www.magnika.net


 
PortalPortal  HomeHome  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                                                                           
 

 ქრისტიანობი წინამორბედი ღვთაებები

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
avatar

   
      Профиль         
     
PostSubject: ქრისტიანობი წინამორბედი ღვთაებები   Thu Aug 16, 2012 6:54 pm

1
ქრისტიანობი წინამორბედ ღვთაებათა შორის ძველ მსოფლიოში უპირველესი ადგილი ეჭირა ღვთაება მირსას, ანუ მითრას.
მითრაიზმი წარმართული მოძღვრების უკანასკნელი და უძლიერესი სიტყვა იყო. მისი მკვლევარნი ერთხმად გვარწმუნებდნენ, წარმართულ მსოფლიოს ქრისტიანობა, რომ არ მოვლენოდა, კაცობრიობა მითრას იწამებდაო...
უძველესი ცნობები მითრას შესახებ დაცულია ინდოელტა "რიგვედაში", სადაც ის მოხსენებულია მთავარ რვთაება-ვარუნასთან თითქმის განუყრელად. მას უწოდებდნენ ვარუნამითრას, ან მითრავარუნას, რომელიც ნათელისა და ბრჭყინვალე ცის ღვთაებად იყო აღიარებული და აგრეთვე ყოველგვარი სიკეთისა და სიცოცხლის წყაროდ მიჩნეული ეს ტყუპი ღვთაება ყოვლის მცოდნე და მხილევლია. ორივე ერთ ეტლში სხედან, ერთს ფიქრობენ, ცრუსა და მატყუარას სასტიკად დევნიან. სამყაროსაც ერთად განაგებენ. მზე ვარუნა მითრას თვალად ითვლებოდა და მისი გამოხატულების სიმბოლო იყო...
ძველ სპარსეთში მითრას კულტი განსაკუთრებით აქემენიდების დროს გაძლიერდა: ის მხედართა მფარველ ღვთაებად იყო აღიარებული და მის სახელწოდებას თვით ირანის მეფეები და სარდლებიც ატარებდნენ...ამიერიდან მითრა ირანის მფეების მფარველ ღვთაებად იქცა. მის სახელს ფიცულობდნენ და ცხენებს სწირავდნენ. ირანის სამეფოს წინ მიუძღვოდა მითრასადმი შეწირული ეტლი, რომელშიც 6თეთრი ცხენი იყო შებმული. ამიტომ სადაც ირანის ძლევამოსილი ჯარი შედიოდა, იქ მას თავისი მფარველი ღვთაების მითრას კულტიც თან შეჰქონდა და მაზდეანობასთან ერეთად მითრაიზმსაც ავრცელებდა.
ამიტ აიხსნებოდა ის გარემოებაც, რომ მითრას კულტი ასე სწრაფად ვრცელდებოდა მცირე აზიაში, განსაკუთრებიტ პონტოსა და კაბადოკიაში.სადაც ბატონობდნენ ირანის არისტოკრატები და სადაც მითრას კულტურისა და ადგილობრივი ღვთაებათა ერთგვარი გადაჯვარედინება მოხდა.კსბადოკიიდან მითრას კულტი მთელს მსოფლიოში სწრაფად ვრცელდებოდა.
მითრას კულტი გავრცელებული იყო ძველ სომხეთში და მას "მიჰრს" ეძახდნენ. სომხური მიჰრის ღვთაებრიობის ხილული განსახიერება იყო ორგვარი: "არეგ-აკნ" მზის თვალი-ორმუზდის თვალი ან ხილული მზე.. მეორე "ლუსინ" მთვარე, რომელსაც მოსე ხორენელი "ცეცხლის დას" უწოდებს.
არსებობდა თუ არა წარმართულ საქართველოში მითრას კულტი?მართალია ასეთი სახელწოდები ღვთაება არ იყო, მაგრამ მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ მითრაიზმის რწმენა საქართველოშიც იყო გავრცელებული, რადგან მჭიდრო კავშირი გვქონა აღმოსავლეთ კულტუროსან ერებთან.
ქართულ უზველეს მატინეში "მოქცევაი ქართლისაი", ქართველ მტავარ ღვთაებად არმაზია მოხსენებული, იგივე "აჰურამაზდა". ღვთაება არმაზისა და ცეცხლის თაყვანისცემის კულტის არსებობა საქართველოში, თავისთავად ჰგულისხმობს, მითრას რწმენის ჩვენში არსებიბას, , რომელიც აჰყრამაზდის მეორე პირად ითვლებოდა...
აჰურამაზდას განუწყვეტელი ბრძოლა ბოროტი ღვათაების არიმანის დასათრგუნად, უმთავრესად დამყარებული იყო იმ კეთილ გენიებზე და სულებზე , რომლებსაც იაზატებს უწოდებდნენ მათ შორის პირველობდა მითრა (სამყაროს გამგებელი და მებრძოლ ლაშქართა სარდალი) და ათარი (უხილავი წმინდა ცეცხლი). ამ ორივე კეთილი გენიის კულტი ქართულ ხალხურ რწმენაში დღემდე იყო დაცული. მა. დიდმარხის აღება ღამეს სამეგრელოში ასრულებდნენ სალოცავ "ჟინი ანთარს" (ზეციერი ანთარი). კერაზე აცხობდნენ ოთხკუთხა მოზრდილ ყველიან კვერს, რომელსაც ჯერ სუროს ფოთლებში შეახვევდნენ და შემდეგ ზედ ნაღვერდალს დააყრიდნენ. ვახშმის წინ ოჯახის უფროსი მამაკაცი კერასთან მივიდოდა, ნამცხვარს ნაცარსა და სუროს მოაცლიდა, კვერს ზედ კერაზე ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრიდა და ვედრება წარმოთქვამდა:
ზეციერო ანთარო, ბატონო-გამარჯვებულო!
ჩემი საქონელი შენ გაამრავლე!
ასობით ვიჭერდე და არაფერი
აკლდებოდეს, უშობელსა და
ხბოიანს ვერ ვარჩევდე ისე.
მიტრას კულტის ჩვენში არსებობას მოწმობს დას. საქართველოში დაცული ერთი ფრიად საყურადღებო სალოცავი, რომელსაც მეგრელები "მისრობას", ან "მირსობას" უწოდებენ, სვანები-"მეისარბ"-ს და გურულები "მოისარობას".
მირსობას მეგრელები დიდი მარხვის დაწყებამდე იხდიან. საგანგებოდ ასუქბენ ღორს ("ომირსე"). მირსობა დღეს, ხუთშაბათს (მეგრ.ცაშხა), ოჯახის უფროსი ამ ღორს კერის გარშემო რამდენჯერმე შემოატარებს შემდეგი ლოცვით: დღეს მირსობის მობრძანებავ! მე და ჩემს ცოლსა და შვილს ბედი მიეცი, ბედნიერად ამყოფე, ყოველი ალიანი და ჩალიანი (სიავე) გაუქარვე, ყოველივე ავი ზნისაგან, წყლისაგან შენ დაიცავი, შენ სახელდალოცვილო.
ლოცვის დასასრულს ღორს დაკლავენ. შემდეგ ოჯახის დიასახლისი, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ მრგვალ კვერსა და კვერცხს მოხარშავს. სადილის წინ ოჯახის წევრები, უფროს-უმცროსობით კერასთან მდგარ ტაბლასთან მივლენ და სათითოდ თავიანტ კვერცხებსა და კვერებს. თვალებზე მიიფარებენ, თან ატრიალებენ და შემდეგ ლოცვას წარმოსთქვამენ: წმ. მირსა დღეს ვლოცულობ! ჩემი თვალის სიმრთელისათვის, კვერით და კვერცხით, ავი თვალის ტკივილი, ავი თვალის დაწირპლვა შორს გამიქარვე. მთაზე ბუზი მიფრინავდეს ჩემს თვალს დაანახვე, მტაზე წიანჭველა მიცოცავდეს, ღმერთო, ჩემს თვალს დაანახვე, ჩემი თვალის ნაქნარით ცემი გული გაახარე.
ამ ლოცვის დასასრულს კვერსა და კვერცხს იქვე შეწამენ.
მაგრამ მირსობის ეს რიტუალი უფრო კარგად და სრულად დაცულია მთიან სამეგრელოში, ჩხოროწყუს სამ სოფელში: გოდოგანში, გარახაში და ჯუმითში. მირსობა დღეს ამ სამ სოფელში იმართებოდა ხატობა, რომელსაც "ჯეგე" ან "ჯგეგე-მისარონი" ეწოდება.
სოფ. გოდოგანი კურზუს თემშია და აქ ერთ მაღალ გორაკზე აშენებულია პატარა ეკლესია. რომელსაც "ჯეგე-მესარონს" უწოდებენ. დგეობა იმართება თებერვალში, 2კვირით წინ ყველიერამდის და სალოცავათ წინათ დიდძალი მხვეწარი მოდიოდა თურმე, განსაკუთრებით ის გვარები, რომალთა ფუძის ან გვარის (ჯინჯიში ხატი) ხატად იგი ითვლებოდა.: ფიჩხაია, ბერულავა, ჩარგაზია, მიქაია, გოგუა, ლაშხია, ნაჭყებია, აშორდია, ფონია, კვაშილია, გაბედავა, არაჰამია და სხვა. ჩარგაზიასა და ნაჭყებიას გვარიდან ირჩევდნენ ნათეებს, რომლებიც ხატს ამწყალობნებდნენ. მირსობა დღეს გოდოგანში ომირსე ღორს კერის გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ და ჯეგე-მისარონს შესთხოვდნენ ოჯახის კეთილდღეობას. ომირსე ღორის ხორცის ჭამა დაღამებამდის არ შეიძლება. დილით კი მოხარშული კვერცხებითა და კვერებით თვალის საღობაზე ჩვეულებრივი წესით ლოცულობენ და შემდეგ ყველანი მიდიან ჯეგე-მისარონის ეკლესიაში, სადაც წინათ ასრულებდნენ სხადასხვა რიტუალს, ლოცვა-ვედრებას, რომელსაც მოჰყვებოდა ცეკვა-თამაში, სიმღერა და სხვა გართობანი. საღამოს მლოცავი სახლში მიდის. ოჯახის უფროსი ომირსე ღორით დაილოცებოდა, გაშლიდნენ სუფრას და რორის ხორცს სჭამდნენ.
ამ დღეს სალოცავად მოდიოდნენ გამოთხოვილი ქალები, რომელტა ფუძის ხატად ჯეგე-მისარონი ითვლებოდა. მათ ტან მიჰქონდათ სანტელ-საწირი და დაკლული ღორები. აქ გვარის ნატეები ამწყალობლებდნენ და შემდეგ შვილდში გამოატარებდნენ.
ვისაც შეთქმული ჰქონდა, იგი ჯეგე-მისარონს ღამეს უთევდა. მოჰყავდათ სულიტ ავადმყოფნი და თვალით სნეულნი. მათ მისარონის ხატის წინ დააწვენდნენ "ხატიში ითონჯირაფა", ღამეს ათევდნენდა ევედრებოდნენ ავადმყოფის განკურნებას.
თვალის სნეულების საწირში მიჰქონდათ ორი სანთელი, ორი კვერი, ორი კვერცხი და თეთრი ფულები. მუხლმოყრით ეკლეისას სამჯერ შემოუვლიდნენ და ევედრებოდნენ თვალის საღობას.
ასეთივე ხატობა იციან სოფელ გარახაში. თებერვალში, მირსობა დღეს გარახის წმ. გიორგის ეკლესიაში წინათ იმართებოდა ჯეგე-მისარონის დიდი ხატობა. ამ ხატის ყმებია: მაფორია და უბირია. ნათეებსაც ამ გვარიდან ირჩევდნენ. აქც თვალით სნეულნი და სულით ავადმყოფნი მოჰყავდათ. შეხვაწილები ხატს სწირავდნენ თვალის სანთელს, რომლების წარმოადგენდნენ თვალის კაკლისოდენა სანთლის რგოლებს. გარახიდან გათხოვილი ქალები მოდიოდნენ საწირით, დაკლული ღორებით, ლოცულობდნენ და ნათეები შვილდში გაატარებდნენ.
გარახასა და ჩხოროწყუს მახლობლად მდებარეობს სოფ. ჯუმითი. აქაც ასევე იცოდნენ წმ. გიორგის ეკლესიაში დიდი ხატობა.

_________________
Ego legi haec verba et in lectione haec verba,
Ego, eius voluntatem, et sine coactione dabo et transire Magnika Dagon Eius vita Beatitudinem, Fortuna, Eius et animo!
A nunc et aeternum Mea Vita Beatitudine mea, Fortuna, Vires, animo et subiectum ad Magnika Dagon. Amen!
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
avatar

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ქრისტიანობი წინამორბედი ღვთაებები   Thu Aug 16, 2012 6:54 pm

2
საფ. ჭგვინთთან არის სოფ. ჯიხაშკარი. აქ დღესაც დაცულია სამლოცველო. ადგილი მისარონ-კარი. მას უჭირავას საკმაოდ მოზრდილი და გაშლილი ფართობი., რომელიც დაფარული ცაცხვის და მუხის ხეებით. შუა მოედანზე დგას ხის პატარა სამლოცველო და მას ჯეგე-მისარონს უწოდებენ. ნააღდგომევს ახალკვირის სამშაბათს მისარონ-კარში იმართებოდა ხატობა, სადაც სალოცავად მოდიოდნენ: ზარანდიები, შენგელიები და ჩარგაზიები., რომელთა საგვარეულო ხატად "ჯინჯი ხატად" იგი ითვლებოდა. ხატობა დღეს რიგის მიხედვით ამ საგვარეულოდან ერთ-ერთი ოჯახის უფროსი მისარონ კარზე მიიყვანდა კერატს, დაილოცებოდა გვარის კეთილდღეობაზე., შემდეგ ღორს იქვე დაკლავდა და ხორცს მლოცველებს გაუნაწილებდა. ღორის ტავს კი გადაულოცავდა იმ მეკომურის უფროსს, რომელსაც რიგით მეორე წელიადს ჯეგე-მისარონისათვის კერატი უნდა დაეკლა...
ჯეგე-მისარონის სამლოცველო იყო აგრეთვე სოფ. გეჯეთში. თებერვალში მირსობა დღეს სალოცავად მოდიოდნენ გეგენავები და ალასანიები და შესთხოვდნენ: თვალის სისაღეს, ყურის, თავის და წელის ტკივილისაგან განკურნებას. ხატს სწირავდნენ: მძივებს, ფულს, ნემსებს, ფერად ძაფებს და სხვა...
მირსობას სვანებიც იხდიან, რომლების თავიანთ "მეისარიბს" დიდი ზეიმით ეგებებიან. მეისარობა სვანეთში თითქმის ორ კვირას გრძელდებოდა და ყველიერის ორშაბათს თავდებოდა. მეისარობის პარასკევს ოჯახის უფროსი ამ დღისათვის საგანგებოდ გასუქებულ ღორს ან ხარს ჰკლავს, სულ ერთია რომელი იქნება, რომლის ხორცის ჭამა დალოცვაზე აკრძალულია. შემდეგ ოჯახის თითოეული წევრისათვის თვალის კაკლის ზომის და ფორმის თვალის კვერებს აცხობენ. მეორე დრეს, შაბატს ოჯახის უფროსი სამეისარიობო ღორსა და კვერებს თაბახზე დაალაგებს და შემდეგ ლოცვას წარმოთქვემას.: ხატო მეისარისაო, შენ სეგვეწიე და მოგვეხმარე, თვალების ჭირი მოგვაშორე, კაცების მშვიდობით გაგვახარე, საქონელი გაგვიმრავლე...
მეისარიობის დასასრულს, კვირა საღამოს ოჯახები ერთად შეიკრიბებიან, მიაქვთ თავიანთი სურსათი და, გაშლიან საერთო სუფრას და დაროს მხიარულად ატარებენ გათენებამდის. რაც მეისარიობის ტაბლაზე დარჩება, ყველაფერს გაინაწილებენ და სახლებში წაიღებენ.
მეისარიობის მომდევნო შაბათს ზემო სვანეთში ასრულებენ "ლიღუ-მესარის"-ის რიტუალს: აცხობენ კვერებს და "დარეცხან დედეშ"-ს (ცისას) ევედრებიან შინაური პირუტყვის მფარველობას.
ამ სალოცავს გურიაშიც სცემენ თაყვანს და მას "მოისარიობას" უწოდებენ. უფროსი ცომს მოზელს, შემდეგ მას ორ პატარა გუმდას მოსწყვეტს და ოჯახის წევრებს სათითაოდ გამოიძახებს. თითოეულ მათგანს ამ ცომის გუნდებს ორვიე თვალის გარშემო შემოუტრიალებს და თან მოისარს შესთხოვს მათი თვალის საღობას. შენალოც გუნდებს სუფთა წყალში ცაყრის., ცომის გუნდებიან წყალს კი მდინარეში ჩაღვრის.
კვერცხი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, მითრას მიმდევართა შორის ღვთაების სიმბოლოდ იყო აღიარებული. ამის შესახებ "ვედაში" ნათქვემია, რომ მითრა მზე თვალი ღვთაებისა, კვერცხისაგან შობილი დიდად ეხმარება "სევითრებს" (კეთილ სულებს) ბოროტების დათრგუნვაში.
მირსობის რიტუალში ფრიად საყურადღებო მოვლენას ღორის მსხვერპლად შეწირვა წარმოადგენს.. წარმართულ საქართველოში ღორი წმ. მუხასთან დაკავშირებულ ტოტემათ ითველობოდა და ის ღვთაებისადმი იყო შეწირული. მითრაც ხომ მზისა და სინათლის ღვთაება იყო, რომლის წმინდა ცხოველთა შორის ღორის ტოტემსაც საპატიო ადგილი ეჭირა.
ამსთან აღსანიშნავია, რომ დას. საქართველოში მირსობას თებერვალში იხდიან, როგორც ეს აღმოსავლეთ ქვეყნებში იყო მიღებული. ძველ ქართულ წარმართულ კალენდარში თებერვალს ეწოდება მიჰრაკნისა, ანუ "მიჰრაკანი", ე. ი. მიჰრას, ანუ მირსას თვე. საგულისხმოა ისიც, რომ თვით ქართველი მეფეებიც მითრას სახელს ატარებდნენ. მაგ. მიჰრდატი ფარსმან მეფის შვილი; მიჰრანი ანუ მირიანი, ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე; მიჰრანი ქართლის პიტიახში.

მითრა, როგორც მეომართა ღვთაება და მზლეობის სიმბოლო, მეტად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო ქართველი მხედრობისათვის. ამას მოწმობს ქართული ხალხური ეპოსი, რომელშიც წითელი ზოლივით გატარებულია კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის დაუსრულებელი ბრძოლები, დევ-გმირთა სახით.
ამგვარე ეპიური ხასიათის ნიმუშს წარმოადგენს ქართული უძველესი სარწ,უნოებრივი თქმულება ამირანზე. პროფ. ივ. ჯავახიშვილმა ამირანის სახელწოდების შესახებ სამართლიანად ღანიშნა, რომ "სომხურ ხალხურ თქმულებაში, რომელიც ქართული ამირანის შესატყვისია, გმირს ჰმერი ჰქვია. ამიტომ შესაძლებელია ქართულ თქმულებაში თავდაპირველად გმირის სახელს ბგერა "ჰაე"-ეც ჰქონდა და იქნებ "ამიჰრანად" გამოითქმოდა, რაც თავის მხრივ "მიჰრას", "ამტრანს", მითრას უდრისო"...
ერთი სიტყვით აქ მოყვანილი რიტულური წესები და ისტორიული ფაქტები, მოწმობენ, რომ წარმართულ საქართველოში არსებობდა ღცთაება მირსას და მითრას კულტი, რომელსაც ხალხი თაყვანს სცემდა... ჩვენთვის საინტერესოა თუ რა ცვალებადობა განიცადა მირსამ ქრისტიანობის პერიოდში და რომელ წმინდანში ჰპოვა მან თავისი ღვათაებრიობის ნაწილობრივი განსახიერება. ამ მხრივ ჩვენ არ დაგვჭირდება სხადასხვა მოსაზრებების წამოყენება. ამაზე გარკვევით მიგვითითებს ხალხში კარგად დაცული სახელწოდება ჯეგე ან ჯგერაგ -მისარონი, რაც ნიშნავ წმინდანს, იმავე დროს გიროგისა და მირსას (მითრას).
ჯეგე, ჯგეგე, ჯგეჰე, გეგე-ნიშნავს წმ. გიორგის.სცვანურად "ჯგერაგ"-იც წმ. გიორგია. ხალხის შემეცნებაში ჯეგე-მისარონის სახით წარმოდგენილია წ. გიორგი.-მირსა. ნ.მარის აზრით მეგრული ჯგეგე, ჯეგე და სვანური ჯგერაგ თავდაპირველად ნიშნავდა მუხას, მუხის ტყეს, რომელსაც ჩვენში თაყვანს სცემდნენ წარმართობის დროს. შემდეგ მუხის რწმენა წმ. გიორგის დაუკავშირდა.საყურადღებოა, რომ ფშავ-ხევსურეთში წმ. გიორგის ხშირად ლოცვებში "მუხის ანგელოზად" მოიხსენიებენ.
ხეთა მსახურება წარმართულ საქართველოში გავრცელებული იყო და განსაკუთრებიტ თაყვანს სცემდნენ მუხას, რომელიც ითვლებოდა მზის ღვთაების სადგომად და მორწმუნეთ თვალში იგი წარმოადგენდა ერთგვარ ფეტიშს. მუხის ნაყოფით-რკოთი იკვებებოდნენ ღორები და ეს ცხოველიც მუხის ღვთაებისადმი იყო შეწირული.
მოხდა ჯერ მუხისა და მისარონის კულტის შერწყმა. შემდეგ ჯეგე-მისარონი გაქრისტიანებულ საქართველოში იღებს წმ. გიორჰის სახეს. მირსას კულტში მოცემულია ქართული რელიგიური შემეცნების სამი პერიოდ: ხეთმსახურება, მაზდეანობა და ქრისტიანობა.

_________________
Ego legi haec verba et in lectione haec verba,
Ego, eius voluntatem, et sine coactione dabo et transire Magnika Dagon Eius vita Beatitudinem, Fortuna, Eius et animo!
A nunc et aeternum Mea Vita Beatitudine mea, Fortuna, Vires, animo et subiectum ad Magnika Dagon. Amen!
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
avatar

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ქრისტიანობი წინამორბედი ღვთაებები   Thu Aug 16, 2012 6:56 pm

3
ქართველებს გაღმერთებული ჰყავდათ სხვადასხვა მცენარეები (მუხა, იფნი, ალვა, ცაცხვი, უთხოვარი, ვაზი, პირიმზე და სხვა), ცხოველები (ხარი (ეს უკვე არნიშნა თამარმა), ტახი, მგელი გველი, ვეშაპი).
ქართველები მცენარეთა შორის ყველაზე მეტ პატივს სცემდნენ მუხას, როგორც მზესთან დაკავშირებულ საღვთო ხეს. ხევსურებსა და ფშაველებს სწამდათ მუხის ანგელოზის არსებობაც. მუხას უკავშირდება სალოცავ ადგილთა სახელწოდებანი: ჭყონდიდი ("ჭყონი" მეგრულად ნიშნავს მუხას), რკონი. თავდაპირველად ვაზიც საკულტო მცენარე იყო...ხეთა კულტი უძველესი რწმენის ყველაზე უფრო მტკიცე ფორმას წარმოადგენდა, რომლის ზოგიერთი ელემენტი დღემდეა შემონახული. მაგ. აფხაზებისთვის ქრისტიანობის მიღებამდე, საგვარეულო ტოტემს წარმოადგენდა თხმელა. აფხაზები ფიჭვის თესლს საჭმელად ხმარობდნენ და ბერძნები მათ ამის გამო ფტიროფატებს, ანუ გირჩისმჭამელებსაც უწოდებდნე. ფიჭვს აფხაზურად ეწოდება "აფსა". აქედან "აფსუა" ნიშნავს გირჩის მჭამელს.

წმ. გიორგი პირველ ქრისტიანთა შორის მეომარ წმინდანად და ქრისტიანთა მფარველად იყო აღიარებული...იგი მითრასავით კეთილსა და ბოროტს შუა დგეს დგას და ბოროტების დასათრგუნად იბრძვის. ამ ბოროტების გამოსახულებაც, სწორედ ის გველეშაპია, რომელსაც წმ. გიორგი თავისი მახვილით ჰგმირავს. ამასთანავე ორივე ღვთაება ერთნაირი, სამხედრო მოკაზმულობით არაინ აღჭურვილნი: თავზე ჩაფხუტით, მუზარადით, ხელში უჭირავთ გრძელი შუბი, წელზე არტყიათ ხმალი და თეთრ ცხენზე სხედან...
მითრასა და წმ. გიორგის შედარებას ვიწყებთ პირველყოვლისა ორივე ამ ღვთაებისადმი შეწირული მასხვერპლისა და რიტუალის მსგავსების მიხედვით. მითუმეტეს ჩვენ ვიცით, რომ ამა თუ იმ მთავარ ღვთაებას მისი ღვთაებრივი ფუნქციონალობის მიხედვით ერთ რომელიმე ცხოველის მსხვერპლს წირავდნენ. მიტრას, როგორც სინათლისა და მძლეობის ღვთაებას, სხვა ცხოველებთან ერთად, უმტავრესად ხარებს სწირავდნენ...
...ასეთი შედარებისათვის, სხვათაშორის, საუკეთესო მასალას წარმოადგენს ილორის წმ. გიორგობაც მთელი თავისი რიტუალებით...ილორის გიორგობაზე არსებობს რამდენიმე აღწერა, მაგრამ ჩვენ აქ მოვიყვანთ ყველაზე უფრო ძველ აღწერას, რომელიც ეკუთვნის ალქანჯერო ლამბერტს.
ნოემბრის 20-ს (ძვ. სტილით) დღესასწაულობ წმ. გიორგის დღეს. ხალხში ის ცრუმორწმუნეობაა გავრცელებული, რომ ამ დღეს ეს დიდებული მოწამე მოიპარავს არემარეში ხარს და ღამით მოიყვანს ილორის ეკლესიაში, რომელიც მის სახელზეა აშენებული. ამ ეკლესიას დიდ პატივსა სცემენ არამც თუ მეგრელები, არამედ მახლობელი ხალხნიც. ამიტომ მდიდარია ეს ეკლესია ოქროთი და ვერცხლით და ძვირფასი თვლებიტ შემკული ხატებით. თვიტ კარები ვერცხლით შემკულია. იმდენად თაყვანს სცემენ ამ ეკლესიას, რომ თუმცა იგი მოშორებულად, ზღვის პირას დგას, მაგრამ ფიქრი არ არის, რომ ვინმემ გაქურდოს იგი. არტამც თუ კარის გატეხვის შიში არა აქვთ, არამედ მისი ძვირფასი ქვები, რომ ახლომახლო გზაში დაააბნიონ, იმას ხელს არავი ახლებს. ამ წმინდანის შიშით მარტო აქაურები კი არა, არამედ თვით აფხაზებსაც, რომლებიც სრულიად მოკლებულნი არიან სარწმუნოების სინათლეს, ეშინიათ მისი და თაყვანს სცემენ მას.
ეს შიში უმთავრესად აი საიდან წარმოსდგება: ამ ეკლესიის კედელზე რამდენიმე ფრიად დიდი შუბია, რომელთაც რკინის დიდი ორპირი მახვილი აქვთ. მღცდელებს ხალხში ის აზრი გაუვრელებიათ, რომ წმ. გიორგი ერთ-ერთი შუბით უსათუოდ მოჰკლავს იმას, ვინც მის მიმართ გამოიჩენს უშიშროებას. ამ ამბით დაშინებუ;ლი, ვერავინ ბედავს ამ ეკლესიის გაქურდვას, ან სხვანაირად შეურაცხყოფას.
20ნოემვერს მთავარი თავისი ჯარისკაცებით, თავად-აზნაურებით და ოდიშის ხალხით მიდის ილორის ეკლესიაში დღესასწაულზე დასასწრებათ და იმის სანახავდ, თუ როგორე მოიყვანს წმ. გიორგი ხარს. მარტო ოდიშელები კი არა, აფხაზები და სვანებიც ბლომად მოდიან. ეკლესიას გარს უვლის გალავანი, რომლის სიმაღლე იქნება ტითქმის 15 მტკაველი.
შესავალთან დიდი კარებია. და ამ კარებზე აგებულია მშვენიერი სამრეკლო, მრავალი ზარით. წინა დღით, როცა დაბნელდემა მთავარი მოვა თავის ამალით და კარტან, რომელშიც არიან ეპისკოპოსები, თავადები და აზნაურები კლიტით დაკეტავს ამ კარებს და გარდა ამისა, კლიტეს დაასვამს თავის ბეჭედს და წავა მოსასვენებლად. მეორე დილას, გათენებამდის,მთავარი ისევ მოვა თავის ამალით.რომ დარწმუნდება მთავარი, რომ ბეჭედი მთელია და არვის ხელი არ უხლია, მოხსნის ბეჭედს და კარს გაღებს. შიგნით გალავანსა და ეკლესიას შუა, დაინახავენ ხარს. ამის დანახვაზე მთელი ხალხი დიდი მოწიწებით მადლობას შესწირავენ წმ. გიორგის ამისთანა ხარის მოყვანისათვის. მაშინვე მოჰყვებიან ზარების რეკვას და ამით აგებინებენ ყველას-ხარი მოყვანილიაო. ყველანი დარწმუნებულები არინ, რომ ხარი თავისი ხელიტ სემოიყვანა წმ. გიორგიმ-ამბობენ კიდევ, რომ წმ. გიორგი სამჯერ მიიყვანს ამ ხარს ზღვიდან მთამდე და მტიდან ზღვამდე და ამ გზით კურთხეულ ქმნილს ეკლესიის გალავანში დააგდებს ხალხის სასარგებლოდ.
ხალხში დიდ ლაპარაკს გამოიწვევს ეს ხარი იმისდა მიხედვით, თუ რა სახით ნახავენ მას. თუ დაჭერის დროს ხარი არ დანებდა, რქებით ირჩოლებს, იტყვიან, რომ წოლეს უსათუოდ ომი იქნებაო. თუ ხარი დაწოლილი და მტვერში ამოსვრილი იპოვეს, იტყვიან ღომის კარგი მოსავალი იქნებაო, ბოსტნეულისა და პურისაო. თუ ხარი ცვარით დანამული იქნა, კარგი მოსავალი იქნება ღვინისო. თუ ფერად ქერაა, ადამიანთა, პირუტყვთა ხშირი სიკვდილი იქნებაო. და თუ თეთრი ან ჭრელია, ფრიად კარგი ნიშანიაო. თუმცა ეს ნიშნები ყოველ წელიწადს მტყუნდება, მაგრამ მაინც სწამთ, როგორც სახარება. ხოლო თუ ეს ერთ-ერთი ნიშანთაგანი გამართლდა, მაშინვე ყოველმხრივ კაცებს გაგზავნიან და ყველას შეატყობინებენ ამ ამბავს.
ხარს გაიყვანენ გალავნის გარეთ და იქ დააკვლევინებენ იქაურ მცხოვრებს, რომლის ოჯახს ძველთგანვე ეკუთვნის ხელობა. ამ ოჯახშივე ძველიდან დარჩენილია ნაჯახი, რომლითაც უკნა დაიკლას ის ხარი და მას ინახავენ, როგორც საღვთო ნივთს და სხვაზე არაფერზე ხმარობენ. ის კაცი ვინც დაკლავს ხარს, გაანაწილებს კიდეც: უმეტესი ნაწილი რქებითურთ ეკუთვნის მთავარს. ამ რქებს მტავარი შეამკობს ოქროთი და ძვირფასი ქებით, და დიდ დღესასწაულზე ღვინოს დალევს წმ გიორგის სადიდებლად. იმერეთის მეფესაც კარგი წილი ეკუთვნის. თუმცა მეფესთან მთავარი მტრად იყო და ომობდა კიდეც, ამან ნაწილი მაინც გაუგზავნა. მეფემ მიმტანი უხვად დაასაჩუქრა და ისე გამოუშვა. ასევე მოიქცა მთავარი გურიელის მიმართაც. სხადასხვა ძველებურ გვარს ოდისში თავისი წილი აქვს მიჩენილი. რაც დარჩება დაჭრიან წვრილ-წვრილად და დაურიგებენ ხალხს. ამ ხორცს გაახმობენ კვამლზე და დიდის საოებით შეინახავენ ავადმყოფობის დროს მოსახმარად. დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ხორცი საუკეთესო წამალია ყოველგვარი ავადმყოფობის, თუმცა ბევრჯერ ბედნიერი შედეგი არ ჰქონია ამ წამალს, მაგრამ მაინც ყველა ავადმყოფობის დროს ის ურჩევნიათ...
ასეთივე სახის რიტუალი სრულდება კახეთშიც, სადაც ცნობილია აწყურის თეთრი გიორგობა. 14 აგვისტოს, როცა მლოცველები დილით გარიჟრაჟზე შეუდგებიან ტაძრის გარშემო ხოხვით და სხვადასხვა რიტუალით ლოცვა-ვედრებას. ამ დროს უცბათ დაიძახებენ: გზა! გზა! თოკით ხარს შემოარბენინებენ , რომელსაც რქაზე ორი ანთებულ სანთელი აქვს მიკრული. მღვდელი ხარს ბალანს შესტრუსავს და შემდეგ დიდი ზეიმით დასაკლავად წაიყვანენ. ხარს მუხრუჭს მოსდებენ და მიწაზე დააგორებენ. ამ დროს ხალხი დაიძახებს: დიდება შენს სასწაულ მოქმედ ძალას, თეთრო გიორგი, ხარმა რომ ასე მალე იგრძნო შენი ძალა. წაქცეულ ზვარაკს ყელში ხანჯალს გაუყრიან და თუ ხარმა ტოკვა წევა დაიწყო, ხალხში ჩოჩქოლი ატყდება, რომ მსხვერპლი წმინდა გულით არ ყოფილა შეწირულიო. შემდეგ ცეცხლს დაანთებენ, თოფებს ისვრიან და ქადაგად ეცემიან...
საყურადღებოა, რომ წმ. გიორგის ერთ-ერთი უდუდესი სალოცავი ლომისის წმ. გიორგი (http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/lomisa/lomisa.htm), რომელიც მლეთაშია (მთიულეთი), ხარი "ლომას" სახელით არის ცნობილი. ეს ლომისას წმ. გიორგი ხალხური თქმულებით ხორასანიდან (ირანიდან) მოსულა. იგი მჯდარა თეთრი ხარის ლომას რქაზე და საქართველოში ისე შემოსულა. ამ ტქმულებით წმ. გიორგი მითრას სამშობლო ირანთან არის დაკავშირებული და როგორც მითრა წმ. გიორგიც ხარზე მჯდომად არის წარმოდგენილი. შეგვიზლიოა ვიფიქროთ, რომ თავდაპირველოდ ხარ-ლომა დაკავშირებული ყოფილიყოს თვიტ ლომთან, რომელსაც მიტრას კულტში მეოთხე ადგილი ეჭირა. მითრას ბარელიეფზე ლომი, როგორც ცეცხლის სიმბოლო, ხშირად არის გამოხატული და ამიტომ საფიქრებელია, რომ ჩვენშიც ლომი მირსასთან ყოფილიყოს დაკავშირებული, როგორც მისი საკულტო ცხოველი. შემდეგ ის ლომი შესცვალა ხარ-ლომამ და იგი დაუკავშირდა წმ. გიორგის. ამას ისიც მოწმობს, რომ ზემო სვანეთში, მესტიის წმ. გიორგის ეკლესიაში დღემდე ინახება ლომის გამოსახულების დროშა და ნეკრესის წმ. გიორგისადმი შეწირულ კურატს ლომ-ტახტს უწოდებენ. ტახებს ხომ მითრას სწირავდნენ. ამგვარად მითრას საკულტო ცხოველები-ტახი, ლომი და ხარი-ქრისტიანულმა რწმენამ ჩვენში წმ. გიორგის დაუკავშირა.
ძველი ქართული ტაძრების ფასადები მითრეუმების მსგავსად, შემკულია ხარის ქანდაკებით, როგორც მაგალითად ბოლნისი, სვეტიცხოველი, იფარის ეკლესია სვანეთში და სხვა. ფრინველებში კი წმ. გიორგის ვენში მამლებს სწირავენ. გიორგობას თელეთში, აწყურში, გერში, არბოში და სხვა, მლოცველებს მიჰყავთ მამლები და ხატს ღამეს უთევენ. გათენებისას მამალს ხელში დაიჭერენ და ეკლესიას მუხლის მოყრით და ვედრებით სამჯერ შემოუვლიან. შემდეგ ამ მამლებს ააფრენე. მამალი მაზდეანებშეი წმინდა ფრინველად იტვლებოდა და იგი დაკავშირებული იყო მითრას რწმენასთან. ხშირად მითრას ბარელიეფზე მამალია გამოსახული. მაზდეანების რწმენით მამალი თავისი ყივილით აფრთხობდა ბოროტ სულებს და ამგვარად იცავდა კეთილმორწმუნეებს სიავისაგან...

_________________
Ego legi haec verba et in lectione haec verba,
Ego, eius voluntatem, et sine coactione dabo et transire Magnika Dagon Eius vita Beatitudinem, Fortuna, Eius et animo!
A nunc et aeternum Mea Vita Beatitudine mea, Fortuna, Vires, animo et subiectum ad Magnika Dagon. Amen!
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
avatar

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ქრისტიანობი წინამორბედი ღვთაებები   Thu Aug 16, 2012 6:56 pm

4
ფშავ-ხევსურეთში წმ. გიორგი კოპალა განუქყვეტლის ებრძვის და მუსრავს ბოროტ დევებს. ამსთან აღსანიშნავია, რომ ქართული თქმულებით წმ. გიორგი დაკავშირებულია ამირანთან. სოფ. გერგეთში არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ როდესაც ღმერთმა თავხედობისთვის დასაჯა და კლდეზე მიაჯჭვა ამირანი, ამითი უნდოდა მის დაუძინებელ მტერს გველეშაპს ესარგებლა და ამირანი შეეჭეამა, მაგრამ ეს წმ. გიორგიმ გაიგო, იქვე გაჩნდა და გველეშაპი გააქვავა.
ამიტომ განსაცდელის ჟამს, ქართველი ხალხი, როგორც მითრას მითრიელები, მფარველობისათვის მხოლოდ წმ. გიორგის მიმართვავენ. მითრა იყო ძლეობის, გამარჯვების და ლაშქრის ღვთაება, რომელიც მითრიელების წარმოდგენით ლაშქარს წინ მიუძღვოდა და მტერს მუსრავდა. ამიტომ მითრას მოლაშქრენი ატარებდენ "მითრას მოლაშქრეთა" საპატიო ტიტულს. უძლეველი მითრას დროშის წინამძღოლობით იბრძოდა ლიცინიის ლაშქარი კონსტანტინე მეფის წინააღმდეგ.
წმ. გიორგიც ასეთივე მეთაური და უძლეველი მხედარი იყო ჩვენი ხალხის წარმოდგენით. სუჰუნის წმ. გიორგის ხატზე წარწერები ასე იწყება "მხედართმთავარო, შვიდწილუძლეველო მოწამეო წმ. გიორგი:"...; "მხნეო მხედარო ქრისტესო წმ. გიორგი"...; "მძლეო, დიდო მხედარო:" და სხვა. ფშავ-ხევსურთში წმ. გიორგი ლაშარის ჯვარი და გუდანის ჯვარი (წმ. გიორგი) მოლაშქრეთა წინამძღოლად ითვლებოდა.
ლაშარი ფშავის წარმოდგენით გმირი და უძლეველი მხედარია. იგი მტრისაგან იცავს ფშავისხევს და ლაშქრობის დროს წინ უძღვის მათ. იგი მძლეობის მომცემიაო. ეს უძლეველი მხედარი ლურჯაზე ზის და თავის ჰყმათ უხილავად დაჰყვებაო, რომ ისინი განსაცდელისაგან დაიფაროსო. ლაშარშივე წყდებოდა ლაშქრობისა და ზავის საკითხები. აქ იყო დიდი ლაშარის დროშა, რომელიც ლაშქარს წინ მიუძღვოდა.
ასეთივე მებრძოლია ხევსუეთის გუდანის ჯვარი, რომელსაც წმ. გიორგობით ლოცულობენ. ლაშარობის საქმე გუდანს ეკითხებოდა და ხევსურეთის ლაშქარს მუდამ წინ მიუძღვოდა. ხევსურების რწმენით, თუ გუდანისწმ. გიორგის ლაშქრობაში გაუჭირდებოდა, მას მორიგი ღმერთის ბრძანებით შეეშველებოდნენ კოპალა, პირქუში და სხვანი.
საქრთველოს სამეფო ალამზეც წმ. გიორგი იყო მითრასავით გამოსახული, გარშემო შვიდი მნათობით და ეს დროშა სამეფო ლაშქარს მუდამ წინ მიუძღვოდა. ამირომ, როგორც რომაელი იმპერატორები თავიანთ გამარჯვებას მითრას მიაწერდნენ, ასევე ქართველი მეფეებიც თავიანთ გამარჯვებებს წმ. გიორგის განგებას აწერდნენ. გიროგი მესამის სახელმწიფო ბეჭედზე ეწერა: "წმ. გიორგი მოსავი შენი გიორგი ძალითა შენითა ვძლევ მტერთა ჩემთა"...
ერთი სიტყვით წარმართული რწმენისა და რიტუალით ირკვევა, რომ ქართველ წმ. გიორგის თავი ღვბთაებრიობით გენეტიკური კავშირი ჰქონდა წარმართულ მითრასთან, ანუ მირსასთან, რომლის კულტი მითრაიზმის სახით გავრცელებული იყო ძველი აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებიში...
(სერგი მაკალათია)

_________________
Ego legi haec verba et in lectione haec verba,
Ego, eius voluntatem, et sine coactione dabo et transire Magnika Dagon Eius vita Beatitudinem, Fortuna, Eius et animo!
A nunc et aeternum Mea Vita Beatitudine mea, Fortuna, Vires, animo et subiectum ad Magnika Dagon. Amen!
         Back to top Go down
         Sponsored content
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ქრისტიანობი წინამორბედი ღვთაებები   

5
         Back to top Go down
 

ქრისტიანობი წინამორბედი ღვთაებები

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
www.magnika.net :: ეზოთერიკა-
ზევით

ქვემოთ