function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                              
 

 მაგიური სტიქიები

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         ახალი წლის სული (ნიკა)
                        შეგირდი
            შეგირდი
ახალი წლის სული (ნიკა)

   
      Профиль         
     
PostSubject: მაგიური სტიქიები   მაგიური სტიქიები Icon_minitimeWed Jan 30, 2013 3:32 am

1


დღეს მინდა გესაუბროთ 4 სტიქიაზე, რომელზეც აგებულია ჩვენი სამყაროს ჰარმონია და ჩვენ უბრალოდ ვერ ვიცოცხლებთ მათ გარეშე. ეს სტიქიებია: მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი (ზოგჯერ მას სულიც ემატება).

დავიწყებ თითოეული სტიქიის დახასიათებას:

მიწა
სწორედ ეს სტიქია განაგებს ჩვენს ცხოვრებას და მისწრაფებებს. ყველა რიტუალი, რომელიც ეხება: ფულს, ბიზნესს, სამსახურს, ზოგადად კარიერას, სიმდიდრეს, პოპულარობას და ა.შ… ტარდება მიწის სტიქიის გამოყენებით.


მიწა – ქალური სტიქიაა, მისიფერია – მწვანე და ყავისფერი, წელიწადის დრო – გაზაფხული.

ჰაერი

ეს სტიქია განაგებს ინტელექტს, ეს ფიქრების სამფლობელოა. ფიქრების, რომლებიც ყველას და ყველაფერს ეხება. ეს სტიქია გამოიყენება რიტუალებში, რომლებიც ეხება: მოგზაურობას, განთავისუფლებას, ცოდნას, აღმოჩენას და ა.შ…

ჰაერი შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი ფსიქიკური შესაძლებლობების აღმოსაჩენად. ამ სტიქიის რიტუალებში ხშირად გვიწევს რაღაც ნივთი ვისროლოთ სიმაღლიდან, რომ ის შეერწყას ჰაერს.

ჰაერი – მამაკაცური სტიქიაა, ის გვეხმარება გაანალიზებაში, დაფიქრებაში და სწავლაში, მისი ფერია ყვითელი, წელიწადის დროზამთარი.

ცეცხლი

ცეცხლი – ეს შეცვლის, სურვილის და ვნების სტიქიაა. ერთის მხრივ ეს სტიქია მოიცავს მთელ მაგიას, იმიტომ, რომ მაგიის აზრი სწორედა, რომ რაღაცის შეცვლაა. ცეცხლის მაგია ზოგს აშინებს, მაგრამ საოცარ რეზულტატს იძლევა.

ცეცხლი – ეს ვნებისა და სექსუალურობის სომბოლოა. ის ერთ დროულად ყველაზე სულიერი და ყველაზე ფიზიკური სტიქიაა. ცეცხლის მაგიის რიტუალები ძირითადად ეხება: ენერგიას, გავლენიანობას, გამოჯანმრთელებას, სექსს, განადგურებას, გაძლიერებას, აღორძინებას, ვნებებს და ა.შ…

რიტუალების დროს ძირითადად გამოიყენება სანთლები და ძვლები, აგრეთვე რიტუალის დროს ხშირად გვიწევს რაღაცის დაწვა.

ცეცხლი – მამაკაცური სტიქიაა, მისი წელიწადის დროა – ზაფხული, ფერი – წითელი.

(არ შემიძლია ჩემი სიმპათიები არ გამოვხატო ამ სტიქიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მტრების უმეტესობა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, არ შემიძლია არ დავაფასო ეს სტიქია).

წყალი

წყალი – განაგებს ქვეცნობიერს, სიყვარულს და ემოციებს. წყალი ყოველთვის ღელავს და იცვლება, ის არასოდეს დგას ერთ ადგილას, მუდამ იცვლის ადგილს.

წყლის მაგია გამოიყენება: სიამოვნებისთვის, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, ბედნიერებისთვის, ოცნებებისთის, მკურნალობისთვის, განწმენდისთვის და ა.შ… რიტუალების დროს ხშირად გვიწევს ობიექტის წყალში გადაგდება.

წყალი – ქალური სტიქიაა, ფერი – ზღვისფერი (მუქი ლურჯი), წელიწადის დრო – შემოდგომა.

მაგიური სტიქიები 200px-pentacle_2-svg
         Back to top Go down
         ახალი წლის სული (ნიკა)
                        შეგირდი
            შეგირდი
ახალი წლის სული (ნიკა)

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: მაგიური სტიქიები   მაგიური სტიქიები Icon_minitimeWed Jan 30, 2013 8:08 pm

2
ინფორმაცია მეკუთვნის მე და გადაკოპირების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ წყარო!!!
         Back to top Go down
 

მაგიური სტიქიები

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

 Similar topics

-
» ქართული მაგიური ფორუმი 1 წლის გახდა!

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ოკულტიზმი-
ზევით

ქვემოთ