function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                                                            
 

 ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"?

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"?   ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"? Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:58 pm

1
ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"?

(ივანე მარგიანი)

ყველამ ვიცით, რომ ჩვენმა მხარემ ბევრი განსაცდელი გამოირა მეტადრე სარწმუნოების მხრივ...ყველაფერს თავისი დაღი დაასვეს მტრებმა, სადაც კი ადვილად მისწვდებოდნენ, ყველგან ძალდატანებით შემოჰქონდათ თავიანთი სარწმუნოება, ზნე და ჩვეულება; ეკლესიებს ყრიდნენ და წმინდა ნივთებისაგან ძარცვავდნენ... მთლიანად გასცლიდნენ მას ძვირფასი ნივთებისა და ხატებისაგან, რომ მოშორებულნი ჩვენი მეზობელნი არა, ერთიანად აღმოფხვრიდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას და ყველგან მაჰმადიანობას დანერგავდნენ, რომ ისევ იმ მეზობლებს არა, რომელსაც მიაწოდეს დასაცავად მისმა თანამოძმეებმა მრავალი ძვირფასი ხატი, ჯვარი და ნივთეულობა! ვინ იყვნენ და ვინ არიან ეს მეზობლები? ესენი რიან ჩვენი თანამოძმეები გვარტომობითა სარწმუნოებით: სვანნი, ფშავ-ხევსურნი და სხვა მთიელნი ხალხნი და მათი მოძღვარნი. უკეთ რომ ვთქვათ, მათი "პაპები" და "დეკანოზები". ჩვენ ვიტყვით პირველის შესახებ.
სვანეთი,მოგეხსენებათ უგზო-უკვლო ქვეყანაა: ძველად მაინც იგი მეტად მიუდგომელი მხარე იყო. ის შეადგენდა საქართველოს სამეფოს ნაწილს და თუ ხშირად თავისუფლების დროშას ატარებდა. ეს იმ არეულობის გამო, რომელიც თითქმის მუდამჟამ სუფევდა ჩვენში. სვანეთსაც ისეთივე მღვდლები ჰყავდა იმ დროს, როგორც დანარჩენებს, მაგრამ ისევ იმ არეულობამ და პოლიტიკურმა ძალამ სვანეთი თითქმის გააცალკევა სხვაბისგან და რამდენიმე ხანს თავისუფლების დროშა მიანიჭა. ამ განცალკევებას არანაკლებ უწყობდა ხელს მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ეს კია, რომ იგი უკან ჩამორჩა სხვებს: სარწმუნოება სიბნელით იმოსებოდა; არეულობა, კაცის კვლა, სისხლის აღება და ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ნამდვილი მღვდლები გაჰქრნენ და მათი ადგილი "პაპაებმა" დაიკავეს, რომელთაც ეკუთვნის სვანეთში ქრისტიანობის დაცვის პატივი.
ერთ დროს თავისუფალი სვანეთი ვაგერის ეპისკოპოსს (ცაგერელს) ექვემდებარებოდა, ხოლო სადადეშქელიანო სვანეთი-ცაიშისას, რომელნიც უგზავნიდნენ მას (სვანეთს) ნაკურთხ მღვდლებს, მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ ეს დამოკიდებულებაც მოისპო. დარჩნენ მხოლოდ "პაპები". პაპებს ჰყავდათ შეგირდები, რომლებსაც ისინი "დიკნარს" ეძახდნენ და ასწავლიდნენ საღმრთო წერილსა და ეკლესიის სამსახურს.როდესაც პაპა მოხუცდებოდა და შეგირდიც გაიწვრთნებოდა, ამ უკანასკნელთ ჰგზავნიდნენ ეპისკოპოსთან , ანუ მიტროპოლიტთან (ცაგერში ან ცაიშში), რომელნიც ხელდასხმულს აბრუნებდნენ სვანეთშიძღვნად მიჰყავდათ ხარი. ბოლოს პაპებმა თვითონ მიიკუთვნეს კურთხევის უფლება, თავის სეხედულებისაებრ ხელს ასხამდნენ "დიაკვნარს" პაპებად-მღვდლებად და ეკლესიასაც თვითონ განაგებდნენ. ამიტომ, ადვილი წარმოსადგენია და არც არის განსაკვირველი, თუ თითოეულ სოფელში მათი რიცხვი 10-15-მდე ადიოდა.
"ბაპ" (ზედა ხევში, ე.ი. თავისუფალ სვანეთში), ანუ "პაპ" (ქვედა ხევში, ანუ სადადეშქელიანო სვანეთში) ისე იცვამდა, როგორც დანარჩენი სვამნნი (პაპად უფრო გლეხთაგანი ნდა ყოფილიყო): თავზე ნაბდის წოწოლა ქუდი, ანუ ფაფანაკი ეხურა, ტანზე ეცვა შინაური უხეში ტილოს პერანგი, რომლის საყელო კანაფის მსხვილი თოკით იკვრებიდა; ზედ შინაური ხელოვნებისვე მსხვილი მატყლის ჩოხა, იმისვე შარვალი (შალბარ) და პაიჭები; ფეხებზედ ამოკრული ჰქონდა ბაწრით ამოსხმული მრგვალი ქალამნები; წელზედ ერტყა დაუზლელი ტყავის სარტყელი (ლარტყე), რომელსაც მოდიდო, ადგილობრივი ხელოვნების ხანჯალი ამძიმებდა. ბეჭებზე კაჟის თოფი "ყირიმი" (ყირმილ) ან "სტამბოლი" ეკიდა. ყველა ეს გამოუცნობლადა ხდიდა "პაპს" უბრალო სვანისაგან. სხვა ხნავდა, პაპიც ხნავდა; სხვა ომობდა, პაპის ომობდა და ლაშქარს წინ უძღოდა. მაგრამ ის იმ დროს კიდეც მღვდლობდა, თუ შეიძლება ასე ითქვას და ხალხში მოძღვრავდა. მასში თქვენ ნახავდით ისეთ ძალას, რომელიც ხალხს პატივისცემას და სიყვარულს აგრძნობინებდა. აი, ამ უსწავლელმა მღვდლებმა, უკეთ რომ ვთქვათ, პაპებმა დაიცვეს სვანეთში ქრისტიანობა, ხელი შეუშალეს მაჰმადიანობის გამეფებას, გამოსტაცეს მაჰმადიანებს ხელთაგან წმინდა ძვირფასი ხატები და ნივთები და მათ ხალხს დაუფასებელი სამსახური გაუწიეს.
პაპების ცხოვრებიდან ბევრი ღირშესანიშნავი ხასიათის გამოკრეფა შეიძლება. მეტადრე საინტერსეოა წირვა-ლოცვის, ნათვლის, ჯვრისწერის და სხვა საიდუმლოების წესრიგი და მათი აღსრულება. არიან ახლაც მოხუცებულნი სვანნი, რომელნიც წინათ "პაპებად" იყვნენ და რომელთაც ადვილად არ დატოვეს ეს სახელი.
სხვათა შორის სოფ. მუჟალში შევხვდებით მოხუცებულს მღვდელს (ნამდვილს) გიგი მარგიანს, რომელიც წინათ პაპა იყო და დღეს თეთრი თმა უმტკიცებს გამოცდილებას...(ამას ივანე მარგიანი 1902 წელს-გ.ხ.). ხსენებული მღვდლისგან ვისარგებლეთ და მოგვყავს ორიოდე სიტყვა პაპების დასახასიათებლად.
სვანეთში რუსეთის მთავრობის დამყარების შემდეგ თანდათან იგზავნებოდნენ ნამდვილი მღვდელნი, რომლებიც ხალხმა და პაპებმა ეჭვის თვალით მიიღეს და დევნაც დაუწყეს (ასევე იყო ფშავ-ხევსურეთში და სხვა მთიელებში-გ.ხ.).
დევნა ხშირად აშკარაც იყო. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ მესტიელებისაგან ხსენებული მღვდელის მამის მოკვლა, რომელმაც იკისრა ახლად მოსული მღვდელის გაცილება და ბინაზედ მიყვანა. მართალია პაპებს ამ დროს ისეთი გავლენა აღარ ჰქონდათ და ვერც ბედავდნენ წესრიგის მანიცდამაინც აშკარად დარღვევას, მაგრამ მიუხედავათ ამისა, ისინი ხშირად ჩუმ,ად მოქმედებდნენ და თავიანთ უფლელბებს მთლად არ ჰკარგავდნენ. ბოლოს ესეც მოისპო და ისინი ძალაუნებურად შეურიგდნენ ბედს.
რას ხმარობდნენ პაპები სეფისკვერად, ზედაშედ და სამკაულად? პაპებს სეფისკვერისთვის ბეჭედი არ ჰქონდათ. ბეჭდის მაგიერ გამოცხობამდე სეფისკვერს ჯვრის სახეს გაუკეთებდენენ და შუაში მარილის კვნიტს ჩასდებდნენ. ზედაშედ არაყს, რანგსა (თაფლისაგან კეთდება) და წყალს ხმარობნდნენ. ბარძიმის მაგივრობას სწევდა ხის ან სპილენძის კათხა; ფეხშუმიც ხისა იყო ან სპილენძისა; ვარსკვლავი ხისა, სპილენძისა და რკინისაგან კეთდებოდა; ლახვბარი რკინისა, დაფარნები კი-ჩითისა; ოდიკი სრულებით არა ჰქონდათ. ჩითის ოლარი და ფილონი მოყვანილობით თითქმის წააგავდა ახლანდელს. სამკლავები ძვირად იცოდნენ. სტიხარი და სარტყელი არა ჰქონდათ. გინგილას მაგივრად "დიაკვნები" ჩითის ნახევებს გადაიკიდებდნენ მხარზედ და ვისაც სიღარიბის გამო ესეც არა ჰქონდა, საკუთარ ლეკვერთხს შეიხსნიდა და იმას ხმარობდა.
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"?   ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"? Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:59 pm

2
წირვა-ლოცვის შესახებ


10-20 შეიკრიბებოდა და საწირავად ეკლესიისკენ გასწევდა. როდესაც ეკლესიის კარებს დაუახლოვდებოდნენ, დაიწყებდნენ ლოცვას: "მიწყალენ ჩვენ დიდებად უფალო შეგვიწყალენ ჩვენ... აწვდად მოწყალებისა კარი".... მერე შევიდოდნენ ეკლესიაში და შეუდგებოდნენ ცისკარსა: ზოგი ზოგი შუაღამის ჟამნს კითხულობდა, ზოგი-დიდება მაღლიანსა, ზოსი რას და ზოგი რას. ამას მოაბამდნენ წირვის ჟამნს. ამის შემდეგ უფროსი პაპაი, რომელსაც "ზედამწვირევლს" ეძახოდნენ, მიუბრუნდებოდა პაპებს და ეტყოდა: ერთს მაცხოვრის სახელზე ეწირა, მეორეს-ღვთისმშობლის, მესამეს-მთავარანგელოზის და ასე ყველა წმინდანების სახელზედ. შემდგომ ამისა ზედამწირველი დაიკავებდა კონდაკს, დანარჩენები თავს მოიდრეკდნენ და კონდაკის ქნევაზე ამბობდნენ: "ლოცვა იერუსალიმისა, მათი ჯვრითა, მათითა პირითა გიკურთხოს ქრისტემან კვართი კვართალი, ოლარი, გინგალი, ფილოვანი, ხელი შემოსილი ცოცხალს მღვდელს გეგის, ანუ დიაკონს აბრამს; ვაჰანდელეს ექსს-მელექსეს ფარამოწამეთა მისმთა, იამენ!"... ამის თქმაში პაპები ამბობდნენ: "კირიელეისონ, კირიელეისონ!" და ტან პირჯვარს იწერდნენ. მერე ზოგი ჩითის ოლარს და ფილორს გადაიცვამდა, ზოგი ჩითის ნახევებს და ვისაცა ესეც არა ჰქონდა, ლეკვერთხს შეიხსნიდა და კისერზე დაიკიდებდა. შემდეგ დაიჩოქებდნენ ყველანი და ღმერთს ევედრებოდნენ: "ხოში ღერბეთ ი დამბადებელი ფუსნაბუარდიშ! ლადი ნიშგვეი წირვა ღირვა ღირსეულად შეიწირე! წმინდაო მადლიანო, ცისა საღმთო მადლიანო! სი ლახეშთ ბაქაის ი მადილ ჯერაა!" (დიდი ღმერთო და დამბადებელო, მეფეო საიქიოსაო, დღევანდელი ჩვენი წირვა ღირსეულად შიწირე! შენ შეეწიე ბექაის მადლის გულისათვის!) (ვისიც მწირველნი იყვანენ) "ზედამწირველი სევა აღსავლის კარებით და კონდაკის ქნევით იძახის: "ღმერთო აკურთხე საყდარი ესე! ღმერთო აკურთხე ტრაპეზ..ე..ე..ე, ღმერთო დამბადებელო დასწერე ჯვარი შენიიი კირიელეისონ!" სხვა პაპები დადგებიან ეკლესიის შუაგულ ალაგას, ზოგს უკავია კონდაკი და კითხულობს, ზოგი ზეპირად ამბობს, რაც პირზე მოადგება, ხელში უკავიათ ყავარჯენი (როკიანი ჯოხი, რომელზეც ყოველი წირვის შემდეგ ნიშნავენ წირვის რაოდენობის საჩვენებლად) და მათზე დაყრდნობილნი გალობენ, უკეთ რომ ვთქვათ, ხრიალებენ. "ზედამწირველი" იწყებდა ხმამაღლა: "ვითარცა ცხოვარი და შემდეგი". წმინდა ნაწილს მაშინვე ჩაასვენებდნენ ბარძიმში, რომლის მაგივრობას კათხა სწევდა. ზედამწირველი აიღებდა ხის ან რკინის ვარსკვლავს და ამბობდა: "კუთხნი, კუთხნი კამართან ცისანი შენ ხარ ქრისტე..ი ..ამოწაფეთა-ი..ა..მენ!" დანარჩენი პაპები ამბობდნენ გალობით: "შენ ხარ! უფლისა მიმართ ვილოცოთ! კირელეისონ!" ზედამწირველი: "ამინ! უფოვ-სუფოვ შვენიერება შეიმოსააა! შენ ხარ ქრისტე და მოწაფე ზეად ი..ა..მე..ნ!" და გადააფარებდა ფეხშუმს ჩითის ნაჭერს, რომელიც დაფარნის მაგივრობას სწევდა. პაპები: "შენ ხარ! უფლისა მიმართ ვილოცოთ...კირიელეისონ!" ზედამწირველი: "დიაკონმა პირნათელიანი: შენ ხარ ქრისტე მოწაფეთა და ი..ა..მენ! პაპები: "შენ ხარ და შემდეგი".
კონდაკში ეწერათ გამოკრეფილი სამოციქულო და სახარება. გამოსვლამდისინ ამ კონდაკს დაიკავებდა ზედამწირველი და ამბობდა: სიბრძნით აღემართენით...მოხედენ... მშვიდობა...ყოველთა....
პაპათაგანი: ებრაელთა მიმართ სტავლე-პავლე მოციქული საკითხავი ძმა...ანო!-და სამოციქულოს წაიკითხავდა.
ზედამწირველი: სიბრძნით აღემართენით...
პაპები: დიდება ღმერთსა!...
ზედამწიევლი: ოთხნოოო...სახარება მათესი, ლუკასი, მარკოზისი და იოვანესი საკითხავი...ი...ი...
რამდენჯერაც ზედამწირველი სახარების კითხვის დროს ხმას გააგრზელებდა, იმდენჯერ დანარჩენები ხელს მაღლა აღაპყრობდნენ და იტყოდნენდ: დიდება ღმერთსა! ამასვე ამბობდნენ სახარების გათავებისას. ბარძიმ-ფეხშუმის გამოსვენებისას ზედამწირველი: აცოცხლე ღმერთო, მეფე ჩვენი, კათალიკოსნი და არხიეპისკოპოსნი...
პაპები: ა...ა...ა..მე..ე..ნ! მიერობინ ქერობიმთასა...დაიკავებს ზედამწირველი ვარსკვლავს, გამოსახავდა ჯვარის სახედ, უკაკუნებდა ფეხშუმს და ამბობდა: მღვდელმან ამაღლება...ა...ა... ზლევისაგან მგალობელნი, მხომობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი...ი...ი...
პაპები გაიმეორებდნენ ამასვე და ზედ მოაბამდნენ: წმინდა..ა..ა..წმინდააააააააა ა...მენ! მრავალტვის ჩვენთვის განტეხილი მრავალმისატევებელად ცოდვათა ი...ა...მეე..ნ!
ზედამწირველი: სუთ ამისგან ეს არს სისიხლი ჩემი თქვენთვის დათხეული მრავამისატევბელად ცოდვათაააა...
პაპები: მრავათათვის ჩვენთვის დათხეული მრავალმისატევებელად ცოდვათა ი...ა...მეე..ნ!
ზედამწირველი: შენნი შენთაგან!...
პაპები: მღვდემა ამაღლება..ა...ა... შენნი შენთაგან... შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევდით...
"ღირს არსის" შემდეგ მოიხსენიებენ ცოცხალს, რომლის მწირველიც იყვნენ, ანუ მიცვალებულსა. მერმე მიჰყვებოდნენ: ათმა ზირ ივსედიანრე გვარ ი მინე ლუშენდების ჩივ შენდბა ხარ!...ათმა ზირ ნავერიანარ...
ამგვარად მოიხსენიებდნენ სოფლის გვარებს (აკურთხე ივსელიანების გვარი და მათს სესანდობარს ყველას შეუნდე).
წედამწირველი: შიშით ღვთისათა და სარწმუნოებიტ მოხვედით! პაპები მობრუნდებიან წაღმა და იტყვიან: ჩვენ შიშითა მრვთისათა ია..მე..ენ!-შემდეგ დაიჩოქებენ და დალოცავენ ვისი მწირველნი არიან; ბოლოს გააქრობენ სანთლებს და სწყევლიან: ღმერთო, ვისაც ქრისტიანობა არა სწამდეს, ვინც უქმე დღე გატეხოს და ვინც ჩვენ არ გვიგონებდეს, იმას ასე დაუმსე თვალებიო!...
ზედმწირველი ბარძიმს წმენდდა, ხოლო დანარჩენები სეფისკვერს ინაწილებდნენ და ამბობდნენ: ნაწილი შენი, ნაწკვეტენი შენი წმინდის პეტრეს-პავლეს როდის მოხვიდე სუფევითა შენითა იააამეეენ!
ამით წირვა თავდებოდა. მერე მოსახლისას წავიდოდნენ, სუფრას უკურთხებდნენ ხორცით, არაყით და ხორაგით დატვირთულზე შინისაკენ გასწევდნენ. არ იქნება ურიგო მოვიხსენიოთ, თუ როგორ ლოცავდა პაპა მოსახლეს, რომლის მწირველიც იყო:
-ფუსდ დამბადებელდ დიდაბ! ქრისტე ლამარიას დიდაბ! მიქელმთარინგზელს დიდაბ! გაბრიელ მთავარინგზელს დიდაბ! ერბილ-ქერბილს დიდაბ! ივან ნათლიცემელს დიდაბ! ივან ოქროპირს დიდაბ1 ხარამ მახარობელს დიდაბ! ხარამ ამსუალდაშ მუხენე სი ხოჩა მაგ ლახსენ აქ ქორს. იშგვიდ სოუხვ დეცეშ დიდაბ! ისგვიდ კურაბს დეცეშ დიდაბ! იშგვიდ დოშდულჟი დეცჟი კურაბ ოთჩვემნახ, მერა დოშდულაში გიმთე ამსულადიშ ოთხვამახ. დეცეშ ი გიმი ნესგა, ძუღვაშ ი ხმელი ნესგა, ივაი ადამუნღუ ბედნიერ ამსუალდს ხამურჯვენეს ლიმზურ, ეჯჟი ოთმარჯვ ალ ქორს ი ამენ! (უფალს დამბადებელსა დიდება! ქრისტეს ღვთისმშობელს დიდება!მიქელ-მთავარანგელოსზ დიდება! სერაფიმს-ქერაფიმს დიდება! იოანე ნათლისმცემელს დიდება! ხარებავ, ადამიანის მახარობელი შენა ხარ, ყველა კაი ახარე ამ ხალხსა! შვიდო გუნდო ცისაო, დიდება! შვიდო კრებავ ცისაო, დიედა! მეშვიდე მთვარეზე ცაზე კრება გაუმართავთ. მერვე მთვარეზე დედამიწაზედ ადამიანისათვის გადაუციათ; ცისა და დედამიწის შუა, სღვასა და დედამიწას შუა ევა-ადამიდან ბედნიერი ადამიანს ლოცვა გასვლოდეს, ისე მოუვლინე ამ სახლსა და ამინ!).
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"?   ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"? Icon_minitimeThu Aug 16, 2012 7:01 pm

3
ნათვლა. ძველად ნაკურთ მღვდლებისგან დატოვებულს მირონს პაპები ყოველწლობით ზეთს უმატებდნენ და იმასა ხმარობდნენ მირონად, რომელსაც თავდაცმულს რქებში ინახავდნენ.
განთავისუფლდებოდა თუ არა ქალი, მაშინვე პაპას მოუწოდებდნენ, ააიაზმას გადაახდევნებდნენ და ლოცვას წააკითხებდნენ, რომელსაც "შეგნაბს" ეძახდნენ. მესამე ან მერვე დღეს კიდევ მოიწვევდნენ პაპას ბავშვის მოსანათლავად. ამ დროს ქალი განცალკევებიტ იყო-მას და ბავშვს არც პპა ეკარებოდა და არც ნათლია. პაპა იდგა შორიახლოს და წითურის განურჩერვლად ყველაფერს კითხულობდა. სულის შებერვის დროს პაპა ხელს მაღლა აიშვერდა და ამბობდა: "ფუჰ, ვაჟი შენი შვილია!" თუ ახალდაბადებული ქალია-"ფუჰ, ქალი შენი ქალია!"
წყალში ბავშვს თვისთონ დედა ჩასვამდა, ხოლო პაპა შორიახლოდან ამბობდა: ნათვლას იღებს მონა ესე ღვთისა (სახელი) სახელითა მისითა ი ამენნ, და ძისა ი ამენ და სულისა წმინდისათა ი ამენ! (სამგზის). შემდეგ ამისა ნათლია გღზელს ჩხირს დაიკავებდა და სცხებდა მირონს; ჩხირს კი ცეცხლში სწვავდნენ.


გვირგვინის კურთხევა. გვირგვინის კურთხევა სახლში იცოდნენ. სურდათ თუ არა ქალ-ვაჯთ ერთმანეთი, ამის განსჯაში პაპები არ შედიოდნენ. ხშირად ქალს ძალით დაიჭერდნენ და ჯვარს სწერდნენ-ბევრჯერ ძმის საცოლეზედაც. ნეფე-დედოფალს დასხამდნენ გვერდიგვერდ და ნემსიტ კალთებს ერთმანეთზე გადაუბამდნენ. შემდეგ სრულდებოდა ჯვრის წერის წესი არევ-დარეულად: ღვინის მაგიერ ხმარობდნენ არაყს. გვირგვინის მაგივრობას სწევდა ვაზის რგოლები, რომლებზედაც ხის ჯვარი იყო დამაგრებული.


ზეთის კურთხევა. ზეთის კურთხევისთვის დიდის ამბით ემზადებოდნენ: რამდენიმე ხარსა ჰკლავდა მოსახლე, რომელსაც ზეთის კურთხევა სურდა. ამასთან ამზადებდა ბევრს არაყსა და პურს. მერე მიწვევდა 20-30 პაპას: ესენი მოუკიდებდნენ ზეთსა, ჩამოსხდებოდნენ, წინ სუფრას დაიდგამდნენ და ზედ ზეთს დასდგამდნენ. ტითქმის ყველას კურთხევანი ეჭირა ხელში და კუთხულობდა. ერთის კვირის განმავლობაში ყოველდღე სრულდებოდა ზეთის კურთხევა. გათავებისას იმ მოსახლის წევრნი სათითაოდ ეტყოდნენ აღსარებას; ხელში ეჭირათ ბალახის კონა და ამბობდნენ: "მე ამდენი ცოდვა მიქნია"; ბოლოს მოიწვევდნენ სოფელს და იმხიარულებდნენ.


ყვავსაყდარა

ენისელში გლეხები ყანას მკიდნენ. სადილად ცხვარი დაკლეს და მოსახარშად ცეცხლზე შედგეს ქვაბით. მზარეულს ჩასძინებოდა. ამ დროს ქვაბში გველი ჩასულიყო და ჩახარშულიყო ხორცთან ერთად.
მუშები სადულად გამოვიდნენ. მოუთმენლად ელოდნენ საჭმელს. ამ დროს სად იყო და სად არა, წამოვიდა ერთი ყვავი და ქვაბს თავზე გადაუარა ჩხავილით.
-გააგდეთ ეს საზიზღარიო!-ხალხმა იყვირა. აუქშიეს ყვავს ერთხელ, ორჯერ, მაგრამ ის თავისას არ იშლიდა, თავს დასტრიალებდა ხალხს და საცოდავად ჩხაოდა.
დაუშინეს ქვები, ჯოხები, უცებ შურდულის ქვასავით დაეშვა და ქვაბში ჩავარდა, ჩაიფუფქა.
წამოიშალა ხალხი გაკვირვებული და ნაწყენი, წამოაპირქვავეს ვქაბი და ჩახარშული შხამიანი გველი კი წამოყვა.
მუსების გადარჩენისთვის ეს პატარა ეკლესია ააშენეს. იმ ეკლესიას ახლაც "ყვავსაყდარას" უწოდებენ.
         Back to top Go down
         Sponsored content
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"?   ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"? Icon_minitime

4
         Back to top Go down
 

ვინ იყვნენ "პაპები", ანუ "ბაპები"?

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

 Similar topics

-
» ვინ იყვნენ ღმერთები?

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ეზოთერიკა-
ზევით

ქვემოთ