www.magnika.net


 
PortalPortal  HomeHome  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
               
 

 როგორ ავტვირთოთ და განვათავსოთ ფორუმზე ფოტომასალა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
avatar

   
      Профиль         
     
PostSubject: როგორ ავტვირთოთ და განვათავსოთ ფორუმზე ფოტომასალა   Sat Dec 10, 2011 8:14 pm

1

როგორ ავტვირთოთ და განვათავსოთ ფორუმზე ფოტომასალა?



მაშ ასე, ამ განყოფილებაში ძალიან მარტივად აგიხსნით ძვირფასო თანაფორუმელებო, თუ როგორ განვათავსოთ ჩვენთვის სასურველი ფოტო მასალა ფორუმზე.


მოცემული ილუსტრაციები საშუალებას მოგცემთ რომ ძალიან ადვილად ატვირთოთ, განათავსოთ, გაასწოროთ და საჭირო ფორმა მისცეთ თქვენს მიერ ატვირთულ და ტექსტში მოთავსებულ ფოტომასალას.

პირველ რიგში ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტების ზოლს, სადაც ვეძებთ სურათების ასატვირთ ნიშანს:



შემდეგ გაგვიხსნის პატარა ფანჯარას, სადაც ვირჩევთ ფოტოს მოძებნის ნიშანს (ეს იმ შემთხვევაში თუ კი სასურველი ფოტო გვაქვს შენახული კომპიუტერის მეხსიერებაში )


ფოტოს მოძებნა არ გაგიჭირდებათ თქვენს კომპიუტერში
მაშ ასე, ამოვირჩიეთ სასურველი ფოტოსურათი, მოვნიშნეთ მაუსის მარცხენა ღილაკის საშუალებით



და ვადასტურებთ ფოტოს ამორჩევას:


დადასტურების შემდეგ გაგვიხსნა ფანჯარა, რისი საშუალებითაც ხორციელდება სერვერზე ფოტოსურათის ატვირთვა

ამ ფოტოზე კარგად ჩანს ყვითელი ზოლით აღნიშნული მოძებნილი ან ამორჩეული ფოტოსურათის საწყისი მისამართი, საიდანაც იქნება შესაძლებელი მისი განთავსება მარტივი მოქმედებით, ანუ ვირჩევთ დადასტურების ღილაკს რომელიც ყვითელ წრეშია მოცემული



დადასტურების შემდეგ ისევ გაგვიხსნა ფანჯარა, სადაც კარგად ჩანს სერვერზე ატვირთული ფოტოსურათის რამოდენიმე მისამართი, ფორუმზე განთავსებისათვის ამ მისამართებიდან ჩვენ გამოგვადგება მხოლოდ ბოლო მესამე ბმული, რომელიც ნიმუშად ყვითელი წრით შემოვსაზღვრეთ


ამ მისამართს მაუსის მარცხენა ღილაკით მოვნიშნავთ, შემდგომ ასევე მაუსის მარჯვენა ღილაკით ვირჩევთ კოპირების ფუნქციას და ვადასტურებთ ატვირთვას.


დადასტურების შემდეგ ისევ საწყის ფანჯარას გაგვიხსნის იმის ნიშნად რომ ამორჩეული ფოტოსურათი იმყოფება სერვერზე.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩაითვალოს თქვენს მიერ ამორჩეული და ატვირთული ფოტოსურათის ფორუმზე განთავსებას, ილუსტრაციაზე ნაჩვენებია ყვითელი ზოლით შემოსაზღვრული პატარა ნიშანი, ჩვენ ამის საშუალებით ვაგრძელებთ უკვე ფორუმზე სურათის განთავსებას, ანუ ვირჩევთ ამ ნიშანს:



რის შემდეგაც გაიხსნება ისევ პატარა ფანჯარა, სადაც უკვე დაკოპირებულ მისამართს ვათავსებთ


განთავსების შემდეგ ვადასტურებთ ჩვენს განზრახვას შემდეგნაირად:


შემდგომ ტექსტის ასაკრეფ ადგილას მივიღებთ საბოლოვო კოდს, რასაც ეწოდება ფოტოსურათის დასრულებული ანუ სრული კოდი.


გადავდივართ ამ კოდის რედაქტირებაზე, ანუ ცენტრირება, მარჯვნივ გაწევა, მარცხნივ გაწევა და ა.შ.

რედაქტირების გარეშე ფოტოსურათი ფორუმზე შეიძლება აღმოჩნდეს არასასურველ პოზიციაში, ამისათვის საჭიროა დასრულებული კოდი ისევ მოვნიშნოთ და მივუთითოთ ინსტრუმენტების ზოლში მითითებულ რომელიმე ფუნქციას, ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ცენტრირების რეჟიმს:



ზემოთ აღნიშნული ცენტრირების რეჟიმის გამოყენებამ მოგვცა ფოტოსურათის აწ უკვე რედაქტირებული კოდი, წინა შემთხვევაში ფოტოსურათის მისამართი რომელიც იყო მოქცეული პროგრამული კოდების შორის, რედაქტირების შემდგომ ამ კოდებს დაემატა ცენტრირების აღმნიშვნელი კოდები, ანუ
-



ჩვენ უკვე დავასრულეთ ფოტოსურათის საბოლოვო ატვირთვა, რედაქტირება და დამუშავება, დროა ფორუმზე მის გამოჩენამდე წინასწარ დავათვალიეროთ, თუ როგორი გამოგვივიდა ჩვენთვის სასურველი ფოტოსურათი


წინასწარი დათვალიერების ფუნქციის გამოყენების შემდგომ დროა ვნახოთ საბოლოვო ნიმუში, სწორედ ასეთი სახით იქნება პოსტში თქვენს მიერ ამორჩეული ფოტო სურათი


დაადასტურეთ თქვენი საბოლოვო ქმედება და ამით უკვე დასრულებული იქნება ფოტოსურათის ფორუმზე, თქვენს მიერ შექმნილ პოსტში მისი განთავსება.


ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებებს!

         Back to top Go down
 

როგორ ავტვირთოთ და განვათავსოთ ფორუმზე ფოტომასალა

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
www.magnika.net :: ფორუმის შესახებ-
ზევით

ქვემოთ