function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                              
 

 ადამიანის ქალიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         apokrif
                        სტუმარი
            სტუმარი


   
      Профиль         
     
PostSubject: ადამიანის ქალიშვილი    ადამიანის ქალიშვილი  Icon_minitimeTue Jan 14, 2014 3:58 am

1
Fr. Nyarlathotep Otis (თარგმანი Sophie Nozadze)
ადამიანის ქალიშვილი
ნაწილი 1
…ჯერ კიდევ გუშინ ასე ნაცნობი ბილიკი, სამლოცველოსა და ბაზარს შორის[1], ახლა უფსკრულად ქცეულიყო[2]. გამახსენდა ღამით ქუხილის მონათხრობი და სოფლის პიფიების გაურკვეველი წინასწარმეტყველება და არა გადავარდნის, არამედ გაქრობის შიშით ფრთხილად გადავიხედე უფსკრულში.
როგორც მოველოდი, ვიღაც იყო უფსკრულში.
როგორც მოველოდი, ადამიანი იყო უფსკრულში.
როგორც მოველოდი, ვიღაც ადამიანის სახით იყო უფსკრულში და მე ამოვიცანი მასში შვილი ჩემი ხალხისა[3].
ზღვარზე მდგომნი აფურთხებდნენ და ქვებს ესროდნენ მას[4], ის კი იცინოდა და ასწავლიდა მათ.

— ნეტარ არიან მდიდარნი სულით[5], — ამბობდა ის, — ვინაიდან ისინი მეფეები არიან დედამიწაზე, მიწის ზევით და მის ქვევით. მათი სულისკვეთებით ძლიერდებიან სუსტები და სუსტდებიან ძლიერები. მათ სულში სამყარო და სამყაროთა სიკვდილია. ტკივილი და სიყვარული ქმნიან მასში უჩვეულო ნიმუშებს, ღმეწრთი და ეშმაკი მხიარულობენ და იბრძვიან მასში. მათ გააჩნიათ უამრავი საგანძური.
მარჯვერდ ნასროლი ქვა შუბლში მოხვდა მას. გაეცინა, აიტაცა მიწიდან ის, რომელიც წინაზე მძიმე იყო და შემხვედრ ტრაექტორიაზე მისცა აჩქარება. ერთად შეკრული ყრუ დარტყმა, წინასასიკვდილო წამოყვირება და დაცემის ხმა ჩაიხშო უნივერსალურ, შემზარავ ამოსუნთქვაში. მე გავუღიმე მას, მან თვალი ჩამიკრა და გააგრძელა — თითქოს მხოლოდ ჩემთვის.
— ნეტარნი ხალისობენ და იცინიან, ვინაიდან არ ჭირდებათ მათ სხვათა თანაგრძნობა. სიცილი შობს სიცილს და ცრემლები შობენ ცრემლებს, როგორც მგლები შობენ კეკვებს. არ არსებობენ სამყაროში წმინდა მოწამეები, მხოლოდ ბედნიერი წმინდანებია მსოფლიოში, ტანჯვა ხომ ამრავლებს ტანჯვას — რაა წმინდა ამაში? ნეტარ არიან გაბედულები, რადგან არ უცდიან ძველი ღმერთების სიკვდილს, რათა მემკვიდრეობით მიიღონ დედამიწა, არამედ თავად უყრიან მათ ჟანგიან ლურსმნებსა და ასპენის ჯოხებს, მათ ვინც სვამს სისხლს თქვენი სულისა და გულისა[6]. დედამიწა მათ ხელშია და უყვარს მას ისინი, როგორც ქალს უყვარს კაცი. მათგანს შობს ის ახალს და არა უძლურებისგან.
ამჯერად მან იოლად დაიჭირა მისკენ ნასროლი ქვა და დაუფიქრებლად დაუბრუნდა გამომგზავნელს მარცხენა ლოყაში. გადასაფურთხებლად მომზადებული ნერწყვი სისხლს შეერია და უძლურად დაეცა ბალახზე. ფარისეველმა გინება კბილებში გამოსცრა.
— ნეტარ არიან სიმართლის მწყურვალნი, — განაგრძო, — რადგან ისინი დაკმაყოფილდებიან. ისინი კი, ვინც სხვისი სიმართლე მიიღო და რწმენად აღიარა, ვერ დაიკმაყოფილებენ წყურვილს. მშიერი სულებით[7] ივლიან დედამიწაზე და ლევიაფანების[8] მსგავსად ენდომებათ და ვერ მიიღებენ.
— ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან თავად შეუძლიათ დასაჯონ და შეიწყალონ. დარტყმით უპასუხონ მათ, ვინც გაარტყეს, ხოლო ღიმილით მომღიმრებს. ასე ამრავლებენ ისინი სიკეთეს, ვინაიდან მათზე ხელის ამწევნი განადგურდებიან, ხოლო გახარებულნი ორმაგად გაიხარებენ. მათი გული აუღელვებელია . იცინიან ისინი და ხალისობენ და ჩუქნიან ყოველივე ამას სხვებს.
— ნეტარ არიან სუფთა გულით, ვინაიდან შეიცნობენ ჭეშმარით შემქმნელს საკუთარი გულის სარკისებრ ანარეკლში. სუფთა გული გამოაჩენს ჭეშმარიტებას, ხოლო დაბუნძურებული მირაჟს.როგორც გამოუცდელი მოგზაური ეძებს თავშესაფარს ისე სუსტი ეძებს შესაფარს ღმერთში, მაგრამ გამოცდილი მოგზაური ადვილად იპოვის წყლის შემცველ მცენარეებს, ვინაიდან იცის და არა ჯერა, ასე დაიკმაყოფილებს წყურვილს სუფთა გულით.
მან ჯიბიდან მათარა ამოიღო და რამდენიმე ყლუპი მოსვა, დანარჩენი კი ხალხის მხარეს გადაასხა. წვეთები სამოთხის ჩიტებად გადაიქცნენ და ერთ გუნდად გაფრინდნენ.
მე ვმხიარულობდი, ჩემი თანამემამულეც ასევე იყო. ქვებისა და ფურთხის ნაკადი შეწყდა.შესაძლოა მათ დაკარგეს თავიანთი ტენიანობა, ხოლო ყველა ქვა უკვე უფსკრულში ეყარა ან მომხდარმა შეაღწია მათ მთვრალ და დაბნელებულ გონებაში.
უფსკრულში მჯდომმა აუჩქარებლად და მადიანად წაიხემსა, უხვად გადაუსვა პურს კარაქი, დაადო ყველი, ბეკონი და ტომატი, როგორც ჩანს ამან იმოქმედა. მოსახლეობის სანერწყვე ჯირკვლები კვლავ ამუშავდნენ და ფურთხი პირდაპირ დაეცა ახლადგაკეთებულ ბუტერბროტს.
მქადაგებელმა დემონსტრაციულად ჩაკბიცა და გაიღიმა, გაიგო რა ზევიდან მუსიკა რწყევისა. ბრბომ ისევ დაკარგა ძალა და გაუნძრევლად იდგა. ყველაზე უშუალოებმა დაიწყეს გათავისუფლება ვერ დამუშავებული ნარჩენებისაგან. რეაქციით კმაყოფილმა ადამიანმა განაგრძო:
— ნეტარ არიან სამყაროთა შემქმნელნი, ვინაიდან თავად არიან ღმერთნი. მათი სურვილით ჩნდებიან და ქრებიან სამყაროები, მათი სიტყვით ჩნდება და ქრება კანონი. მათი სურვილით ყვავიან და ქრებიან ცივილიზაციები. ზარმაცები და უძლურნი, რომლებიც სხვა ღმერთების ხელთ ტოვებენ საკუთარ სულებსა და ბედს, მარიონეტებს გვანან, ცხვრებს, რომლებიც მწყემსს მიჰყავს სასაკლაოზე[9].
— ნეტარ არიან ისინი, ვინც საკუთარ სიმართლეს ქმნიან და მზად არიან მოკვდნენ და მოკლან მისთვის. იციან ჭეშმარიტება და გზები, რომლებიც დაიცავენ მას.
— ნეტარნი ხართ თქვენ, — მან ჩემ მხარეს გამოიხედა. არა, ალბათ უბრალოდ მომეჩვენა, — ნეტარნი ხართ თქვენ, რომლებსაც გაგაგდებენ და შეურაცხგყოფენ იმის გამო, რომ მათი წესებით არ ცხოვრობთ. არ ჭამთ იმას, რასაც ისინი ჭამენ, არ გაცვიათ ის, რაც მათ და არ გძინავთ მათთან, ვისთანაც მათ სძინავთ. სამმაგად ნეტარნი ხართ,თუ სიამაყით მიიღებთ ფურთხებსა და ქვებს, რომლებიც თქვენკენ იქნება ნასროლი. ასმაგად ნეტარნი ხართ, თუ ფერფლად აქცევთ თქვენს შეურაცხმყოფლებს.
მქადაგებლის ხელი ცაში აიჭრა მისი თითებიდან ცეცხლი ამოიფრქვა ფეიერვერკის მსგავსად და ბრბოს გულების ამოწვა დაიწყო. ხალხმა უფსკრულის კიდიდან დაიხია და გაიქცა. მათ ზურგებს ცეცხლი ანათებდა.
მაშინ დავინახე, რომ მარტო არ ვიყავი. აბოლებულ ნარჩენებსა და დამწვარ ბალახში ისხდნენ მაძიებლები. მე ვხედავდი მათ თვალებს და მათ თვალებში იყო შეკითხვა.
— გიხაროდეთ და იმხიარულეთ, — თქვა უფსკრულის ადამიანმა, — ვინაიდან დიდია თქვენი ჯილდო. ასე დევნიდნენ წინასწარმეტყველებს თქვენამდე, მაგრამ არ ყოფნიდათ მათ ძალა დაემარცხებინათ მტრები თავიანთი. ღმერთებს მიჰყიდეს თავიანთი სულები შურისძიებისთვის. თქვენ — მიწის მარილი ხართ. თუ მარილი ძალას დაკარგავს რითი გახდი მას მარილიანს. თქვენ ქვეყნის სინათლე ხართ. ბორცვის თავზე მდგომი ქალაქი ვერ დაიმალება. ანთებულ სანთელს სამლოცველოს ქვეშ არავინ დებს, არამედ ის ანათებს მთელ სახლს. ანათოს თქვენმა სიმართლემ ხალხის წინაშე, რომ იხილონ მათ საქმენი თქვენნი და აკურთხონ საკუთარ თავებში. რაც დაწყევლეს თქვენში.
თთქოს საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად აფრინდა მედიტაციის პოზაში, ოქროსფერი ნათლით მოცული. მაყურებელთა თვალებიდან ცრემლები და გაოცება გადმოეშვა და მე გავქრი ადამიანთა შვილთა თვალებში, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ადამიანის თვალებს შორის იყო ერთი გოგო და ამჯერად მის თვალებში გავქრი, მაგრამ მან ვერ შეამჩნია ეს, ან არ უნდოდა შეემჩნია, ან შეამჩნია, უბრალოდ არ გამოამჟღავნა. ყველაფერი შეიძლება იყოს. მე ვიძირებოდი მის თვალებში, მისი თვალები კი მქადაგებლისკენ იყო მიმართული.
— არ იფიქროთ, რომ მე მომაქვს თქვენთვის წინასწარმეტყველება ან კანონები, — განაგრძო ჩემმა თანამეტომემ. — რაში გჭირდებათ ისინი ჭეშარიტების მცოდნეთ. რაში გჭირდებათ წინასწარმეტყველება, რაში გჭირდებათ კანონები თუკი საკუთარი სურვილით დაამტკიცებთ ან უარყობთ ნებისმიერ მათგანს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ ცა და დედამიწა იარსებებს, ვერაფერი იქნება თქვენი ნების გარეშე.
— ვინც საკუთარ გულს არ უსმენს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს, მიწაში მარხავს თავის კურთხევას. ისინი, ვინც უსმენენ საკუთარ გულს და სხვებსაც ამავეს ურჩევენ, დიადნი არიან, ვინაიდან გეუბნებით, თუკი თქვენი ძალა და სიმართლე ვერ გადაფარავს მოდას აყოლილთა და ცრუმორწმუნეთა სიმართლეს, არ გაიღება თქვენთვის სამეფო კარი.
— გაგიგონიათ რა უთქვამთ ძველად: «არ მოკლა,ვინც მოკლავს სასამართლოს წინაშე წარდგება» მე კი გეუბნებით თქვენ: «მოკალით, რათა არ იყოთ მოკლულნი» ვინაიდან თუკი რომელიმე თქვენგანი უნდა მოკვდეს, რატომ უნდა იყოთ ეს თქვენ. მოკალით, რათა დაიცვათ მეგობარი თქვენი და შეყვარებული თქვენი და და თქვენი, ვინაიდან თუკი ვინმე უნდა მოკვდეს, ეს ვინმე ის უნდა იყოს ვინც თქვენ გიყვართ?! მოკალით, რათა გამოძღეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოძღებიან თქვენით. თუკი საჭირო იქნება, რომ მოკლათ, მოკალით სირცხვილის, სინანულისა და ხელის კანკალის გარეშე, ვინაიდან ამაში იქნება სიმართლე თქვენი. მოკალით და გახსოვდეთ, რომ იმავეს უფლება აქვს ყველას, ამიტომ თუკი თქვენ ისჯებით სიკვდილით მკვლელობის შემდეგ, თქვენ და მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს, საკუთარ სიკვდილზე. მაგრამ თუკი არის თქვენში ძალა გაექცეთ მდევნებს, ნეტარნი ხართ თქვენ, ვინაიდან ცოცხლობთ. ამიტომ იყავით ცივნი, როგორც ქვები და ცხელნი, როგორც ცეცხლი. არ მისცეთ თქვენს ვნებებს თქვენს გზაზე დგომის უფლება.
— მადლის გაცემისას ნუ უცდი საპასუხო მადლს, არამედ ჩადე მასში საკუთარი სული და ნაწილი იმისა,ვისაც ჩუქნი მას. გააჩუქე, რასაც არ გაჩუქებენ შენ, რასაც არ აჩუქებ არავის და რასაც მიიღებ მადლიერებით. სხვებისგანაც მიიღე საჩუქარი სუფთა გულით და ცივი მადლიერებით. თუ გჩუქნიან და საპასუხოდ არაფერს უცდიან, გააბედნიერე ისინი. თუკი გჩუქნიან, რადგან საპასუხოდ რამეს უცდიან მიიღე და დაივიწყე. გველი მოგართვეს, მაგრამ გველის ხორციც გამოდგება საჭმელად. გახსოვდეთ, რომ მსგავსი მჩუქებლის წინაშე არ ხართ ვალდებულნი. დაკარგეს მათ, რაც გასცეს და ვერ მიიღეს, რაც სურდათ. უგუნურობა, ორპირობა და სიძუნწე მათი არის ამის მიზეზი და არა თქვენი უმადურობა.
— არ იკამათო ძმასთან სასამართლოში, რადგან ჭუჭყით დაისვრი თავს და ბოლო თეთრებს მისცემ მოსამართლეებს, პროკურორებს და დამცველებს — ტურებს ადამიანთა გარეგნობით. არამედ ეძებე გონივრული გამოსავალი შენ მოწინააღმდეგესთან, თუკი ისიც მზადაა ამისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადააგდე ის რასაც ვერ იყოფთ ან აიღე ის რაც გეკუთვნის, მაგრამ გახსოვდეს, მასაც აქვს იმავეს უფლება, ამიტომ იყავი ფრთხილად ან იყავი გულისხმიერი.
გაგიგონიათ კიდევ რა უთქვამთ ძველად: «არ უღალატო» მე კი გეუბნებით, ღალატობს ის , ვინც სიყვარულს ივიწყებს, წმინდაა წასული საყვარელთან, თუკი არ უყვარს მეუღლე, მაგრამ დაწყევლილია, ვინც უსიყვარულოდ ერთგულება გაცვალა სიმშვიდესა და კეთილდღეობაში. წმინდაა, ვინც მზადაა გაუშვას საყვარელი, მისივე ბედნიერებისთვის, მაგრამ დაწყევლილია ეჭვიანი, როგორც მოღალატე. ისიც წმინდაა, ვისაც შეუძლია საკუთარი სიყვარული გაუზიაროს სხვებს, მაგრამ დაწყევლილია, ვინც ილუზიასა და მირაჯს ყიდის. თითოეულმა იცოდეს სიწმინდე თავისი და ნუ დაიწყებს ფუჭად წყევლას, ვინაიდან ჯობია მოაჭრა ხელი მტერს შენსას, ვიდრე მთელი ცხოვრება მხოლოდ იოცნებო ამაზე.
ჩემი თვალები ისევ შეხვდა ადამიანის ქალიშვილის თვალებს, რომელიც მოვიდა, როგორც მაძიებელი და იჯდა იქ, სადაც უფსკრული იყო. მისმა თვალებმა გამიღიმეს, მისმა თვალებმა გაუღიმეს მქადაგებელს, მისმა თვალებმა გაუღიმეს სამყაროს. მხიარულად, ეშმაკურად, მოთამაშედ, სახიფათოდ, ნაზად. არ ვიცი როგორ, უბრალოდ გაიღიმეს. მე გავუღიმე თვალებს პასუხად. ისინი მქადაგებელს უყურებდნენ.
— თუ მარჯვენა თვალი გაცდენს, — მასწავლიდა ძმა, — დახუჭე მარცხენა, რათა არ მოგაცდინოს, რადგან შეუძლებელია ორ გზაზე სიარული[10], ამიტომ გაყევი მარჯვენას და როცა მიაღწევს მიზანს მაშინ გაახილე მარცხენა და თუ მარჯვენა ხელი გაცდენს, აიღე მისით, სანამ მარცხენას უარესი არ გაუკეთებია. რადგან ერთი ისარი ვერ წავა ორი სამიზნისკენ. შემდეგ მიეცი თავისუფლება მარცხენას, ვინაიდან მხოლოდ ბევს ჯობს ცოტაც და მეტიც ერთდროულად გქონდეს.
— ასევე ნათქვამია, ვინც გაეყრება მეუღლეს, მისცეს მას გაყრის მოწმობა. მე კი გეუბნებით შეეგებეთ და დაშორდით სიყვარულით, დაე თქვენს გულში ცხოვრობდეს მადლიერება, თითოეული ერთად გატარებული წამისთვის, თითოეუყლი გამოხედვისთვის, რომლითაც მან დაგაჯილდოვათ. მადლობელნი იყავით და ლოცეთ ის ვინც მოდის და მიდის თქვენს ცხოვრებაში. თუკი თქვენი გული სატრფოსას ერწყმის, წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინვე გაეცალეთ, რადგან ასე ცუდს უზამთ სამ ადამიანს: საკუთარ თავს, მას და იმას ვისაც უცდით.
— კიდევ გაგიგონიათ ძველად რაც უთქვამთ: «არ დაარღვიო ფიცი, არამედ აღასრულე ის ღვთის წინაშე». მაგრამ თქვენ ხართ საკუთარი სიტყვის მმართველნი და არა ღმერთნი. გინდათ დადებთ მას და გინდათ უკან წაიღებთ გახსოვდეთ მხოლოდ[11], მატყუარებისა და უპირობოების ადგილი არაა ხალხში და თუ სულერთია თქვენთვის რწმენა ხალხისა ან თუ ფიცის გატეხვის შემდეგაც ინარჩუნებთ ნდობას, მაშინ იცრუეთ, თუკი ეს გჭირდებათ თქვენ, ვინაიდან მხოლოდ ის დაპირებაა ჭეშმარიტი, რომელსაც საკუთარ თავს აძლევთ, ამიტომ უერთგულეთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობებს.
— გაგიგონიათ: «არ შეეწინააღმდეგოთ ბოროტს, მარცხენა ლოყა მიუშვირეთ მას, ვინც მარჯვენაში გაგარტყათ, მიეცით საკუთარი სამოსი მას, ვინც მის წართმევას ცდილობს და ორ მილზე გაყევით მას, ვისაც ერთზე ძალით მიყავხართ». მე კი გეუბნებით თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ მათთვის, ვინც გლანძღავთ და გწყევლით თქვენ. თუ ლოყას უშვერთ, მხოლოდ იმისთვის, რომ მუცელში დაარტყათ[12], თუ აძლევთ სამოსს, მხოლოდ სისხლით გაჟღენთილს[13] და თუ იძულებით მიყვებით ორ მილს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასმაგად აზღვევინოთ მესამეზე. თუ სისხლისმსმელს და მჩაგვრელს პასუხს არ გასცემთ არ მოგეშვებათ არც თქვენ და არც სხვებს, ამიტომ აღმართეთ ხმალი მასზე, როგორც უფლებამოსილმა, რათა ფერფლად აქციოთ ის.
— ზედმეტი მიეცი მას, ვინც გთხოვს, თუკი ეს არ დაგაზარალებს, მაგრამ თუ ითხოვს იმას, რასაც შენ გარეშე ვერ მიიღებს უარი უთხარი. ვინაა ის, რომ რამე მოგთხოვოს, თუ შენ არავის წინაშე ვალდებული არ ხარ?! იმასაც უარი უთხარი, ვინც სიზარმაცითა და სულიერი სიღარიბით, დასცინის შენს გულუხვობას და სისულელედ მიიჩნევს მას. მათხოვარს ტანჯული თვალებით უარი უთხარი, მაგრამ არ დაგენანოს მოხეტიალე მუსიკოსისა და დერვიშისთვის.
— ნათქვამია: «გიყვარდეს მეგობარი და გძულდეს მერი». მე კი გეუბნებით მართეთ საკუთარი ხმალი არა სიძულვილით, არამედ სიყვარულით, როცა მტრებს ანადგურებთ[14]. მიეცით უფლება მშვიდად დატოვონ ცხოვრება, რათა აღარ შეაწუხონ რაც ღირებულია თქვენთვის და ისინი ვინც გიყვართ თქვენ. შეურიგდით მტრებს ან მოკალით ისინი[15], მაგრამ არ მისცეთ უფლება რაიმე დაუშავონ მათ, ვინც ძვირფასია თქვენთვის, რადგან თუ იტოვებთ მტრებს, უტოვებთ მტრებს თქვენ საყვარელ ხალხსაც, ამიტომ სიყვარული მეგობრების მიმართ გახდეს თქვენი ხმლის საყრდენი და არა ბრმა სიძულვილი მტრების მიმართ.
თუკი სიყვარულით გაანადგურებთ მტრებს, ამასაც გადალახავთ, ვინაიდან თქვენ ხართ ჭეშმარიტი ღმერთები საკუთარი თავისა, ხოლო მტრები ურწმუნოები არიან. მათი მოკვლით თქვენ მათვე ანიჭებთ შვებას, მაგრამ იყავით მამაცნი და ნუ დაფარავთ საკუთარ მიზანს სხვა ღმერთების სახელით, იქნება ეს სამშობლო, მამონი, იაღოვა თუ სამართლიანობა. რაში გჭირდებათ სხვა ღმერთები თქვენ, ღმერთს ღმერთთა შორის. გულისხმიერები იყავით თუკი პატიება დამსახურებულია და მოსპეთ ის, რაც პატიებას არ იმსახურებს.
— რადგან თქვენს თვალებში ვარსკვლავური სინათლეა და თქვენს ხელთ — ზეციური ძალა.
…ჯერ კიდევ გუშინ ასე ნაცნობი ბილიკი, რომელიც სამლოცველოსა და ბაზარს შორის იყო, ახლა უფსკრული გამხდარიყო. მე გამახსენდა ქუხილი და სოფლის პიფიების გაუგებარი წინასწარმეტყველება და უკვე აღარ მეშინოდა გაქრობა უფსკრულში, რადგან უკვე გავმქრალიყავი ადამიანის ქალიშვილის თვალებში.
ნაწილი 2
ნელ-ნელა მოსაღამოვდა. მკვდართვალებიანებმა ძილისა და ყოველივე იმისთვის დაიწყეს მზადება, რისთვისაც ემზადებიან ხოლმე მკვდართვალებიანები ღამის დადგომამდე. ბოროტებაში, ჯადოქრობაში, რაც არ უნდა დაუძახონ ამას, მასში მხოლოდ სანახევროდ ეშვებოდნენ, არ აძლევდნენ თავს უფლებას მთლიანად დამტკბარიყვნენ ამით. მსგავსად ფუჭდება დღესასწაული შემდგომში ჭუჭყიან ჭურჭელზე ფიქრით. ასე წამლავენ საუბარს მოლოდინითა და დარიგებებით ისინი, ვისაც არ ძალუძთ გადაეშვან ამოუცნობში. ასე კვდებიან სიკვდილამდე გაცილებით ადრე ისინი, რომლებიც დაბადებიდან სასაფლაოს ყვავილებისთვის აგროვებენ სხვების შეფასებებსა და მოგონებებს, ამართლებენ თავიანთ უსუსურ არსებობას და ცოცხლად იმარხავენ თავს მასში.
ჩემსა და სხვა მაძიებლებს თავზევით ფარფატებდა წარმომადგენელი ჩემი ხალხისა, სასწაულმოქმედი, ხელკრული და დაუმარცხებელი, გამბედავი იმისა, რაზეც ვერ წავიდოდი ვერც მე, ვერც სხვები, ის ვინც ვარსკვლავური მიწის[16] შექმნის დღიდან დაეხეტებოდა მკვდართვალებიანთა შორის. ახალი პრომეთე, ის არ აძლევდა ხალხს ცეცხლს, ის თავად იყო ცეცხლი, ხალხი კი მისი მსახური იყო, რომელიც ან უნდა გამქრალიყო ან თავად უნდა გამხდარიყო იმის ნაწილი, რითიც დედები აშინებენ, ჯერ კიდევ არაბოლომდე მკვდარ ბავშვებს[17].
— ასტერ დაე[18], — გავუღიმე ჩემს ძმას და ჰორიზონტის ხაზზე ამომავალ თანავარსკვლავედს შვხედე.
— ამე ასტერ დაე, მი დრაე ამიე[19], — მუსიკალურად წარმოთქვა მქადაგებელმა, სევდიანად გაიღიმა საპასუხოდ. — ამე ასტერდაე[20], — გაიმეორა მან მრავლისმთქმელად.
მაძიებლები, ათობით ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც აღუდგნენ სხვებს და ბუნტის ნიშნად საღამოს განდეგილთან იყოფდნენ, გაშეშებული უსმენდნენ ორი ოქროსკანიანის საუბარს და მე პირველად ვიგრძენი მისი თვალები ჩემზე. ისინი მწვავდნენ მე. ასე არ წვავს მზერა მკვდართვალებიანთა, ასე წვავს ვარსკვლავური ცეცხლის ქალიშვილის თვალები.
მქადაგებელი დაეშვა ციდან მიწაზე, სწორედ იმ წამს, როცა მზად ვიყავი დავმდნარიყავი ადამიანის ქალიშვილის მზერის ქვეშ.
— უყურეთ, — შემაწყვეტინა მან, ასტერის სიტყვებით[21], — არ ჩაიდინოთ სიკეთე ადამიანების თვალწინ, იმი იმედით რომ შეგიყვარებენ და დაგაფასებენ ისინი. დაე მიმღებმა თქვენმა მიგიღოთ ისეთები როგორებიც ხართ, ხოლო ნუ შეტოკდება თქვენი ხელი მათთვის, ვისთვისაც უცხონი ხართ. თუ რაიმე კარგის გაკეთება გსურთ ნუ გააკეთებთ ამას როგორც ორგულები აკეთებენ სინაგოგებში, რათა აქებდნენ მათ ადამიანები. რაში გჭირდებათ აღიარება უღირსოთა შორის, როცა თქვენი ცეცხლი გიკავებთ ადგილს ცეცხლისმტარებლებთ შორის. დაე თქვენი სახე ნახონ მხოლოდ ღირსეულებმა, დანარჩენებისთვის კი არ მოგერიდოთ უკანალის ჩვენება. მაშინ თქვენნაირები, მაძიებლები მოგემხრობიან თქვენ, ხოლო დანარჩენნი პირჯვარს გადაიწერენ თქვენს დანახვაზე, როგორც რომელიმე დემონის დანახვისას. კეთილი ნიღბებით იარეთ ხალხში, როცა რაიმე გჭირდებათ მათგან, ვინაიდან ვერ არჩევენ ისინი სახესა თუ ნიღაბს. ხოლო მასთან, ვისკენაც გული მიგიწევსთ ყველაზე საშინელი ნიღაბი გაიკეთეთ, რადგან თ ასეთს მიგიღებენ მიგიღებენ ნამდვილსაც, თუ არადა მსგავს ხალხზე დარდიც კი არ ღირს.
— დაე შენმა მარცხენა ხელმა არ იცოდეს რას აკეთებს მარჯვენა. გაეცი და მიიღე ორივე ხელით, მაგრამ თუ მარჯვენათი გასცემ და მარცხერნათი ჯილდოს ასაღებად იწევ, მოიჭერი მარცენა, ხოლო თუ მარცხენათი იღებ და მარჯვენათი პასუხის გაცემას აპირებ შენთვითონ მოიჭერი, სანამ მოგაჭამენ მიმღებნი, რადგან ისინი ვალდებულნი არ არიან მოგცენ, მაგრამ არც შენ ხარ ვალდებული უპასუხო მათ.
— ნუ ილოცებ ღმერთთათის მალულად ან ხილულად, არამედ მადლობა გადაუხადე ნებისმიერ მათგანს იმისთვის, რომ ყველაფერი შენ ხელთაა. და ნუ იაქცევ ყურადღებას, იმას ვინ უყურებს შენ ლოცვას, რადგან თუ კარგიც და ცუდიც ერთნაირად არ უხარიათ რაში გჭირდება მათი ცარიელი მზერა, ხალხი რომელსაც გონია, რომ მჭერმეტყველებით გააგონებენ ღმერთს ხმას, მაგრამ რომელ ღმერთს უპასუხია მდაბიოთა ვედრებებზე.
— არამედ ილოცე ასე: აი, როგორი ცა შევიქმენი ჩემთვის. წმინდა არიან ისინი, ვინაიდან მეც წმინდა ვარ. ზეცაშიც და დედამიწაზეც ჩემი ნებაა. დალოცვილია პური, რომელსაც დღეს შევჭამ, რადგან დამანაყრებს, დალოცვილია ღვინო რომელსაც დავლევ, რადგან მოაქვს მას ჩემთვის სიხარული, დალოცვილია ქალი, რომლის გვერდითაც ღამით ვიქნბები, რადგან მისი და ჩემი სული ერთია, როგორც სხეული ჩვენი. დღევანდელი დღეც და ღამეც დალოცვილია, ვინაიდან ეს დღევანდელი დღეა და დღევანდელი ღამე.არ ვარ არავის წინაშე ვალდებული, ისევე, როგორც სხვებს არ აქვთ ჩემ წინაშე ვალი. რა უნდა ინატრო მეტი, როცა არის ის, რაც არის. ნი ახელე ასტ ახხე![22]
— ნი ახელე ასტ ახხე, — გავიმეორე თითქმის დავიწყებული, მაგრამ ასეთი ძვირფასი სიტყვები თითოეული ასტესთვის.
— ნი ახელე ასტ ახხე, — გაიმეორეს დანარჩენებმაც.
— ნი ახელე ასტ ახხე, — გაიმეორა ადამიანის ქალიშვილმა[23].
— ასევე, თუ რაიმე პირობას დებთ, ნუ დამწუხრდები მის გამო, როგორც თაღლითები, რომლებიც ამას ხალხის დასანახად აკეთებენ.შნ კი ხალისობ, რადგან არის შენში ძალადადო და შეასრულო პირობა. ხოლო ის პირობა, რომელიც რთულია შენთვის მოიშორე, რადგან ძალდატანებით შესრულება მათი გაგაგიჯებს და არ მოგანიჭებს სიწმინდეს.
— დედამიწაზე და ცაში, ყოველი არსებული, განძია შენთვის. აიღე იქიდან საჭირო შენთვის, მაგრამ არა ზედმეტი, რადგან ჩრჩილი და ჟანგი შეჭამს იმას, რასაც ტყუილად აგროვებ და ქურდებსაც იზიდავს ზედმეტი. ასევე ზედმეტი ცოდნა ლოდია ზურგზე, ზედმეტი კეთილგანწყობა უბედურების დასაწყისი. მაგრამ არშეავსო საგანძურით[24] შენი გული, ვინაიდან რაც უფრო ცოტაა მასში მით უფრო სუფთაა სიცარიელე და მით უფრო ძვირფასია ის.
— ნათელი სხეულისთვის, არის თვალი შენი, რომელიც სენი გულის მზეა. თუ შენი თვალი სუფთა იქნება, სუფთა იქნება მთელი სხეული. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, ასეთივე იქნება შენი სხეული. თუკი სინათლე შენში სიბნელეა, მაშინ როგორია ის? მაგრამ სინათლეში არ ჩანს სიბნელის ნატამალიც კი, თვალს ჭრის ის სინათლეში მოსიარულე უშედეგო იმედიანებს და და ბნელს, რმელიც სინათლეში არ ჩანს წამოდებენ ფეხს. სიბნელეში მოსიარულე ხედავს სინათლეს სიბნელეში და ვარსკვლავებს უწოდებს მათ და სეგრძნებებით იკვლევენ მისკენ გზას, მათი ცნობენ ორმოებს, ხოლო ხელები ხის ტოტებს იშორებენ გზიდან, რათა სიბნელეში არ დაკარგონ თვალი. უიმედოთ დახეტიალობენ ისისნი სიბნელეში და მათი სიხარული ასმაგად ძლიერია, როცა ვარსკვლავი მათ სანეტარო მიწამდე მიიყვანს.
მან ერთად დააწყო პატარა ტოტები და ხის ნაფოტები, მისის თითებიდან ისევ გადმოეშვა ცეცხლი და კოცონი დაინთო. ერთ-ერთი მაძიებელი ცოტა ხნით გაქრა სიბნელეში, მაგრამ მალევე დაბრუნდა და უფრო დიდი ტოტები მოიტანა. ასე დაანთეს ცეცხლი, რომლის კვამლიც ვარსკვლავებამდე აღწევდა და აუწყებდა მათ უძღებ შვილზე[25], რომელმაც ახალი ოჯახი იპოვა.
— არავის შეუძლია ემსახუროს ორ ღმერთს, — გააგრძელა ოქროსკანიანმა, როცა ცეცხლი მის მსმენელებს შორის უფრო გაღვივდა. — ვინაიდან ან ერთი ეყვარება და მეორე არა, ან ერთისთვის ბევრს იშრომებს, მეორესთვის არა. ყველას მმართველი კი მისივე გულია და ნებისმიერი ვინც ვინმე სხვას ემსახურება, ემსახურება ორ მმართველს. თუ ემსახურები სამსობლოს, მმართველს, რელიგიას, შეიძლება დაგავიწყდეს თავი შენი, მაშინ უკვე ვერც სამშობლოს მოემსახურები, ვერც მმართველს და ვერც რწმენას. თუკი შნ თავს ემსახურები უარყავი სამშობლო, მმართველი, რწმენა და ემსახურე საკუთარ თავს გულახდილად და მორჩილად. ტუკი გულს გაჰყვები, მიგიყვანს ის საუკეთესო სამშობლოში, საუკეთესო მმართველთან და საუკეთესო რელიგიასთან: ცოცხალიმათაც გამოადგები, ხოლო მკვდარი გული მხოლოდ მატლთა საკვებად გამოდგება.
— არ იზრუნოთ საკუთარი სულისთვის, რაჭამოთ და რა სვათ, არც საკუთარი სხეულისთვის, რა ჩაიცვათ. სული საკვებზე მეტია და სხეული სამოსზე. შეხედეთ ჩითებს, ისინი არ თესენ, არ მკიან და არ აგროვებენ, მაგრამ ყოველდღიურად ნახულობენ საზრდოს. თქვენ ხომ მათზე უკეთესნი ხართ და თან რომელმა შეძლო საკუთარ თავზე ზრუნვით მისთვის სიმაღლის მოპოვება?
მან მიათრია ცეცხლთან მკვდარი ფარისევლის სხეული, ამოიღო სანადირო დანა და მის გამოფატვრას შეუდგა.
— და სამოსზე რომელზეც ზრუნავთ? — ამბობდა ის, ფარისევლის უმი ხორცის[26] გასინჯვისას და როგორც ჩანს კმაყოფილი დარჩა მისით. — შეხედეთ მინდვრის ლილიებს, როგორ იზრდებიან: არ შრომობენ, არ ირჯებიან. გეუბნებით, სოლომონიც კი, მთელი მისი სიდიადით არ იცვავდა ისე, როგორც ერთერთი ამათგანი. თუ ბალახი, რომელიც დღეს არის, ხოლო ხვალ დაჭკნება, ისეთი მშვენიერია ბუნებრივ ფორმაში, რომ რატომ უნდა ვეწყობოდეთ სამოსში?
მან მოსასხამი მოიხსნა და მაძიებლებმაც იგივე გაიმეორეს. არა, არ გაუმეორბიათ, თავად გააკეთეს იგივე, თითქოს დიდი ხანია სიგნალს უცდიდნენ. ჩემი თვალები ადამიანის ქალიშვილისკენ იყვნენ მიჯაჭულნი, გაშიშვლებულისა და მშვენიერისკე თავის ბუნებრივ მდგომარეობაში. მისი კანი… არა, ეს შეუძლებელი იყო!.. მისი კანი, თითქოს მკრთალ ოქროსფერ სინათლეს აშუქებდა.
— ამიტომ — გვასწავლიდა უფსკრულიდან ამოსული — არ იზრუნოთ და არ იკითხოთ «რა შევჭამოთ», «რა დავლიოთ», «რა გვეცვას». რადგან ამ ყველაფერს ეძებენ მკვდართვალებიანებიც, რადგან ყოველთვის შეგიძლიათ აიღოთ რაც გჭირდებათ და რადგან თქვენ უკვე გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. ეძებეთ გულის ხმა და ყველაფერი თავად მოვა თქვენთან. ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი თავად იზრუნებს თავისაზე. საკმარისია დღვანდელ დღეზე საზრუნავიც.
აკურატულად დაჭრილი ფარისევლის ხორცი მადის აღმძვრელად იწვოდა ახლად დანთებულ ცეცხლზე.


Last edited by apokrif on Thu Jan 23, 2014 1:41 am; edited 1 time in total
         Back to top Go down
         apokrif
                        სტუმარი
            სტუმარი


   
      Профиль         
     
PostSubject: Re: ადამიანის ქალიშვილი    ადამიანის ქალიშვილი  Icon_minitimeTue Jan 14, 2014 4:00 am

2
ნაწილი 3
მაძღარ კუჭზე უფრო სასიამოვნო იყო ჯდომა. ფარისევლით გამოკვებილი მაძიებლები ორივე ლოყით ღეჭდნენ ნანადირევს და უხაროდათ, რომ მკვდართვალებიანთა გამოყენებაც შეიძლებოდა რამეში. ოქროსკანიანმა იქვე დააყენა გლინტვეინი[27] და წრეზე ჩამოატარა. ჩვენ ვჭამდით ხორცს და ვსვამდით ღვინოს[28], ღამის სიბნელით დამტკბარნი. ზოგმა უკვე დაძლია ბავშვობიდან ჩანერგილი სიმორცხვე და უკვე ანეკდოტებს ყვებოდა, დანარჩენები ჩუმათ საუბრობდნენ ერთმანეთთან. ასე გავიგე მქადაგებლის სახელი — იუზე კრაისტე. ასე გავიგე ადამიანის ქალიშვილის სახელი — მირიე. ასე გაიგეს მათ ჩემი სახელი — იუდე ესკარიე[29][30].
— ნუ განსჯით და არ განისჯებით, — წარმოთქვა იუზემ და საუბრები შეწყდა, — განსაჯეთ და არ მოგეკარებათ გაკიცხვა, როგორი სამართლითაც სჯით იმავეთი განისჯებით, როგორი საზომითაც ზომავთ, იმავეთი გაგიზომავენ თქვენც. იცოდეთ, რომ ადამიანთა სასამართლო არაფერია, ხოლო სხვა სასამართლო არ არსებობს, ამიტომ თქვენი გასამართლებაც სხვების მიერ არაფერია. განსჯით თუ არა არ აქვს მნიშვნელობა, ამიტომ ნუ დაიხარჯებით თყუილად არასაჭიროზე. თუ თქვენს თვალში კუნძია, ხოლო თქვენი ძმის თვალში ჩხირი, ამოუღეთ ის და თქვენშიც გაქრება, ვინაიდან სწავლის საუკეთესო ხერხი, სხვისი დარიგებაა.
— არ მიცეთ სამლოცველოები ძაღლებს და მარგალიტი ღორებს, რომ არ გაანადგურონ ისინი და შემდეგ თქვენზეც არ გადმოვიდნენ, მაგრამ მიუთითეთ მას, ვინც გზაზე დგას და არ იცის რომელი ფეხით გადადგას ნაბიჯი და როცა გადადგავს მას დაე მოგიშოროთ თავიდან, რათა არ სეუშალოთ ხელი მას. ასევე თქვენ — მაძიებლები, მე რუკა ვარ თქვენთვის და არა ტოკი. მკვდართვალებიანებთან არ ვსაუბრობ, რადგან ისინი მხოლოდ საკვები არიან სიბნელეში მოსიარულთეთათვის.
— არ ითხოვოთ, არამედ პირდაპირ აიღეთ. არ ეძებოთ, ვინ ეძებს თოვლს დათოვლილ ადგილებში. არ დააკაკუნოთ, ვინაიდან სულელია ღია კარში დამკაკუნებელი. ვინდაიდან მთხოვნელი ყოველთვის ითხოვს, მაგრამ ვერასდროს იღებს, ხოლო მძებნელი ბრმას გავს გათენების მოლოდინში.
— არის თქვენში ისეთი, რომელმაც ქვა მისცა, როცა პური თხოვეს? — წმინდაა ასეთი, დაე ჩაემსხვრეთ კბილები სუსტებს, ხოლო ძლიერმა თავისით იპოვოს პური. არის აქ ისეთი, ვისაც თევზი თხოვეს და გველი მისცა? — ისიწ წმინდაა, რადგან ტევზის გამოხედვა მკვდართვალებიანებს გავს, ხოლო გველის ცივი თვითდარწმუნებით ვარსკვლავების შვილებს. თუკი ვერ შეძლებთ ის აქციოთ კარგად, რაც ცუდია, მაშინ ვერასდროს მიიღებთ კარგ საზრდოს და მხოლოდ მოატყუებთ თქვენს შიმშილს.მოექეცით სხვებს საკუთარი სურვილის მიხედვით, ქვა ესროლეთ მას ვინც მას პურის მაგივრად გაძლევთ და გველი მას, ვინც თევზის მაგივრად გველს და დაე ისინიც ასევე მოიქცნენ[31].
— გამოიყენეთ წვრილი კარები და გაუკვლეველ ბილიკებზე იარეთ, რადგან განიერი კარები სასაკლაოზე მიდიდს, ხოლო გაკვლეულ გზაზე ბრბო დადის. ვინ გაკვალავს უსაფრთხო გზას ცხვრების გარდა, ვისაც მგლებისა და გველების ეშინიათ, მაგრამ უფრთხილდით ფარისევლებს, მგლის ტყავში გადაცმულნი არიან ისინი, მაგრამ ცხვრებსავით კანკალებენ და ეშინიათ[32]. საქმეებით იცნობთ მათ, მათი გულების უნაყოფობთ.
იერუსალიმი ხმაურობდა. ღამეს არ მოუტანია სიმშვიდე, რადგან დღე იყო აღელვებული. ღრუბლიანი ცა ირეკლავდა მათი ჩირაღდნების კვამლს.
ოქროსკანიანი წინასწარმეტყველის თვალებში სევდა და მოგონებები აირეკლა.მე წავიკითხე მათში ტკივილი და თანაგრძნობა, სიძულვილი და ზიზღი, სიბრალული და სიყვარული. მე დავინახე მათშისამყაროს დილა და პირველი ასტერიების გაოცებული სახეები, ცხრა ღმერთის სახე და იევეს ბრწყინვალება, ბრძენი ფენიქსები, მეფეების საკეტები და დრაკონთა გამოქვაბულნი. მე დავინახე მათში ორი პლანეტა, გახლეჩილი ასტეროიდებით და ოტეას ცეცხლოვანი ხმლით განადგურებული, ნაცრისფერი ობობები და მტირალა ფიჭვები, მუს სიკვდილი, ჩაყლაპული ვულკანური ცეცხლით და ოკეანის ტალღებით და ღირსეული სახეები ვარსკვლავთა შვილების, რომლებიც დასავლეთისკენ იყურებოდნენ ასტლანტესკენ[33]. ახალი ტკივილი განდევნისა და აღელვება მათი ნახვისა, ვისაც ადრე თანატომელებად, ჩვენი სიბრძნის გამზიარებლებად ვთვლიდით და იმედგაცრუება და სიტყვა იარლიყად — მკვდართვალებიანნი და შერეული ტკივილის და თავმოყვარეობის გრძნობა იმ ამბის გამო, რომ ასტლანტე დაეცა[34].
ამ ყველაფერმა წამიერად გაიელვა იუზეს მზერაში და უფსკრულში ჩაიკარგა. კიდევ ერთხელ შეხედა იერუსალიმის მუქარიან ჩირაღდნებს, ძლივს გასაგონად ამოისუნთქა და განაგრძო:
— ყურძენს ვერ მოწყვეტ რომელიმე სხვა ხიდან გარდა ვაზისა. ასე ნებისმიერ კარგ ხეს კარგი ნაყოფი მოაქვს, ხოლო დამჭკნარს ცუდი. შეუძლებელია აყვავებულმა ხემ ცუდი ნაყოფი მოისხას და ვერც დამჭკნარი ხე მოისხავს კარგ ნაყოფს. ნებისმიერ უსარგებლო ხეს ჭრიან და ცეცხლში აგდებენ, რომ ასე მაინც მოიტანოს სარგებელი. ასევე ფარისევლებს, მათი ნაყოფის მიხედვით ამოიცნობთ.
დაღრღნილი ძვალი მან ცეცხლში ჩააგდო და კოცონი აშხარუნდა. სტაფილოსფერ ალში მომწვანო მოლურჯო გამოერია.
— ის ვინც იმეორებს «ღმერთო, ღმერთო» ვერ შევლენ ნეტარ მიწაზე, მხოლოდ ის ვინც მართავს თავის ცხოვრებას თავისი სურვილების მიხედვით, რადგან არ ყავს მას მმართველი სხვა, საკუთარი გულის გარდა.ბევრი იტყვის ჩემი წასვლის შემდეგ «ის ჩვენი ღმერთია, მისი ნებით ვქადაგებთ, მისი სიტყვებით ვდევნით დემონებს და ვახდენთ სასწაულებს და მის ნებას ვასრულებთ ჩვენ» და მაშინ უთხარით მათ: «არა, შენ არ იყავი იმ კოცონთან, შენ არ სვამდი ჩვენთან ერთად ღვინოს, როგორც სისხლს და არ ჭამდი ხორცს როგორც პურს, ხორცი შენი მოგვემხრო ჩვენ, მაგრამ სული შენი არ იქნება ჩვენთან».
გაოცებულმა შევხედე ჩემ მოძმეს. როგორ შეიცვალა მისი საუბარი! თავადაც როგორ შეიცვალა ამ დროის მანძილზე — თითქოს ათასი წლით დაბერდა. სად ხარ, მომღიმარო ოქროსკანიანო, ქვების მსროლელო შენი შეურაცხმყოფლებისკენ? რას აკეთებ? — უყვიროდა მას ჩემი შინაგანი სამყარო — სად გაქრა შენი სიყვარული? სად გაქრა შენი სიხარული? საიდანაა ტკივილი შენს თვალებში, მქადაგებელო, საიდან ეს განწირულობა? რატომაა შენი სიბრაზე ასეთი მწუხარე და გამოუვალი? მოდი, წამოდი, გავანადგუროთ ისინი, ვინც ჩვენს გზაზე დგას. შენ შთამაგონე მქადაგებელო, რატომ იხევ უკან ახლა? თუ ხედავ ახლა იმას, რასაც ვერ ხედავენ ჩემი თვალები?
მაძიებლები, რომლებიც აღფრთოვანებით გიყურებენ და თითოეულ შენ სიტყვას იწერენ, ნუთუ მოატყუებ მათ? რა მოუვათ მათ მაშინ — მათ ვისაც უიმედობისაც იმედი აჩუქე. ისინი ხომ ბავშვები არიან, მათ ზურგს უკან არაა საუკუნეების გამოცდილება, როგორც ჩვენი ერის უკან, მათ არ შეუძლიათ ცეცხლის მართვა! ნუთუ გინდა დატოვო ისინი? მათ ხომ გაგლეჯენ, გადათელავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისხდნენ აქ, ამ კოცონთან, შენს გვერდით!
მაგრამ მირიე!.. რატომ უყურებს ასეთი აღფრთოვანებით? თუ ის ვერ ხედავს, რომ მქადაგებელი წასასვლელად ემზადება — ახლა, როცა ჩანერგა მათში თავისუფლების პატარა მარცვალი?
— ყველა, ვინც ჩემ სიტყვას უსმენს და აქვს ძალა შეასრულოს ის — არა ჩემი, არამედ საკუთარი სურვილის მიხედვით, — განაგრძობდა ის, თითქოს ჩემ საპასუხოდ, — ქმარს მივამსგავსებ, რომელმაც სახლი ქვისგან ააშენა. და წამოვიდა წვიმა, გადმოვიდნენ მდინარეები, დაუბერა ქარმა, მაგრამ არ დაეცა სახლი, რადგან ქვით იყო ნაგები. ხოლო ყველა, ვინც უსმენს ჩემ სიტყვებს, მაგრამ ვერ ასრულებს მათ, უგუნურს გავს, რომელმაც სახლი ქვიშით ააშენა და რომელმაც ვერ გაუძლო ფერც წვიმას, ვერც ქარს, ვერც მდინარეს.
იერუსალიმი უფრო და უფრო ახლოს ხმაუობდა, ჩირაღდანთა ცეცხლი უკვე ხეთა ტოტებს მოედო და ფარისევლტა ხმა უკვე იკვეთებოდა ბრბოში.
— ნი ა ხელე ასტ ახხე! — სადღესასწაულოდ წარმოთქვა იუზემ, საბოლოოდ თავი მოუყარა ყველაფერს
— ნი ა ხელე ასტ ახხე! — ამოისუნთქეს მაძიებლებმა
— მე შენ მიყვარხარ! — წამოიყვირა მირიემ, რომელიც მქადაგებელს თვალებში უყურებდა — მი ემარიე დი! — გაიმეორა მან ვარსკვლავური მიწის ენაზე.
— მი ემარიე დი! — საკუთარი თავით გაკვირვებულმა დავუყვირე ადამიანის ქალიშვილს.
— მი ემარიე დი, — გამიღიმა მე იუზემ. — მიე მარიე დი[35], — გაიმეორა მან და მე ყველაფერი გავიგე. ის არ ტოვებდა მაძიებლებს, ის მხოლოდ ჩიტი იყო, რომელიც თავის ბარტყებს ბუდიდან ყრიდა ფრენის სასწავლებლად.
— მი ემარიე დი, — ვუპასუხე ჩემს ოქროსკანიან ძმას. — ეიიე მანე ა მელლე დი![36]
— მი ემარიე დი! — გაუღიმა მან გოგონას.
— მი ემარიე დი! — ჩამჩურჩულა მან მე და ცხელი ცეცხლის ალი ჩემს ვენებში აჩქეფდა. ცეცხლმა მთელი ჩემი სხეული მოიცვა და მზად იყო გარეთ გადმოსულიყო.
ფარისევლები ახლოვდებოდნენ. მაძიებლები ღელავდნენ და გამუდმებით უკან იხედებოდნენ. მხოლკოდ ჩვენ სამნი ვიყავით მშვიდად და ვინახავდით წმინდა სამკუთხედს ჩვენს მზერაში[37].
ცეცხლმა, რომელიც მერიეს თვალებმა მაჩუქეს, თითებამდე მიაღწია, ხელი ავწიე. მაძიებლები გაოცებითა და შიშით მიყურებდნენ და როცა ბუჩქები გადაიწია და ფარისეველთა ბრბო მდელოზე გამოვიდა, ცეცხლის ნაკადი ჩემი თითებიდან გაექანა იუზეს გულისკენ. მასწავლებელი უცებ აალდა, როგორც მშრალი ტოტები ელვის კოცნისგან და გაიღიმა და გაქრა ცეცხლის ცეკვაში.
გაშეშებული მკვდართვალიანიანები ათვალიერებდნენ ცეცხლმოკიდებულ წინასწარმეტყველს და ადამიანის ძვლებს კოცონთან, გაშიშვლებულ მაძიებლებს და ბზარს, რომელიც უფსკრულის გაქრობისას გაჩნდა.
— გავიქეცით — გაიჟღერეს ჩემ ყურთან სიტყვებმა და მე, სხვების მსგავსად გაოცებული, როგორც იქნა, გამოვფხიზლდი.
მირიეს თბილი ხელი ჩემსას შეეხო და მან გამიყოლა, როცა გამოფხიზებული მკვდართვალიანები იარაღს დასწვდნენ. ვიღაცებმა მაძიებლებიდან ქვები, ჯოხები და ძვლები აიღეს და საბრძოლველად მოემზადნენ, სხვები კი გაიქცნენ. მე ვხედავდი ამას ცალი თვალით და მივყვებოდი ამაღელვებელ სითბოს ადამიანის ქალიშვილისას. ის ბუჩქების გავლით მირბოდა, როგორც ველური ირემი, გრაციოზული და მისი გაშლილი თმები მეფინებოდა გაშიშვლებულ მკერდზე.
შემდეგ ის გაჩერდა და ჩემკენ შემოტრიალდა.
შავი ცა ნელ — ნელა გაქრა ჰორიზონტზე და გამოაჩინა ნაცრისფერი განთიადი, და ჩვენ ჩავიძირეთ ამ განთიადში ერთად…
*
როცა გავიღვიძე, მზის სხივები ეცემოდნენ მისი გრაციოზული, ამაღელვებელი ტანის თითოეულ სანტიმეტრზე.
ის ოქროსკანიანი იყო.
რა ტქმა უნდა, ის ოქროსკანიანი იყო!..


[1] იხილეთ «ლევიაფანების დამჭერში»: სად იმალება გონება? სადაა აზრის ადგილი? არაა ის სამლოცველოსა და ბაზარს შორის გზაზე, არ ჩნდება ის გათელილ მიწაზე და არ მიდის მისკენ გაკვალული გზა.
[2] პირდაპირ დაპირისპირებული ქადაგებები ზეცისა და მიწისქვესეთისა, რომელიც ერთდროულად უსვამს ხაზს ქრისტესა და ანტიქრისტე.
[3] შედარება სიტყვათა შეთანხმებასთან «ადამიანის შვილი».
[4] იხ. Fr. Nyarlathotep Otis მოთხრობა «შეგიძლია იფრინო»: «ცაში მოფრინავენ ქვები და ფურთხები, მაგრამ შენ იოლად იწევ მაღლა.მიწიდან ვერ მოგახვედრებენ და როცა ამოვლენ მაღლა რომ მოგწვდნენ დაინახავენ ლურჯფრთიან გარემოს და გაოცდბიან, და გაიღიმებენ და დაგივიწყებენ თქვენ, რადგან მიხვდებიან, რომ დაფრინავენ». ასეთი გზით წარმოჩინდება მიწა და ზეცა.
[5] თავი «ნეტარება» «ლევიაფანის დამჭერში».
[6] იდენტიფიკაცია «ნათელისა» და «ბნელის» («ჟანგიანი ლურსმნები» «დამლევი სისხლის სულისა» — მიმათითებელი უფალზე, ჯოხები და «სისხლი გულისა» — ვამპირებზე, ბნელ ძალებზე).
[7] მშიერი სულების, მშიერი მოჩვენებების სილუეტები აღებულია ბუტისტური9პირველ რიგში ტიბეტური) მითოლოგიიდან და ასევე მიმანიშნებელია ნიკოლაი პსურცევის წიგნზე «მშიერი მოჩვენებები».
[8] აღებულია წიგნიდან «ლევიფანების დამჭერნი».
[9] შედარებულია «ლევიაფანების დამჭერნი» ს და «დაკარგული ცხვრის ათ ნაბიჯზე» სთან.
[10] შედ. ბუდისტურ გამონათქვამთან «ორ თავიანი ნემსით, კაბას ვერ შეკერავ».
[11] შედ. გამოთქმასთან «მე ვარ საკუთარი სიტყვის მმართველი, მინდა ვდებ მას, მინდა უკან მიმაქვს».
[12] მაგალითად ასეთი პრიტჩა. მიდიოდა ბერი მდინარის გადაკვეთით. ხიდზე ვიღაცამ გაარტყა. ბერმა მოითმინა. ისევ გაარტყეს. მაშინ ბერმა, ბევრი ფიქრის გარეშე, მან გადააგდო ის ხიდიდან. მგზავრმა გაკვირვებულმა იკითხა, სად წავიდა ქადაგება მეორე ლოყის მიშვერის შესახებო, ბერმა კი უპასუხა «არსადაა მითითებული, რომ მასშიც უნდა გაგარტყანო».
[13] მოსაცმელი, რომელიც გაჟღენთილი იყო კენტავრი ნესას სისხლით, რომელიც შხამს შეიცავდა. იგი ჰერაკლეს ჩააცვა მეუღლე დეანირამ. ჰერაკლე საშინლად იტანჯებოდა და ღმეთებს სიკვდილი თხოვა და მათ აისრულეს სურვილი.
[14] ანალოგიები მოყვანილია კლასიკურ სატანისტურ ნაწარმოებებში «სატანისტური ბიბლია» და «დაწყევლილთა ბიბლია».
[15] შედარება ვიკტორ სუვოროვთან: «დამნაშავეს მიუტევე ან მოკალი».
[16] ვარსკვლავური მიწა, ჩაძირული მიწა — ასტლანდი, ასტლანტე, ატლანტიდა.
[17] იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც ავტორმა მიიღო, შუასაუკუნეებში ასტლანტედან მოსულნი და მათი მოსწავლენი ცნობილნი იყვნენ, როგორც ჯადოქრები, ფერიები, ელფები.
[18] ვარსკვლავები ამოდიან.
[19] ჭეშმარიტად ამოდიან ვარსკვლავები, ჩემო თავისუფალო მეგობარო.
[20] გადმოუთარგმნელი სიტყვების თამაში, დამახასიათებელი ასტერონის ენისთვის:დამოკიდებული კონტექსტზე და მახვილზე ფრაზე «ამე ასტერ დაე» შეიძლება ნიშნავდეს, როგორც «ჭეშმარიტად ამოდიან ვარსკვლავები» ასევე «ვარსკვლავის ხალხის ჭეშმარიტ გზას».
[21] ასტე — ვარსკვლავური, ასტერ — ვარსკვლავის ერი.
[22] დაე არასდროს ჩაქრეს ვარსკვლავი.
[23] არა მარტო «სიტყვა» რომელიც იყო თავიდან , არამედ «ჭეშმარიტი საუბარი» — ენა ურსულა ლე გუინის ნაწარმოებში. მისი დანიშნულებაა მაგიური ზემოქმედება დედამიწაზე.
[24] ოქროს და ვერცხლს.
[25] გადაკეთებული ევანგელისტური პრიტჩა უძღები შვილის შესახებ. რიგინალისგან განსხვავებით, უძღები შვილი არ ბრუნდება მამისეულ სახლში, არამედ ახალ სახლს პოულობს.
[26] სიტყვების თამაში.ფარისევლის ხორცი შეიძლება გაგებული იყოს, როგორც პირდაპი ისე გადატანით, სადაც ის ფარისეულ აზროვნებას აღნიშნავს.
[27] გლინტვეილი — ცხელი ღვინო ხილითა და სანელებლებით.
[28] ანალოგია ქრისტიანული რელიგიიდან.
[29] მიახლოებითი თარგმნა ასტერონის ენიდან. იუზე — ცხოვრების დამწესებელი, იუდე — ის ვინც დაწესებული გზით დადის. ესკარიე — გულიდან წამოსული და ასევე ე-სკარიე — შემთხზველი, ავტორი.
[30] იუდა ისკარიოტელის მიზნის გამოყენება, ტრადიციული ქრისტიანულისგან განსხვავებით. იხ. ბორხესი, ბულგაკოვი, სტრუგაცკი და იუდა ევანგელია.
[31] ეს მონაკვეთი შესაძლებელია განხილული იქნას ნებისმიერი გზით, ამიტომ დავტოვებ კომენტარის გარეშე და თითოეულმა ნახოს საკუთარი ვერსია
[32] კიდევ ერთი გამონათქვამის ინტერპრეტაცია «მგელი ცხვრის ტყავში».
[33] სიტყვა «ასტლანტე» ენათესავება არა მხოლოდ ატლანტიდა, არამედ სიტყვას, რომელიც აღნიშნავს აცტეკების ლეგენდარულ სამშობლოს — «ასტლან».
[34] ჩამოთვლილია რამდენიმე მომენტი, ასტერის ხალხის მითოლოგიიდან, ავტორი არ ამახვილებს მათზე ყურადღებას, რადგან პერსონაჯისთვის (იუდესთვის ეს მომენტები ბუნებრივია. ნაწილი მათი გადმოცემულია «დზასკარში» ნაწილი კი ჯერ კიდევ მის დაუწერელ ნაწილებში.
[35] კიდევ ერთი სიტყვათა თამაში. «მი ემარიე დი» ნიშნავს მე შენ მიყვარხარ, «მიე მარიე დი» კი «შენშია სიკვდილი ჩემი» ასევე სიტყვების მარიე და მირიე მსგავსი ჟღერადობა მინიშნებას გვაძლევს ფრაზაზე «შენ ჩემო ძვირფასო» ან «მე გლოცავთ შენ და მირიეს».
[36] მათი ხელები არ შეგეხებიან შენ.
[37] მაგიური სამკუთხედი რეპლიკებისა, ჯერ შეტრიალებული ერთ მხარეს, მერე მეორე. ხაზს უსვამს სამი მთავარი პერსონაჯის ჰარმონიულ ურთიერთდამოკიდებულებასა და გაგებას.

http://apokrif93geo.wordpress.com/2013/10/08/adamianis_kalishvili/

ჟურნალი "აპოკრიფი" იწვევს თანამშრომლობისთვის ავტორებსა და მთარგმნელებს, რომლებიც წერენ ქართულად. მოგვმართეთ:93in39@gmail.com (სასურველია წერილები რუსილ ან ინგლისურ ენებზე)
         Back to top Go down
 

ადამიანის ქალიშვილი

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ფენტეზი-
ზევით

ქვემოთ