function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
               
 

 ელიას ოტისის ინტერვიუ ჟურნალი «კუდესნიკისთვის» («Кудесник»)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         apokrif
                        სტუმარი
            სტუმარი


   
      Профиль         
     
PostSubject: ელიას ოტისის ინტერვიუ ჟურნალი «კუდესნიკისთვის» («Кудесник»)    ელიას ოტისის ინტერვიუ ჟურნალი «კუდესნიკისთვის» («Кудесник»)  Icon_minitimeTue Jan 14, 2014 4:09 am

1
ელიას ოტისის ინტერვიუ ჟურნალი «კუდესნიკისთვის» («Кудесник»)
(მთარგმნელი K.I.)
ანტონი ბანდურკო (ა.ბ.): გამარჯობათ ოტის. მოყევით თქვენ გამომცემლობაზე.
Fr. Nyarlathotep Otis (ნ.ო.): ჩვენი ჟურნალი დაარსდა 2005-2006 წლის ზამთარს. ეს არ არის ჩემი პირველი პროექტი, იმასაც ვიტყვი, რომ ოკულტური თემატიკის პროექტები ადრეც მქონდა გაკეთებული: კიდევ ერთი წლისთავი — 20 წელი,რაც პირველი პროექტი შეიქმნა, ფილოსოფიური კუბი «სამყაროს» მიმოწერებზე, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე წელიწადი იარსება, მაგრამ საძირკველი ჩაუყარა მთელ ჩემს პროექტულ მუშაობას და რომელმაც მომცა მე დიდი გამოცდილება, რაც იმ პერიოდში ძალზედ მჭირდებოდა. სხვა პროექტების შორის (მათი რაოდენობა, ალბათ, უკვე ოცია) შეიძლება დასახელდეს, ვთქვათ, ლიტერატურული ალმანახი «ლალანგამანის» («Лалангамена»), მცდელობა რომ შეიქმნას კანონი ლავკრაფტურლი მითოლოგიის «მკვდრების პაქტი» («Завет Мёртвых») და ცნობილი როკ ჯგუფის «ცეცხლის სამყარო» («Мир Огня»). პროექტები იყო სხვადასხვა მიმართულების, განსხვავდებოდნენ ისინი თავისი მომცველობით, თავისი ხარისხით, თავისი არსებობის ხანგრძლივობით და თავისი «ავტონომიურობით», ჩემგან დამოუკიდებლად,ან ჩემი მონაწილებით მათში. «აპოკრიფი» («Апокриф») მათ შორის, ალბათ, ყველაზე წარმატებულია, რიგ მიზეზების გამო. ერთი მხრიდან, აქ (თუ ვიგულისხმებთ არამარტო ჟურნალს, არამედ საიტსაც) მე შევძელი შემეგროვებინა სხვა პროექტებიც, მათ შორის, უკვე დახურულებიც (ან, როგორც მინიმუმ, «გაყინულები»): იქ არის ალმანახის სექცია, «ლალანგამენა», სექცია «ტანელორნი» («Танелорн») (ანთოლოგია რუსულენოვანი ფინური შემოქმედების, მაიკლ მურკოკის (Michael Moorcock) მოთხრობების მიხედვით), რამდენიმე უნიკალური მუსიკალური კოლექცია, კალინინინგრადის კოლეჯის პროექტი «თელემა-93» და ა.შ. სხვა, ჯერ კიდევ არაინტეგრირებული პროექტები შეიძლება იყოს ადვილად დამატებული იქ, ამავე სქემით. სხვა მხრივ,»აპოქრიპი» საუკეთესოდ ასახავს ჩემ განვლილ გზას. როგორც მაგის, პოეტის (ამ სიტყვის ფართო გაგებით — როგორც ლიტერატურაში საერთოდ, მაგრამ ზოგჯერ, როგორც ლექსის მთხზველს) და საზოგადო მოღვაწეს, ხოლო წინა პროექტები, როგორც წესი, ეხებოდნენ მხოლოდ ზოგიერთ ჩემ «განსახიერებას». როგორც იქნა ეს ჟურნალი გახდა წარმატებული მრავალი ფორმალური მიზეზის გამო: მას აქვს დიდი აუდიტორია, ის არსებობს ექვს წელზე მეტხანს, ჩვენთან გამოქვეყნდა მრავალი ცნობილი ოკულტისტი და აკადემიური მეცნიერებების მოღვაწეები, და ბოლო ხანებში ჩვენ უფრო შევისწავლით «რეალს» (ვთქვათ, წელის იქნება გამოქვეყნებული ხუთტომეული, ჩვენი ჟურნალის მასალებზე დაფუძნებული, მაგიის რიტუალებზე, ქაოსის მაგიაზე, უძველესი, დემონოლოგიური და ასტროლოგიური მედიცინის, მსურველებს უკვე შეუძლიათ დატოვონ თავისი შეკვეთები მასზე, ხოლო გაეცნო უფრო ფართოდ შეიძლება აქ: http://eredraug.livejournal.com/458993.html).

ალბათ, ერთ-ერთი მთავარი თემატური თავისებურება «აპოკრიფის» — ეს ის არის, რომ ის არ არის მიბმული რომელიღაც კონკრეტულ იდეოლოგიასთან ან ტრადიციასთან. ჩვენ ვცდილობთ რომ გამოვაქვეყნოთ მასალა რაც შეიძლება სხვადასხვა სისტემებით, ქრისტიანობიდან (ჩვენ გაგვაჩნია კიდეც სპეციალური რუბლიკა «ქრისტეს თქმულება») სატანიზმამდე და ტრადიციონალიზმიდან, ტრანსგუმანიზმამდე. ვიღაცას მოეჩვენება ეს უცნაური, ზოგი კი აღითქვამს ამას როგორც «ნაზავს» (ასეთი ხალხი, ალბად, მხოლოდ მოიფხანენ კეფას, გაგებისას, ვთქვათ, რომ ახლახანს მე გამოვედი კომუნისტების მიტინგზე, მკვეთრი კრიტიკით ორგანიზებული რელიგიების, რომლებიც გამოიყენებიან, როგორც ინსტრუმენტი, რომ გაასულელონ, და იმ საღამოსვე «თელემა-93» ფარგლებში წავიყვანე ლექცია იუდაიზმის და ქრისტიანობის საფუძველებზე, რასაც კითხულობს ხალხი, რომლებიც იყვნენ დაფასებული თავის რელიგიურ თემში). მათ თავში ეს არ ჯდებოდა (როგორც მახსოვს, როგორ არ უჯდებოდათ თავში, რომ მე მწვანე ლენტით სოლიდარობის ვუცხადებდი ლივიელ მოსახლეობას და მის ლიდერს, თან დამქონდა თეთრი ლენტაც პროტესტის ნიშნად ჩვენი საკუთარი «ნაციონალური ლიდერის». ჩემთავის ასეთი ჟურნალის პოლიტიკა არის, უპირველესყოვლისა, მცდელობა მისცე მკითხველს საშუალება თვითონ გაერკვას ადამიანის მრავალფეროვნულ ფილოსოფიურ აზრებში და გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ადამიანს დღეს არ შეიძლება დაარქვა სრულიად განათლებული, თუ არ წაიკითხავს ბიბლიას, ყურანს. ბხაგავატგიტას, დხამმაპადს, ედდს, კროულის შემოქმედებას, ლავეის. ბლავანტსკოის, დოკისის — როგორი აზრისაც არ უნდა იყოს ადამიანი მათზე. როგორც არცერთ ქრისტიანს, არცერთი მუსულმანს, არცერთ კერპთაკვანისმცემელს ან ათეისტს არ შეუძლია ჩათვალოს თავისი შეხედულებები სრულიად გათვითცნობიერებულად, თუ ის არ არის გაცნობილი, საწყისი ტექსტებით, მანამ სანამ ის დაირქმევს თავს ქრისტიანად, მუსულმანად, წარმართად, ათეისტად ან ვინე სხვად. ზუსტად ამის გაგებაში ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ.
ა.ბ.: რა აუდიტორიაზე არის გათვლილი თქვენი ჟურნალი?
ნ.ო.: ჩვენი მთავარი აუდიტორია ორ კატეგორიად იყოფა. ერთი მხრიდან (და ალბად, უმათავრესად), ეს არის ახალგაზრდა ხალხი, რომლებმაც ბოლომდე არ გადაწყვიტეს თავისი მიმართულება, მაგრამ მზად არიან უყურონ ცხოვრებას გახსნილი თვალებით და ამოირჩიონ ყველგან, თუ რაც შეესაბამება მათ, და არამარტო ის რაც სასიამოვნოა მათ სოციალურ და რელიგიურ გარემოცვაში. სხვა მხრივ, ეს არის ხალხი რომლებიც მტკიცედ დგანან თავის შეხედულებებზე (ხალხი არამარტო ოკულტური და მისტიკური), ხალხი, რომელიც ცდილობს გააღრმავოს თავისი ცოდნა საკუთარი მსოფლმხედველობის კონტექსტიდან, აგრეთვე სისტემებში და ტრადიციებში ჩაღრმავდნენ.
ა.ბ.: რატომ იყო არჩეული ზუსტად ასეთი ფორმატი?
ნ.ო.: მე დარწმუნებული არ ვარ, რომ იყო არჩეული:) პირველი 12 ნომერი მე დავდე მხოლოდ ჩემი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ პოტენციალი. ეს იყო ჩემი სტატიები, მიმოწერები, ესსები და ხანდახან — ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები, რაღაც ეტაპზე გამოჩნდა საჭიროება, რომ დაიდოს ეს ყველაფერი ერთ ბმულად, უპირველესყოვლისა იმათთვის, ვისაც სურადთ ჩემთან სწავლა. მაშინ მეც დავდე რამდენიმე ჩემი ნაშრომი, ყდაზე «აპოკირფის» სათაურის გარეშეც კი. ალბად, მესამე თუ მეხუთე ნომერზე, ბოლო გვერდზე გაჩნდა სია «წინაზე «აპოკიფის» სერიებში», და ასე იყო 12 ნომერამდე. მერე კიდევ მივიღე 0° Ordo Templi Orientis, მე გადავწყვიტე გამეცოცხლებინა და გადამეკეთებინა ეს პროექტი და გავხადე ის უფრო «საჯარო» ავტორებისთვისაც და მკითხველებისთვისაც. ამისთვის გაკეთდა საიტი, ძველი ნომრები იყო თავიდან გამოცემული, ზოგჯერაც კი გაფართოებული, მეორე სიცოცხლე (2010 წლის 2 მაისამდე) ქვეყნდებოდა ძირითადათ ჩემი, ჩემი მოსწავლეების და მეგობრების ნამუშევრები, მერე მანდ მიიღო საშუალება გამოქვეყნების ნებისმიერმა, ვინც გამოგვიგზავნიდა საკმარისი ოდენობით ხარისხიან მასალას. რაც ეხება «ფორმატებს», ჩვენ რგულარულად ვატარებთ ექსპერიმენტებს, ვთქვათ, კოლეჯის გაკეთების შემდგომ დავიწყეთ ლექციების ჩანაწერების გამოქვეყნება, როგორც თავისნაირი აუდიოპროგრამა.
ა.ბ.: თქვენ ჟურნალს ქარიზმატული სტილი აქვს, ვინ მოიფიქრა ინფორმაციის გადმოცემა ასეთ სტილში?
ნ.ო.: ბოლომდე არ მესმის ქარიზმატულობის გაგება ჟურნალისთვის, მე ვიტყოდი, ჩვენი ჟურნალი არის ძალზე ქაოტური, სტილი (თუ ვიმსჯელებთ ტექსტულ დანამატებს) არ ყალიბდება სპეციალურად, ჩვენ არ გვყავს მუდმივი კორესპოდენტები, ჩვენ ვარსებობთ იმაზე, რასაც გვიგზავნიან მკითხველები (მაგრამ, რათქმაუნდა, დროდადრო მე თვითონვე ვწერ). თუ ვილაპარაკებთ «მოიგონაზე», ჟურნალს მე ვათრევ პრაქტიკულად მარტო, თუ არ ჩავთვლით ჩვენ ვებ-პროგრამისტს და ჩვენ ავტორებს, მთარგმნელებს, მხატვრებს. მათ შორის არის მეტნაკლებად მუდმივი, ისინი, ალბათ აძლევენ სტილს.
თუ ვიმსჯელებთ სტილზე, როგორც გარეგან გაფორმებაზე, მაშინ, სამწუხარიდ მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქ რაიმე სტილი. ამდენი იმფორმაციის გაშვება თავისთავში ყოველთვიურად და პრაქტიკულად მარტომ — არაა დრო კინძვისთვის, საჭიროა გაკეთდეს ალბათობაზე და სწრაფად. მინდა ოდესმე შევიძინო მკინძველი (მე ვიცი უკვე თუ როგორ იქნება, მაგრამ გაფორმებაზე დროს ვერ ვიხელთებ)…
ა.ბ.: რომელი რუბრიკა «აპოკრიფიდან» თქვენ მოგწონთ ყველაზე მეტად?
ნ.ო.: შემიძლია გამოვყო ორი. პირველი, ეს არის საავტორო რუბრიკა ვლადიმერ გოლშევის «ქრისტეს თქმულება». უკვე იმიტომ, რომ მე ვარ ათეისტი, ანტიკლერიკალი, ანტიქრისტიანი, ოკულტისტი, ჟურნალში მთლიანად ქრისტიანული რუბრიკის ჩასმით, რამეს უნდა ამბობდეს. ეს რუბრიკა — თანმიმდევრულად ქრისტიანული (და ამასთან ერთად თანამედროვე) შეხედულება მრავალ დღევანდელ პრობლემაზე, და მათ შორის ქრისტიანულზეც, უპირველესყოვლისა, რუსულ ქრისტიანობაზე. ალექსანდე მენიუს, იაკობი კროტობის ან სერბეთის პატრიარქის პეტრეს ნაირად, გოლშევი ჩემთვის ქრისტიანის ნამდვილი ნიმუშია, ამდაგვრი სიტყვების შერწყმა სიტყვა «ნამდვილი» ჩემთვის ყოველთვის გდამწყვეტია ვიდრე მეორე: ნამდვილ სატანისტთან, ნამდვილ ბუდისტთან, ნამდვილ ჯადოქარი, ათეისტთან, ქრისტიანთან მე უფრო ადვილად ვიპოვი საერთო ენას (ალბად, ისინიც ერთამნეთს შორის) ვიდრე ყოვლისმომცველ «არ მცოდნეს».
მეორე რუბრიკა, რომელიც მსურს ავღნიშნო «სიცოცხლე შესანიშნავი ბოდხისტების». ეს არაა მხოლოდ რუბრიკა, თავის მხრივ ცალკე პროექტიც — მოხკელ ბიოგრაფიები სხვადასხვა ისტორიული, მითოლოგიური, ზოგჯერ ლიტერატურული პერსონაჯებისაც კი. რუბრიკის საფუძველი გახდა სია წმინდანები თელემითური გნოსტიკო-კათოლიკური ეკლესიის, რომელიც იყო გაფართოებული, რამდენიმე პიროვნების მიერ, რომლებიც არიან დაფასებულები სხვადასხვა თელემურ ოგრანიზაციაში. ამ წელს პირველი სია დასრულდა, მეორეს საფუძველი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ზოგიერთი ტულკუს ხაზი (ბუსიდისტური რეინკარნირებულ ლამებს) და რამდენიმე სულის ტრადიციის გადაცემის საშუალება. ამ რუბლიკაში არის ომებიც, ჯადოქარი, მეფეებიც, მრუშები და კითხვაა იმაში თუ რატომ აღმოჩნდა + ამ სიაში ესა თუ ის ფიგურა — თავად მნიშვნელოვანი თემაა მედიტაციისთვის.
ა.ბ.: როგორ მოგივიდათ იდეა გადათარგმნოთ წიგნები, რომლებიც ჯერ არ გამოსულან რუსეთში.
ნ.ო.: ყველაფერი დაიწყო ალან ბანეტის ნამუშევრებით, ის იყო ალისტერ კროულის მასწავლებელი. საქმე იმაშია, რომ ჩემთვის ეს არის გამორჩეული პერსონაჟი, ის არის ჩემი რეინკორნაციის სიაში. (რამდენადაც ეს არის ობიექტური და თუ როგორ კომბინირებს ისმათან, რომ მე არ მჯერა გარდასახვა — კითხვა არის გამორჩეული და ძალიან გრძელი). 2005 წელს მე ვთარგმნე მისი ორი ნამუშევარი — ერთი ბუდიზმზე, მეორე — კაბალაზე, რომლებიც გამოვიდნენ «აპოკრიფის» მეხუთე ნომერში. თარგმანი იყო ძალზედ სუსტა და О.Т.О.-ში გაწევრიანების მერე მე მომიწია გამეკეთებინა მისი მეორედ რედაქტირება, და მაგასთან ერთად მეთარგმნა მესამე ტექსტი ბენნატის, რომელიც იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი — უმაღლესი გენიის ინვოკაციაზე. სადღაც 2008-2009 წელს მე გავმართე მიმოწერა ანნა ნენსი ოუენთან (მან გადათარგმნა სკანდალურად ცნობილი «სატანისტური ლექსები» სალმან რუშდის) და შევთავაზე ემუშავა მას ახალად შედგენილ ნეკრონომიკონის გადათარგმნაზე და როცა ეს სამუშაო შესრულდა (და ისევ ჩვენი ნათელობის პერიოდში) ჩვენ მასთან ერთად მოვკიდეთ ხელი კროულის რამდენიმე ნაშრომს. 2009 წლის ბოლოს ჩემი პარტნიორმა (ჩემი უმცროსი ცოლი. მე მყავს ორი ცოლი) მოამზადა თავისი ადრეული თარგმანი ჟურნალისთვის, ოქროს ცისკრის ორდენზე, და გადაიყვანა სტატია ენოქიანურ ჭადრაკად. აქაც იყო ყველაფერი ბუნებრივი, და მხოლოდ მერე ჩვენ დავიწყეთ თარგმანა მიზანმიმართულად და მკითხველებისგან თარგმნების მიღება.
წიგნების თარგმნა — კეთილშობილური საქმეა, მაგრამ იშვიათად დაფასებული. არც თუ ტყუილად ქრისტიანი მისსიონერებიდან ყველზე დიდ დაფასებას იღებდნენ ისინი, ვინც თარგმნიდნენ ბიბლიურ ნაწერებს ახალ ენებზე (რის გამოც ზოგჯერ უწევდათ ახალი ანბანის შექმნა) და აი ჩვენც ვცდილობთ. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ნათარგმნები არის ასირიული წიგნი «მაკლუ», რამდენიმე კროულის ნამუშევარი და ალბათ, ქაოს-მაგიური მატერიალები ტანატრეროსას ილუმინატების ორდენის.
ა.ბ.: მაგიის და ოკულტიზმის თემა, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უარყოფითად მიიღება მაღალ საზოგადოებაში, თქვენ რას პიქრობთ ამაზე.მათგან თუ არ მიიღება, ანუ არც უარიყოფა?
ნ.ო.: უფრო დიდ განსხვავებით ვიდრე მაღალი მეცნიერებით, ოკულტიზმი ყოველთვის იყო და არის დღეს დღეობით რელიგიასთან დაკავშირებული, განსაკუთრებით ორგანიზებულ, «ავრაამისებულ» ქრისტიანულთან და ისლამურთან. ისინი — პირდაპირი კონკურენტები არიან ორგანიზებული რელიგიის, უპირველეს ყოვლისა, «ოფიციალური» და «სახელმწიფოებრივი». მაგია, როგორც მეცნიერება და როგორც საზოგადო ჰუმანიზმი, აკეთებს აქცენტს თვითგაწვრთნაზე, თვითგანსწავლულობაზე, საკუთარ თავის გაზრდაზე, რელიგია კი ცდილობს,რომ ეს ყველაფერი გადასცეს მღვდლებს და დოგმატებს. მაგია ცდილობს განიხილოს მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები, რადგან ისინი აფართოებენ ადამიანის შესაძლებლობებს, რელიგია კი, როგორც წესი, გადახრილია და გამოდის კლონირების, ნანოტექნოლოგიის, კოსმოსში ფრენის, ახალი სამეცნიერო კონცეფციების (გელიოცენტრიზმი, ევოლუციონიზმი) წინაამღდეგ, რადგან მეცნიერება გამოყოფს «ღმერთისგან თეთრ ლაქებს», სულ უფრო და უფრო შორს მივყავართ ცნობილი მსოფლიოსგან. მაგია როგორც მეცნიერება, ეძებს პასუხებს, რელიგია ეძებს იმას, თუ როგორ დაამტკიცოს ის, რისიც უსაფუძვლოდ ჯერათ.
მეცნიერებასთანაც მაგიას, რა თქმა უნდა, ბევრი კონფლიკტი აქვს, მათ შორის, მოუგვარებელიც, ეს პირველ რიგში არის მეთოდოლიგიის განსხვავებები და არა საერთო მიდგომები. იდეალში ოკულტიზმი უნდა მდებარეობდეს ფრონტის ხაზზე უცნობსა და მეცნიერულად გასაგებს შორის და როგორც წესი, უკვე ისტორიაში მომხდარა, ღირს დაასახელო ისეთი სახელები, როგორც ჯონ დი და ჯორდანო ბრუნო. ახლა უფრო ხშირად «ალტერნატიული მსჯელობის» უსწავლელნი ცდილობენ თავისი გონების ნაყოფს დაარქვან «ეზოტერიკული მსჯელობა» და ეს არის დიდი პრობლემა თანამედროვე ოკულტიზმის, მაგრამ ესე არის სიტუაციური პრობლემა და არა მსოფლმხედველური.
რაც შეეხება საზოგადოებას, როგორც ეგეთს, მაღალი საზოგადოება — ეს არ ნიშნავს, ვთქვათ ათეისტურ ან, მითუმეტეს, მატერიალისტურ საზოგადოებას. მაღალი საზოგადოება განსხვავდება ტეოკრატიულისგან, უპირველეს ყოვლისა, ნამუსის თავისუფლებით და აღმსარებლობით და მაღალი საზოგადოების მშენებლობა საწინაამღდეგო მოქმედება თეოკრატიული ბნელეთის — არის ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი მიზანი.
ა.ბ.: თქვენ მაგი ხართ?
ნ.ო.: კი (აქ, რა თქმა უნდა, ნახევარი მკითხველებისა იტყვიან — «რადგან ამბობს, რომ მაგია, ნიშნავს, რომ არაა მაგი» მეორე ნახევარი «მაშინ დაწყევლის რამეს», მაგრამ ეს მათი სექსუალური სიძნელეებია.) კითხვა, რა თქმა უნდა, დასმულია ცოტა არაკოკექტულად, საჭირო იყო თავიდან მოგვეცა მაგიის და მაგის განსაზღვრა, მაგრამ მე ამ არაკოექტულობას გამოვიყენებ როგოც განსხვავებას და იმ გაგებისაგან გამომდინარე, რომლებსაც მე ვიყენებ და რომელიც ცოტა დაფუძნებულია «მაგიები თეორიაში და პრაკტიკაში» ალისტერ კროულის: მაგია — არის მეცნიერება და ხელოვნება, გამოიწვიონ ცვლილება საკუთარი ნებისამებრ. ამიტომაც მაგი ჩემთვის არის. უპირველეს ყოვლისა, ის ვინც ისწავლა თავისი ნების გაგება და მოქმედებს მის მიხედვით, სიძნელეების მიუხედავად.
ა.ბ.: თქვენ გაქვთ უფასო გამომცემლობა, მაგრამ, როგორც მე ვიცი, ჟურნალის გამოცემა საკმაოდ ძვირია. საიდან შოულობთ ფინანსებს ამისთვის?
ნ.ო.: მე მიყვარს გადამეტებული სიამაყით ლაპარაკი, რომ ჟურნალის რეკლამური კომპანია თავისი 6 წლის მუშაობის მანძილზე დაჯდა 90 რუბლი (ზუსტად ამდენი დავხარჯე მთელი დროის მანძილზე, ერთჯერადი გაპიარებისთვის კონტაქტებში). სხვა ჟურნალის პიარი — ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ ყოველ თვეს ვღებულობთ უნიკალურ მასალას, პლიუს «სარაფანის რადიო» უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ავტორების მხრიდან. ზუსტად ასეა მატერიალის მიმართაც: ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიღებთ ფულს ჩვენი მკითხველებისგან, ასევე ჩვენ არ ვუხდით ფულს მწერლებსაც. ჩვენ, ნებისამებრ გვიგზავნიან სტატიებს, ჩვენი ადმინი მოხალისეობრივად (დაახლოებით როგორც მე) მუშაობს ჩვენ საიტზე, პერიოდულად მას უგზავნიან ილუსტრაციებს და ა.შ. მხოლოდ ბოლო წლის მანძილზე ჟურნალმა დაიწყო რამენიმე მანეთის მოტანა: ჩვენი მკითხველების შემოწირულობა (საიტზე და ჟურნალში მითითებულია ანგარიშები) და გამოცემული წიგნების გაყიდვამ.
ეს კი ცოტაა, მაგრამ უკეთესია ვიდრე არაფერი. კარგ ვარიანტში, მე დამაკმაყოფილებდა ყოველთვიურად 60 ათასი რუბლის შემოსავალი, რომ შესაძლებელი იყოს გარე ხალხის სამუშაოებისგან უარი გვეთქვა და ასევე გვქონოდა საშუალება გვყავდეს შიდა შტატში დიზაინერი და ვებ-მასტერი, ასევე გვქონოდეს საშუალება დარჩენილი თანხა — 15 ათასი რუბლის სახით, გადაგვენაწილებინა კორექტორებზე და სხვა საკმაოდ საჭირო დამხმარებებზე. ასეთ პირობებში მე შემეძლება გავაკეთო ჟურნალი ყოველკვირეული, ან მთავარი ჟურნალის გარდა, ყოველი თვე გამომეცა სამი თელემიტური, ლეტერატურული ან საინფორმაციო გამომცემლობა. ასეთ პირობებში მე შესაძლებლობა მექნებოდა ძალზედ გამეზარდა ჟურნალის ხარისხი, რადგან მეძებნა ღირსი ავტორები მე თვითონ. ამჯერად ყველაზე ძვირი დანახარჯი ჟურნალზე არის დრო, მხედველობა, ზოგჯერ ნერვები და ზოგჯერ «დაკარგული შესაძლებლობები», ზოგჯერ საოჯახო კამათები (მაგალითად, როცა მე ნახევარი წელი ვიჯექი არადამღლელ, მაგრამ ცოტა ანაზღაურებიან სამუშაოზე,რომ მქონოდა საშუალება,მეტი დრო და ღონე დამეთმო ჟურნალისთვის; ზუსტად ამ ნახევარ წელიწადში, მე ფაქტირუად, გავუკეთე ჟურნალს სახელი, რომელიც ახლა ნელ-ნელა იწყებს ფულის ერთეულებში ზრდას). მაგრამ «აპოკრიფი» ჩემთვის — საჭირო ინსტრუმენტია, რომ ჩემი დიდი მუშაობის რეალიზაცია მოვახდინო, ამ დროს სამუშაო კი მხოლოდ საშუალებაა უზრუნველყოს მომავალი, ამიტომ ზოგჯერ საჭიროა შეწირო ნაკლებად ფასინი, უფრო ფასიანს.
ა.ბ.: 70 გამოცემა — ეს ხუმრობა არაა. საიდან იღებთ შთაგონებას?
ნ.ო.: ფაქტიურად უკვე 110-იც, თუ ჩავთვლით თემატურ დანართებს (ბიბლიოთეკა და პარალელური პროექტები არ ითვლება). მაგრამ აქ შთაგონებაზე ლაპარაკი არ გვიწევს, ეს ხომ არ არის 50 ტომი საავტორო გამოშვება «შთაგონაბა ჩემ საკუთარ მოთხრობებში, ოკულტურ და ლიტერატურულზე» — ეს ცალკე სალაპარაკოა). ყველა სტატია — შთაგონება, უპირველეს ყოვლისა, მისი ავტორია და არა რედაქტორი. რედაქტორისგან მოითხოვება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, მუშაობის უნარი, თვითგამოდება, გემოვნება და სხვა არანაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად შემოქმედებითი უნარი.
ა.ბ.: თქვენი ჟურნალის პირველ გამოცემებზე, ყდაზე იყო ესეთი ფრაზა: იუმორისა და საღი აზრისთვის, გააკეთე რაც გსურს — გსურდეს შეუძლებელი!» როგორ იმოქმედა და რატომ ამოიღეთ ეს ფრაზა მომდევნო ჟურნალებიდან?
ნ.ო.: ეს (ორი ფრაზაა და არა ერთი) არსად არ გაქრა, უბრალოდ გადაადგილდნენ ყდიდან სატიტულო ქაღალდზე. პირველი ფრაზა უზრუნველყოფილია განმარტებით, რომელიც არ მქონდა ამ ფრაზის შექმნისას, მაგრამ გამოდგა მოსახერხებელი — კროულის ციტატა — «მაგია ცრემლების გარეშე» — ზუსტად იუმორზე და საღ აზროვნებაზე.
რაც ეხება წარმოშობას, პირველი გაჩნდა «გააკეთე რაც გსურს — გსურდეს შეუძლებელი!». ეს რა თქმა უნდა, გადმოფრაზირებულია თელემის კანონიდან («გააკეთე რაც გსურს — ასეთია მთელი კანონი»), და აზრი ამის იმაში კი არაა, რომ ისურვო შეუძლებელი (ანუ დაისახო მიზანი, რომელიც აჭარბებს შესაძლებლობებს — რადგან ყოველთვის გქონდეს თუ სად მიისწრაფოდე) არამედ იმაში, რომ იმისდა მიუხედავად, შეუძლებელია თუ არა ეს გასაკეთებლად შენ მაინც უნდა გააკეთო (გსურს-ანუ, აკეთე). ეს დევიზი — ყოველდღიური დევიზია, «მშვიდობიანი» ამავდროულად ბრახმატული. ჟურნალის მიზანია, ამ დევიზის ქვეშ ოკულტური კურთხევა, მკითხველების დახმარება პიროვნულ განვითარებაში. მეორე «იუმორისა და საღი აზრისთვის!» დევილი არის მებრძოლური, კშართრიული, ის არ უნდა დავივიწყოთ ახლა, როცა ყველაზე საძულველი საქმეები მიმდინარეობს სერიოზული სახით, საღი აზრი კი ჭუჭყში ითელება. ეს დევიზი — «ბოდხისტების» საბრძოლო დევიზია, «ტვინის მბურღველების» წინაამღდეგ მიმართული, მისი არსი ჟურნალში არის — პროპაგანდა დოგმატიზმის, ობსკურანტიზმის, ტოტალიტარული მსჯელობის წინაამღდეგ. ჩემი პირველი დევიზი, როგორც მაგის, ხოლო მეორე, როგორც საზოგადო მოღვაწის. ჩემი დევიზი როგორც პოეტის არ ჟღერს, არამედ არის ამ ორ დევიზს შორის.
ა.ბ.: თქვენ საიტზე არის განყოპოლება «ჟურნალის დარბაზი» იქ, მიუხედავათ თქვენი მასალისა არის ბევრი სხვა ჟურნალი. ეს თქვენი პროექტებია თუ თქვენთან მეგობრული?
ნ.ო.: ალბად, უფრო სწორედ იქნებოდა, რომ ესნი არიან ჩვენი საბრძოლო მეგობრები. ეს სხვა და სხვა ჟურნალებია ოკულტირუ, ეზოტერიკული, პილოსოპიური, რელიგიური ტიპის, რომლებიც არ არიან ყოველთვის ახლოს ჩვენი სტილის და აზრის, მაგრამ ახლომდებარეა თემატურად. ეს გამონაყოფი, როგორც მუსიკალური, უფრო შეიძლება დავარქვათ «კოლექცია», პირდაპირი კავშირი მე მაგათთან არ მაქ, გარდა რამდენიმე მათგანისა (ვთქვათ, «იო პან») არის რამდენიმე ჩემი სტატია «გვირაბი» («იბისი») რომელბიც ადრე იყო განთავსებული მხოლოდ ვორდში, ერთ დროს მე გადავიყვანე pdf.
ა.ბ.: რას ნიშნავს თქვენი გერბი?
ნ.ო.: ჩვენ ვიყენებთ ორ ემბლემას — ლამენს, კალინგრადის სამუშაო ჯგუფის «93 in 39» («თელემა კალინგრადში») და «აპოკრიფის» ლოგოტიპს დროულად ლანემი, ეს არის სომბოლო, რომელიც, იმედი მაქ მომავალი О.Т.О.-ს (Ordo Templo Orientis, არ შეგვეშალოს О.Б.О. (თ.მ.ო.) — თეთრი მაიმუნის ორდენი) სიმბოლო იქნება, კალინგრადში.
მანდ არის კლასიკური მანდორა ლანემში О.Т.О., რომლის ქვევით — აღებულია იქიდანვე წმინდა გრაალი, და მტრედის მაგივრად — კელინსბერგის არწივი (მტრედი, როგორც სიმბოლო ჩვენ არ მოგვწონს, ჩვენ უფრო მტაცებლები ვართ და ადგილობრივი სიმბოლიკაც აღსანიშნია) და უდაჟეტის (გორის ოკა) მაგივრად — ქაოსის ვარსკვლავი ყოვლისმხედველი თვალით, ქაოსურ-ლავკრაფტიანული სიმბოლიკამ რომელიც ნიშნავს ქაოსურ — მაგიურ სპეციფიკურს ჩვენი ჯგუფისთვის.
არის კიდევ «აპოკრიფოს» ლოგოტიპი, ორი პირველი ასო ჩვენი «საფირმო» სათაურის რომელიც ანთია სამ ფოთლიანი ალი. სამეულიც და ცეცხლიც — ბევრის მნიშვნელი სიმბოლოებია, ყველაზე თვალნათლი მაგათგან გამოყენებადია ჟურნალისთვის — მეცნიერებათა კავშირი, რელიგიური მაგიური და ლუციფიცირებული, პრომეტეული ალი გონებისა, რომელიც ნათობს მის ზემოთ.
ა.ბ.: თვენ შეგიძლიათ მოყვეთ თეთრი მაიმუნის ორდენზე?
ნ.ო.: თეთრი მაიმუნის. ეს ვარ მე, ჩემი მოსწავლეები და მოსწავლეები ჩემი მისწავლეების. ჩვენ გვაქ რამდენიმე პროგრამული სტატია, რომლეთა შორის ერთ-ერთი არის ძირითადი — ჩემი «ტყვია ტვინის მბურღველებისთვის» (არაა ძნელი იპოვოთ სახელით). ძირითადათ ჩვენ ვურთიერთობთ დისტანციურად, თუმცა წინა წელს მე ჩავუტარე ორი კურთხევა რეალში — იმ მოსწავლეებს რომლებიც ყველაზე დიდ ხანს იყვნენ ჩემთან. ერთ-ერთი უმთავრესი ორდენის მისია არის შექმნას ავტონომიური ჯგუფები, სხვადასხვა დანიშნულების: ხელოვნური წრეები, კლუბი სექსუალური თამაშების, ოკულტური საზოგადოება, როკ ჯგუფები, სახალხო კომიტეტებიდა ა.შ. (ის პროექტები რომლებზეც მე ვსაუბრობდი ინტერვიუს დასაწყისში), — რომლებიც შესაძლებელი იყო რომ გამხდარიყვნენ საჯარო ცხოვრების ბირთვებად და მოემზადებინა «კრიტიკული მასა» მომავალი ცვლილებებისთვის. ო ხარისხის მიღება ხდება ინტერნეტში, ფორმალური გამოცდების გარეშე, ფორმალური статуты გაკეთებულია მხოლოდ 1 და ნაწილობრივ 2 ხარისხისთვის (ოთახიდან, თუ არ ჩავთვლით მორჩილს და მაგისტრს). სიმბოლიზმთან მიმართ ჩვენ ვართ ცეცხლმთაყვანისცემლები: იდეოლოგიიდან ჩვენ გვაქ რაღაცა დზენის, რაღაცა თელემიდან, საერთოდ — »სამყარო ძაფიდან», გამომდინარე ყველა ბირთვის თავისებურობიდან. თუ ავიღებთ ისტორიულ ანალოგებს, მაშინ მინდა შევადარო თ.მ.ო ილუმინატებთან (ანდაც, შეიძლება, რუსლულ ტამპლიერებთან. კერლინის და სოლოვიცჩის).მაგრამ ამჯერად ეს არის მხოლოდ ის რისკენაც ჩვენ მივიღწევთ და არა ის რაც ვართ დღეს დღეობით.
K.I. კითხვა სპეციალურად ჟურნალის ქართული განხრისთვის: თქვენი გეგმები საქართველოში და რა გსურთ უსურვოთ ქართველ მკითხველებს.
ნ.ო.: ქართული ჟურნალის განხრა, არის «აპოკრიფის» პირველი გამოცემა უცხო ენაზე. რამდენიმე თვის წინ ჩვენი მოხალისეების ინიციატივით, ჩვენ დავიწყეთ უკრაინულ ენაზე ჟურნალის გამოშვება. შემდეგ უკრაინულმა პროექტმა აჩვენა საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა და ჩვენ წამოვაყენეთ კითხვა თუ რომელი ქვეყნის მცხოვრებლები მოისურვებდნენ ჩვენი ჟურნალის წაკითხვას, თავის ენაზე და მზად იყვნენ თარგმნონ ჩვენთვის, ამაზე გამოეხმაურნენ საქართველოს რამდენიმე მოქალაქე. როგორც აღმოჩნდა მათთან ურთიერთობისას, ქართულზე არ არსებსბს არათუ დამოუკიდებელი არამედ თარგმნებიც კი ეზოტერიკული მსჯელობის. ესეც რაა, კლასიკური რელიგიური, ოკულტური, ფილოსოპიური ტექსტებიც არაა — დხამაფადი, ფხაგავატგიტა, ლემეგეტონი, ზოარი, ნიცშე, იუნგა, კროული და სხვა.! ამიტომაც ჩვენს წინაშე დგას თითქმის შეუძლებელი ამოცანა — მიუტანოთ ქართველ მკითხველს, სულ ცოტა მაინც კლასიკური და თანამედროვე მიმართულებების სულიერი აზრები. ამჟამინდელ ეტაპზე ეს ჩვენი შესაძლებლობეს ცდება. რაც ჩვენ შეგვიძლია — ეპიზოდური პუბლიკაციები ინდივიდუალური ნაშრომების, რომლებიც ხვდება ჩვენი მთარგმნელების ხელში. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ დროთა განმავლობაში ჩვენ შევქმნით ჟურნალის ქართულ ავტონომიურ ვერსიას, რომლის რედაქტორიც შეძლებს არამარტო გამოაქვეყნოს უკვე გამოცემული რუსულ ენაზე «აპოკრიფის» სტატიები არამედ გადათარგმნოს ქართულად კლასიკური ტექსტები და ჩაამატოს ქართული ავტორები. ანალოგიური გეგმაბე ჩვენ გვაქ სხვა უცხოურ ქვეყნებშიც.
K.I.: რას გსურთ რომ უთხრათ ჟურნალის პოტენციურ მკითხველებს და რას უსურვებდით მათ?
ნ.ო.: კითხვის ქვეშ დააყენონ ნებისმიერი იდეა, მაგრამ იყვნენ გადამწყვეტ მომენტში გამბედავები.

http://apokrif93geo.wordpress.com/2013/12/06/elias_otisis_interviu_zhurnali_kudesnikistvis/

ჟურნალი "აპოკრიფი" იწვევს თანამშრომლობისთვის ავტორებსა და მთარგმნელებს, რომლებიც წერენ ქართულად. მოგვმართეთ:93in39@gmail.com (სასურველია წერილები რუსილ ან ინგლისურ ენებზე)
         Back to top Go down
 

ელიას ოტისის ინტერვიუ ჟურნალი «კუდესნიკისთვის» («Кудесник»)

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: რელიგიურ მაგიური მიმდინარეობები-
ზევით

ქვემოთ