function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                                                                           
 

 ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი   ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:28 pm

1
ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი

ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც


ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს.

ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც.

იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია.

ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა.

ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს.

ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა”
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი   ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:29 pm

2
კვირია — ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ. დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.

კვირია (ქართული) ძველი წარმართული ღვთაების სახელია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით, კვირია ღვთისშვილთა წინამდგომია; სვანეთში ის ითვლებოდა ამინდის, მიწის ნაყოფიერებისა და შვილთა სიმრავლის ღვთაებად. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ ის გაიგივეული იქნა წმინდა კვირიკესთან, რომლის სახელობის ტაძარი (ლაგურკა – ზემო სვანეთის სოფელ კალაში) დღესაც განსაკუთრებული პატივით არის გარემოსილი.
ი.ჯავახიშვილის მტკიცებით, კვირია შეიძლება წარმომდგარი იყოს კვირადღის სახელწოდებისაგან, ან ძველ საბერძნეთში გავრცელებული ვაჟის სახელისაგან კვირია ( " უფალი "), ან კიდევ კვირინე ღვთაების სახელისაგან. გიორგი მელიქიშვილის აზრით, იგი უკავშირდება ურარტულ ღვთაებას კუერას, ანდრო ლეკიაშვილის აზრით კი ქართველ მთიელებს კვირიას სახით იესო ქრისტე ჰყავდათ წარმოდგენილი.

სავარაუდოდ კვირიასთან არის დაკავშირებული სახელი კვირიკეც -

კვირიკე (ბერძნული) " უფლისა ". ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად. მისგან ნაწარმოებია გვარები: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკიძე, კვირიკეიშვილი, კვირკვაია, კვირკვეია. კვირიკეს ქართული შესატყვისია უფლისა (აქედან გვარი – უფლისაშვილი). სომხურში ეს სახელი დაცულია კირაკოს-ის ფორმით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული სიტყვა კვირიოს ( " უფალი ", " ბატონი "), საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უძევს აგრეთვე არაერთ სახელსაც, როგორიცაა, მაგალითად, კაცის სახელები: კვირიონ (კირიონ), კვიროსი (კიროსი), კირიაკ, კირიან და ამათგან წამოქმნილი ქალის სახელები: კირა, კირიაკა, კირიანა, და სხვანი.
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი   ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:29 pm

3
ციური მნათობების ღვათებებს კავკასიის სხვა ხალხებშიც....


კავკასიურ-იბერიული ხალხების მითოლოგიური წარმოდგენებისთვის დამახასიათებელია მზის, მთვარის და სხვა მნათობების პერსონიფიკაცია. ქართულ მითებში მთვარე მამაკაცია, მზე - ქალი; ისინი ხან და-ძმანი არიან, ხან - ცოლ-ქმარი, ხან კი - დედა-შვილი. დაღესტნის მთიელები მთვარეს და მზეს ქალიშვილის და ჭაბუკის იერით გამოსახავდნენ, ამასთანავე ზოგიერთ მითში ისინი და-ძმად გვევლინებიან, ზოგში კი - შეყვარებულებად. აფხაზთა პანთეონში თავდაპირველად შედიოდა მზის ამოსვლის და ჩასვლის ღვთაება ხაიტი, რომელიც დაკავშირებული იყო ცოცხალთა სამყაროსთან, გარდაცვლილთა სამყაროსთან, ზღვასთან. ძველი წარმოდგენებით, ხაიტის საზღვაო სამეფოში მთებიდან უზარმაზარი ხვრელით ჩაედინება ყველა მდინარე. ხაიტის ქალური შესატყვისი - კოდოში, რომლის კულტიც გავრცელებული იყო აფხაზეთის სანაპირო ზოლში და ზოგიერთ მოსაზღვრე ადიღეურ ტომში (მაგ. შაფსუღებში), გამოისახებოდა მისადმი მიძღვნილი ტყეებისა და ცალკეული ხის თაყვანისცემით. მოგვიანებით აფხაზურ პანთეონში შევიდნენ ამრა (მზის პერსონიფიკაცია) და ამზა (მთვარის პერსონიფიკაცია). მთვარის ფაზების წარმოშობის შესახებ მითის მიხედვით, ამრა (მზე) - მშვენიერი ქალია, ხოლო ამზა - მისი ქმარი. ამზას მოსდევს მისი და - ეშმაკი. როდესაც დაეწევა გაქცეულ ძმას, იგი იწყებს მის ჭამას. ამ დროს ჩნდება ამრა, რომელსაც გაუგია უბედურების შესახებ. ის თავისკენ ექაჩება ამზას, ხოლო და - თავისკენ. კამათს ღვთაება გადაჭრის: 15 დღით იგი ამზას ეშმაკს აძლევს (რომელიც ამ პერიოდში თითქმის მთლიანად შთანთქავს მთვარეს), ხოლო 15 დღით - მის ცოლს ამრას. იგი ახერხებს მიუსწროს ამზას სიცოცხლის ბოლოს (როდესაც მთვარე ილევა) და ალერსით და ზრუნვით კვლავ შთაბეროს სიცოცხლე. სავსემთვარეობისას კვლავ ეშმაკი აღიდგენს უფლებებს. არსებობს მთვარეზე ლაქების ახსნის სხვადასხვა ვარიანტი: მეცხვარის მიერ ზევით ასროლილი და მთვარეზე გაბნეული ძროხის ნაკელი; ნართ სასრიყვას ჯოგი, რომელიც მთვარეზე ძოვს. ქართველთა წარმოდგენით ლაქები მთვარეზე დედის მიერ ცომში მოსვრილი ხელით შვილისთვის სილის გაწვნის კვალია. მრავალი კავკასიური ხალხის რწმენით მთვარის დაბნელება ხდება იმის გამო, რომ მას თავს ესხმის ურჩხული (დრაკონი), რომელიც მის შეჭმას ლამობს; არსებობდა ტრადიცია მთვარის დაბნელების დროს მისი მიმართულებით სროლისა, რათა ეხსნათ იგი.

ინგუშების და ჩეჩნების მითოლოგიაში ციური მნათობებისადმი მიძღვნილი რამდენიმე სიუჟეტი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, პერსონიფიცირებული მზე (ან მზის ღმერთი) გელა დილით ზღვიდან ამოდის, ხოლო საღამოს კვლავ ზღვაში ჩადის. როდესაც იგი ჰორიზონტზე ამოდის, მისგან ზღვის ქაფი წვეთავს. წელიწადში ორჯერ (ბუნიობის დროს) დედამისს - აზას სტუმრობს (ზოგიერთი მითის მიხედვით, აზა მზის შვილია, ყოველივე ცოცხალის მფარველი; დაიბადა მზის სხივისგან და წარმოადგენს მზის სხივების მაცოცხლებელ ძალას). ერთ-ერთი მითის თანახმად, მზე და მთვარე ძმები არიან (თუმცა სხვადასხვა დედის შვილები), რომელთაც მუდმივად დევნის მათი ბოროტი და მოჟი, რომელსაც ცაზე თავისი ნათესავები შეუჭამია; როცა იგი მათ დაეწევა, ხდება დაბნელება. სხვა მითი მოგვითხრობს მზისა და სხვა მნათობების წარმოშობის შესახებ. მშვენიერ ქალიშვილს მისდევდა მასზე შეყვარებული სახელგანთქმული ოსტატი-მჭედელი, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს ქალიშვილი მისი და იყო: იგი მას გავარვარებული ოქროს კომბლით მისდევდა მანამდე, ვიდრე ორივენი არ მოკვდნენ. კომბლის ნაპერწკლები ვარსკვლავებად გადაიქცნენ, ჭაბუკი - მზედ, ხოლო ქალიშვილი - მთვარედ. დღემდე ჭაბუკი (მზე) ცდილობს დაეწიოს ცაზე მის შეყვარებულს (მთვარეს).
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი   ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:30 pm

4
საქართველო უძველესი მიწათმოქმედების ქვეყანაა და ამის გამოა აქ, როგორც ჩანს, შვიდიოდე ათასი წლის წინათ მეურნეობის ეს დარგი შეჭრილი კულტის სფეროში. ადრეა ქცეული საკულტო საგნად ხარის გამოსახულებაც, ე. ი. ძველი ჩანს საფუძველი ქართული ტრადიციისა, რომლის თანახმად ხარი მიწათმოქმედების ფუძემდებლად მიიჩნეოდა. მისი სახატო დანიშნულების გამოსახულებანი ადრე თიხისაგან უკეთებიათ (ახალციხის “ამირანის გორა”)[38], გვიან კი – ბრინჯაოსაგან[39]; ანტიკური ხანის საქართველოში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა ხარი – სიმბოლო ძველ მიწათმოქმედთა ქვეყნისა – უძველეს ქართულ ფულებზე, ე. წ. კოლხურ თეთრზე, ძვ. წ. VI-II[40]. კიდევ უფრო გვიან, საკულტო ხარი ზღუდრის გვიანანტიკურ (ახ. წ. II-III სს.) სამარხში იჩენს თავს[41]. ქართულ ტომთა სამეურნეო ყოფაშიაც ამ მხრივ საყურადღებო მასალებია შემონახული: ასე მაგალითად, ბოჭოლას თუ ბოჩოლას გამოსახულების მქონე სახატო პური უცხვიათ ხევსურებს[42]; ღვთისადმი შეწირული ხარის თავის ქალა ისტორიული შიდა ქართლის მცხოვრებთ ავი თვალისაგან საუკეთესო ჯეჯილისა დასაცავად შუა პურის ყანაში დაუდგამთ[43].

ვარაუდობენ, რომ სამეგრელოში ძველად გავრცელებული ხალხურ-სპორტული სანახაობა – კურული – ბუღებთან შეჯიბრება, უნდა ასახავდეს ხარის მოთვინიერებას, მის გახედნას, იმ ბრძოლის მსგავსად, რომელსაც შუმერების გმირები გილგამეში და ენქიდუ გარეულ ხართან აწარმოებდნენ[44]. კურული თითქოს ასახავს ხარის მოშინაურების წინა საფეხურზე მიწათმოქმედი მამაკაცის ბრძოლას მიწის დასამუშავებლად ასე აუცილებელი მუშაძალისათვის. ყველაფერი ეს საფუძველს უნდა ქმნიდეს გამოითქვას ვარაუდი იმის შესახებ, რომ ხარის კულტის წარმოშობის თავდაპირველი კერა კავკასიაში, წინა და მცირე აზიაში, ე. ი. უძველესი მიწათმოქმედების არეში იგულისხმება.

ახლა ჩვენთვის საინტერესო საკითხისათვის იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ასეთად უნდა მივიჩნიოთ ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის კერათა რქისებური მოყვანილობა ან მათი მსგავსი სამკაულები აღმოჩენილი ცხინვალის ნაცარგორაზე[45], მესხეთში (ხიზაბავრა?)[46], ურბნისთან “ტვლეპია ქოხზე”[47] და ა. შ. დაბლაგომში 1937 წელს აღმოჩენილი საკულტო გამოსახულებები – თიხის პატარა სამფეხა ფიგურები, რომლებსაც ასტრალური სახის ნაჭდევები აქვთ; რაჭაში აღმოჩენილი ბრინჯაოს სამფეხა საკიდები, რომელთა კარგად გაშლილი რქები ხარის საკმაოდ ექსპანსიურ სახეებსა ქმნიან და სხვ.[48], განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ამ თვალსაზრისით ქართული ანბანის 34-ე ასო “ხარის” მოყვანილობა. იმის გარდა, რომ ასოს სახელი ხარს აღნიშნავს, მისი მოყვანილობაც ხარის რქებს გამოსახავს და მთვარის სიმბოლოდაც შეიძლება მივიჩნიოთ[49].

მითითებული მასალის გაცნობა გვარწმუნებს იმაში, რომ მიწათმოქმედების კულტის საგნები სულ უფრო და უფრო ემსგავსება ახალი მთვარის გამოხატულებას, ე. ი. შინაარსითაც და გარეგნულადაც კანონზომიერი ჩანს უძველესი ქართული მიწათმოქმედების კულტის გადაზრდა მამა-ღმერთის, მთვარის შემდეგ კი – წმინდა გიორგის კულტში. ამის მიხედვით ხარის ე. წ. საწესო გამოსახულებანი მთვარის ღვთაების სიმბოლოდ უნდა მივიჩნიოთ; ე.ი. შეიძლება ვთქვათ, რომ ანტიკურ საქართველოში ასე გავრცელებულ და გაბატონებულ მთვარის ღვთაებას (არმა-არმაზი, შემდეგ წმინდა გიორგი) შვიდიოდე ათასი წლის ტრადიცია მაინც ჰქონდა.
         Back to top Go down
         Sponsored content
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი   ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი Icon_minitime

5
         Back to top Go down
 

ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

 Similar topics

-
» ქართული მაგიური ფორუმი 1 წლის გახდა!

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ეზოთერიკა-
ზევით

ქვემოთ