function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                                                                                          
 

 გართობა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         Asmodeus
                        უმაღლესი ინკვიზიტორი
            უმაღლესი ინკვიზიტორი
Asmodeus

   
      Профиль         
     
PostSubject: გართობა   გართობა Icon_minitimeFri Sep 07, 2012 1:46 am

1
მოკლედ, რადგანაც განყოფილებას ქვია "რცევების ოთახი" გადავწყვიტე რომ გამეხსნა თემა სადაც ერთმანეთს მაგიურ-რელიგიური რჩევების გარდა გასართობ განსატვირთ და უბრალოდ გამახალისებელ რჩევებს მივცემთ. მაშ ასე ვიწყებ და თქვენც იაქტიურეთ ამ თემაში, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და ის საიტები რომლებსაც იყენებთ განმუხტვისა და გართობის მიზნით.

მე როგორც ფეხბურთის ფანატი და დინამო თბილისის ფანი, გუშინ ვეძებდი ინეტში საფეხბურთო მენეჯერს ქართული კლუბების მონაწილეობით მენეჯერ 2012 მაქვს მაგრამ მომბეზრდა რაღაც ნოვაცია მჭირდებოდა, ჰო და ამ ძებნა ძებნაში შემთხვევით წავაწყდი პირველ ქართულ ონლაინ საფეხბურთო მენეჯერს, გთავაზობთ რამოდენიმე ციტატას ამ თამაშის სახელმძღვანელოდან სადაც ყველა მცირე დეტალიც კი ქართულენოვანია, რაც თამაშში უკეთ გარკვევისა და ორიენტაციის საშუალებას იძლევა.

თქვენი კლუბი დაარსდა და მზად ხართ მსოფლიოს დასაპყრობად, მაგრამ როგორ მივაღწიოთ წარმატებას TM-ში? ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არაა, მაგრამ ქვემოთ მოცემულია თამაშის ძირითადი ასპექტების განმარტება, რაც დაგეხმარებათ მისი პრინციპების გაგებაში.


თქვენი უპირველესი მოვალეობაა, დაეხმაროთ თქვენს გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში, დაასრულოთ ლიგა რაც შეიძლება მაღალ ადგილზე და მოიპოვოთ უფრო მაღალი ლიგის საგზური. საბოლოო მიზანია ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში გადასვლა, სადაც საუკეთესო გუნდები მოიპოვებენ საერთაშორისო ტურნირების საგზურებს კონტინენტის საუკეთესო გუნდებთან გასაჯიბრებლად.

წარმატებულ მენეჯერად ჩამოსაყალიბებლად თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე ასპექტი, მაგალითად როგორიცაა:
მატჩის მოსაგები ტაქტიკის დაყენება.
შემადგენლობის გაუმჯობესება სატრანსფერო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის გზით.
ინვესტირება თქვენს ახალგაზრდობასა და სავარჯიშო მოედნებში.
კლუბისათვის ჯანსაღი ეკონომიკის შენარჩუნება.
...ზემოჩამოთვლილი მხოლოდ რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.

TM–ში ფიქსირებული კვირის გრაფიკია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა. ამ დღეებში იმართება თქვენი ლიგის მატჩები.კვირის დღე ძირითადი მოვლენები სხვა მოვლენები
ორშაბათი ყოველკვირეული ფინანსური განახლება ეროვნული თასის მატჩები
სამშაბათი ვარჯიშის ყოველკვირეული განახლება ამხანაგური ლიგები, საერთაშორისო თასის მატჩები
ოთხშაბათი ლიგის მატჩები
ხუთშაბათი ეროვნული თასის მატჩები
პარასკევი ლიგის მატჩები
შაბათი ახალგაზრდული აკადემიის ყოველკვირეული ანგარიში ეროვნული ნაკრების მატჩები
კვირა ლიგის მატჩები

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ონლაინ თამაშების მოყვარულთათვის და იმათთვის ვისთვისაც ფეხბურთი ყველაფერია ექსკლუზივის სახით წარმოგიდგენთ ლინკს.

http://trophymanager.com/?c=2622565
         Back to top Go down
         admin
                        სტუმარი
            სტუმარი
admin

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: გართობა   გართობა Icon_minitimeWed Sep 12, 2012 12:40 am

2
Kingdoms of Amalur Reckoning ეს არის RPG ჟანრის თამაში ქართულ საიტებზეც მარტივად მიაგნებთ თითქმის ყველგან დევს
მაგებს მოეწონებათ მართლა მაგიური თამაშია, მე ძალიან მომეწონა, აქვს ონლაინ სერვერებიც(მაგრამ მემგონი ფასიანია მე არ მითამაშია ონლაინში) და ოფლაინ მისიებიც
         Back to top Go down
         Asmodeus
                        უმაღლესი ინკვიზიტორი
            უმაღლესი ინკვიზიტორი
Asmodeus

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: გართობა   გართობა Icon_minitimeMon Dec 24, 2012 9:36 am

3
http://www.gamenet.ru/games/aika

იმოგზაურეთ ჯადოსნურ სამყაროში საკუთარ პერსონაჟთან ერთად, ძალიან დახვეწილი და სასიამოვნო გრაფიკის მქონე ონლაინ თამაშია, სადაც შეგიძლიათ შექმნათ 6 პერსონაჟიდან ერთ ერთი, მებრძოლი, მსროლელი, პალადინი, ქურუმი, კალდუნი (მაგი) პისტოლერი (მსროლელი), ყველა პერსონაჟს აქვს თავისი პრიორიტეტები და ნაკლოვანებები, მაგ: პისტპლერი, ქურუმი, კალდუნი და მსროლელი, ბრძოლას დისტანციაზე აწარმოვებენ, რითაც შეუძლიათ ხელჩართულ ბრძოლამდე გაანადგურონ მოწინააღმდეგე, პალადინი და მებრძოლი კი ახლო ბრძოლაში არიან შეუდარებელნი, გარდა ამისა თამაში დახმარებას გიწევს ფერია (პრანია) რომელიც სულ 4 სახისაა, ცეცხლის, წყლის, ჰაერის და მიწის სტიქიის. პრანია იზრდება და გადის 4 ეტაპს, ფერიის ბავშვობის, მოზარდობის და ზრდასრულ ასაკს, მისი ხასიათი და დახმარების სურვილი თქვენზეა დამოკიდებული, მუდამ თან დაგდევთ, გეხმარებათ ბრძოლებში გეკონტაქტებათ, გესაუბრებათ, მოთამაშე თავის მხრივ ზრუნავს მასზე, უზრუნველჰყოფს საკვებით, ტანისამოსით, საჩუქრებით. თითოეულ კლასს გააჩნია განსაკუთრებული ინდივიდუალური მაგიური შესაძლებლობები, რომელსაც სწავლობენ და აძლიერებენ მასწავლებელთან, აქვთ საბაზისო ქალაქი რეგენსხაიი, პრანიას ძალუძს მაგიური შესაძლებლობებით გააძლიეროს მოთამაშე, მოთამაშეს შეუძლია გაზარდოს დრაკონის ბარტყი, ცხენი, ლომი და ა.შ სხვადასხვა ცხოველი გადასაადგილებლად, თამაშში გამოიყენება უამრავი მაგიური ნაყენი, არტეფაქტი და კრისტალი რაც მოთამაშის შესაძლებლობებსა და აბჯარს აუმჯობესებს, მოთამაშეს თავად შეუძლია დაამზადოს უმაღლესი კლასის აღჭურვილობა, ბრძოლებში მოპოვებული სხვადასხვა ნივთებისაგან ქალაქის მჭედელთან ისწავლოს სამჭედლო საქმე, შეუძლია მოაჯადოვოს საბრძოლო იარაღები კეთილ მისანთან ან გააძლიეროს მათი მონაცემები ალქიმიკოსთან, თამაშში მოქმედებს უამრავი საინტერესო ლოკაცია, უამრავი დავალება, სხვადასხვა ციხესიმაგრეებისა და ბასტიონების აღების მისია, როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად, თამაშში შესაძლებელია საკუთარი ლეგიონის შექმნა და ხელმძღვანელობა, ახალი მეგობრების შეძენა კლანში და ჯგუფში გაწევრიანება. თამაშში მოქმედებს მაგიური სკოლა, რომლის კურსანტად გახდომაც პრივილეგიაა, დროდადრო სკოლაში ეწყობა საბრძოლო წვრთნები ჯგუფურად, გარდა ამისა არის ბრძოლის ველი სადაც ბოტების მაგივრად მოთამაშეები ებრძვიან ერთმანეთს მოწინაათმდეგის ბანაკის დასალაშქრად, გამარჯვებული ლეგიონი იღებს საბრძოლო ჯილდოებსა და ტიტულებს, რაც უმაღლესი რანგის აღჭურვილობის შესაძენადაა საჭირო.

პ.ს ვარქრაფტს ვთამაშობდი წლების განმავლობაში და შევეშვი, ზედმეტად შელამაზებული ინტერფეისის გამო მოსაბეზრებელი გახდა, ამ თამაშს რეკომენდაციას იმიტომ ვუწევ, რომ გრაფიკა აქვს იდეალური, არ გღლის და პირიქით განსატვირთად საუკეთესო საშუალებაა, თუ შემოგვიერთდებით აქ დაწერეთ საკუთარი ნიკები რომ მეგობრებში დაგიმატოთ და ერთად შევასრულოთ ხოლმე ჯგუფური მისიები, ჩემი ნიკი ამ თამაშში არის: SAMIAZA მყავს კალდუნი, არაჩვეულებრივი საბრძოლო შესაძლებლობებით, თუ რამოდენიმე პიროვნება შევიკრიბებით შეგვიძლია საკუთარი ლეგიონიც კი ჩამოვაყალიბოთ, დამწყებებს ყველაფერში დავეხმარები, ყველა მისიის, ნივთისა თუ ადგილმდებარეობის რაობაში და დანიშნულებაში გავარკვევ, თამაში ადვილი დასაინსტალირებელია, მოითხოვს სულ რაღაც 15 წუთს, ინტერფეისის ენა არის რუსული. საუბარი და დავალების მიღება ხდება რუსულ ენაზე, მაგრამ ჩატში შესაძლებელია ერთმანეთს ლათინური ასოებით ვესაუბროთ.

აბა გელოდებით მეგობრებო, ცადეთ არ ინანებთ, თუ დარეგისტრირდებით აქ დაწერეთ ნიკები რომ თამაშში გიპოვოთ.
         Back to top Go down
         Asmodeus
                        უმაღლესი ინკვიზიტორი
            უმაღლესი ინკვიზიტორი
Asmodeus

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: გართობა   გართობა Icon_minitimeFri Jan 11, 2013 6:11 pm

4
http://kfgame.snailgame.ru

საბრძოლო ხელოვნების მოყვარულთათვის სხვადასხვა საბრძოლო სკოლა, სხვადასხვა საბრძოლო მაგიები და ილეთები. გახდი შაულინის მონასტრის ბერი და დაიცავი მებრძოლის ღირსება, თუ ხარ მარტოსული ეძებ თვითშემეცნებასა და თვითჩაღრმავებას, გიტაცებს მედიტაცია და საკუთარი ეგოს შეცნობა გახდი სკოლა ტან-ის ადეპტი, შენთვის მნიშვნელოვანია ღირსება? ბრძოლა როგორც სპორტი? ერთგულება და თავდადება? ეწვიეთ უქონელთა სექტას. ხარ ნეიტრალური და შენთვის მნიშვნელობა არ აქვს სიკეთისა და ბოროტის ჭიდილს გახდი სკოლა უდანის მეომარი და დამოუკიდებლად გადაწყვიტე ვის მხარეს დაიჭერ მასობრივ ბრძოლაში.  ქალური საწყისის მაგიური ძალების გამოვლენის სურვილით ხარ შებყრობილი, გსურს დაამტკიცო რომ ქალი არანაკლებ ეფექტურად იბრძვის ვიდრე ნებისმიერი მამაკაცი ეწვიე სკოლა ემეის. თუ  შენთვის მთავარია ცოდნა გახდი ბრძენთა სკოლის ადეპტი, სახელმწიფოს დაცვის წადილი გაქვს გაწევრიანდი ლეიბ-გვარდიაში, ხარ შავბნელი ენერგეტიკის მატარებელი და არ იცი სად ჰპოვო ბოროტების რეალიზაცია სკოლა ღვთაებრივი შეგასწავლის შავ მაგიას და წყვდიადის ძალის მართვას.

თამაში ძირითადად საბრძოლო მაგიით გატაცებულ ადამიანებს დაეხმარება ძირითადი პოსტულატების გარკვევაში 1 კვირაა რაც ვერთობი ამ ონლაინ თამაშით და მინდა ვთქვა რომ თამაშის შემქმნელებს იდეალურად და ამომწურავად აქვთ გათვალისწინებული ძველი ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის საბრძოლო ხელოვნების მიღწევები და საბრძოლო მაგიის თავისებურებანი.

გისურვებთ წარმატებას.

თამაშის დაყენების ინსტრუქციას თუ გსურთ გასწავლით ძალიან მარტივია.


Last edited by Asmodeus on Mon Nov 11, 2013 10:11 pm; edited 1 time in total
         Back to top Go down
         Asmodeus
                        უმაღლესი ინკვიზიტორი
            უმაღლესი ინკვიზიტორი
Asmodeus

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: გართობა   გართობა Icon_minitimeMon Nov 11, 2013 10:08 pm

5
http://da.zzima.com ეს ონლაინ თამაში ვამპირომანებისთვის არის მისწრება, შეიგრძენი თავი ვესპერიანელად თამაშში მაინც Smile
         Back to top Go down
         Sponsored content
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: გართობა   გართობა Icon_minitime

6
         Back to top Go down
 

გართობა

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: რჩევების ოთახი-
ზევით

ქვემოთ