით.

შუაში მაგის გამოსახულებასთან ერთად მიწის ბურთის სურათამდე მუქი იისფერით გამოსახულია აკაშას პრინციპი.

მაგის თავზე გვირგვინის ფორმის გამოსახულება, რომელიც მიმაგრებულია უხილავი ლენტით, ნიშანია ღვთიური ვერცხლის ყვავილის - ლოტოსის, რომელსაც გარს არტყია ოქროსფერი რგოლი და რომლის ცენტრშიც მოთავსებულია ლალის ბრძენთა ქვა, როგორც  ჰერმეტული მეცნიერების უნივერსალური არსის გამოხატვის სიმბოლო. უკანა მხრეს მარჯვნივ ყვითელ-ოქროსფერი მზე, ხოლო მარცხნივ თეთრი მოვერცხლისფრო მთვარე როგორც პლიუსი და მინუსი მაკრო და მიკროკოსმოსში, ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები.

ლოტოსის ყვავილის ზევით გამოსახულია სამყაროს შექმნა სფეროს სახით, რომლის შიგნითაც შემოქმედებითი ძალების სიმბოლოს სახით, პლიუსის და მინუსის ცნებით წარმოდგენილია სამყაროს კონცეფციისა და შექმნის აქტი.

უსასრულო, მარადიული, უსაზღვრო და შეუქმნელი სიმბოლურად გამოსახულია სიტყვით აუმ მუქ იისფერზე.
         Back to top Go down
         Sponsored content
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: განდობის კარიბჭე   განდობის კარიბჭე Icon_minitime

5
         Back to top Go down
 

განდობის კარიბჭე

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ოკულტიზმი-
ზევით

ქვემოთ