function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
               
 

 როგორ შევხვდეთ ახალ წელს

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         ახალი წლის სული (ნიკა)
                        შეგირდი
            შეგირდი
ახალი წლის სული (ნიკა)

   
      Профиль         
     
PostSubject: როგორ შევხვდეთ ახალ წელს   როგორ შევხვდეთ ახალ წელს Icon_minitimeFri Dec 14, 2012 6:30 pm

1
013 წელს დგება გველის წელი, ეს წელი მოულოდნელობებითა და სასიკეთო ცვლილებებით იქნება აღსავსე. გველს უყვარს შურისძიება და ვერ იტანს ტყუილებს. ასე, რომ ეცადეთ წელი ტყუილების გარეშე გაატაროთ და არ აწყენინოთ გველს. : )

მომავალ წელს აქტუალური ფერები იქნება: შავი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მუქი მწვანე. კარგი იქნება თუ სწორედ ამ ფერებში გამოწყობილი შეეგებებით ახალი წლის დადგომას.

იმისათვის, რომ ბედნიერება მოიზიდოთ, 31 დეკემბერს დილით, როგორც კი გაიღვიძებთ აიღეთ გამჭვირვალე ვაზა, ჩაასხით მასში ონკანის წყალი, ჩადეთ ნიჟარები, ხის ტოტები, ზღვის მცენარეები და მოუხარშავი ქათმის კვერცხი. – ეს დაგეხმარებათ მთელი წელი ბარაქით და ბედნიერებით აღსავსემ გაატაროთ. : )

გველს არ უყვარს გაუაზრებლად მფლანგველი ხალხი. ასე, რომ ეცადეთ საახალწლო საყიდლებისთვის ფული წინასწარ მოამზადოთ და ჭკვიანურად დახარჯოთ. ნუ გადაყრით ფულს დიდი ფეიერვერკების, შუშხუნა სათამშოების და წვიმების შესაძენად. რათქმაუნდა ეს ნივთები უნდა იქონიოთ 31 დეკემბერს, მაგრამ გადაჭარბებულად ნუ იყიდით, გველს უყვარს სიმშვიდე, კომფორტი და ვერ იტანს აურზაურს.

სწორედ ამიტომ ეცადეთ წლევანდელი ახალი წელი ოჯახთან, ახლობლებთან ან შეყვარებულთან ერთად გაატაროთ. თავი აარიდეთ ჩხუბს და დაძაბულ ურთიერთობებს, ეს მხოლოდდამხოლოდ გაუგებრობებს მოიტანს თქვენს ცხოვრებსი.

გველს უყვარს სწრაფი და მოულოდნელი ცვლილებები. ასე, რომ ეცადეთ ახალი წლისთვის ახალი ავეჯი შეიძინოთ, განაახლოთ ოთახის დიზაინი, შეიძინოთ ხატები ან სანთლები და მზად იყოთ მოსალოდნელი ცვლილებებისთვის.

რაც შეეხება საახალწლო სუფრას. სასურველია სუფრაზე იდოს ზღვისპროდუქტები, ქათმის ან კურდღლის ხორცი, კვერცხი, ხორცპროდქტები და სხვადასხვა სალათები. იმისთვის, რომ მოიგოთ გველის გული, დაახლოებით 9 საათისთვის ჩამოაბნელეთ ოთახი და დაანთეთ 4 სანთელი, წაიკითხეთ ლოცვა და ღმერთს პატიება სთხოვეთ წლის მანძილზე ჩადენილი ცოდვებისთვის. კარგი იქნება, თუ სუფრაზე აყალ-მაყალი და აურზაური არ იქნება, წლის ყველაზე მთავარი ღამე გაატარეთ მშვიდად და ხალისიანად. უსმინეთ წყნარ მუსიკას, იცეკვეთ და გაერთეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად.

გველის წელი ოფიციალურად 2013 წლის 10 თებერვალს დადგება.

გისურვებთ ბედნიერ და დაუვიწყარ ახალ წელს!!! santa rendeer
         Back to top Go down
 

როგორ შევხვდეთ ახალ წელს

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

 Similar topics

-
» ახალ წელს გილოცავთ
» გილოცავთ შობა-ახალ წელს
» ლამია როგორ გამოვიძახო
»  როგორ ავტვირთოთ და განვათავსოთ ფორუმზე ვიდეომასალა
» როგორ ავტვირთოთ და განვათავსოთ ფორუმზე ფოტომასალა

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ასტროლოგია-
ზევით

ქვემოთ