function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
               
 

 სამი დიადი მისტიფიკაცია პირველი მსოფლიო ომის

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         apokrif
                        სტუმარი
            სტუმარი


   
      Профиль         
     
PostSubject: სამი დიადი მისტიფიკაცია პირველი მსოფლიო ომის   სამი დიადი მისტიფიკაცია პირველი მსოფლიო ომის Icon_minitimeTue Jan 14, 2014 3:38 am

1
ალისტერ კროული (თარგმანი K.I.)
სამი დიადი მისტიფიკაცია პირველი მსოფლიო ომის[1]
ნეტარ არიან, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს[2].
სამ ღირსშესანიშნავ შემთხვევაში, ომის დაწყებისთანავე, ბრიტანელების მსუბუქმა რწმენამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. პირს, რომელიც გათვითცნობიერებულია რელიგიის სწავლებაში, ალბათ, უნდა აღენიშნა, რომ ეს მისტიფიცირებული შემთხვევები შეესაბამება სამ ტრადიციულ დანაყოფს: ლეგენდა, წინასწარმეტყველება, სასწაული.
*
არავისთვის აღარ არის საიდუმლო ლეგენდა «რუს სამხედროებზე», — ეს შესანიშნავი ისტორია, მილიონ ხუთასი ათასიან რუსულ არმიაზე, (ცხენოსნები და არტილერია) რომელიც ფარულად იყო შეგზავნილი ინგლისში საიდუმლო სამსახურით, რათა დიდ ბრიტანეთში პანიკა შეეკავებინათ, გამოწვეული მონსის[3] მიდამოებთან დამარცხებით. აზრი არ ქონდა, ინგლისელები დაერწმუნებინათ იმით, რომ არქანგელში მსახურობდა მხოლოდ ერთი სარკინიგზო და სატრანსპორტო ხაზი და ამ ოლქის გადასაკვეთად, თუნდაც ათი ათასიანი არმიისთვის საჭირო იქნებოდა მისი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება მთელი ზაფხულის პერიოდში. აზრი არ აქვს ვიკითხოთ, თუ რატომ არ მოხერხდა არმიის ტრანსპორტირება გემებით, როცა ამის რესურსი და საშუალება იყო. ბრიტანელებს არ შეეძლოთ გადაყვანა ზუსტად იმ ადგილას, სადაც მათი საჭიროება იყო, ამიტომაც ისინი წავიდნენ საზარელ და უაზრო სირთულეებზე, ჯერ ინგლისში მათი გადასროლით და მხოლოდ შემდეგ საჭირო ადგილებში. აზრი არ ქონდა განეხორციელებინათ გათვლები, რომლებიც გვაჩვენებდა, რომ ინგლისური რკინიგზის ვაგონს საშუალება ქონდა გადაეყვანა ორმოცდაათი ჯარისკაცი და ათი ასეთი ვაგონი უკვე ქმნის დიდ მატარებელს, ასე რომ საჭირო უნდა გამხდარიყო სამი ათასი მატარებელი, რომ ფარულად გადაეყვანათ ჯარისკაცები, ხოლო ცხენების, არტილერიის, შამპანურის და დანარჩენი თავადაზნაურებისათვის რუსული არმიის აუცილებელი სურსათი ფარულად გადაზიდვა ხომ საეთოდ არარეალური არის — აშკარად ჩანს, რომ ეს ამოცანა ღირებულია შერლოკ ჰოლმსისთვის, მისი სიდიადის დროს. ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა ერთი რამ: «ადმირალი X, ან კაპიტანი Y, ან ლორდი Z, ან ჩემი ბიძა ჰარი (გააჩნია, როგორ გაამართლებს), მათ საკუთარი თვალით ნახეს ეს!» აღსანიშნავი ისაა, რომ არცერთ გაზეთში არ იყო სიტყვა ამის შესახებ, მაგრამ ეს ამბავი გახდა ერთდერთი თემა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა. ამავე დროს საჭირო იყო შეენარჩუნებინათ ეს ყველაფერი გერმანელებისგან საიდუმლოდ! და ბოლოს, დიდი ხნის შემდეგ ამ ლეგენდის უარყოფის შემდგომ — გაუნათლებელ მოსახლეობაშიც კი, — «ივნინგ ნიუსებმა» წარმოადგინეს ეს ამბავი «უცნაურ ჭორებად», რაც ადვილად იყო დასაჯერებელი.

*
ეს იყო ლეგენდის დასასრული, ახლა — წინასწარმეტყველება! რა თქმა უნდა, ნათელმხილველები, ასტროლოგები და წინასწარმხილველები თავიდანვე ჩაებღაუჭნენ ინგლისს. ყველა, ვინც თავის თავს თვლიდა შემძლედ, რომ გამოეცნო «თესვის დრო და ცოდნოდა, ვისი თესლი ამოვა და ვისი არა»[4], მაშინვე საქმეს შეუდგნენ.
ნათელმხილველები წააწყდნენ პრობლემას: თანამედროვე წინასწარმეტყველება ყოველთვის აღიქმება, როგორც რწმენის საკითხი. მაგრამ თუ არის შესაძლებელი იპოვო წინასწარმეტყველება, რომელიც არსებობდა მრავალი წლის განმავლობაში და რომელშიც აისახებოდა ომის დეტალები — თანაც ზუსტად — მაშინ ყველა დაუყონებლივ აღიარებდა, რომ წინასწარმეტყველი, ვინც იწინასწარმეტყველა დასაწყისი, დასასრულიც შეეძლო ზუსტად ზუსტად აღეწერა. ამ მოთხოვნამ და მოწოდებამ იპოვა რამდენიმე წინასწარმეტყველი — მადამ დე ფჰები[5] და სხვები, თუმცა ყველა მათგანს აკლდა დამაკმაყოფილებელი დეტალები, სანამ არ მოხდა დიდი აღმოჩენა — და ეს აღმოჩენა გახლდათ აბატა იოანეს წინასწარმეტყველება.
ბატონი პელადანი[6], საკმაოდ კარგი littérateur[7] მცოდნე გახლდათ და მართლაც დახვეწილი კრიტიკოსი (ყველაფერი მის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნორდაუსის «დეგენერაცია»[8]. მან თავის დროზე ძალიან გაამხიარულა ფრანგები. რამდენიმე წელიწადით ადრე, ვიღაცამ კაფეში უთხრა, რომ მისი სახელი გავს ასურელ ვალადანს[9]. პალადანმა, გამსჭვალულმა ამ იდეით, განაცხადა, რომ ის ვალადანის ერთ-ერთი რეინკორნაცია იყო და ზუსტად მაშინ მან მიითვისა სიერის ტიტული. მან ანალოგიური პატივისცემა თავის კოლეგებზეც გაავრცელა. მისი კოლეგები გახდნენ: მეროდახამ დჯუნო[10], ვალტასარომ დიუპონომ[11] და ა. შ! მან ასევე თავი იღიარა როზენკრეიცერად- ყველაფერი რომანტიული და საიდუმლო ეხმარება ჭკვიანი ტრიუკების შექმნაში — და გამოაქვეყნა წიგნი ცნობილი დოქტრინებზე, სახელწოდებით «Le vice supreme»[12], ისევე როგორც პრესვიტერიანული ღვთისმეტყველი მეცნიერი ქადაგებდა იმის შესახებ «თუ რატომ გვჯერა მესიის. »
ამიტომ ღირსეული პელადანი არ აღითქმებოდა სერიოზულად იმ ეპოქელი ფრანგების მიერ, მაგრამ ინგლისი ამ პერიოდში აღითქვამს ყველაფერს, რაზეც კი მიუწვდებოდათ ხელი, იქნებოდა ეს კუბისტი, ფუტურისტი ან ვორტუისტი[13]. და აი, აქ ინგლისელებმა დაუგდეს თავისი მადლიერი ყურები პელადანის შედევრს. აღმოჩნდა, რომ ათეული წლის წინ სიერი (მისი გადმოცემით), მამამისის ძველ წიგნებში ქექვის დროს, მან აღმოაჩინა ლათინურად დაწერილი წინასწარმეტყველება აბბატი იოანის მიერ, (დაახლოებით 1600 წლიდან არესებობდა ორი-სამი აბატე, ასეთივე სახელით, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული წინასწარმეტყველებით!). პელადანმა თარგმნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორიგინალი არ გადასცა ექსპერტებს შესასწავლად. წინასწარმეტყველება შესრულდა საუკეთესო ალეგორიული სტილით; ყველაფერი ლომის, არწივის და დათვი შესახებ. კაიზერი იცნობა მისი პარალიზებული
*
ხელით, ომის დეტალები, მარნეს ბრძოლაც კი, არის აღწერილი ზუსტად, რაც ადასტურებს იოანეს უმაღლეს წინასწარმეტყველურ ნიჭს. თუმცა, ამის აღწერა ხდება გაცილებით ბუნდოვანი და ბევრად ნაკლები წვრილმანით.
ნამდვილი სტატიის ავტორმა გააფრთხილა «[i]ოკულტ რევიუ»[/i] რედაქტორი, რომ ყველაფერი პელადენის ნათქვამიდან უნდა აღიქვას, როგორც ხუმრობა, მაგრამ ეს დებულება, იქნა უარყოფილი ხაროგეიტელი ოლდერმენის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ ნანახი ქონდა ორიგინალი. «ხაროგეიტელმა ოლდერმანმა» ყველაფერი გააფუჭა!
ასე თუ ისე, ეს ისტორია «გადარჩა», გამოქვეყნდა გაზეთებიში და ეს ყველაფერი იქნა გადაყლაპული ყველას მიერ, თუმცა, ეს არ გაგრძელებულა დიდი ხნის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველების ნაწილი, რომელიც აღწერს მოვლენებს მარნეს შემდეგ, თუმცა ბუნდოვანია, მაგრამ მაინც საკმარისი არაა იმისათვის, რომ ყველაზე ერთგულ მხარდამჭერებს მიეღოთ მისი წინასწარმეტყველება!
*
ეს ყველაფერი უფერულდება საოცარი «მშვილდოსნის» ისტორიის მიმართ. ვერც ერთი მითოლოგიური მონათხრობი ვერ შეედრება ამას!
ინგლისში არსებობს ერთი მწერალი, რომელიც არც თუ ისე ცნობილია ჩვენთან, მაგრამ, ის არის ერთერთი ყველაზე ცნობილი ცოცხალი ბრიტანელი ავტორი. მას უყვარს მედიევისტიკა[14] და საკრამენტალიზმი[15] მისი საელია არტურ მეიჩენი. პრობლემების გამო ის იძულებული გახდა ეწერა «ივნინგ ნიუსესთვის». ამ სამწუხარო სამუშაოს დროს ის გაეცნო ცნობილ სტატიას «უიკლი დესპეტჩს», მონროს ბრძოლის შემდგომ უკან დახევაზე — სავსებით ჭეშმარიტი ანგარიში — და მიიღო გამომცემელისგან უფლება გამოაქვეყნოს სტატია ამ საკითხზე. ეს მოხდა დილით, შემდეგ კი წავიდა ეკლესიშა, სადაც ქადაგებას არ ატანდა ფიქრს, არამედ ბრძოლას. მალე მან დაწერა ამბავი სახელად «მშვილდოსნები». აი, რამდენიმე მონაკვეთი მისი ზღაპარიდან[16]:
ხუთასი ბრიტანელი ჯარისკაცი, შემორჩენილი პოლკიდან, ეხმარებოდნენ უკან დახეულ არმიას, მონსის ბრძოლის შემდგომ. არეულობაში და სასოწარკვეთაში ისინი ხედავდნენ სიკვდილს, ათი ათასიანი მეცხენის სახით. ერთი ადამიანი, ექსპერტი ლათინური და სხვა მსგავსი რამის, გრძნობების დაძაბვით იხსენებს და ამბობს ვეგეტარიანულ რესტორანზე ლონდონში, სადაც თეფშები მოხატულია წმინდა გიორგით და დევიზით «Adsit Anglis Sanctus Georgius»[17]. ჭეშმარიტი რწმენით ის ამბობს ამ ლოზუნგს. მისი ტანი კანკალებს, ბრძოლის ჟინი და ხმაური წყდება მის ყურებში და იქცევა ნაზ ბუტბუტად, ამის მაგივრად მას ესმის უძველესი ბრძოლის ყიჟინი ათასობით ჯარისკაცის, კრესი[18], პაუტიე[19] და აზენკყრეს[20] დროს რომ იყო! გარდა ამისა, მან დაინახა გრძელი რიგი სილუეტების, რომლებიც იყვნენ შემოსილი ნათელით, «ისინი ჭიმავდნენ თავის მშვილდისრებს და ესროდნენ გერმანელებს, ელის სიდიდის მქონე ისრებს»[21].
და მაშინ ყველამ დაინახა თუ როგორ მკვდრად ეცემოდა მტერი: არა ინდივიდუალური რაზმებით, არამედ მთელი ბატალიონებით. ისინი ყველანი დაიღუპნენ და ბრიტანეთის მეომრები აუჩქარებლად გაემგზავრნენ არიერგარდისკენ. მან გამოსცა ეს ნაწარმოები 1914 წლის 29 სექტემბერს და გადაწყვიტა, რომ ამით ყველაფერი დასრულდა. რა თქმა ამით არ მორჩენილა! რამდენიმე დღის შემდეგ «[i]ოკულტ რევიუ»[/i] და «[i]ლაითი»[/i] რედაქტორებმა წერილობით მას თხოვეს, რომ მიეთითებინათ ამ დოკუმენტის წყარო! მან უპასუხა, რომ მათ შეუძლიათ გაეგოთ ეს ინგლისური ლუდით ბარში სახელად «მყივანი ძაღლი», ბუვერი-სტრიტზე, მხოლოდ მანდ და მეტი არსად.
ერთი ან ორი თვის განმავლობაში მან მიიღო რამდენიმე შეთავაზება, რომ ეს ამბავი იყოს დაბეჭდილი რამდენიმე ჟურნალში, სხვათა შორის, მას აგრეთვე, შესთავაზეს, თუ მას სურდა დაეწერა წინასიტყვაობა, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა ჯარისკაცების სახელები და უფრო მეტი კონკრეტული დეტალი? მან თანხმობა «დართო დაბეჭდვაზე და ჯარსიკაცს რაც შეეხება, განაცხადა, რომ მისი სახელი არის თომას ატკინსი[22] ცხენოსანთა ფლოტიდან»[23] ამის საპასუხოდ, რედაქტორმა განაცხადა (უკვე იდგა 1915 წლის აპრილი): «მაპატიეთ, სერ, მაგრამ თქვენ ცდებით, მე დაზუსტებით ვიცი, რომ ძირითადი ფაქტები არის ჭეშმარიტება — და ეს ყველაფერი არის თქვენს მიერ ლიტერატურულად აღწერილი».
მათ ხელახლა გამოაქვეყნეს ეს ამბავი, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, დაიწყო ახალი ვერსიების შეთხზვა. რიგითი გახდა ოფიცერი და წმინდა გიორგი ფინჯანიდან გადაანაცვლეს ტილოზე და პრუსიელ ჯარისკაცებში ამჯერად აღმოჩნდა ისრები. ზუსტად ეს დეტალი გამოტოვა მეიჩენმა, რადგან მიიჩნია გადამეტებულად[24]. ამის შემდეგ, რამდენიმე შემთხვევაში, ჩნდება ღრუბელი, რომელიც ბრიტანელ ჯარისკაცებს მალავს. ზოგჯერ ეს ნისლი იფანტებოდა და ნათელ სილუეტებს აჩენდა, როლებიც შიშსს გვრიდნენ ულანელ სამხედრო ცხენებს.
მაისში ბატონმა სინნეტმა[25] (ის ადამიანი რომელმაც პირველად მოყვა იგავი ბლავატსკის ჩაის ჭიქაზე[26]) «ოკულტ რევიუ»: სტატიით განაცხადა რომ: «ყველას, ვისაც კი შესწეოდათ თვალთა ხედვა, განაცხადა, რომ დაინახეს ორ არმიას შორის ნათელით შემოსილი სილუეტები».
როგორც გვახსოვს, მიტჩენი ამბობდა «ნათელით მოსილ სულუეტებზე». ამ ფრაზაში შეგვიძლია ვიპოვით raison d’être[27]. მითის ბოლო სტადია. ანგელოზებმა არ დაკარგეს პოპულარობა ინგლისში[28]; ფერიები არიან დაღუპულები და წმინდანები ითვლებიან მღვდლების მონაგორ სისულელედ, წმინდა გიორგის — უბრალოდ სახელია ყველასთვის, შუა საუკუნეების სპეციალისტების გარდა როგორიცაა ბატონი მეიჩენი. ამიტომაც, ის ამოაგდეს ამ ამბავიდან. «მშვილდოსნები» გახდნენ «მონსის ანგელოზები», სიუჟეტი განიცდის რესტავრაციას და მიექანება წინ. ის ხდება ციტირებული «სიმართლში» «ნიუ-ჩერჩ უიკლში», «ჯონ ბულში» «ყოველდღიური ქრონიკაში», «პელლ მელში» — და ყველგან განიხილება, როგორც ჭეშმარიტება.
ეპისკოპოსი უელდონი, ეპისკოპოსი ტეილორი სმიტი (მთავარი კაპელანი), დოქტორ ჰორტონი, სერ ჯ. ს. რიკკეტი- ყველა ეს დიდი რეპუტაციის მქონე ღვთის მეტყველები ქადაგებდნენ მთელ ინგლისში. კანონიკ ჰენსლი ჰენსონმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა ამ ისტორიის, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენჯერმე მას შეემთხვა უბედურება, როცა ის ცდილობდა ერეტიკოსტა რჯულის შეკავებას!
გამოცემა «ივნინგ ნიუსი» დაბომბეს წერილებით ამ საკითხზე, საზოგადოების ფსიქიკური კვლევების ცენტრიც კი უძლური აღმოჩნდა გარკვეოდა ამაში. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ მაუჩენი რეგულარულ უარყოფდა ამ სულელურ გამოგონებას ის ყველგან მიღებული იქნა როგორც დადგენილი ფაქტი.
ერთადერთი მცდელობა, რათა დეტალურად განმარტება ეს მოვლენა ცადა მის ფილისს კემბელმა, რომელიც იყო ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი, მაგრამ ყოფილიყო ის უფრო ბრძენი, ის თავის ინფორმატორებად დაასახელებდა ჯარისკაცებს რომლებსაც ღირსების ქვაში[29] ჩაწერეს. ეს იქნებოდა უფრო დამაჯერებელი, ვიდრე «ჯარისკაცები», ან «ლანკაშირში დაჭრილი», ან «გმირი რ. ფ. ა»«ან ექთანი».
ინგლისს ჯერა ყველაფრის, და რა თქმა უნდა (რადგან რწმენამ შეიძლება გადაადგილოს მთები), ეს ხელს შეუწყობს ალიანსის წევრებს გადაკვეთონ რეინი!


[1] ორიგინალური დასახელება «Three Great Hoaxes of the War», იანვარი, 1916, ინგლისურიდან თარგმანი და შენიშვნები Fr. Nyarlathotep Otis, ჟურნალი «აპოკრიფი» («Апокриф»), № 24, 11-20 აპრილი 2010, http://apokrif93.a-z-o-t.com/apokrif/24.pdf; თარგმანი ქართულად — K.I., 2013.
მიუხედვად იმისა რომ ეს სტატია დაწერილი იყო ასი წლის წინ მან მაინც არ დაკარგა თავისი აქტუალობა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას მსუბუქი რწმენის ადამიანებში.
[2] ინ. 20:29.
[3] მონსი (ასევე ბერგენი) — ქალაქი ბელგიაში, 50 კმ სამხრეთ დასავლეთით ბრიუსელიდან, დედაქალაქში, პროვინციაში ჰაინაუტი. 23-24 აგვისტოს 1914 წელს ქალაქი გახდა სცენა პირველი ბრძოლს — ბრიტანეთის არმიის, პირველი მსოფლიო ომში.
[4] უილიამ შექსპირის «მაკბეტი», აქტი I, სცენა 3 (თარგმანი მ. ლოზინსკის).
[5] მადამ დე ფჰები (1845-1916) — ფრანგი ჰირომანტი და წინასწარმეტყველიაცხადებდა, რომ იწინასწარმეტყველა ბურების და რუსების ომი, რუსების და იაპონელების ომი.
[6] ჯოზეფენ (ჯოზეფი) პელადანი (1858-1918) — ფრანგი სიმბოლისტი მწერალი და ოკულისტი, თანადამფუძნებელი და დიდი მაგისტრი კაბალისტების და როზნეკრეიცერების ორდენის, შემდგომში — დამფუძნებელი როზენკრეიცერების კათოლიკური და გრაალის ესთეტების ორდენის.
ტიტული სიერი (სარ) ეძლეოდათ ორდენის იმ წევრებს რომლებმაც მიაღწიეს მონათვლის უდიდეს ეტაპს. ციერი ნიშნავს რას შვილს (სა=შვილი; რ=რა). ეს სიტყვა აგრეთვე გამოიყენებოდა ძველ ასურელების ტიტულებში და ნიშნავდა “ჯადოქარს” ძველს სპარსეთში.
[7] (ფრანგული) ლიტერატორი, მწერალი, მთხვზელი.
[8] მაქს ნორდაუ (სიმხა მეერ (სიმონ მაქსიმილიან) ზიუდფელდი) (1849-1923) — ექიმი, მწერალი, პოლიტიკოსი და თანადამფუძნებელი საყოველთაო სიონისტური ორგანიზაციის. «დეგენერაცია» (Entartung, 1892) — მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი. ავტორის მკვეთრად აკრიტიკებს ე. წ. დეგენერაციულ ხელოვნებას და აყალიბებს მისი ინდივიდუალურ ხედვას სოციალურ პრობლემებზე, XIX საუკუნის ევროპაში.
[9] იხილეთ შესავალი. 39:1.
[10] სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით გვეპოვა სახელი ჯუნო ამ კონტექსტში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ სახელი მარდუკს, თავად ატარებდა პელადანი (ბიბლიური მეროდახ ვალადანის  მსგავსად, ის ბალადანის ვაჯი და ბაბილონის იყო თუ არა ფრანგ როზენკრაიცერებს შორის ორი მეროდახა, ეს ყველაფერი კროულის შეცდომაა თუ შეგნებულად გადადგილა სახელები, უცნობია.
[11] შარლ-გენრი დიუპონი (???-1960) — ფრანგი ოკულტისტი, ერთ-ერთი ალტერნატიული კაბალისტური როზენკრეიცერების ორდენის წინამძღვარი.
[12] (ფრანგული) «უზენაესი ვიცე».
[13] ვოლტრუიზმი — ხელოვნების მოძრაობა ინგლისში, 1912-1915 წლები. ფუტურიზმის მაგვარი.
[14] მედიევისტიკა — ისტორული მეცნიერების განყოფილება რომელიც შეისწავლის შუა საუკუნეებს და აგრეთვეშუა საუკუნეების ხელოვნების მიმართულებებს.
[15] საკრომენტალიზმი — დოქტრინა ღვთის სულიერი ყოფნის წმინდა მესის დროს.
[16] დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ(«მშვილდოსნები და სხვა სამხედრო ლეგენდები») აქ: http://www1.lib.ru/INPROZ/MEJCHEN/angels.txt.
[17] (ლათ.) «წმინდა გიორგი დაეხმარება ინგლისელებს».
[18] ბრძოლა კრესთან, ჩრდილოეთ საფრანგეთში, მოხდა 1346 წლის 26 აგვისტოს და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ას წლიან ომში. ახალი იარაღის და ტაქტიკის შერწყმამ, რომელიც გამოყეებულ იქნა ინგლისელების მიერ ბეძოლაში, გააკეთებინა დასკვნა მრავალ ისტორიკოს იმის თაობაზე, რომ კრესის ომი იყო რაინდობის დასასრულის დაწყება.
[19] პუატიეს ბრძოლა მოხდა 1356 წლის 19 სექტემბერს და არის 100 წლიანი ომის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დამთავრდა საფრანგეთის არმიის ინგლისელების მიერ სრული განადგურებით.
[20] ბრზოლა აზენკურესთან — მოხდა 1415 წლის 25 ოქტომბერს, საფრანგეთისა და ინგლისის არმიებს შორის. ის ას წლიანი ომის შემადგენელი ნაწილია. ამ ბრძოლის განსაკუთრებულობა ის არის, რომ ფრანგების არმია, რომელიც ფლობდა დიდ რიცხობრივ უპირატესობას, დამარცხდა და განიცადა დიდი დანაკარგი. დინაკარგთა შორის ასეთი დიდი დისპროპორცია (რამდენიმე ათასი ჯარისკაცი საფრანგეთის მხრიდან და სულ რაღაც რამდენიმე ასეული ინგლისელების არმიიდან) იმის გამო მოხდა რომ ტაქტიკურად მართებულად გამოიყენეს ინგლისელებმა მშვილდოსანთა დივიზია რომელიც აღჭურვილი იყო გრძელი მშვილდებით.
[21] ელი — სიგრძის ერთეული, მანძილი შუა თითიდან და მხარის ზედა წერტილამდე, ინგლისში შეადგენს 45 დიუმს ან 114 სანტიმეტრს, შოტლანდიაში 37 დიუმს ან 94 სმ.
[22] თომას ატკინსი — ტიპიური სახელი უბრალო ინგლისელი ჯარსიკაცის.
[23] აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში მეიტჩენის პასუხი მოყვანილი ალისტერი კროულის მიერ, უბრო მძაფრია, ვიდრე მეიტჩენმა დაწერა «მშვილდოსნების» წინასიტყვაობაში. ორივე ავტორი იყო ნაცნობი, რადგან ორივე შედიოდა ოქროს ორდენში, შეიძლება ვივარაულდოთ, რომ კროულმა მიიღო მეიტჩენისგან უფრო დეტალური ინფორმაცია, ვიდრე იყო მოყვანილი ოფოციალურ წინასიტყვაობაში.
[24] იხილეთ ბიბლიაში 14:19-20: «გადმოაგო ანგელოზმა თავისი ნამგალი მიწაზე და მოკრიფა მიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში; და დაიწნება საწნახელი და ქალაქგარეთ და გამოვიდა სისხლი საწნახლიდან და მისწვდა ცხენების აღვირებასაც კი, ათას ექვსას სტადიონამდე».
[25] ალფრედ პერსი სინნეტი (1840-1921) — ინგლისელი მწერალი და ტეოსოფი.
[26] ამ ლეგენდის მიხედვით, სკეპტიკოსთთა ჯგუფი რომელიც მტრულად იყო განწყობილი ბლავატსკის შემოქმედების მიმართ, გაემგზავრნენ პიკნიკზე და კომპანიისთვის დაპატიჟეს ელენა პეტროვნა, რომ დაეკითხათ ის, თუ რატომ მრავალი ადამიანი საუბრობდა ბლავატსკის ფენომენზე, ელენას თითქოს არ დაუწყია მათთან კამათი და მხოლოდ ანიშნა მათ ხეზე და უთხრა, რომ ეთხარათ იქ, რათა ეპოვათ ჩაის ჭიქა, რომელიც ოდესღაც მათ დაკარგეს. გადმოცემებიდან ცნობილია, რომ ჭიქა ზუსტად იმ ადგილას იქნა ნაპოვნი.
[27] (ფრანგულიდან) გონიერი საფუძველი.
[28] ერთ-ერთი მიზეზი, შეიზლება დავარქვათ მათი როლი ინგლისის ტოპონიმად-ანგელოზების ქვეყნად.
[29] ღირსების ქვა — დაღუპულთა სია.

http://apokrif93geo.wordpress.com/2013/10/08/sami_diadi_mistipikatsia_pirveli_msoplio_omis/

ჟურნალი "აპოკრიფი" იწვევს თანამშრომლობისთვის ავტორებსა და მთარგმნელებს, რომლებიც წერენ ქართულად. მოგვმართეთ:93in39@gmail.com (სასურველია წერილები რუსილ ან ინგლისურ ენებზე)
         Back to top Go down
 

სამი დიადი მისტიფიკაცია პირველი მსოფლიო ომის

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

 Similar topics

-
» პირველი არხი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: რელიგიურ მაგიური მიმდინარეობები-
ზევით

ქვემოთ