www.magnika.net


 
PortalPortal  HomeHome  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                                                                                                                        
 

 ჭიაკოკონობა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
avatar

   
      Профиль         
     
PostSubject: ჭიაკოკონობა   Thu Aug 16, 2012 6:09 pm

1
ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციაა

შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად - მანქანის გაცვეთილი საბურავები... ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ. დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდის. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარი „ვაჟკაცობისა“ და „გულადობის“ დემონსტრირებას ახდენს.

ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული - ჭიაკოკონობა.

როგორია სინამდვილშია ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?

ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.

ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი. პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით - კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით - აღესრულებოდა.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე - ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.

არადა, სიმანდვილეში პირიქით ხდება.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკები არიან. ამრიგად, ჭიაკოკონის ქრისტიანული შეფასება ერთმნიშვნელოვანია.

საოცარია - ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში თითქმის ან სრულებით ვერ ერკვევიან, სწორედ ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათს აწყობენ ჭიაკოკონობას. ისინი ვერ გეტყვიან რა არის ან როდის არის შობა, ბზობა, აღდგომა, სამაგიეროდ, კალენდარულად მოძრავი ვნების შვიდეულის ოთხშაბათი არაფრით გამორჩებათ...

ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ყოფიერების ჭაობში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით და დამთავრებული ტექნიკის მიღწევებით, ოღონდ დაივიწყოს მთავარი - ჭეშმარიტი ღმერთი.

ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას. ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი მისტერიის წინააღმდეგ - დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ბელზებელი თუ ეშმაკი ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე.

მოამზადა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

_________________
Ego legi haec verba et in lectione haec verba,
Ego, eius voluntatem, et sine coactione dabo et transire Magnika Dagon Eius vita Beatitudinem, Fortuna, Eius et animo!
A nunc et aeternum Mea Vita Beatitudine mea, Fortuna, Vires, animo et subiectum ad Magnika Dagon. Amen!
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
avatar

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჭიაკოკონობა   Thu Aug 16, 2012 6:09 pm

2
მზაკვრები ჩვეულებრივი ხალხია, ოღონდ კუდიანები არიან. არც დღე და არც ღამე არ ძინავთ. კაცის გულს ჭამენ, კაცს საქმეს უფუჭებენ, ბავშვებს ჭამენ. ტიტველ ბავშვს დილით, უზმოზე მზაკვარის თვალი არ უნდა მოხვდეს, თორემ მუდამ ცუდად იქნება. მზაკვრებს ყველაზე მეტი საქმე ჭიჭითობა ღამეს აქვთ. აგვისტოს თვეში. იმ საღამოს ყველა კოცონს ანთებს და ზედ გადაახტება, ე.ი. მზაკვრებს წვავენ. იმ საღამოს მზაკვრები მგლებზე ზიან, ჯაშქვიდუში ლაგამი აქვთ ამოდებული, ამოსაკრავიც ჯაშქვიდუსა აქვთ, დაშლიგინობენ, იკრიბებიან ტაბაკონზე.
თუ იარაღიანი კაცი შეხვდა მგელზე მჯდომ მზაკვარს, ამ კაცს შეუძლია შეაშინოს მზაკვარი, ჯვარი გადააწერინოს, რათა მას და მის ნათესავებს არასოდეს ავნოს, არ გათვალოს. მზაკვარი ამაზე დათანხმდება, რადგან ეშინია არ გათქვას მნახველმა, რომ ის მზაკვარია და მგელზე ზის.
ძველად ამბობდნენ: "როცა გზაზე მიდიხარ, მზაკვარი ან არამი კაცი თუ შეგხვდა, უნდა დაბრუნდე... კატაც მზაკვარია. როცა ნახავ, რომ შენს წინ მზაკვარი კაცი მიდის და შენ საშუალება არ გაქვს უკან მობრუნდე, მაშIნ ქვა უნდა აიღო და აჩვენო. ქვა მძიმეა, მზაკვარს თვალს მოჭროს. საერთოდ კაცს ავგაროზი უნდა ეკიდოს. ავგაროზში მზაკვრის თვალი ვერ შეაღწევს, ღმერთს ასე დაუწესებია"
მზაკვრებს თავისი უფროსი ყავთ, როკაპი, რომელიც მათ Xელმძღვანელობს, აძლევს დარიგებებს, აწინაურებს ღირსეულებს, ამდაბდებს ჩამორჩენილებს. მისი რეზიდენციაა ტაბაკონის მთაზე, აღმ. სამეგრელოში. როკაპი იმ დროიდანვეა, რაც დედამიწაზე გაჩნდნენ მზაკვრები. როკაპი წარმოდგენილია სახიჩარ, ბებერი ქალის სახით. გრძელ და შავ ჩამოფხავებულ თითებზე გრძელი ფრჩიხილები უფრო აუშნოვებს, უფრო საზარელს ხდის, როკაპი ერთთავად ზის ერთ ადგილას, უძრავად, გარშემო ახვევია მსახურნი, რომელნიც მოახსენებენ ყოველსავე, რაც ტაბაკონის მთის გადაღმა ხდება, მოახსენებენ_ მისი ხელქვეითი მზაკვალები ვინ რას აკეთებს.
წელიწადში ერთხელ მზაკვრები სამეგრელოს ყველა კუთხიდან ტაბაკონზე ადიან და როკაპს თავიანთი მოქმედების ანგარიშს აძლევენ. ამ ღამეს ჭეჭეთობა ანუ მზაკვრების დღესასწაული ქვია და ემთხვევა ილიაობაის (20 ივლისი) წინაღამეს, ხოლო სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში მარიამობის წინაღამეს (15 აგვისტო), (ზოგ წყაროში 20 აგვისტოა მითითებული, თუმცა სამივე თარიღი ძველი სტილითაა ნაჩვენები)
ამ დღეს, დაბინდებიდანვე მთელ სოფლებში არაჩვეულებრივი ფაციფუცია. ყველამ იცის, რომ ამ ღამეს მზკავრები ტაბაკონზე უნდა წავიდნენ როკაპთან ძღვნის მისართმევად. ვინც ამ ღამემდე ვერ მოასწრო ადამიანისთვის ევნო რამე, ამ ღამეს მაინცყოველი ღონე უნდა იღონოს, რომ თავის უფროსს ხელცარიელი არ წარუდგეს და მისის რისხვა და წყრრომა არ დაიმსახუროს.
იმართება ბრძოლა-ჭიდილი მზაკვრებს და მოსახლეობას შორის. სოფლელნი, თავის მხრივ ცდილობენ ამ ბრძოლიდან უვნებელნი გამოვიდნენ. ეზოსა და ყანებში თვალსაჩინო ადგილას, მიწაში ჩარჭობილია სარი, რომელსაც თავზე გაკეთებული აქვს ჯვარი და ზედ ჩამოცმულია ეკლის გვირგვინი. როცა მზაკვრის ავი თვალები ამ სარს მოხვდება, ყოველივე მავნებლური ძალა ეკარგვის. ოჯახის წევრებს თმაზე მიაკრავენ პატარა ნატეხს ცვილისას, კარების თავზე ნახშირით ჯვრის სახეს გამოიყვანენ. ამ ღამეს არ უნდა დაიძინონ, რომ მზაკვარმა არა ავნოს რა. სოფლელნი მოიყრიან თავს სოფლის მოედანზე, გაისმის სიმრერა, ცეკვა, ჩOოგურზე დაკვრა. შუა მოედანზე დაანთებენ დიდ კოცონს და ყოველი მოსახლეთაგანი ზედ უნდა გადაახტეს: ცეცხლის ყოვლის გამანადგურებელი ძალა სპობს მზაკვრებს და არაწმინდებს, რომლებიც შეიძლება იდუმლად მიასხდნენ ამა თუ იმ ადამიანს ტანზე. ამავე დროს სცლიან თოფებს, დამბაჩებს, რითაც თავზარს სცემენ მზაკვრებს. ზოგნიც ყვირიან: "შორს ჩემგან, მზაკვარო, შორს! შენი სვი და შენი სჭამე, ჩემსას ჯვარი დამიწერე!"
მზაკვრები კატის სახით დაძრწიან მთელ სოფელში და ვაი იმას, ვინც არ გაუფრთხილდა და ერთერთი ჩამოთვლილი საშუალება არ იხმარა მზაკვრის საწინააღმდეგოდ. მზაკვარი დაძინებულს მიეპარება და ზოგს ფრჩხილის სიფართედ თმას ამოაჭრის თავზე, ან ამნაირადვე ამოაჭრის ტანისამოსზე: ეს არის ჩ ხ ი ბ ი, ანუ სამოწმებელი იმისა, რომ მზაკვარი ამა თუ იმ სახლს ეწვია და იქიდან ხელცარიელი არ გამოსულა; ტანისამოსის პატარა ნაჭერთან ან თმის კოშთან ერთად მოაქვს გულის ნაწილი იმისა, ვისაც ეს ჩხიბი ეკუთვნოდა.
შუაღამისას მზაკვრები სამეგრელოს ყველა მხრიდან ბაწარალებით მიფრინავენ ტაბაკონისკენ. ზოგი მათგანი ცოცხზეა შემჯდარი, ზოგი საწნახელში ზის და ასე მიექანებიან თავის უფროსთან. თვითონ ტაბაკონზე დანთებულია დიდ კოცონი, ზედ დაკიდებულია უზარმაზარი ქვაბი წყლით სავსე, რომელშიც უნდა მოიხარშოს ყველა გული ადამიანისა, რომლებიც მზაკვრებმა წლის განმავლობაში დააგროვეს. მოშორებით ტახტზე ზის როკაპი და მომსვლელთ ელოდება.
ბოლოს ყველანი მოვიდნენ. სცენაზე გამოდის როკაპის ერთერთი "მინისტრთაგანი", რომელთანაც რიგრიგობით მიდიან მზაკვრები ძღვენის მისართმევად. ყოველ მირთმევაზე "მინისტრი" ქვით უკაკუნებს როკაპის გამოშვერილ კბილზე. ისმის ჩახრენწილი, ძლივს გასაგონი კითხვა როკაპისა: "ვინ მოვიდა?" პასუხად ასახელებენ მოსულ მზაკვარს და ჩამოთვლიან მის დამსახურებას. იმის მიხედვით, თუ რამდენი და რა თვისების სიავე ჩაუდენია მზაკვარს, როკაპი აქებს და ადიდებს ძღვენის მომტანს. როკაპის გული მით უფრო ძგერს სიხარულით, რაც უფრო მეტი გულქვაობა გამოიჩინეს მისმა ხელქვეითებმა ადამიანების მიმართ... გაიხედავ, წარუდგა მზაკვარი, რომელმაც არ შეიბრალა თავისი საკუთარი ძუძუთა ბავშვი, ამოჰგლიჯა გული და როკაპს ფეხებთან დაუდო; მეორე მზაკვარს არ დანანებია თავისი ახლად ჯვარდაწერილი ქმარი, რომ დამესახურებინა როკაპის ყურადღება. ისეთი მზაკვრებიც გამოერევა, რომელტაც მთელი წლის განმავლობაშიი ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრეს. ასეთებს საშინელი საყვედურით აავსებენ.
როცა ყველას ინახულებს და მოსუმენს როკაპი, გაიმართება ნადიმი, თვით როკაპის თავმჯდომარეობით. სუფრაზე ღვინის მაგივრად მიერთმევათ ადამიანის სისხლი, ხორცის მაგივრად ადამიანის გულის მწვადები. სვამენ როკაპის სადღეგრძელოს, მზაკვრების სამეფოს წარმატებისთვის, მღერიან, ცეკვავენ... აღმოსავლეთიდან განთიადის მოახლოებამ მზაკვრებს მოაგონა, რომ მიწაზე მობრუნების დრო მოვიდა, ისევ რიგრიგობით წარუდგებიან როკაპს გამოსამშვიდობებლად, მოასხდებიან ცოცხებს და საწნახხელებს და თვალის დახამხამებაში შინ გაჩნდებიან.

_________________
Ego legi haec verba et in lectione haec verba,
Ego, eius voluntatem, et sine coactione dabo et transire Magnika Dagon Eius vita Beatitudinem, Fortuna, Eius et animo!
A nunc et aeternum Mea Vita Beatitudine mea, Fortuna, Vires, animo et subiectum ad Magnika Dagon. Amen!
         Back to top Go down
         ახალი წლის სული (ნიკა)
                        შეგირდი
            შეგირდი
avatar

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჭიაკოკონობა   Sun Dec 02, 2012 1:03 am

3
ძალიან საინტერესოა, უკვე დიდი ხანია ინფორმაციას ვეძებ ჭიაკოკონობაზე Smile დიდი მადლობა <3

_________________
იცხოვრე ისე, როგორც შენ გსურს და გააკეთე ის, რაც შენ გსურს,
არ შეუშინდე საკუთარ თავს.
         Back to top Go down
         mari_mari
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჭიაკოკონობა   Tue Jun 10, 2014 3:35 am

4
ასეთი საინტერესო ისტორია ჭიაკოკონობაზე არ მსმენია Smile
         Back to top Go down
         თთაი
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჭიაკოკონობა   Mon Aug 04, 2014 4:49 pm

5
პაზოლინის "მედეაში" არის საინტერესოდ აღწერილი ეს ჩვენი ჭიაკოკონობა.
         Back to top Go down
         Vasariah
                        სტუმარი
            სტუმარი
avatar

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჭიაკოკონობა   Thu Aug 07, 2014 8:41 pm

6
შუმერულ ზოროასტრული რიტუალის ქართული ვარიანტია რა, შუმერებს ყავდათ ასეთი ღვთაება მოლოქი ერქვა სახელად, ჰო და აი მის საპატივსაცემოდ ანთებდნენ დიდ კოცონს და საკუთარ ვაჟებსა და ქალიშვილებს ატარებდნენ მოლოქის ცეცხლში, ეს ცეცხლით განწმენდის რიტუალი იყო სადაც ბლომად ხალხიც იხოცებოდა, იმიტომ რომ სინამდვილეში ქართველები იაფეტის შტოს შთამომავალნი ვართ ისევე როგორც აქამენიანი და არშაკიდი დინასტიები საერთოც ბევრი გვაქვს აღმოსავლეთ შუამდინარეთის ქვეყნების კულტურასა და რელიგიასთან, პართიასთან ქალდეასთან, აი მთელი ამ ჭიაკოკონის პრეისტორია, მაზდეიანობა ზოროასტრიზმზე დაყრდნობით შექმნილი კონფესიაა თუმცა ზარატუშტრამდეც იყო ღვთაება მოლოქიც და ბელზებუბიც დაგონი და რომფა, ზარატუშტრამ უბრალოდ კანონიკურ ჩარჩოში მოაქცია რა რელიგიის სახე მიცა ცალკეულ მოძღვრებებს, აი ამ ღვთაებათა მსხვერპლთშესაწირავად ინთებოდა კოცონები და დახტუნაობდნენ რა ზედ, ბოლოს ვიღაცას ჩააგდებდნენ კიდეც ცეცხლში და ამით დამთავრდებოდა ეს ხტუნაობები და ღრეობა.
         Back to top Go down
         HADES
                        ქვეოსტატი
            ქვეოსტატი
avatar

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჭიაკოკონობა   Fri Aug 22, 2014 1:34 pm

7
ეს ყველაფერი სწორია , გარდა ერთისა  ზარათყშტრამდე იყო ასეთი ბიბლიური პერსონაჟი ნებროთი ან ნიმროდი ბაბილონის გოდოლის ამშენებელი , რომელსაც  ჰქონდა წიგნი , ეს წიგნი მოხსენიებულია საქართველოს ისტორიაშიც  წმინდა ნინოს დროს მეფე მირიანი ქრისტეს შესახებ იქ ეძებდა ინფორმაციას ამაზე მერე , ხოლო ამ ნებროთის დროს უკვე სპარსეთის ტერიტორიაზე ჩანს ცეცხლისადმი თაყვანისცემის მომენტები , აქედან გამომდინარე ზარათუშტრა საკმაოდ გვიან გამოჩნდა ამ ამბავამდე , და კიდევ დავამატებ  დროის ასათვლელად  ეს ნებროთი მოკლა ჩვენმა წინაპარმა ქართლოსმა , ანუ ჩვენმა მამამთავარმა და იაფეტისა და თარგამოსის შთამომავალმა .
         Back to top Go down
         Sponsored content
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ჭიაკოკონობა   

8
         Back to top Go down
 

ჭიაკოკონობა

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
www.magnika.net :: ეზოთერიკა-
ზევით

ქვემოთ