function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                              
 

 სვანური რიტუალები

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         HADES
                        ქვეოსტატი
            ქვეოსტატი
HADES

   
      Профиль         
     
PostSubject: სვანური რიტუალები   სვანური რიტუალები Icon_minitimeMon Jun 08, 2015 10:21 pm

1
სამკურნალო რიტუალები სვანეთში
დაავადების გამომწვევი შეუცნობელი მიზეზები ძველი დროიდანვე დაუკავშირდა ზებუნებრივ სამყაროს. ხალხის რწმენით, დაავადებას იწვევს არა მარტო ბოროტი, არამედ კეთილი ძალებიც. სვანეთში გავრცელებული ანალოგიური შეხედულებების კვლევას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ დაავადება, სვანების რწმენით, ზოგადად სალოცავის წინაშე ჩადენილი ცოდვის საზღაური იყო. აქედან გამომდინარე, დაავადებათა თავიდან ასაცილებლად თუ ავადმყოფის სამკურნალოდ ჩატარებული რელიგიური რიტუალები, მათი სალოცავების, ღვთაებათა თუ წმინდანების გულის მოგებას ემსახურებოდა. აღნიშნული რელიგიური რიტუალები სრულდებოდა, როგორც ოჯახებში, ისე სალოცავებში და `წმინდა ხეებთან~. 
ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ყველა დაავადებას თავისი `გამომშვები სალოცავი~ ჰყავდა და ამიტომაც კონკრეტული ავადმყოფობის დროს მას ევედრებოდნენ მშვიდობით გადარჩენას. მაგ.: გვერდების ტკივილის დროს `ისLგლდაშ დეცეშ~-ს, ხველების დროს ხვალმის, თვალების _ `სიმონ დეცეშს~ (`იანს, წმ. ბარბარეს), ყვავილს დედამიწაზე `სუნდუქ დეცეშ~-ი აგზავნიდა და სხვ. ა. დავითიანის მასალის მიხედვით, სვანეთში `ღმერთები დარგობით გაყოფილნი იყვნენ, ყოველ ღმერთს თავ-თავისი საღმრთო მიჩენილი ჰქონდაო და თავის ძალას და გავლენას მხოლოდ ამ დარგში გამოაჩენდაო. სხვა დარგში ის არ ერეოდა, ან ადამიანისადმი მისი მადლი და ძალა მხოლოდ იმ გარკვეული მოვალეობით განისაზღვრებოდა. დარგობრივი განაწილება სხვადასხვა ღმერთებს დიდი ღმერთისაგან ჰქონდათ მიკუთვნებული _ უცვლელად, სამუდამოდ~.
სვანეთში დაავადების მიზეზის დასადგენად პირველ რიგში მკითხავთან მიდიოდნენ. დაავადების `გამომშვების~ დადგენის შემდეგ, შესაწირს შეუთქვამდნენ, მათ შორის გარკვეულ დღეებს. ეს დღეები უქმედ ცხადდებოდა, მარხვით აღინიშნებოდა, ან ამ დროს სრულდებოდა რაიმე რიტუალი, რომელთა შესრულებაც წესდებოდა ყოველწლიურად `სამუდამოდ~ ან გარკვეული წლების მანძილზე აღნიშნულ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით. ამ ტრადიციას საქართველოს ყველა კუთხეში ვხვდებით, მაგრამ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ შეთქმული დღეების სიუხვით სვანეთი გამოირჩევა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შეთქმული დღეები არ ემთხვევა სალოცავების ძირითად რელიგიურ დღესასწაულებს. 
ერთი და იმავე დაავადების სამკურნალოდ, ერთი და იმავე ღვთაების სახელზე შეთქმული დღე სვანეთის სხვადასხვა თემში შეიძლება სხვადასხვა ყოფილიყო, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს დღე არ ემთხვეოდა სალოცავის საეკლესიო-რელიგიურ დღესასწაულს. 
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის გარემოება, რომ შეთქმული დღეები წლიური ციკლის მიხედვით ისე იყო განაწილებული, რომ ამა თუ იმ დაავადების გამწვავების პერიოდს ემთხვეოდა. ასე მაგ.: თავის, თვალის, რევმატიული დაავადებების `გამომშვები სალოცავის~ სახელზე შეთქმული დღეები ძირითადად ზამთრის პერიოდს, ბავშვთა ინფექციური დაავადებების თავიდან აცილებისათვის სალოცავი დღე _ გაზაფხულს, ხოლო კუჭ-ნაწლავის პრობლემასთან დაკავშირებული _ როგორც ზოგადად უწოდებენ, `მუცლის ტკივილის~ _ რიტუალები ზაფხულში ტარდებოდა. 
ითვლებოდა, რომ ყველა დაავადებას თავისი `გამომშვები ღვთაება~ ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ზოგ შემთხვევაში ერთი და იგივე წმინდანი გვევლინება სხვადასხვა ავადმყოფობისაგან დამცველად. ყველაზე პოპულარული სვანეთში წმინდა გიორგია. მას ნებისმიერი დაავადების დროს ევედრებოდნენ შემწეობასა და შველას. თუმცა, ზოგჯერ გარკვეულ დიფერენცირებას აქაც ჰქონდა ადგილი, მაგ.: თავის ტკივილისაგან დაცვას უღვალის (ადგილია _ მ. ბ.) წმინდა გიორგის (ჯგრაგ უღვლაშიშ), ხველებისაგან _ ხვალმის წმ. გიორგის (ჯგრაგ ხვალმიშ), სახსრების ტკივილის _ `ძვლის ტეხისაგან~ (წმ. გიორგი ტეხაისა) და სხვ. 
ოჯახში შესრულებული ლოცვები, როგორც წესი, გვიან ღამით ტარდებოდა, უცხო არავინ არ უნდა დასწრებოდა. ამ ღამეს `დამცველი ღამე~ _ `ლალჩა ლეთ~ ერქვა. შესაბამისად, რომელი ავადმყოფობისაგანაც უნდოდათ თავის დაცვა, იმ დაავადების `გამომშვები~ წმინდანის სახელზე ტარდებოდა ლოცვა. აცხობდნენ სალოცავ პურებს, აკმევდნენ `ნატუსუნს~ _ ნაკვერჩხალზე თაფლის სანთელს დააფხვნიდნენ და სხვ. 
ოჯახებში თავის ტკივილის, ხველების, დამბლის და სხვა დაავადებათა თავიდან ასაცილებელი ლოცვები, ძირითადად, ქრისტიანული წმინდანების სახელზე ტარდებოდა, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ რიტუალებში მაგიური ქმედებები საკმაოდ მრავალი იყო. ხშირად, რომელიმე რიტუალის დამთავრების შემდეგ, სალოცავ პურს ეზოში გაიტანდნენ და იქ დატოვებდნენ, რომ კატას ან ძაღლს შეეჭამა და ამ გზით ავადმყოფობა მასზე გადასულიყო. ამავე მიზნით, ხველების თავიდან ასაცილებლად (ან სამკურნალოდ), დიასახლისი დილით ადრე ადგებოდა, ოჯახის წევრების საწოლის ქვეშ ცოცხს გამოუსვამდა, შემდეგ ნაგავს ანთებული ლამპრის თანხლებით გაიტანდა სახლიდან და შორს გადაყრიდა, თან დაილოცებოდა: `ცის მაცხოვარო, მოგვაშორე ხველებაო~. 
დ. მარგიანის მონათხრობის მიხედვით, მულახში, ხველებისა და თვალის ტკივილის ასაცილებლად, თებერვლის ბოლოს `ოჯახის თითოეული წევრის სახელზე გამოაცხობდნენ სამ-სამ შესაწირ პურს, შეწვავდნენ ღორის მწვადს და თითო კვერცხს. ყველაფერ ამას დერეფანში გაიტანდნენ (დერეფანი სვანის სახლს მეორე სართულზე აქვს მიდგმული). ოჯახის უფროსი ქალი აიღებდა სათითაოდ სამ ლემზირს, მწვადს და კვერცხს, დასავლეთისაკენ მიბრუნდებოდა და ევედრებოდა ხვალმის წმინდა გიორგის, მისი თვალების ტკივილი თუ ხველება (იმის მიხედვით, თუ ვის რა სტკიოდა) დასავლეთით წყლისთვის გაეტანებინა, აღმოსავლეთით ქარისთვის. შემდეგ ყველა თავ-თავის ლემზირს და მწვადს იქვე შეჭამდა~.
ერთი და იმავე ღვთაების სახელზე ერთი და იმავე დაავადების თავიდან ასაცილებელი ლოცვა შეიძლებოდა ოჯახშიც ჩატარებულიყო და სალოცავშიც. მაგ.: ხველებისგან დასაცავად (იმის მიუხედავად, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზი _ ყივანახველა, ტუბერკულოზი თუ უბრალოდ გაციება) მულახში ხვალმის წმინდა გიორგის ევედრებოდნენ. ს. მულახის
დასავლეთით, ფერდობზე იდგა ფიჭვის ხე, რომელსაც `ხვალმის~ ეძახდნენ. `ვინც ფილტვებით იყო დაავადებული, ცხადია, ამას ხვალმის აბრალებდნენ და მისთვის გამზადებული ჰქონდათ, შეპირების და `მარჩიელის~ მითითების თანახმად, ზოგს მამალი, ზოგს კვერცხები. `ხვალმის~ შესაწირ მამალს `ხვალმას~ ეძახდნენ... უმეტესად ზამთრობით სწირავდნენ მამალს და კვერცხებს `ხვალმის~ და ევედრებოდნენ ხველებისაგან გაენთავისუფლებინა ავადმყოფი და სხვები არ დაეავადებინა. ამავე დღეს კერიაზე, ქონში გამოაცხობდნენ პატარა ვაშლის მსგავს პურებს, შამფურზე წამოაგებდნენ, `ხვალმის~ შესწირავდნენ და შემდეგ გარეთ კედელში გაუყრიდნენ ამ შამფურს, პურები ჩიტების ულუფა ხდებოდა~. 
რიტუალის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო _ დაავადება ავადმყოფს მოსცილებოდა და ჩიტებზე გადასულიყო. 
ზემოაღნიშნულ `სალოცავ ხესთან~ ტარდებოდა სამკურნალო რიტუალი ყივანახველის დროსაც. 
ლახამულაშიც _ `ხოლმი უფლის~ /~ხოლმი ფუსდის~/ სახელზე აცხობდნენ სალოცავ პურებს და სალოცავ ხესთან ატარებდნენ რიტუალს. 
თუ ვინმეს `ცუდი ხველა~ _ `ხოლა Pვაშ~ სჭირდა, მის სახელზე სანთელს აანთებდნენ, ნაძვზე მძივს ჩამოჰკიდებდნენ. მძივს ყივანახველიანი ბავშვებიც შეაბამდნენ ნაძვის ტოტს. ხალხს სჯეროდა, თუ ვინმე მძივს მოხსნიდა, ხველება მასზე გადავიდოდა. 
ლახამულას `ხოლმი უფალი~ სვანეთში ხველების ღვთაებად იხსენიება. 
სვანეთში თებერვლის თვის ერთი დღე `ძვლის ტეხვის~ (რევმატიული დაავადებების) თავიდან ასაცილებელი რიტუალის ჩასატარებლად იყო განკუთვნილი. ეს დღე უქმე იყო, `ტეხშობ~-ს ეძახდნენ. ლოცულობდნენ `ტეხშა თარგლეზერის~ _ ძვლის ტეხვის მთავარანგელოზის სახელზე. სალოცავი რიტუალი ძირითადად სახლებში სრულდებოდა სალოცავ ფანჯარასთან. ოჯახის უფროსი მამაკაცი ან მოხუცი ქალი სამ სალოცავ პურს და ზედაშე არაყს (სალოცავისთვის განკუთვნილი სპეციალური შესაწირი) აიღებდა და დაილოცებოდა: `დიდება მოგსვლოდეს, მადლი მოგსვლოდეს (ძვლის) ტეხვის მთავარანგელოზს, ჩვენს სახლში მყოფ კაცს ააცილე ძვლის ტეხვა და ტკივილი~. აღნიშნული ავადმყოფობით დაავადებულნი ამ დღეს საჭმელს არ ჭამდნენ. 
სვანეთის ზოგიერთ თემში ეს რიტუალი სალოცავში ტარდებოდა, მაგ.: ლატალში _ `ჰატინცხოველის~ ეკლესიაში (დღეს აღარ არსებობს), ცხუმარში `ტეხიშ~-ის, ხოლო ლენჯერში _ `Ãვიდ~-ის ნიშებთან, რომელთაც ძვლის ტეხვისა და რევმატიზმის თავიდან აცილებასა და განკურნებას ევედრებოდნენ. `Ãვიდის~ ნიშთან მიდიოდნენ ქალები. ლემზირებს იქ აცხობდნენ, შესწირავდნენ `Ãვიდს~ და სთხოვდნენ ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. `ტეხიშში~ კი მამაკაცები მიდიოდნენ სალოცავად. 
ბეჩოს თემის სოფელ მაზერში სალოცავი ნიშია, იქვეა მუხის ხე. მას ეძახიან `Ãვიდს~ და ლოცულობენ სახსრების დაავადებისა და თვალის ტკივილის დროს. 
როგორც ჩანს, სახსრების დაავადება სვანეთში საკმაოდ გავრცელებული იყო, რადგან თითქმის ყველა თემშია დადასტურებული მისი სალოცავი რიტუალი. ა. დავითიანის შეხედულებათა მიხედვით, `ტეხოსობა _ ტეხშობ საღვთო სარიტუალო დღეა, რიტუალი ლიPვდიშის მომდევნო ხუთშაბათს სრულდებოდა. ვისაც ძვლის ტეხვა სჩვეოდა, ამ დღეს ძაფს იზომავდა მკლავებზე და მუხლებზე ლოცვით: `წმინდა გიორგი ტეხაობისა, სიცხე და ძვლის ტეხვა ამაცდინეო~. ამ ძაფზე სანთელს ჩამოქნიდნენ და ანთებულს მიუძღვნიდნენ სალოცავ კვერებთან ერთად, ეს დღე უმოქმედობის დღედ ითვლებოდა, მუშაობა აკრძალული იყო~. 
წმინდა ხეებთან სამკურნალო რიტუალების ჩატარების პრაქტიკას ქართველ ხალხში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. უძველესი დროიდან მუხა და ცაცხვი წმინდა ხეებად ითვლებოდა და სამკურნალო თვისებები მიეწერებოდა. სულ ახლო წარსულში დმანისის რის სოფ. გომარეთში ჩაწერილი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, მუხის ხესთან ურმით მიჰყავდათ ავადმყოფები. ეთნოლოგი ირ. სურგულაძე წერდა, რომ `ქართველთა წარმოდგენების თანახმად, ხე სიცოცხლის მომნიჭებელი ძალითაა მოსილი~, და რომ `სვეტიცხოველი~ სიცოცხლის (ან ცხოვრების) მომნიჭებელ სვეტს, სიცოცხლის ხეს ნიშნავს~. 
საინტერესოდ გვეჩვენება `მუცლის ტკივილის~ სამკურნალო რიტუალების შესახებ არსებული ეთნოგრაფიული მასალა. ვფიქრობთ, იგი ნაწილობრივ მაინც ხსნის `შეწირული დღეების~ ყოფაში დამკვიდრების ტრადიციას. 
აღნიშნული დაავადებისაგან დასაცავად აღთქმულ დღეს `Ãადობას~ (Ãადმუცელი) ეძახიან. სალოცავი რიტუალი ივნის-აგვისტოში ტარდებოდა ოჯახშიც და სალოცავშიც. რიტუალი ხილის, მწვანილის და სხვ. საჭმლის აღკვეთას გულისხმობდა. 
მსგავსი რიტუალი ცხუმარში მაცხოვრის ეკლესიაში ტარდებოდა. 
ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, იფარში `მუცლის ტკივილის~ გამომშვებად `ქვეყნის ბატონს, დამბადებელს _ `ფუსნა ბუასდიშს~ თვლიდნენ. იფარის თემის სოფ. ზეგანში ღვთისმშობლის ეკლესიიდან 60-80 მის მოშორებით არის ამაღლებული ბორცვი, სადაც მის სახელზე სალოცავი რიტუალი სრულდებოდა. როგორც გადმოგვცემენ, ძველად თურმე, მთელ სოფელში გავრცელებულა მუცლის ტკივილი (ტიფი /ხოლა ზიგ/) და ბევრი ხალხი დახოცილა. ამიტომ სოფელმა დააარსა სალოცავი `ამ დაავადების გამომშვები _ ღმერთის `ფუსნა ბუასდის~ სახელზე. რიტუალი თუ ავადმყოფის განსაკურნებლად ტარდებოდა, შესაწირს _ ხბოს კლავდნენ, თუ დაავადების თავიდან ასაცილებლად, მაშინ სალოცავში მხოლოდ ზედაშითა და სალოცავი პურებით მიდიოდნენ. როგორც გადმოგვცემენ, წინათ, ზაფხულობით, რიტუალს ყოველთვის ასრულებდნენ, ბოლო წლებში მიანებეს თავი, რადგან დაავადება, რომლის თავიდან ასაცილებლადაც იგი ტარდებოდა, საშიშროებას აღარ წარმოადგენდა.
ასეთივე ხასიათის ცნობას გვაწვდის დ. მარგიანი _ `ყველიერის ხუთშაბათს, და ნამარიების (მარიამობის დღესასწაულის, ანუ 28[14] აგვისტოს შემდეგ _ მ. ბ.) ხუთშაბათს სვანები უქმობენ და ეს ორი დღე შეწირული აქვთ ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესიის სახელზე _ სენ მუცელას თაობაზე. თურმე ძველად, ერთ წელიწადს გაჩნდა საშინელი სენი სვანეთში _ `მუცელა~, რომელმაც ბევრი ხალხი დახოცა. მაშინ მისცეს ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესიას აღთქმა: წელიწადში ერთხელ მსხვერპლს სწირავდნენ და სთხოვდნენ, რომ ეს სენი არ შეეშვა სვანეთში... ავტორი აღნიშნავს, რომ გადამდები სნეულებანი და მათ შორის `მუცელაც~ სვანეთში არ ჩნდებოდა, არამედ გადმოჰქონდათ ხოლმე მიმოსვლის დროს იმერეთიდან და ჩრდილო-კავკასიიდან. ზემოხსენებულ წელს `მუცელა~ იმერეთიდან გავრცელდა, ამიტომ თავი ქუთაისის ღვთისმშობლის ტაძარს შეავედრეს~. 
ჩვენ მიერ ამ უკანასკნელ ხანებში მოძიებული ეთნოგრაფიული მასალა, ვფიქრობთ, ეხმიანება ნ. მინდაძის მოსაზრებას, რომლის მიხედვით, წმინდა ბარბარეს სახელობის მცირე სამლოცველოების მშენებლობის ფართოდ გაშლა საქართველოში, კერძოდ სვანეთშიც, ეპიდემიური დაავადებების გავრცელების პერიოდს უკავშირდება. სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამუშაოდ წასული სვანები ოჯახებში გაზაფხულის ბოლოს ბრუნდებოდნენ. როგორც ჩანს, გადამდები დაავადებებიც მაშინ იჩენდა თავს და, ბუნებრივია, სამკურნალო რელიგიური რიტუალებიც მაშინ სრულდებოდა ან ფუძნდებოდა. 
თუ ადამიანი ხანგრძლივად იყო ავად, შეიძლებოდა მის გამოსაჯანმრთელებლად სამკურნალო რიტუალი სხვადასხვა სალოცავში რამდენჯერმე ჩატარებულიყო _ მამაკაცის ავადმყოფობის დროს, ძირითადად, წმინდა გიორგის, ხოლო ქალის ავადმყოფობის დროს, ღვთისმშობლის (ლამარიას) სახელობის ეკლესიებში. 
შესაწირის ოჯახში შეუთქვამდნენ ხოლმე: შესაწირ საქონელს გამოიყვანდნენ ეზოში, სანთელს აანთებდნენ, დაიჩოქებდნენ და შესთხოვდნენ ღვთაებას: `ავადმყოფი მოგვირჩინე, დაგვიტოვე და იმის მაგივრად ეს მიიღეო~. შეწირვა შეიძლებოდა სახლშიც და ეკლესიაშიც. 
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სოფლის `ამინით~ დალოცვა, რომელიც შემდეგნაირად ტარდებოდა: ავადმყოფის პატრონი ეკლესიაში წაიყვანდა საკლავს და მთელი სოფლის მკვიდრთ მოიწვევდა. მლოცველი დალოცავდა ავადმყოფს, მის გამოჯანმრთელებას შესთხოვდა ღმერთს: `ღმერთო და წმინდა გიორგი, თქვენ უშველეთ ამ ავადმყოფს (სახელი), გეხვეწებით, რაც შეძლება გქონდეს არ დააკლო...~. დალოცვას რომ მორჩებოდა, თავშეყრილი ხალხი `ამინ~-ს ეტყოდა. 
მნიშვნელოვანია, რომ `...ავადმყოფი მორჩება თუ მოკვდება, ოჯახმა ეს წესი `ყერიაში~ მაინც უნდა გადაიხადოს~. 
სოფლის `ამინით~ ავადმყოფის დალოცვა სცოდნიათ რელიგიური დღესასწაულების დროსაც, როდესაც ხალხი თავისით იყო სალოცავში თავშეყრილი (კვირიკობას, გიორგობას, `სკალდა თარიგზელის~ დღესასწაულზე და სხვ.). 
კოლექტიური ლოცვა-ვედრების ფორმით ავადმყოფის დალოცვა სოფლის `ამინით~, მსგავსებას პოულობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ავადმყოფის სახელზე სოფლის მეხვეწურის შეკრებასა და დალოცვასთან, იმ განსხვავებით, რომ აღმოსავლეთ საქართველოში შესაწირ საკლავს სოფელი ყიდულობდა, ხოლო სვანეთში _ მხოლოდ ავადმყოფის ოჯახი. 
აღსანიშნავია მძიმე ავადმყოფობის დროს დიდი ღმერთის `ხოშა ღერბეთ~-ის /~ფუსნა ბუასდიშ~-ის/ (სამყაროს შემომქმედი ღმერთის) სახელზე ჩატარებული რიტუალი მსხმოიარე ხის, უფრო მსხლის ხესთან. ასეთ დროს ხის ძირში უღლით ჯვარედინად გადაზომავდნენ მიწას და შეუთქვამდნენ ღმერთს. შემდეგში ეს ადგილი საოჯახო სალოცავის სახეს იღებდა, რომელსაც `ლიდბაში ლიმზირ~ (ყანაში ლოცვა) ერქვა. მიწის შეწირვა ავადმყოფის გამოსაჯანმრთელებლად ცნობილია საქართველოს სხვა კუთხეებშიც, ისევე როგორც დაავადებებთან დაკავშირებული ზემოაღწერილის მსგავსი რელიგიური რიტუალები. 
სვანეთში განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა თვალის დაავადებათა სამკურნალო და პროფილაქტიკური მაგიურ-რელიგიური რიტუალები, რომლებიც თითქმის ყველა სოფელში ტარდებოდა, ზოგჯერ სხვადასხვა სალოცავში დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგ.: ზოგადად თვალის სისაღისათვის ლოცულობდნენ წმინდა ბარბარეს, იანს (იოანე ნათლისმცემელი, ლატალი), სიმონ დეცეშს. თვალზე ლიბრის გადაკვრის შემთხვევაში _ აბრჰამ დეცეშს ევედრებოდნენ. ზემო სვანეთში თვალების `საჯანმრთელო~ სამკურნალო რიტუალებს ატარებდნენ: იანის ეკლესიაში (ლატალი); უფლიშის ეკლესიაში (უშგული); წმინდა ბარბარეს ეკლესიებში, რომელიც ბალსზემო სვანეთის თითქმის ყველა სოფელშია და, აგრეთვე, სალოცავ ხეებთან (იფარი, ცხუმარი და სხვ.). 
თვალის ტკივილისაგან დამცველთა შორის განსაკუთრებით პოპულარული წმინდანი სვანეთში იყო წმინდა ბარბარე. დღეობა ბარბლაშის ძირითადი დანიშნულებაც `დაავადებული თვალების განკურნება, თვალთა შუქის მინიჭება და ავი ჭირისაგან (ხოლა მაზიგ) დაცვა იყო~. 
წმინდა ბარბარეს შეუთქვამდნენ: თიკანს, ხბოს, მამალს. დღეობისათვის სპეციალურად შენახული ფქვილისაგან გამოაცხობდნენ პატარა, მრგვალი ფორმის კვერებს. ამ პურებს ზედაშე არაყთან და შესაწირავის შემწვარ გულ-ღვიძლთან ერთად წმ. ბარბარეს ეკლესიაში წაიღებდნენ და ილოცებდნენ _ წმინდანს თვალის სისაღეს და სინათლეს შესთხოვდნენ. 
ქვემო სვანეთში თვალების სალოცავი დღე იყო 15 ივლისი (ძვ. სტილით), ასევე, თებერვალში _ `მეისარობ ლადეღი~ (მეისრობა დღე). ლოცულობდნენ წმ. ბარბარეს სალოცავში. ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შაბათი ქვემო სვანეთში ქრისტეს დღედ ითვლებოდა და თვალის სინათლეს შესთხოვდნენ. 
თვალების მკურნალად ითვლებოდა, აგრეთვე, `სიმონ დეცეში~ (ზეციური სიმონი) მის სახელზე სოფლის ეკლესიებში `ლამპრობას~ ანუ `სვიმნოზას~ (მირქმის, მიგებების დღესასწაული) _ ძვ. სტილით 2 თებერვალს, ყველა ოჯახიდან თითო ანთებული ლამპარი მიაქვთ და სთხოვენ ააცილოს მათი ოჯახის წევრებს თვალის დაავადება. 
თვალების სამკურნალო რიტუალები ტარდება `წმინდა ხეებთანაც~. ცხუმარში სალოცავად არყის ხეა _ სადაც იანის (იოანე ნათლისმცემელი) სახელზე ლოცულობდნენ, იფარში _ ნაძვის ხესთან, რომელზეც არყის ტოტებისაგან გაკეთებულ წრეს ჰკიდებენ. ადგილს, სადაც ნაძვი დგას, სიმონს ეძახიან, ლოცულობენ, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველისა და მთავარანგელოზის (?) სახელზე: `სიმონ თარინგზელ, კარგად გვიმყოფე თვალები. გულის სისაღე მოგვეცი~.წმინდა ხეებთან სამკურნალო რიტუალების ჩატარება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში ფართოდ იყო გავრცელებული. 
სვანეთში აღნიშნული დაავადების სამკურნალოდ ასეთი მრავალფეროვანი და მდიდარი ტრადიციების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო თვალის სხვადასხვა დაავადების ფართოდ გავრცელებამ, რომელიც, თავის მხრივ, ამ კუთხის ეკოლოგიური და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებით იყო განპირობებული. 
`შეთქმულ დღეებში~ დაავადების თავიდან ასაცილებელ, ან სამკურნალო რელიგიურ რიტუალებს, იმისდა მიხედვით, თუ სად ტარდებოდა _ ოჯახში, წმინდა ხეებთან თუ ეკლესიაში _ მეტნაკლებად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. 
სახლში ჩატარებულ რიტუალში მხოლოდ ოჯახის წევრები ღებულობდნენ მონაწილეობას, უცხოს დასწრება არ შეიძლებოდა. ეკლესიაში ჩატარებულ ლოცვას რაც მეტი ადამიანი დაესწრებოდა და ილოცებდა ავადმყოფის გამოსაჯანმრთელებლად, მით უკეთესი იყო. 
სალოცავ ხეებთან ჩატარებულ რიტუალში უფრო ნათლად იკვეთება დაავადების სხვაზე გადაცემის მაგიური ქმედება; მაგ.: ავადმყოფის ნაქონი მძივის, ან სალოცავი პურების ხეზე დაკიდება _ ვინც ამ ნივთებს შეეხებოდა, დაავადება მასზე გადავიდოდა, ხოლო შემწირველი გათავისუფლდებოდა ავადმყოფობისაგან. 
ეკლესიიდან წამოღებული მძივი, რომელიც ავადმყოფს უნდა ეტარებინა, მხოლოდ დაავადებისგან დაცვას ემსახურებოდა. 
წინამდებარე ნაშრომში ჩვენ წარმოვადგინეთ მხოლოდ ნაწილი მაგიურ-რელიგიური რიტუალებისა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად და ავადმყოფის განკურნებისთვის იყო განკუთვნილი სხვადასხვა სალოცავის (წმინდანის) სახელზე. ზოგიერთი მათგანი ყოფაში დღესაც დასტურდება, ხოლო ნაწილი აღარ სრულდება.



სტატიის ავტორი – მედეა ბურდული;
მასალა აღებულია წიგნიდან –  „ქართული ტრადიციული სამედიცინო ცოდნა“, Aახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ახალციხე, 2010წ.
         Back to top Go down
         HADES
                        ქვეოსტატი
            ქვეოსტატი
HADES

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: სვანური რიტუალები   სვანური რიტუალები Icon_minitimeMon Jun 08, 2015 10:22 pm

2
სპეციალურად ვუთითებ სტატიის ავტორს და წყაროს
         Back to top Go down
 

სვანური რიტუალები

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ეზოთერიკა-
ზევით

ქვემოთ